/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნევროლოგია

როგორ ვმართოთ სტრესი, ნევროზი და დეპრესია - ნევროლოგის რჩევები

სტრესის მიზეზებსა და მისი მართვის გზებზე გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნევროლოგი

თეა შუბლაძე.

რა არის სტრესი?

სტრესი ეს არის ფიზიკური, მენტალური და ემოციური დაძაბულობა.

XXI საუკუნეში დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება სტრესთან გამკლავება.

ყოველდღიურად ათასობით თითქოს ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანი იწვევს სტრესს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ.. ვარჯიშის დასრულებისთანავე ძლიერი თავის ტკივილი ვიგრძენი უკვე 1წელია ვვარჯიშობ მსგავსი შემთხვევა არ მქონია.. ამის გამო 6 დღეა ფიზიკურად აღარ მივარჯიშია რადგან თავის მარჯვენა მხარეს ისევ ვგრძნობ მცირეოდენ ტკივილს და ვხვდები ფიზიკურად რომ დავიტვირთო იგივენაირად ამტკივდება როგორც თავიდან... რაიმე საშიში არის? ან როგორ ვუშველო ამას ცოტა თვალის ტკივილშიც კი გადმოაქ თავიდან და მარჯვენა თვალს მატკიებს ხანდახან ოდნავ.. იქნებ მითხრათ რაიმე</p>

ცნობილია, რომ ყველა დაავადების სათავე ნერვებია ამიტომ ვფიქრობ, სტრესთან გამკლავება, მისი განეიტრალება და მართვის უნარი ადამიანის ჯანმრთელობის წინაპირობაა.

რა არის ნევროზი?

ნევროზი ხშირ შემთხვევაში ეს არის ღრმა ფსიქოლოგიური კონფლიქტი, რომლის გადალახვა პაციენტმა ვერ მოახერხა.

ნევროზი ვიცით, რომ ეს არის ცივილიზაციის დაავადება, საინტერესოა ის ფაქტი, რომ პაციენტები, რომლებიც შედარებით დიდ ქალაქში ცხოვრობენ უფრო ხშირად მოგვმართავენ მენტალური და ფსიქოლოგიური პრობლემებით, ვიდრე ვინც რაიონიდან ჩამოდის, მათ გაცილებით იშვიათად ან ნაკლები სიმწვავით აქვთ შფოთვითი დარღვევები.დღესაც მყავდა პაციენტი, რომელსაც გარდატეხის ასაკში დასჭირდა არითმიების გამო პეისმეიკერის იმპლანტაცია. სავარაუდოდ ემოციური ლაბილობაც იყო ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი პაროქსიზმული შეტევების განვითარების,ამჟამად კი მომმართა შფოთვის, ძილის დარღვევისა და ემოციური ლაბილობის გამო. აღნიშნა, რომ თუ სოფელში ჩავა რამოდენიმე დღეც საკმარისია და არაფერი აღარ აწუხებს.

მიზეზი ნათელია, ბუნებასთან მუდმივი კონტაქტი და ურთიერთობის მრავალფეროვნება განაპირობებს ვფიქრობ სტრესის შემცირებას.

რა აპროვოცირებს ძირითადად ნევროზის განვითარებას?

ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვა, მუდმივი დაძაბულობა, მკაცრად გაწერილი გრაფიკი, ეგრეთ წოდებული „მენეჯერის სინდრომი“ და ასევე მუშაობისა და დასვენების დროის არარაციონალური გადანაწილება იწვევს დისკომფორტს, შინაგან დისბალანს,რასაც მივყავართ გუნება -განწყობის დაქვეითებამდე, პანიკურ -შფოთვით ატაკებამდე, დეპრესიამდე ნევროზის განვითარებამდე. აქვე ჩნდება ადვილად დაღლილობისა და ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება. ხშირად პაციენტები უჩივიან, რომ იღვიძებენ დაღლილები, აქვთ საერთო სისუსტე ე.წ.ასთენიური სიდრომი, რაც ხშირად ასევე ასოცირდება პოსტკოვიდურ მდგომარეობასთან.

რა არის იპოქონდრული ნევროზი?

პრაქტიკაში საკმაოდ ხშირად გვხვდება იპოქონდრიული ნერვოზი, ეს არის რაიმე დაავადების უსაფუძვლო შიში. არცთუ ისე იშვიათად მოგვმართავენ პაციენტები, რომლებსაც უამრავი კვლევა აქვთ ჩატარებული არარსებული დაავადების ძიებაში. ხშირ შემთხვევაში კვლევა ტარდება პაციენტის დამშვიდების მიზნითაც, რომ შეწყვიტოს არარსებულზე ფიქრი.

ვიცით, რომ ფიქრები მატერიალიზდება, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ფიქრები ყოველთვის იყოს პოზიტიური. ძირითადად პაციეტს ვეხმარებით, რომ დროულად დაიბრუნოს საკუთარი თავში შინაგანი წონასწორობა.

რამდენად ეფექტურია ანტიდეპრესანტებით მკურნალობა და რა უნდა გავითვალისწინოთ?

სტატისტიკურად ბოლო მონაცემებით, საკმაოდ გახშირდა ანტიდეპრესანტებით მკურნალობა, კერძოდ 6 წლის მანძილზე დაახლოებით 35%-ით გაიზარდა. რისი მიზეზიც ძირითადად არის მენტალური პრობლემების სიხშირის გაზრდა.

თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ანტიდეპრესანტების დანიშვნა უნდა მოხდეს აუცილებლად ექიმის მიერ, რათა თავიდან იქნას აცილებული გარკვეული გვერდითი მოვლენები.მაგ.: ზოგიერთი მათგანი მოქმედებს თვალშიდა წნევაზე, ზოგიც იწვევს პროლაქტინის დონის მომატებას და ა. შ. შესაბამისად მინიმუმ გლაუკომის და ჰიპოფიზის ადენომების დროს არ უნდა დაინიშნოს.

საიდან იმართება ჩვენი ემოციები?

პირველ რიგში ამ მხრივ უნდა ვახსენოთ ლიმბური სისტემა რომლის შემადგენლობაში შედის თავის ტვინის სხვადასხვა სტრუქტურები მათ შორის ჰიპოკამპი, ჰიპოთალამუსი, ამიგდალა და სხვა.აღნიშნული მჭიდროდაა დაკავშირებული შინაგან იმპულსებთან, ემოციებთან, მეხსიერებასთან. კერძოდ აღნიშნული სისტემა აკონტორელბს ისეთ ფუნქციებს, როგორებიცაა აფექტი/ემოციურობა, სენსორული პროცესები, მეხსიერება, დროის აღქმა, ყურადღება, ცნობიერება, ინსტინქტები, მოტორული ქცევა.

ამიტომ მის გამართულ ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული ალცჰაიმერის, შიზოფრენიის, პარკინსონის,ეპილეფსიის და სხვა დაავადებების განვითარების რისკის შემცირება.

ქრონიკული სტრესი როგორ მოქმედებს ჰორმონალურ ფონზე და რა იწვევს წონაში მატებას?

სტრესის ფონზე თირკმელზედა ჯირკვლის მიერ გამოიყოფა სტეროიდული ჰორმონი კორტიზოლი, რომელიც მონაწილებს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, არტერიული წნევის ნორმალიზებაში, გლუკოზის დონის დაბალანსებაში, სტრესის განეიტრალებაში. სწორედ ამიტომ კორტიზოლის მატების ფონზე ხდება ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და წონაში მატება.

ასევე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ფარისებრ ჯირკვალზე არამარტო რადიაცია არამედ სტრესიც ძალიან მოქმედებს. აუცილებელია პაციენტებთან, რომლებსაც აქვთ ემოციური ლაბილობა, უძილობა ან შფოთვითი დარღვევები გამოვიკვლიოთ ფარისებრი ჯირკვალი.

რომელი მიკროელემენტების ნაკლებობა იწვევს დეპრესიას და ფსიქოლოგიურ პრობლემებს?

ბოლო პერიოდში ასევე ხშირად ინიშნება ლითიუმის განსაზღვრა ფსიქოლოგიური პრობლემების დროს,რადგან მისი ნაკლებობა იწვევს მენტალურ დარღვევებს,ყველაზე ხშირად კი ბიპოლარულ აშლილობას..

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ В-12 ჯგუფის ვიტამინების,[i]სელენის,თუთიის და ფოლიუმის მჟავის ნაკლებობაც იწვევს დეპრესიას და სახვა ფსიქიკურ პრობლემებს.

რას ურჩევდით მკიხველს?

ექიმთან დროული მისვლა ხშირ შემთხვევაში ეხმარება პაციენტს, რომ არ გაურთულდეს მდგომარეობა და არ გახდეს ნევროლოგის მიერ უმართავი, დაგვიანებით ეტაპზე საჭირო ხდება ფსიქიატრის ჩართულობაც. ზოგადად, როგორც სახლს სჭირდება დასუფთავება, ასევე ვიტყოდი ფსიქიკასაც, რათა არასაჭირო ემოციები დროულად წაიშალოს მეხსიერებიდან და გასუფთავდეს გონება.

ვაკვირდები და დღეგრძელ პაციენტებს აქვთ ერთი საერთო სტაბილურად მშვიდი ხასიათი, იციან რა დროს არ ინერვიულონ, უყვართ მოძრაობა და იკვებებიან ზომიერად და რეჟიმით, იშვიათად მინახავს, რომ ჰქონდეთ ჭარბი წონა.

გარდა ამისა ჯანმრთელობის ფორმულა ზოგადად ვფიქრობ არის სუფთა ჰაერი, ვარჯიში-მოძრაობა,წყლის საჭირო რაოდენობით მიღება, ზომიერი, ბალანსირებული კვება, პოზიტიურ ადამიანებთან ურთიერთობა და სრულფასოვანი ძილი.

კომენტარები (4)
თეა შუბლაძე
საწყის ეტაპზე გარკვეულ დიაგნოზებს,მათ შორის ,ნევროტულობას,ასთენიურ სინდრომს,ვეგეტოდისტონიას და დაუზუსტებელ შფოთვით დარღვევებს მართავს ნევროლოგი (ეს განსაზღვრულია დაავადების მართვის კომპეტენციების მიხედვით). მადლობა შეკითხვისთვის. ჯანმრთელობას გისურვებთ
თარიღი : 02-05-2023
შორენა
ადრეულ ეტაპზე ექიმთან მისვლა მაინცდამაინც ნევროლოგთან ვიზიტს გულისხმობს? უფრო ადექვატური არ იქნება, რომ თავიდანვე დსიქიატრს მიმართოს? თქვენს მიერ ჩამოთვლილი ფსიქიკური დარღვევების სპეციალისტი ხომ ფსიქიატრია და არა ნევროლოგი?
თარიღი : 01-05-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ ვმართოთ სტრესი, ნევროზი და დეპრესია - ნევროლოგის რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები