/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნევროლოგია

ნევროლოგიური დაავადებანი

ნევროლოგიური დაავადებანი
ინსულტი, ეპილეფსია, დეპრესია, ნევროზი, ვეგეტოდისტონია - ის ნევროლოგიური დაავადებებია,

რომლებიც კურორტზე თუ აგარაკზე ხანგრძლივად ყოფნისას პაციენტისგან წინასწარ დადგენილი რეჟიმის მკაცრ დაცვასა და განსაკუთრებულ ქცევას მოითხოვს. რა მოულოდნელობებს უნდა ელოდონ აღნიშნული დაავადებების მქონენი დასვენების პერიოდში და როგორ გაუმკლავდნენ მათ? ამ საკითხთა შესახებ ექიმი თინა ქებურია მოგვითხრობს.

- ქალბატონო თინა, დასვენების წინ რა თავისებურებათა გათვალისწინება მართებთ ნევროლოგიური პროფილის პაციენტებს?

- ნევროლოგიური პროფილის პაციენტების ქალაქგარეთ დასვენებისთვის არსებობს აბსოლუტური და ნაწილობრივი აკრძალვები. ქალაქგარეთ წასვლა და კურორტული მკურნალობა აბსოლუტურად ეკრძალებათ კარგად გამოხატული მოძრაობითი, ფსიქიკური და მეტყველებითი დარღვევების მქონე პაციენტებს, რადგან აღნიშნული დარღვევების გამო მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება და გარშემომყოფებთან დამოუკიდებელი მეტყველებითი კონტაქტი. აბსოლუტური აკრძალვა ვრცელდება აგრეთვე ნერვული სისტემის ნებისმიერი ეტიოლოგიის დაავადებაზე მწვავე პერიოდში. რაც შეეხება ნაწილობრივ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, მათ პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით მკურნალი ექიმი ადგენს და ისინი თითოეულისთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება.

- ზაფხულში ქალაქგარეთ დასვენების საკითხი განსაკუთრებით აღელვებთ ხოლმე ინსულტგადატანილ ადამიანებს. რამდენად დაშვებულია მათთვის კურორტული დასვენება?

- ინსულტგადატანილი ადამიანისთვის ქალაქგარეთ გასვლა დაშვებულია მხოლოდ და მხოლოდ მკურნალობის სრული კურსის ჩატარებიდან საშუალოდ 28-30 დღის შემდეგ. თუმცა აღნიშნული ვადის გასვლა ყოველთვის კურორტზე წასვლის ნებას არ იძლევა, ეს დაშვებულია მხოლოდ და მხოლოდ იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა, კერძოდ აღენიშნებათ ცენტრალური და ცერებრული ჰემოდინამიკის მაჩვენებელთა სტაბილიზაცია, სრულად აღუდგათ გონება, არ ახასიათებთ ზოგადტვინოვანი და მენინგეალური სიმპტომები, აღდგენილი აქვთ როგორც მოძრაობითი, ისე მგრძნობელობითი, მეტყველების და კოორდინაციული ფუნქციები, შეუძლიათ დამოუკიდებლად სიარული და ადამიანებთან კონტაქტი. ქალაქგარეთ გასვლა ასევე ნებადართულია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ მსუბუქი ჰიპერტენზია, რომელიც კარგად ემორჩილება მედიკამენტურ მკურნალობას.

შეკითხვა ექიმს
<p>-სწორ განყოფილებაში ვკითხულობ თუ არა არ ვიცი მაგრამ ხომ ვერ მეტყვით როცა ვწვები ზურგზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თავბრუს ხვევის შეგრძნება მაქვს, და შეგრძნება მაქ თითქოს თვალებში წნევა მიწევს .თავს ქვეშ ბალიში რო დავიდო ან თავი წამოვწიო მაშინ მივლის ეს ეფექტი. ხო ვერ მეტყვით ეს რისი.ბრალი უნდა იყოს??</p>

- როგორ უნდა დაისვენოს ეპილეფსიანმა ადამიანმა?

- ქალაქგარეთ გასვლა დაშვებულია იმ ეპილეფსიანი პაციენტისთვის, რომელსაც ანამნეზში ეპილეფსიური გულყრები წელიწადში არა უმეტეს 1-2-ჯერ აღენიშნება. თუ პაციენტს წელიწადში 2-ზე მეტჯერ აქვს გულყრა, უმჯობესია ჩვეული გარემოსგან დიდი ხნით მოცილებისგან თავი შეიკავოს. ნებისმიერ შემთხვევაში ყოველმა მათგანმა დასვენების უფლება მკურნალი ექიმისგან უნდა მიიღოს, მით უფრო, თუ პაციენტი ბავშვია. ეპილეფსიანი ბავშვების მშობლებმა სასურველია დასასვენებელი ადგილი ექიმთან ერთად შეარჩიონ და ზოგადი რეკომენდაციებიც მისგან მიიღონ, რამდენადაც ზოგიერთი კლიმატი თავად ხდება ხოლმე შეტევათა მიზეზი. ასეთი პატარები განსაკუთრებით ვერ იტანენ მაღალ ტემპერატურას, ამიტომ მათთვის ნაკლებრეკომენდებულია ზღვა და მზის ღია სხივები. ეპილეფსიანი ბავშვების მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ ქალაქგარეთ გასვლისგან პატარა მკაცრი დღის რეჟიმის ერთგვარ შერბილებასა და თავისუფლებას მოელის, ამიტომ მშობლებს ვურჩევ, ყურადღება არ მოადუნონ, თუმცა პატარებს მოჩვენებითი თავისუფლება მისცენ, რადგან ასეთ დროს ჭარბი ყურადღება მათში მეტ მღელვარებას იწვევს და ამან შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს დასვენების პროცესზე. რაც შეეხება მოზრდილ პაციენტებს, დასვენებამდე მათაც იგივე უნდა მოიმოქმედონ. არ არის სასურველი პაციენტის დასასვენებლად მარტო წასვლა, უმჯობესია, თუ მას თან ახლდება პირი, რომელმაც იცის მისი მდგომარეობის შესახებ და შეტევის დაწყების შემთხვევაში პირველი დახმარების აღმოჩენაც შეუძლია. საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე, რომ წლების განმავლობაში ანტიეპილეფსიურ მკურნალობაზე მყოფი პაციენტები მკაცრი რეჟიმის შემდეგ დასასვენებლად წასვლისას ერთგვარად კარგავენ ზომიერების გრძნობას და თავს საჭიროზე მეტის უფლებას აძლევენ. მათაც და მათ ახლობლებსაც უნდა ახსოვდეთ, რომ ცხოვრების წესისა და რეჟიმის დაცვა თანაბრად საჭიროა როგორც მკურნალობის, ისე დასვენების პერიოდში. ეპილეფსიით დაავადებულებს კატეგორიულად ეკრძალებათ ალკოჰოლის შემცველი სულ მცირე რაოდენობის სასმლის მიღებაც კი, შინიდან შორს განსაკუთრებით უნდა ერიდონ პროდუქტებს, რომლებიც ნერვულ სისტემას აღაგზნებს, ასეთებია ყავა, მუქი ჩაი, შოკოლადი. აუცილებელია შეამცირონ სითხისა და მარილის მიღება, დიდი რაოდენობით მიირთვან ვიტამინებით მდიდარი ხილი და ბოსტნეული. აუცილებელია პრეპარატების მიღების რეჟიმის მკაცრი დაცვა. უნდა ეცადონ, რაც შეიძლება მეტხანს იყვნენ სუფთა ჰაერზე, მოერიდონ დიდხანს მზეზე ჯდომას და გადაღლას, უძილობას, ძლიერ ემოციებს. მათთვის არ შეიძლება სიმაღლეების დასაპყრობად მოწყობილ ლაშქრობებში მონაწილეობა და წყლის სპორტი. ზღვაზე დასვენებისას, მაშინაც კი, თუ ცურვა კარგად იციან, არ არის რეკომენდებული წყალში შორ მანძილზე გასვლა.

ასევე დაგაინტერესებთ
როგორ ვმართოთ სტრესი, ნევროზი და დეპრესია - ნევროლოგის რჩევები

- დღეს, სამწუხაროდ, დღითიდღე იზრდება ნევროზით დაავადებულ ადამიანთა რიცხვი, მისი ნაირსახეობანი: განგაშის შეგრძნება, დეპრესიული და ისტერიული მოშლილობანი უამრავი ადამიანის პრობლემად ქცეულა, რომელთათვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი დასვენება. ამის შესახებ რას გვეტყვით?

- ნევროზის თანამედროვე მკურნალობის ერთ-ერთი პირველი პოსტულატი - არსებული, უკვე ჩვეული გარემოს შეცვლაა, იმ პირობებისა, რომელშიც, ნებით თუ უნებლიეთ, ადამიანის ნერვული მოშლილობის მიზეზი იმალება. სწორედ ამიტომ ასეთი ადამიანებისთვის მედიკამენტური მკურნალობის პარალელურად ან მის შემდეგ დასვენება, არათუ სასურველი, საჭიროც კი არის. ნევროზიანისთვის დასასვენებლად არ არის რეკომენდებული ხალხმრავალი, ხმაურიანი ადგილები, მათთვის მშვიდი, წყნარი გარემო სჯობს, სადაც მაქსიმალურად შეძლებენ სტრესებისგან თავის დაცვას. დასასვენებლად წასულმა აუცილებელია ის საქმე აკეთოს, რომელიც მას ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებს, იქნება ეს წიგნის კითხვა, ქსოვა, ქარგვა, თევზაობა თუ სხვა. უნდა არიდონ თავი ალკოჰოლიან სასმელსა და ნიკოტინს, თუმცა, გამონაკლისის სახით, ალკოჰოლი მცირე დოზით დაშვებულია. შესანიშნავი შედეგები მოაქვს ყოველდღე რელაქსაციას, ტყეში ჯდომას, ჩიტების ჭიკჭიკის ან მათი სასიამოვნო გალობის მოსმენას, იონიზებული სუფთა ჰაერის სუნთქვას. ასეთ პირობებში აუცილებელია იმაზე ფიქრი, რა ლამაზია ცხოვრება, რომ თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს სიცოცხლე დასახული მიზნების ბოლომდე განსახორციელებლად. აუცილებელია დასვენების პერიოდში გამონახონ დრო და ყოველდღე 15-20 წუთი ფიზიკურ ვარჯიშს დაუთმონ, ამ შემთხვევაში დასვენება ერთგვარ ანტიდეპრესანტად იქცევა, რომელიც მედიკამენტებზე გაცილებით უკეთ ახერხებს ფსიქოემოციური სფეროს მოწესრიგებას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ნევროლოგიური დაავადებანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნევროლოგიური დაავადებანი

რომლებიც კურორტზე თუ აგარაკზე ხანგრძლივად ყოფნისას პაციენტისგან წინასწარ დადგენილი რეჟიმის მკაცრ დაცვასა და განსაკუთრებულ ქცევას მოითხოვს. რა მოულოდნელობებს უნდა ელოდონ აღნიშნული დაავადებების მქონენი დასვენების პერიოდში და როგორ გაუმკლავდნენ მათ? ამ საკითხთა შესახებ ექიმი თინა ქებურია მოგვითხრობს.

- ქალბატონო თინა, დასვენების წინ რა თავისებურებათა გათვალისწინება მართებთ ნევროლოგიური პროფილის პაციენტებს?

- ნევროლოგიური პროფილის პაციენტების ქალაქგარეთ დასვენებისთვის არსებობს აბსოლუტური და ნაწილობრივი აკრძალვები. ქალაქგარეთ წასვლა და კურორტული მკურნალობა აბსოლუტურად ეკრძალებათ კარგად გამოხატული მოძრაობითი, ფსიქიკური და მეტყველებითი დარღვევების მქონე პაციენტებს, რადგან აღნიშნული დარღვევების გამო მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება და გარშემომყოფებთან დამოუკიდებელი მეტყველებითი კონტაქტი. აბსოლუტური აკრძალვა ვრცელდება აგრეთვე ნერვული სისტემის ნებისმიერი ეტიოლოგიის დაავადებაზე მწვავე პერიოდში. რაც შეეხება ნაწილობრივ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, მათ პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით მკურნალი ექიმი ადგენს და ისინი თითოეულისთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება.

- ზაფხულში ქალაქგარეთ დასვენების საკითხი განსაკუთრებით აღელვებთ ხოლმე ინსულტგადატანილ ადამიანებს. რამდენად დაშვებულია მათთვის კურორტული დასვენება?

- ინსულტგადატანილი ადამიანისთვის ქალაქგარეთ გასვლა დაშვებულია მხოლოდ და მხოლოდ მკურნალობის სრული კურსის ჩატარებიდან საშუალოდ 28-30 დღის შემდეგ. თუმცა აღნიშნული ვადის გასვლა ყოველთვის კურორტზე წასვლის ნებას არ იძლევა, ეს დაშვებულია მხოლოდ და მხოლოდ იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა, კერძოდ აღენიშნებათ ცენტრალური და ცერებრული ჰემოდინამიკის მაჩვენებელთა სტაბილიზაცია, სრულად აღუდგათ გონება, არ ახასიათებთ ზოგადტვინოვანი და მენინგეალური სიმპტომები, აღდგენილი აქვთ როგორც მოძრაობითი, ისე მგრძნობელობითი, მეტყველების და კოორდინაციული ფუნქციები, შეუძლიათ დამოუკიდებლად სიარული და ადამიანებთან კონტაქტი. ქალაქგარეთ გასვლა ასევე ნებადართულია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ მსუბუქი ჰიპერტენზია, რომელიც კარგად ემორჩილება მედიკამენტურ მკურნალობას.

- როგორ უნდა დაისვენოს ეპილეფსიანმა ადამიანმა?

- ქალაქგარეთ გასვლა დაშვებულია იმ ეპილეფსიანი პაციენტისთვის, რომელსაც ანამნეზში ეპილეფსიური გულყრები წელიწადში არა უმეტეს 1-2-ჯერ აღენიშნება. თუ პაციენტს წელიწადში 2-ზე მეტჯერ აქვს გულყრა, უმჯობესია ჩვეული გარემოსგან დიდი ხნით მოცილებისგან თავი შეიკავოს. ნებისმიერ შემთხვევაში ყოველმა მათგანმა დასვენების უფლება მკურნალი ექიმისგან უნდა მიიღოს, მით უფრო, თუ პაციენტი ბავშვია. ეპილეფსიანი ბავშვების მშობლებმა სასურველია დასასვენებელი ადგილი ექიმთან ერთად შეარჩიონ და ზოგადი რეკომენდაციებიც მისგან მიიღონ, რამდენადაც ზოგიერთი კლიმატი თავად ხდება ხოლმე შეტევათა მიზეზი. ასეთი პატარები განსაკუთრებით ვერ იტანენ მაღალ ტემპერატურას, ამიტომ მათთვის ნაკლებრეკომენდებულია ზღვა და მზის ღია სხივები. ეპილეფსიანი ბავშვების მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ ქალაქგარეთ გასვლისგან პატარა მკაცრი დღის რეჟიმის ერთგვარ შერბილებასა და თავისუფლებას მოელის, ამიტომ მშობლებს ვურჩევ, ყურადღება არ მოადუნონ, თუმცა პატარებს მოჩვენებითი თავისუფლება მისცენ, რადგან ასეთ დროს ჭარბი ყურადღება მათში მეტ მღელვარებას იწვევს და ამან შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს დასვენების პროცესზე. რაც შეეხება მოზრდილ პაციენტებს, დასვენებამდე მათაც იგივე უნდა მოიმოქმედონ. არ არის სასურველი პაციენტის დასასვენებლად მარტო წასვლა, უმჯობესია, თუ მას თან ახლდება პირი, რომელმაც იცის მისი მდგომარეობის შესახებ და შეტევის დაწყების შემთხვევაში პირველი დახმარების აღმოჩენაც შეუძლია. საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე, რომ წლების განმავლობაში ანტიეპილეფსიურ მკურნალობაზე მყოფი პაციენტები მკაცრი რეჟიმის შემდეგ დასასვენებლად წასვლისას ერთგვარად კარგავენ ზომიერების გრძნობას და თავს საჭიროზე მეტის უფლებას აძლევენ. მათაც და მათ ახლობლებსაც უნდა ახსოვდეთ, რომ ცხოვრების წესისა და რეჟიმის დაცვა თანაბრად საჭიროა როგორც მკურნალობის, ისე დასვენების პერიოდში. ეპილეფსიით დაავადებულებს კატეგორიულად ეკრძალებათ ალკოჰოლის შემცველი სულ მცირე რაოდენობის სასმლის მიღებაც კი, შინიდან შორს განსაკუთრებით უნდა ერიდონ პროდუქტებს, რომლებიც ნერვულ სისტემას აღაგზნებს, ასეთებია ყავა, მუქი ჩაი, შოკოლადი. აუცილებელია შეამცირონ სითხისა და მარილის მიღება, დიდი რაოდენობით მიირთვან ვიტამინებით მდიდარი ხილი და ბოსტნეული. აუცილებელია პრეპარატების მიღების რეჟიმის მკაცრი დაცვა. უნდა ეცადონ, რაც შეიძლება მეტხანს იყვნენ სუფთა ჰაერზე, მოერიდონ დიდხანს მზეზე ჯდომას და გადაღლას, უძილობას, ძლიერ ემოციებს. მათთვის არ შეიძლება სიმაღლეების დასაპყრობად მოწყობილ ლაშქრობებში მონაწილეობა და წყლის სპორტი. ზღვაზე დასვენებისას, მაშინაც კი, თუ ცურვა კარგად იციან, არ არის რეკომენდებული წყალში შორ მანძილზე გასვლა.

- დღეს, სამწუხაროდ, დღითიდღე იზრდება ნევროზით დაავადებულ ადამიანთა რიცხვი, მისი ნაირსახეობანი: განგაშის შეგრძნება, დეპრესიული და ისტერიული მოშლილობანი უამრავი ადამიანის პრობლემად ქცეულა, რომელთათვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი დასვენება. ამის შესახებ რას გვეტყვით?

- ნევროზის თანამედროვე მკურნალობის ერთ-ერთი პირველი პოსტულატი - არსებული, უკვე ჩვეული გარემოს შეცვლაა, იმ პირობებისა, რომელშიც, ნებით თუ უნებლიეთ, ადამიანის ნერვული მოშლილობის მიზეზი იმალება. სწორედ ამიტომ ასეთი ადამიანებისთვის მედიკამენტური მკურნალობის პარალელურად ან მის შემდეგ დასვენება, არათუ სასურველი, საჭიროც კი არის. ნევროზიანისთვის დასასვენებლად არ არის რეკომენდებული ხალხმრავალი, ხმაურიანი ადგილები, მათთვის მშვიდი, წყნარი გარემო სჯობს, სადაც მაქსიმალურად შეძლებენ სტრესებისგან თავის დაცვას. დასასვენებლად წასულმა აუცილებელია ის საქმე აკეთოს, რომელიც მას ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებს, იქნება ეს წიგნის კითხვა, ქსოვა, ქარგვა, თევზაობა თუ სხვა. უნდა არიდონ თავი ალკოჰოლიან სასმელსა და ნიკოტინს, თუმცა, გამონაკლისის სახით, ალკოჰოლი მცირე დოზით დაშვებულია. შესანიშნავი შედეგები მოაქვს ყოველდღე რელაქსაციას, ტყეში ჯდომას, ჩიტების ჭიკჭიკის ან მათი სასიამოვნო გალობის მოსმენას, იონიზებული სუფთა ჰაერის სუნთქვას. ასეთ პირობებში აუცილებელია იმაზე ფიქრი, რა ლამაზია ცხოვრება, რომ თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს სიცოცხლე დასახული მიზნების ბოლომდე განსახორციელებლად. აუცილებელია დასვენების პერიოდში გამონახონ დრო და ყოველდღე 15-20 წუთი ფიზიკურ ვარჯიშს დაუთმონ, ამ შემთხვევაში დასვენება ერთგვარ ანტიდეპრესანტად იქცევა, რომელიც მედიკამენტებზე გაცილებით უკეთ ახერხებს ფსიქოემოციური სფეროს მოწესრიგებას.


- რა უნდა გაითვალისწინოს დასასვენებლად წასვლისას ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიით (შაკიკით) დაავადებულმა?

- უკვე ჩამოთვლილი დაავადებების მსგავსად, ანგიოდისტონიით დაავადებულსაც არ აწყენდა დასვენების წინ, გამგზავრებამდე მკურნალი ექიმის კონსულტაცია, მით უფრო მაშინ, თუ შაკიკის ბოლო შეტევიდან დიდი დრო არ არის გასული. პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ექიმი მას ურჩევს თუ რომელი წამლები წაიღოს თან და რა დოზით მიიღოს ისინი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანთა ერთ ნაწილს "დასვენების დღეების შაკიკი" ახასიათებს, ანუ შეტევები სწორედ უქმე დღეებში, ზედმეტი დასვენების პირობებში ეწყება, ადვილი გასაგები გახდება, რომ მათთვის დასვენება - შეტევების ხელშემწყობი, მაპროვოცირებელი პირობაა, რომელიც განსაკუთრებულ სიმწვავეს სწორედ შვებულების პერიოდში იძენს. თუ ადამიანს შაკიკის შეტევები ეს-ესაა დაეწყო, საკმაოდ ხშირად ემართება და ამასთან ჯერ კიდევ არ დაუდგენია დაავადების გამწვავების პირადი მიზეზი, სჯობს დასასვენებლად სახლიდან ძლიერ შორს წასვლაზე უარი თქვას მანამ, ვიდრე მიზეზს არ დაადგენს და დაავადებასთან ჰარმონიულ თანაცხოვრებას შეძლებს. დაავადების გამწვავების მიზეზი ყველაზე ხშირად ნერვული დაძაბულობაა, ამიტომ ქალაქგარეთ მშვიდი და წყნარი დასვენება ანგიოდისტონიით დაავადებულთა უმრავლესობაზე ყოველთვის დადებით გავლენას ახდენს.

- რა რჩევებს მისცემდით ნევროლოგიური პროფილის პაციენტებს, რომლებიც ზაფხულში შინიდან ძლიერ მოშორებით ისვენებენ?

- დასვენების პირველ დღეებში ჩვეული გარემოს შეცვლასთან დაკავშირებული უსიამოვნო სიმპტომების მიზეზი ადაპტაციური სინდრომის გარდა მეტეოროლოგიური ფაქტორებისადმი დამსვენებელთა მეტისმეტი მგრძნობელობაა. ქრონიკულად დაავადებული ნერვული სისტემის მქონე ორგანიზმი დანარჩენებზე მტკივნეულად რეაგირებს ამინდის ხშირ და მკვეთრ ცვალებადობაზე, რაც თითქმის ყველა საკურორტო ზონისთვისაა დამახასიათებელი, ამიტომ ასეთ პაციენტებს ვურჩევდი:

  • ეცადონ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ ჰაერზე და ნუ ჩაიკეტებიან ოთახში ბოლომდე გაღებული სარკმლების იმედად. სუფთა ჰაერზე ხანგრძლივად ყოფნით ისინი გაცილებით სწრაფად შეეჩვევიან გარემოს და ადაპტაციური პერიოდიც მალე გაივლის.
  • სასურველია, დილაადრიან ადგნენ და გაღვიძებისთანავე შეუდგნენ მეტად მარტივ სუნთქვით ვარჯიშებს: მშვიდად დასხდნენ ღია ფანჯრების წინ და 10-15 წუთი მშვიდად, თანაბრად და ღრმად ისუნთქონ.

ამის შემდეგ უკვე შეიძლება მსუბუქად საუზმობა.

  • ჩვეული გარემოს შეცვლაზე არა თუ ნევროლოგიური ავადმყოფები, არამედ სრულიად ჯანმრთელებიც კი მტკივნეულად რეაგირებენ, ამიტომ რეკომენდებულია, ადაპტაციის პირველი დღეების გადალახვაში მედიკამენტები დაიხმარონ, ძირითადად ადაპტოგენებს ვგულისხმობ, თუმცა მათი გამოყენების ნებართვა აუცილებლად მკურნალი ექიმისგან უნდა მიიღონ.
  • ნებადართულია დღეში რამდენჯერმე მცენარეულ ფუძეზე დამზადებული დამამშვიდებელი წვეთების სმაც.
  • კურორტული მკურნალობა მოიცავს გარკვეული დოზით აუცილებელ ფიზიო, ჰიდრო თუ თერმოპროცედურებს, ამიტომ სასურველია, თუ პაციენტები დასვენების პირველ დღეებში შეძლებისდაგვარად შეამცირებენ ორგანიზმის ფიზიკურ დატვირთვას, სირბილს, სპორტულ თამაშობებს.

პირველ დღეებში უპირატესობა სუფთა ჰაერზე მშვიდ სეირნობას უნდა მიანიჭოთ, მხოლოდ ადაპტაციური სინდრომის მწვავე პერიოდის (დაახლოებით 4-5 დღის) გასვლის შემდეგაა ნებადართული აუცილებელი პროცედურების მთელი დატვირთვით განხორციელება.