/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნევროლოგია

ნევროზისა და დეპრესიის ფსიქოლოგიური საფუძველი

თუ რაიმე პრობლემის გამო სასოწარკვეთილ ადამიანს გუნება-განწყობა უქვეითდება, ძილი ერღვევა, უსიამოვნო ფიქრებს თავს ვერ აღწევს და ამგვარი რამ დიდხანს გრძელდება, მაშინ ფიქრობენ, რომ მას დეპრესია აქვს.
  • დეპრესია

დეპრესია თითქმის ყველას გამოუცდია. დეპრესია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, თუმცა მკურნალობას სხვა დაავადებებზე უკეთ ექვემდებარება და ავადმყოფების 80-90 პროცენტი წარმატებით იკურნება.

დეპრესიის გამოცნობა ზოგჯერ ძნელდება იმის გამო, რომ ადამიანები მის სიმპტომებს ყოფით სირთულეებს მიაწერენ. ხშირად გაიგონებთ, რომ ამა თუ იმ ადამიანს დეპრესია აქვს, რადგან მძიმე განსაცდელი გამოიარა. ამ დროს ავიწყდებათ, რომ ბევრმა ადამიანმა შეიძლება დიდ უბედურებასა და სტრესს დეპრესიის განუვითარებლად გაუძლოს, ხოლო ვინც ვერ უძლებს, მას სპეციალისტის დახმარება სჭირდება.

დეპრესიით დაავადებული თითქმის ყოველი ადამიანი მუდმივად უხალისო, უიმედო და გაღიზიანებულია. თუ ადამიანს ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომთაგან ოთხი ან მეტი ორ კვირაზე მეტხანს უგრძელდება, მან ექიმს ან ფსიქოლოგს უნდა მიმართოს:

  1. მადის ცვლილება, რასაც თან სდევს წონის დაკლება ან მომატება;
  2. ძილის დარღვევა - წყვეტილი ძილი, ჩაძინების გაძნელება, დილით ადრე გაღვიძება ან ზედმეტი ძილი;
  3. ენერგიის დაქვეითება, ადვილად გადაღლა;
  4. უიმედობა;
  5. ყურადღების კონცენტრაციისა და აზროვნების გაძნელება, გაუბედაობა;
  6. თვითმკვლელობაზე ფიქრი ან მცდელობა;
  7. მელანქოლია (ძლიერი მწუხარებისა და მოწყენილობის შეგრძნება), გაღვიძებისთანავე უხალისობა, მოძრაობის შენელება;
  8. ფიზიკური სიმპტომები: თავის, მუცლის... ტკივილი, წვა, ჩხვლეტა და სხვა უსიამოვნო შეგრძნებები.

დეპრესიის დროს ამ უსიამოვნო ფსიქიკურ და ფიზიკურ განცდებს თითქოს ბოლო არ უჩანს. მათ არც სასიამოვნო ამბები აქარწყლებს. ზოგი იმდენად სასოწარკვეთილია, რომ არც ექიმთან მისვლა მიაჩნია საჭიროდ და არც რაიმე შედეგის იმედი აქვს. დეპრესიული ადამიანი არ ითვალისწინებს სხვათა რჩევებს და უარყოფს დახმარებას.

დეპრესია ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაემართოს. ზოგს ცხოვრების მანძილზე შეიძლება მხოლოდ ერთი შეტევა ჰქონდეს, სხვას - რამდენჯერმე გაუმეორდეს, ზოგს კი დაავადება უხანგრძლივდება და ქრონიკულად მიმდინარეობს. თუ ადამიანს დეპრესიის გამკლავება და თავისი მოვალეობების შესრულება შეუძლია, მაშინ საფიქრებელია, რომ მას ექიმის დახმარება არ დასჭირდება.

შეკითხვა ექიმს
<p>-სწორ განყოფილებაში ვკითხულობ თუ არა არ ვიცი მაგრამ ხომ ვერ მეტყვით როცა ვწვები ზურგზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თავბრუს ხვევის შეგრძნება მაქვს, და შეგრძნება მაქ თითქოს თვალებში წნევა მიწევს .თავს ქვეშ ბალიში რო დავიდო ან თავი წამოვწიო მაშინ მივლის ეს ეფექტი. ხო ვერ მეტყვით ეს რისი.ბრალი უნდა იყოს??</p>

დეპრესიას უამრავი რამ განაპირობებს - სხვადასხვა სახის კონფლიქტები ოჯახში, სამსახურში... გარშემომყოფებთან უსიამოვნებები, ოცნებების მსხვრევა, იმედგაცრუება, ხანგრძლივი ემოციური და ფიზიკური დატვირთვა, ცუდის მოლოდინი. არსებობს უსაფუძვლო დეპრესიაც. ბავშვებში დეპრესია ხშირად გამოიხატება ქცევის აშლილობით - გამომწვევი ქცევით, კონფლიქტურობით, ხეტიალისადმი მიდრეკილებით. დეპრესია უმეტესად სუსტი ნებისყოფის ადამიანებს იპყრობს. ისინი ადვილად ექცევან სტრესის ქვეშ, მათზე ძლიერ მოქმედებს მათდამი უარყოფითი დამოკიდებულება, ცინიკური მოპყრობა, ზოგჯერ მდგომარეობიდან გამოდიან უბრალო ხუმრობის გამოც. ასეთებს უნდა აგრძნობინონ, რომ მათ გვერდით არის ადამიანი, რომელიც თანაუგრძნობს, გაიზიარებს მათ წუხილს. უნდა შეეცადონ, არ დაუმძიმონ მდგომარეობა. ყველაზე მთავარია დავუბრუნოთ ასეთ ადამიანს სიცოცხლის ხალისი.

  • ნევროზები

ნევროზები ფსიქოგენო-რეაქტიულ დაავადებათა ჯგუფს განეკუთვნება. მათ საფუძველს წარმოადგენს უმაღლეს ნერვულ მოქმედებათა დარღვევები, რომლებიც წარმოიქმნება სხვადასხვა ძალისა და ხანგრძლივობის სტრესული (პათოგენური), ასევე ნერვული სისტემის დამასუსტებელი მავნე ფაქტორების (სომატური დაავადებები, გადაღლა, იძულებითი გამოუძინებლობა, ენდოკრინული დარღვევები, ალკოჰოლიზმი და სხვა) ზეგავლენით.

ასევე დაგაინტერესებთ
ხელების ბანა - აკვიატებული ქცევა
ეჭვიანობა - დაავადება თუ აკვიატებული ქცევა?

ნევროზების ძირითად კლინიკურ ფორმებს წარმოადგენს:

  1. ნევრასთენია;
  2. ისტერიული ნევროზი;
  3. აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი.
  • ნევრასთენია

ნევრასთენია, როგორც დამოუკიდებელი დაავადება, აუცილებლად უნდა გავარჩიოთ ნევრასთენიული სინდრომისაგან, რომელიც არცთუ იშვიათად შეიმჩნევა ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაავადებებისას და შიზოფრენიის დროს.

ნევრასთენიის საფუძველი ხშირად ხდება ხანგრძლივი გადაღლა, რომელსაც თან სდევს უარყოფითი ემოციური განცდები (ნერვიულობა, შიში, შფოთიანი მოლოდინი, მუდმივი სიჩქარე, ზიზღის გრძნობა შესასრულებელი სამუშაოს მიმართ და ა.შ.), ასევე ორგანიზმის დამასუსტებელი ფაქტორების არსებობა ძილისა და კვების რეჟიმის მუდმივი დარღვევის სახით, ქრონიკული ინტოქსიკაციები (ალკოჰოლის, სიგარეტის...), სხვადასხვა სახის სამუშაოზე ყურადღების გადანაცვლების მუდმივი აუცილებლობა.

ნევრასთენიის ერთ-ერთი ნიშანია ე.წ. გამაღიზიანებელი სისუსტე, რომელიც გამოხატულია ცნს-ის მომეტებული აღგზნებადობითა და სწრაფი დაღლით, ღონემიხდილობით. ეს სიმპტომი ვლინდება ავადმყოფის ინტელექტუალურ, ემოციურ და ნებელობით სფეროებში. ავადმყოფები მცირედ შენიშვნაზე ან სხვა გარეგან გამღიზიანებელზე პასუხობენ მძაფრი მრისხანებით, ყვირილით, ლანძღვით, მაგრამ მაშინვე მშვიდდებიან, შემდეგ ხშირად ნანობენ მომხდარის გამო, ხდებიან დათრგუნულნი, ზოგჯერ ტირიან, კიცხავენ საკუთარ თავს თავშეუკავებლობის გამო, კარგავენ ინტერესს გარშემომყოფების მიმართ, ნაკლებადინიციატივიანები ხდებიან: ადვილად დაღლის გამო სულ უფრო და უფრო უქვეითდებათ შრომისუნარიანობა, განსაკუთრებით რთული ხდება მათთვის სამუშაო, რომელიც ყურადღების დაძაბვას მოითხოვს. ავადმყოფები ხშირად უჩივიან ცუდ მეხსიერებას. დარღვეულია ძილი, რის გამოც მას თან ახლავს უსიამოვნო სიზმრები;

  • ისტერია

ისტერიის გამოვლინებები სხვადასხვაგვარია, ზოგჯერ ის სხვა დაავადებების სიმპტომებს მოგვაგონებს. ისტერიის მთავარ გამოვლინებად ითვლება: ისტერიული შეტევა, ვეგეტატიური და სენსომოტორული მოშლილობა.

ისტერიული შეტევა (გულყრა) ყოველთვის დაკავშირებულია რაიმე გარეგან გამღიზიანებელთან, განსაკუთრებით სიტუაციასთან, რომელიც ტრავმას აყენებს ავადმყოფის ფსიქიკას ან იწვევს წარსულში გადატანილი უსიამოვნო განცდების გახსენებას. ცნობიერება ამ დროს არასდროს არაა სრულად დაბინდული. ზოგჯერ შეიმჩნევა მეტყველების დარღვევა: მუტიზმი (სიმუნჯე), ენაბლუობა, აფონია (ხმის ჟღერადობის დაკარგვა) ან ყრუმუნჯობა. ისტერიული ავადმყოფის ხასიათი ძალიან ჰგავს ბავშვის ხასიათს. ბავშვებში თავის ტვინის ქერქი ჯერ კიდევ არასაკმარისად არის განვითარებული და მათ ქცევებში დიდ როლს თამაშობს ქერქქვეშა ნაწილი, მომატებულია ემოციურობა. ამიტომ ისტერიული ავადმყოფი ხელმძღვანელობს არა გონებით, არამედ გრძნობით;

  • აკვიატებულ მოქმედებათა ნევროზი

აკვიატებულ მოქმედებათა ნევროზი - ფსიქიკის სერიოზული ქრონიკული დარღვევაა, რომელიც შეიძლება იყოს გამოხატული მძიმედ ან მსუბუქად. მისით შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, მაგრამ ხშირად ის იწყება ბავშვობაში. დაავადებული ადამიანი მთლიანად მოცულია აკვიატებული აზრებით, მიუხედავად იმისა, რომ მან იცის მათი აბსურდულობა, ებრძვის კიდეც მათ, მაინც არ შეუძლია შეწყვიტოს გაუთავებელი (აკვიატებული) დაბანა ან კარებისა და გაზქურის შემოწმება. დაავადების ზოგიერთ შემთხვევაში აკვიატებები ისე იპყრობენ ადამიანს, იმდენ დროს ართმევს, რომ მისი ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმი ირღვევა: უჭირს მუშაობა, ოჯახსა და სოციალურ გარემოსთან შეგუება.

ნევროზების მკურნალობა უნდა იყოს კომპლექსური: ფსიქოთერაპია, ფარმაკოთერაპია, ზოგადგამა-ჯანსაღებელი თერაპია. ნევროზების მკურნალობა რთული და ხანგრძლივი პროცესია და დიდ მოთმინებას მოითხოვს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ნევროზისა და დეპრესიის ფსიქოლოგიური საფუძველი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები