/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნევროლოგია

როგორ ვლინდება ნევროზი

როგორ ვლინდება ნევროზი
ნევროზის გამოვლინებებს ორ ჯგუფად - ფსიქოპათოლოგიურ და ნეიროსომატურ დარღვევებად ყოფენ.
  • პირველ ჯგუფს ეკუთვნის:

  1. ასთენიური სინდრომი;
  2. ფობიური სინდრომი;
  3. იპოქონდრიული სინდრომი;
  4. ნევროზული დეპრესიის სინდრომი (სინდრომი სიმპტომთა ერთობლიობაა).
  • მეორეს ჯგუფს ეკუთვნის:

  1. ვეგეტატიური აშლილობანი;
  2. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნევროზული დარღვევები;
  3. სასუნთქი სისტემის ნევროზული დარღვევები;
  4. შარდსასქესო სისტემის ნევროზული დარღვევები;
  5. საჭმლის მომნელებელი სისტემის ნევროზული დარღვევები;
  6. მგრძნობელობის დარღვევები;
  7. მოძრაობის დარღვევები;
  8. ძილის დარღვევები;
  9. ნერვული ანორექსიის სინდრომი;
  10. თავის ტკივილები;
  11. პროფესიული დისკინეზიები და სხვა.
  • ასთენიური სინდრომი

ასთენიური სინდრომი ნევროზის ყველაზე გავრცელებული გამოვლინებაა. ამ დროს ადამიანი სასიცოცხლო ძალთა (უპირველეს ყოვლისა, ფიზიკურ ძალთა) განლევას, სისუსტეს, მოდუნებას უჩივის. ადვილად იღლება, შრომის უნარი უქვეითდება, ყურადღება და მეხსიერება უუარესდება, იოლად ღიზიანდება, გუნება-განწყობა მალ-მალე ეცვლება, მომატებულ მგრძნობელობას ამჟღავნებს ხმაურისა და კაშკაშა სინათლის მიმართ. შესაძლოა, შეაწუხოს ხშირმა თავის ტკივილმა, ძილის დარღვევამ, უსიამოვნო შეგრძნებებმა კანისა და ლორწოვანი გარსების, კუნთებისა და შინაგან ორგანოთა მხრივ.

ფობიური სინდრომი

ფობიური სინდრომი შიშის აკვიატებული განცდაა, რომელსაც ერთვის არსებული მდგომარეობის კრიტიკული შეფასება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი აცნობიერებს შიშის უსაფუძვლობას, მაგრამ ამ განცდას თავს ვერ აღწევს. ნევროზის დროს თავს იჩენს კარდიოფობია (გულის დაავადებების შიში), ლისოფობია (გაგიჟების შიში), აგორაფობია (ღია სივრცის შიში), კლაუსტროფობია (დახშული სივრცის შიში), ჰიპსოფობია (სიმაღლის შიში), კანცეროფობია (კიბოთი დაავადების შიში).

  • იპოქონდრიული სინდრომი

იპოქონდრია საკუთარი ჯანმრთელობისადმი არაადეკვატური დამოკიდებულებაა. ადამიანს ჰგონია, რომ ესა თუ ის სნეულება სჭირს, გამუდმებით შიშობს არარსებული დაავადების გამო და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. იპოქონდრიული სინდრომი ამა თუ იმ სახით თითქმის ყველა ნევროზული მდგომარეობის დროს ვლინდება.

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნევროზული დარღვევები

ნევროზის დროს საკმაოდ ხშირად გვხვდება დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, უმეტესად - სამი სახისა:

  1. კარდიალგიური სინდრომი;
  2. გულის რიტმის დარღვევის სინდრომი;
  3. სისხლძარღვოვანი დისტონიის სინდრომი.

ნევროზული კარდიალგია(ტკივილის შეგრძნება გულის არეში) არ შეიცავს სტენოკარდიის ნიშნებს (გულის იშემიური დაავადებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს) და არ გაივლის შესაბამისი მედიკამენტების მიღებისას. ჩვეულებრივ, ეს ყრუ, ზოგჯერ მჩხვლეტი, მოჭერითი, დამწოლი ან სხვა ხასიათის ცვალებადი ტკივილია გულის მწვერვალის, მარცხენა მკერდისა და შესაბამისი დვრილის მიდამოში. ასეთი ტკივილის აღმოცენებისას ადამიანი გულის მძიმე დაავადებას ეჭვობს.

შეკითხვა ექიმს
<p>-სწორ განყოფილებაში ვკითხულობ თუ არა არ ვიცი მაგრამ ხომ ვერ მეტყვით როცა ვწვები ზურგზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თავბრუს ხვევის შეგრძნება მაქვს, და შეგრძნება მაქ თითქოს თვალებში წნევა მიწევს .თავს ქვეშ ბალიში რო დავიდო ან თავი წამოვწიო მაშინ მივლის ეს ეფექტი. ხო ვერ მეტყვით ეს რისი.ბრალი უნდა იყოს??</p>

გულის რიტმის ნევროზული დარღვევა, უპირველეს ყოვლისა, ტაქიკარდიით (გულის შეკუმშვათა გახშირებით) ვლინდება. ამ ტიპის დარღვევა მყარიც შეიძლება იყოს და შეტევითი ხასიათისაც. პულსის გახშირება, წესისამებრ, ფსიქომატრავმირებელ გარემოებებს უკავშირდება. გულის შეკუმშვათა გაიშვიათება და ექსტრასისტოლები (ამოვარდნები) ნევროზული დარღვევების დროს იშვიათია. ნევროზს უმთავრესად გაძლიერებული გულისცემა ან გულის გაჩერების, ერთგვარი გამოთიშვის შეგრძნება ახასიათებს.

სისხლძარღვოვანი დისტონიაუმეტესად ნევროზის სხვა სიმპტომებს ერთვის. ის ვლინდება არტერიული წნევის მომატებით ან დაქვეითებით. ამასთანავე, არტერიული წნევის მომატებისას არ აღინიშნება ჰიპერტონიული დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ნევროზის დროს ხშირია სუნთქვის რიტმის დარღვევა. ადამიანს ამ დროს ჰაერის უკმარისობის შეგრძნება იპყრობს (ეს ვეგეტატიური დარღვევის ნიშანია) და სწრაფად იწყებს სუნთქვას. აღმოცენდება სუნთქვითი არიტმია - სუნთქვა ღრმა ან ზედაპირული, ხშირი ან არათანაბარი ხდება. ამავე დროს, იწყება თავბრუხვევა, რაც განსაკუთრებით აშინებს ადამიანს. დაწყნარებისას, ყურადღების სხვა საგანზე გადატანისას ეს ყველაფერი თავისთავად გაივლის.

ასევე დაგაინტერესებთ
როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვი ენაბორძიკობს? - 3 წესი ლოგონევროზის სამართავად
რისი ბრალია ისტერიკა

ნევროზის დროს ზოგჯერ ნევროზული ლარინგოსპაზმი ან ნევროზული სლოკინი აღმოცენდება.

ნევროზი ზოგჯერ რამდენიმე კვირას გრძელდება, ზოგჯერ - რამდენიმე წელიწადს. განსხვავებულია მიმდინარეობის ხასიათი და დინამიკაც. ცნობილია ნევროზის რამდენიმე ფორმა:

  • პროგრესირებადი - როდესაც ნევროზული დარღვევები დროის განსაზღვრულ პერიოდში ძლიერდება;
  • რეგრესირებადი - როდესაც ნევროზული გამოვლინებები სუსტდება;
  • სტაციონარული - როდესაც ნევროზული გამოვლინებები უცვლელია;
  • ტალღისებრი - როდესაც მდგომარეობის გაუმჯობესებას გაუარესება ენაცვლება და პირიქით;
  • რემისიული - როდესაც აღინიშნება ნევროზულ დარღვევათა სრული ან თითქმის სრული ალაგების პერიოდები.

ყურადსაღებია, რომ ნევროზით დაავადებული ერთდროულად რამდენიმე სინდრომს უჩივის. მაგალითად, იპოქონდრიულ, ასთენიურ სინდრომებს ვეგეტატიური დარღვევებითა და თანდართული ფობიებით.

კომენტარები (14)
Zura
Xmebi chagesmodat vinmes?
თარიღი : 11-03-2022
Diana
ნევროზმა თუ იცის სიცხეები , 3 თვეა სიცხე მაქვს 37, ან 37, 2 .
თარიღი : 26-03-2020
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ ვლინდება ნევროზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვლინდება ნევროზი

  • პირველ ჯგუფს ეკუთვნის:

  1. ასთენიური სინდრომი;
  2. ფობიური სინდრომი;
  3. იპოქონდრიული სინდრომი;
  4. ნევროზული დეპრესიის სინდრომი (სინდრომი სიმპტომთა ერთობლიობაა).
  • მეორეს ჯგუფს ეკუთვნის:

  1. ვეგეტატიური აშლილობანი;
  2. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნევროზული დარღვევები;
  3. სასუნთქი სისტემის ნევროზული დარღვევები;
  4. შარდსასქესო სისტემის ნევროზული დარღვევები;
  5. საჭმლის მომნელებელი სისტემის ნევროზული დარღვევები;
  6. მგრძნობელობის დარღვევები;
  7. მოძრაობის დარღვევები;
  8. ძილის დარღვევები;
  9. ნერვული ანორექსიის სინდრომი;
  10. თავის ტკივილები;
  11. პროფესიული დისკინეზიები და სხვა.
  • ასთენიური სინდრომი

ასთენიური სინდრომი ნევროზის ყველაზე გავრცელებული გამოვლინებაა. ამ დროს ადამიანი სასიცოცხლო ძალთა (უპირველეს ყოვლისა, ფიზიკურ ძალთა) განლევას, სისუსტეს, მოდუნებას უჩივის. ადვილად იღლება, შრომის უნარი უქვეითდება, ყურადღება და მეხსიერება უუარესდება, იოლად ღიზიანდება, გუნება-განწყობა მალ-მალე ეცვლება, მომატებულ მგრძნობელობას ამჟღავნებს ხმაურისა და კაშკაშა სინათლის მიმართ. შესაძლოა, შეაწუხოს ხშირმა თავის ტკივილმა, ძილის დარღვევამ, უსიამოვნო შეგრძნებებმა კანისა და ლორწოვანი გარსების, კუნთებისა და შინაგან ორგანოთა მხრივ.

ფობიური სინდრომი

ფობიური სინდრომი შიშის აკვიატებული განცდაა, რომელსაც ერთვის არსებული მდგომარეობის კრიტიკული შეფასება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი აცნობიერებს შიშის უსაფუძვლობას, მაგრამ ამ განცდას თავს ვერ აღწევს. ნევროზის დროს თავს იჩენს კარდიოფობია (გულის დაავადებების შიში), ლისოფობია (გაგიჟების შიში), აგორაფობია (ღია სივრცის შიში), კლაუსტროფობია (დახშული სივრცის შიში), ჰიპსოფობია (სიმაღლის შიში), კანცეროფობია (კიბოთი დაავადების შიში).

  • იპოქონდრიული სინდრომი

იპოქონდრია საკუთარი ჯანმრთელობისადმი არაადეკვატური დამოკიდებულებაა. ადამიანს ჰგონია, რომ ესა თუ ის სნეულება სჭირს, გამუდმებით შიშობს არარსებული დაავადების გამო და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. იპოქონდრიული სინდრომი ამა თუ იმ სახით თითქმის ყველა ნევროზული მდგომარეობის დროს ვლინდება.

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნევროზული დარღვევები

ნევროზის დროს საკმაოდ ხშირად გვხვდება დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, უმეტესად - სამი სახისა:

  1. კარდიალგიური სინდრომი;
  2. გულის რიტმის დარღვევის სინდრომი;
  3. სისხლძარღვოვანი დისტონიის სინდრომი.

ნევროზული კარდიალგია (ტკივილის შეგრძნება გულის არეში) არ შეიცავს სტენოკარდიის ნიშნებს (გულის იშემიური დაავადებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს) და არ გაივლის შესაბამისი მედიკამენტების მიღებისას. ჩვეულებრივ, ეს ყრუ, ზოგჯერ მჩხვლეტი, მოჭერითი, დამწოლი ან სხვა ხასიათის ცვალებადი ტკივილია გულის მწვერვალის, მარცხენა მკერდისა და შესაბამისი დვრილის მიდამოში. ასეთი ტკივილის აღმოცენებისას ადამიანი გულის მძიმე დაავადებას ეჭვობს.

გულის რიტმის ნევროზული დარღვევა, უპირველეს ყოვლისა, ტაქიკარდიით (გულის შეკუმშვათა გახშირებით) ვლინდება. ამ ტიპის დარღვევა მყარიც შეიძლება იყოს და შეტევითი ხასიათისაც. პულსის გახშირება, წესისამებრ, ფსიქომატრავმირებელ გარემოებებს უკავშირდება. გულის შეკუმშვათა გაიშვიათება და ექსტრასისტოლები (ამოვარდნები) ნევროზული დარღვევების დროს იშვიათია. ნევროზს უმთავრესად გაძლიერებული გულისცემა ან გულის გაჩერების, ერთგვარი გამოთიშვის შეგრძნება ახასიათებს.

სისხლძარღვოვანი დისტონია უმეტესად ნევროზის სხვა სიმპტომებს ერთვის. ის ვლინდება არტერიული წნევის მომატებით ან დაქვეითებით. ამასთანავე, არტერიული წნევის მომატებისას არ აღინიშნება ჰიპერტონიული დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ნევროზის დროს ხშირია სუნთქვის რიტმის დარღვევა. ადამიანს ამ დროს ჰაერის უკმარისობის შეგრძნება იპყრობს (ეს ვეგეტატიური დარღვევის ნიშანია) და სწრაფად იწყებს სუნთქვას. აღმოცენდება სუნთქვითი არიტმია - სუნთქვა ღრმა ან ზედაპირული, ხშირი ან არათანაბარი ხდება. ამავე დროს, იწყება თავბრუხვევა, რაც განსაკუთრებით აშინებს ადამიანს. დაწყნარებისას, ყურადღების სხვა საგანზე გადატანისას ეს ყველაფერი თავისთავად გაივლის.