/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */
ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */
ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */
ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */
ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */
ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.spec rubrika */
ado.placement({id: 'ado-fFdazl.MU8iwweOPGx2ayn9RTGapFBAiZrls1yyRHf3.T7', server: 'advertlinege.adocean.pl' });
ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰისტამინური H2-რეცეპტორების ბლოკატორი, H2-ანტაგონისტების I თაობიდან; ციმეტიდინის გავლენით ითრგუნება მარილმჟავას გამომუშავება როგორც ბაზალური, ისე საკვებით გამოწვეული, აგრეთვე - ჰისტამინით, გასტრინითა და ნაკლებად, აცეტილქოლინით გამოწვეული სეკრეცია. მარილმჟავას დაქვეითებული გამოყოფისა და მომატებული pH გამო პეპსინის აქტივობა მცირდება. ციმეტიდინით ღვიძლში მიკროსომული ფერმენტებიც ითრგუნება.
ჩვენებები
დოზირების რეჟიმი
დგინდება ინდივიდუალურად. ავადმყოფს უნიშნავენ 200-400 მგ 3-4-ჯერ დღეში და კიდევ 400-600-800 მგ ძილის წინ.
კუნთებში შესაყვანი ერთჯერადი დოზაა 200 მგ; საჭიროებისამებრ შეჰყავთ ნაკადურად ან წვეთოვანი გადასხმით 75-100 მგ/სთ; აღნიშნულ შემთხვევაში მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 1.5 გ არ აღემატება.
გვერდითი მოვლენები
მოსალოდნელი თავის ტკივილი, დაღლილობა, ძილიანობა, ყაბზობა, ფაღარათი, მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება, მიალგია, კანზე გამონაყარი; იშვიათად - ღვიძლის ტრანსამინაზების მომატებული აქტივობა (დროებითი) და კრეატინინის მაღალი დონე სისხლში, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, პარესთეზიები, დეპრესია;
ცალკეულ შემთხვევებში - ჰიპერპროლაქტინემია, გინეკომასტია, გალაქტორეა, იმპოტენცია.
უკუჩვენებები
ჭარბი მგრძნობელობა (ჰიპერსენზიტივობა) ციმეტიდინისადმი.
განსაკუთრებული მითითებები
♦ სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციებში პათოლოგიური გადახრის შემთხვევებში.
♦ მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ავთვისებიანი სიმსივნე საყლაპავში, კუჭში და თორმეტგოჯა ნაწლავში.
♦ ციმეტიდინით მკურნალობის უეცარი შეწყვეტა არაა სასურველი წყლულოვანი დაავადების მოსალოდნელი რეციდივის გამო.
♦ ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში აუცილებელია ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობისა და პერიფერიული სისხლის სისტემატური კონტროლი.
♦ პლაცენტარული ბარიერი შეღწევადია ციმეტიდინისადმი, იგი რძეშიც გადადის. ამიტომ, მისი მიღება ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში არაა რეკომენდებული.
♦ ბავშვებში და 14 წლის ასაკამდე მოზარდებში გამოყენებაც არაა რეკომენდებული.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
- ციმეტიდინისა და რიგი პრეპარატების ერთდროული მიღების შემთხვევაში, რომლებიც ღვიძლში გარდაიქმნება (პროპრანოლოლი, ვერაპამილი, ბენზოდიაზეპინები, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები, ამინოფილინი, გლიპიზიდი, გლიბურიდი, მეტოპროლოლი, მეტრონიდაზოლი, ლიდოკაინი, პროკაინამიდი, ციკლოსპორინი) სისხლში მათი კონცენტრაციის მატებაა მოსალოდნელი;
- იტროკონაზოლთან ან კეტოკონაზოლთან ერთდროული მიღების შემთხვევაში - მათი შეთვისების მნიშვნელოვანი დაქვეითება აღინიშნება;
- სუკრალფატთან ან ანტაციდებთან ერთდროული მიღების შემთხვევაში - თვით ციმეტიდინის შეთვისება მცირდება. ციმეტიდინის მიღება სისხლის წარმოქმნის დამთრგუნველ პრეპარატებთან ერთდროულად არაა რეკომენდებული.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */
ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */
ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });