რა იწვევს დღისით ძილიანობასა და გამოუძინებლობის შეგრძნება - ნევროლოგიური დარღვევები, სტრესი და სიმსუქნე ჰიპერსომნიის განვითარებას უწყობს ხელს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა იწვევს დღისით ძილიანობასა და გამოუძინებლობის შეგრძნება - ნევროლოგიური დარღვევები, სტრესი და სიმსუქნე ჰიპერსომნიის განვითარებას უწყობს ხელს

ჰიპერსომნიას მრავალი მიზეზი აქვს: ნარკოლეფსია, ნევროლოგიური დარღვევები და ტრავმა (ტრავმის შემდგომი ჰიპერსომნია), წამლების გვერდითი მოქმედება და ცირკადული რიტმის დარღვევა (ღამის სამუშაოზე ან ღამის ცვლაში გადასვლა, დროის სარტყლის შეცვლა), სხვადასხვა სომატური, ნერვული და ფსიქიკური დაავადება. ცალკე გამოყოფენ იდიოპათიურ ანუ უცნობი მიზეზით განპირობებულ ჰიპერსომნიას.

დღის განმავლობაში ძილი შესაძლოა პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანსაც მოერიოს, მით უმეტეს, თუ ღამით ცუდად ან ცოტა ხანს ეძინა. დღის ძილიანობის მიზეზად შეიძლება იქცეს სტრესიც. ამ დროს სპეციფიკური მკურნალობა საჭირო არ არის, საკმარისია, ადამიანს ძილისთვის კომფორტული პირობები შევუქმნათ. ზემოხსენებულ დარღვევათაგან ყველაზე საყურადღებოა ნარკოლეფსია. ის მეტწილად მამაკაცებში გვხვდება და, სავარაუდოდ, გენეტიკურ განწყობას უკავშირდება. ნარკოლეფსიას ხუთი სიმპტომით - ეგრეთ წოდებული ნარკოლეფსიური პენტადით ამოიცნობენ, თუმცა ხუთივე სიმპტომი ყოველთვის არ ვლინდება.

  • დაავადების პირველი გამოვლინებაა დღის განმავლობაში იმპერატიული ძილიანობა: ადამიანი ვერ უმკლავდება ძილს და შესაძლოა, ჩაეძინოს ნებისმიერ პირობებში, მაგალითად, ტრანსპორტში, სამუშაოზე, საჭესთან. ასეთი რამ შესაძლოა დღეში რამდენიმეჯერ მოხდეს და 1-2 წამიდან რამდენიმე წუთამდე გაგრძელდეს.
  • ნარკოლეფსიის საკმაოდ ხშირი გამოვლინებაა ღამის ძილის დარღვევა. ადამიანს ღამით ეღვიძება, ცუდად სძინავს და დილაობით გამოუძინებლობის შეგრძნება აქვს.
  • ჰალუცინაციები, რომლებიც ჩაძინებისას ან გამოღვიძებისას ჩნდება.კატაპლექსიის შეტევები.
  • კატაპლექსია კუნთების ატონიაა, რომელიც ძლიერი დადებითი ან უარყოფითი ემოციის ფონზე (სიცილი, გაოცება, ტირილი, ბრაზი) ვითარდება. ამ დროს კუნთების ატონიის გამო ადამიანს მუხლი ეკვეთება და დაცემა შესაძლოა ისეთი ძლიერი იყოს, რომ მოტეხილობაც კი გამოიწვიოს. კატაპლექსიის შეტევა რამდენიმე წამიდან 30 წუთამდე გრძელდება. დიაგნოზის დასმის დროს საჭიროა ინსულტისგან დიფერენცირება - ამ უკანასკნელის დროს კუნთების ტონუსი ლოკალურად იცვლება, ხოლო კატაპლექსიის დროს ვითარდება კუნთების დიფუზური ატონია.
  • გამოღვიძების კატაპლექსია არის მდგომარეობა, როცა ახალგაღვიძებული, ნათელ გონებაზე მყოფი ადამიანი ირგვლივ არსებულ სიტუაციას ადეკვატურად აფასებს, მაგრამ არ შეუძლია მიზანდასახული მოქმედება.

რამდენიმე სიტყვით იდიოპათიურ ჰიპერსომნიასაც შევეხები. ის საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში (15-დან 30 წლამდე) ვითარდება. კლინიკურად ვლინდება დღის ძილიანობით, გამოუძინებლობის შეგრძნებით. იდიოპათიურ ჰიპერსომნიას არ აქვს იმპერატიული ხასიათი, ხოლო დღის ძილიანობა არ არის დამოკიდებული ღამის ძილის ხანგრძლივობასა და ხარისხზე. ადამიანს დილით გამოღვიძება უჭირს, დღის განმავლობაში ხანმოკლე ჩაძინება დროებით აფხიზლებს, მაგრამ პრობლემას მთლიანად ვერ უხსნის. გარდა ამისა, უნდა ვახსენოთ დღის ძილიანობა პიკვიკის სინდრომის (სიმსუქნესთან დაკავშირებული ჰიპოვენტილაციის სინდრომი) დროს, აგრეთვე ჰიპერსომნიური მდგომარეობები, რომლებიც ხშირად სდევს თან ნერვულ პათოლოგიებს. მაგალითად, ცნობილია ისტერიის დროს ძილიანობა, რომელიც ზოგჯერ რამდენიმე დღესაც კი გრძელდება.