/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენციკლოპედია

ფეზამი - PHEZAM - ФЕЗАМ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.spec rubrika */ ado.placement({id: 'ado-fFdazl.MU8iwweOPGx2ayn9RTGapFBAiZrls1yyRHf3.T7', server: 'advertlinege.adocean.pl' });

საერთაშორისო დასახელება:

CINNARIZINE; PIRACETAM

მწარმოებელი: BALKANPHARMA, ბულგარეთი

მოქმედი ნივთიერება: პირაცეტამი+ცინარიზინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნოოტროპული კომბინირებული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 60 ც.

1 კაფს.

პირაცეტამი ..........   400 მგ

ცინარიზინი ............ 25 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზას მონოჰიდრატი, სილიციუმის კოლოიდური ორჟანგი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პირაცეტამი წარმოადგენს ნოოტროპულ საშუალებას. იგი დადებითად მოქმედებს თავის ტვინში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის და სისხლმიმოქცევის პროცესებზე. პრეპარატი აძლიერებს გლუკოზის უტილიზაციას, აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს და იშემიურ უბნებში მიკროცირკულაციას, აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას, ზრიდს თავის ტვინის რეზისტენტობას ჰიპოქსიით გამოწვეული დაზიანებების დროს.

ცინარიზინი წარმოადგენს პიპერაზინის წარმოებულ თავის ტვინის სისხლძარღვებზე კარგად გამოხატული მოქმედების მქონე კაციუმის არხების სელექტიურ ბლოკატორს. იგი ამცირებს კალციუმის იონების შეღწევას სისხლძარღვების გლუვი კუნთების უჯრედებში, იწვევს კორონარული სისხლძარღვების გაფართოვებას. აქვეითებს არტერიების კუნთების ტონუსს, ამცირებს რეაქციას სისხლძარღვთა შემავიწროვებელ ბიოგენურ ნივთიერებებზე (ადრენალინი, ნორადრენალინი, ბრადიკინინი). იგი აგრეთვე აქვეითებს ვესტიბულური აპარატის და ლაბირინთის აგზნებადობას. ცინარიზინი ზრდის ქსოვილთა მდგრადობას ჰიპოქსიის მიმართ.

პრეპარატის ცნს-ზე ზემოქმედებისას ჭარბობს ცინარიზინის სედატიური ეფექტი. პრეპარატში შემავალი კომბინაციის ტოქსიკურობა არ აღემატება ცალკეული კომპონენტების ტოქსიკურობას.

თერაპიული ეფექტი იწყება მისი მიღებიდან 1-6 სთ-ის შემდეგ.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: ფეზამი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ცინარიზინის Cmax პლაზმაში აღინიშნება 1-4 სთ-ის, ხოლო პირაცეტამის - 2-6 სთ-ის შემდეგ.

განაწილება: ცინარიზინის მაქსიმალური კონცენტრაცია 1-4 სთ-ის შემდეგ აღინიშნება ღვიძლში, თირკმელებში, გულში, ფილტვებში, ელენთაში და თავის ტვინში. ცინარიზინის პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 91%-ს. პირაცეტამი სწრაფად ნაწილდება სასიცოცხლოდ აუცილებელ ყველა ორგანოში. იგი გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და ძირითადად კონცენტრირდება თავის ტვინის ქერქის რუხ ნივთიერებაში და ნათხემში, აგრეთვე nucleus caudatus (კუდიან ბირთვში), hippocampus (ჰიპოკამპში), corpus medianum, geniculus lateralis და plexus choroidalis (ქოროიდულ წნულში).

გამოყოფა: პირაცეტამი ორგანიზმიდან გამოიყოფა უცველი სახით შარდთან ერთად დაახლოებით 30 სთ-ის განმავლობაში.

ცინარიზინის 60% უცვლელი სახით გამოიყოფა განავალთან ერთად, ხოლო დანარჩენი რაოდენობა შარდთან ერთად ძირითადად მეტაბოლიტების სახით, დაახლოებით 5 სთ-ის განმავლობაში.

ჩვენებები:

  • სხვადასხვა გენეზის ფსიქოორგანული სინდრომი (მათ შორის თავის ტვინის სისხლძარღვების მწვავე და ქრონიკული დაავადებები. თავის ტვინის ტრავმების შემდგომი პერიოდი, ნერვული სისტემის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები);
  • თავბრუსხვევით, ყურებში შუილით, ნისტაგმით, გულისრევით და ღებინებით მიმდინარე ლაბირინთოპათია;
  • მენიერის სინდრომი;
  • კინეტოზების პროფილაქტიკა;
  • შაკიკის შეტევების პროფილაქტიკა;
  • ტვინის ინფარქტი ქვემწვავე სტადიაში და ქრონიკულ სტადიაში გადასვლის პროცესში;
  • ენცეფალოპათიით მიმდინარე ქრონიკული ჰიპერტენზია;
  • სისხლძარღვოვანი დემენცია;
  • სისხლძარღვოვანი გენეზის აფაზია;
  • ტრავმით გამოწვეული ენცეფალოპათია;
  • შიზოფრენიის და დეპრესიის დროს დამხმარე საშუალების სახით. ნეიროლეფსიური და ანტიდეპრესიული საშუალების მიმართ რეზისტენტობისას;
  • ფსიქოგენური გენეზის ასთენიური სინდრომი (განგაში, ემოციური დისკომფორტი, აგზნებადობა, მეხსიერების, ყურადღების დარღვევა, ემოციური ლაბილურობა);
  • ინტელექტუალურად ჩამორჩენილი განვითარების მქონე ბავშვებში მეხსიერების და სწავლის გაუმჯობესების მიზნით.
  • დოზირების რეჟიმი
  • მოზრდილებს ენიშნებათ პრეპარატის 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში 1-3 თვის განმავლობაში დაავადების სიმძიმის მიხედვით.
  • ბავშვებს - 1-2 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში.
  • გვერდითი მოვლენები
  • დერმატოლოგიური რეაქციები: იშვიათად კანზე გამონაყარი, ქავილი, ფოტოსენსიბილიზაცია.

უკუჩვენებები:

პრეპარატის ან მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ღვიძლისა და/ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ავადმყოფებს.

◄ თირკმელების მძიმე უკმარისობის დროს, ჰემოდიალიზის შესაძლებლობის შემთხვევაშიც კი, ფეზამის დანიშვნა მაღალ დოზებში ნებადართული არ არის.

◄ ცინარიზინის შემცველობის გამო, სპორტსმენებში პრეპარატი იძლევა დადებით რეაქციას დოპინგ-ტესტზე.

◄ პრეპარატის გამოყენების დროს შესაძლებელია რადიაქტიური იოდის (კაფსულის შემადგენლობაში არსებული საღებავები შეიცავენ იოდს) განსაზღვრის შედეგების ცვლილება.

◄ ფეზამი შერჩევით ინიშნება იმ შემთხვევაში, როდესაც პირაცეტამით მონოთერაპია ავადმყოფებში იწვევს დაძაბულობას და უძილობას.

◄ ფეზამის მიღება თერაპიულ დოზებში (იმ შემთხვევაში, როდესაც ძირითადი დაავადება იძლევა ამის საშვალებას) შესაძლებელია ავტოტრანსპორტის მძღოლებში და იმ პირებში, რომელთა მუშაობა ტექნიკასთან მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას.

ჭარბი დოზირება:

აღწერილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- ფეზამი აძლიერებს სედატიური პრეპარატების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ნოოტროპული და ჰიპოტენზიური საშუალებების, აგრეთვე ეთანოლის მოქმედების ეფექტს.

- ვაზოდილატატორები აძლიერებენ ფეზამის მოქმედებას, ხოლო ჰიპერტენზული საშუალებები - ამცირებენ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

გამომთვლელის გვერდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები