წყლის სმა და ხშირი კვება შაკიკის შეტევებს აიშვიათებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წყლის სმა და ხშირი კვება შაკიკის შეტევებს აიშვიათებს

; "ჩვენ კი ჯიუტად ვებრძვით სპაზმს, სადაც იგი არ არის!".

შაკიკის დროს არ უნდა ვეძებოთ: მარილები, ოსტეოქონდროზი, პროთრომბინის მომატება; არ არის აუცილებელი წნევის ხშირი გაზომვა (თუ წნევის ავადმყოფობა - ჰიპერტონია არ გაქვთ).

შაკიკის დროს ძებნას ნუ დაუწყებთ "ჯადოსნურ პრეპარატებს".

შაკიკის სამკურნალო მედიკამენტების უმეტესობა ორსულობისას აკრძალულია.

შაკიკი აერთიანებს 11 სხვადასხვა ავადმყოფობას, 5 გართულებას და 3 სავარაუდო ფორმას. შაკიკი ქრონიკული ორგანული დაავადებაა, რომელიც უმთავრესად მემკვიდრეობით გადაეცემა და რომლითაც მსოფლიოში - ყოველი მეათე, ხოლო საქართველოში ყოველი მეექვსე-მეშვიდე ადამიანია დაავადებული. შაკიკი ხშირად ბავშვობისას ვლინდება, თუმცა შეიძლება ნებისმიერ სხვა ასაკშიც იჩინოს თავი. ამასთან, 3-ჯერ უფრო ხშირია ქალებში. შეტევებს შორის შაკიკი სრულიად უსიმპტომოა. 40 წლის შემდეგ შეტევების სიმძაფრე და სიხშირე შესაძლოა შემცირდეს და თანდათან ადვილად დასამორჩილებელი გახდეს.

შეტევას ხელს უწყობს: ემოციური ფაქტორები (სტრესი, შფოთვა, ბრაზი, დარდი, დეპრესია, აღგზნება, მღელვარება, დაძაბულობის მკვეთრი შემცირება, შიშის ან "ნერვიულობის" გადავლა), ჰორმონული ფაქტორები (მენზესი, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, ლოგინობის ხანა), ამინდისა და ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, მძაფრი სუნი, კაშკაშა შუქი, ხმაური, უძილობა (ან ზედმეტი ძილი), გადაღლა, შიმშილი (ან გაძღომა), წონის მატება, თამბაქო, ალკოჰოლი, კოფეინი, წამალდამოკიდებულება, ტრანსპორტში ჯანჯღარი, კისრის და/ან თავის ტრავმა, ინფექცია, ნაყინი, ყინულიანი წყალი, ნიტროგლიცერინი ან სხვა მედიკამენტები, ზოგიერთი საკვები.

შეტევა 4-72 საათს გრძელდება და კლასიკურად 4 ფაზისგან შედგება, თუმცა ასეთი წყობა პრაქტიკაში იშვიათია და რომელიმე ფაზის არარსებობა შაკიკის დიაგნოზს არ გამორიცხავს. დაძაბული ტიპისა და შაკიკის თავის ტკივილს სიცოცხლეში ერთხელ მაინც ყოველი მეორე ადამიანი გადაიტანს. თქვენ წარმოიდგინეთ, შაკიკის დროს შესაძლოა საერთოდ არ აგტკივდეთ თავი. კიდევ ერთი უცნაური ფაქტი: ბავშვებში ზოგიერთი "აპენდიციტი" სინამდვილეში მუცლის შაკიკის შეტევაა.

შაკიკი არ არის სისხლძარღვოვანი ავადმყოფობა და არტერიული წნევის მომატება სულაც არ არის თავის ტკივილისა და "კრიზის" ხშირი მიზეზი. შაკიკის ტკივილს იწვევს უძილობაც და ზედმეტი ძილიც, შიმშილიც და მეტისმეტი ნაყროვანებაც. წყლის სმა და ხშირი კვება კი შაკიკის შეტევებს აიშვიათებს. შაკიკის დიაგნოსტიკა არ მოითხოვს ძვირად ღირებულ გამოკვლევებს. შაკიკთან გასამკლავებლად უმნიშვნელოვანესია ექიმისა და ავადმყოფის სწორი ურთიერთობა.

შაკიკი არცთუ "დიდი თავის ტკივილია", თუ მის "საიდუმლოს" ჩასწვდებით. ცხოვრების ჯანსაღმა წესმა შესაძლოა სულაც დაგავიწყოთ მისი არსებობა და, ბოლოს და ბოლოს, დარწმუნდეთ, რომ გაქვთ უფლება, იცხოვროთ ტკივილის გარეშე.

გთავაზობთ შაკიკის სამახსოვროს:

ისწავლეთ სხვადასხვა ტიპის თავის ტკივილის ერთმანეთისგან გარჩევა და მოსალოდნელი შეტევის ამოცნობა.

აწარმოეთ თავის ტკივილის დღიური, ჩაინიშნეთ მნიშვნელოვანი მოვლენები.

ერიდეთ შეტევის ხელშემწყობ ფაქტორებს.

თან ატარეთ "განუყრელი მედიკამენტები".

აცნობეთ ექიმს ჯანმრთელობასა და სოციალურ ცვლილებებთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი გარემოება.

განსაკუთრებულ შაკიკს განსაკუთრებული მეურვეობა სჭირდება.

იყავით გულახდილი ექიმთან.

არ მოგერიდოთ იმის გამხელა, რომ ექიმის ყველა მითითებას ვერ ასრულებთ.

მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს.

გაუმკლავდით თავის ტკივილს

შაკიკის სამკურნალო ხალხური საშუალებები - მკითხველის რეცეპტი

როგორ ავიცილოთ შაკიკის შეტევა

შაკიკი