/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნევროლოგია

ფესვობრივი სინდრომი

ფესვობრივი სინდრომი
ფესვობრივი სინდრომი (ფს) ნევროლოგიური სინდრომია, იგი იმ სიმპტომთა კომპლექსს მოიცავს, რომელიც ზურგის ტვინის ნერვთა ფესვებზე ზეწოლის, კომპრესიის შედეგად ვითარდება.

ფს-ის ძირითადი მიზეზი ოსტეოქონდროზია, თუმცა იგი შესაძლოა განვითარდეს ზურგის ტვინის თიაქრის, სპონდილოართროზის, მალების მოტეხილობის, ზურგის ტვინის სიმსივნის, გვერდითი ძვლოვანი წანაზარდებით - ოსტეოფიტებით - ნერვთა ფესვებზე ზეწოლის, მალების ინფექციური დაზიანების (ოსტეომიელიტი, ტუბერკულოზი) შედეგადაც. დიდხანს ფს-ს რადიკულიტთან აიგივებდნენ.

თანამედროვე შეხედულებით, იგი მხოლოდ ნერვის ანთება არ არის (თუმცა კი ანთებაც თან ახლავს). სინდრომის განვითარების ყველაზე გავრცელებული მიზეზია მექანიკური ზეწოლა, რომელსაც იწვევს მალათაშუა დისკის გარეთა რგოლის დაზიანება, რის გამოც დისკის შიგთავსი ნაწილობრივ სპინალური არხისკენ გადაინაცვლებს. კომპრესიის ხშირი მიზეზია მალების ძვლოვანი წანაზარდებიც. სწორედ ისინი აწვებიან ზურგის ტვინის ნერვთა ფესვებს, ზურგის ტვინის გარსებს და იწვევენ ტკივილსა და იმ ნევროლოგიურ სიმპტომებს, რომლებიც აღნიშნულ სინდრომს ახასიათებს.

დამახასიათებელი ნიშნები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფს-ის მქონე პაციენტთა მთავარი ჩივილებია დაბუჟება, მგრძნობელობის დაკარგვა და ტკივილი, რომელიც ლოკალიზდება ფესვის ზეწოლის ადგილებში და იმ ორგანოებში, რომელთა ინერვაციაც ზურგის ტვინის დაზიანებული ნერვის მეშვეობით ხორციელდება. ეს სიმპტომები თითქმის ყოველთვის ძლიერდება სიარულისა და მოძრაობისას, სიმძიმის აწევისას, ფიზიკური დატვირთვისას. მალათაშუა ნერვის ფესვს ორი: მამოძრავებელი და მგრძნობიარე ტოტი აქვს, ამიტომ ფესვობრივი სინდრომისას საინერვაციო არეში შესაბამისად ირღვევა და ქვეითდება ქსოვილთა მგრძნობელობაც. უმეტესად ერთი ფესვი ზიანდება, თუმცა სიმსივნისა და მოტეხილობისას შესაძლოა განვითარდეს სიმეტრიული ანუ ორმხრივი ფესვობრივი სინდრომი, პოლირადიკულური პათოლოგიების დროს კი რამდენიმე ფესვი ერთდროულად ზიანდება, ამასთანავე, როგორც ცალ, ისე ორივე მხარეს. ფს-ის დიაგნოსტიკის სტანდარტული მეთოდი ხერხემლის წინა და გვერდითა პროექციის რენტგენოგრაფიაა, თუმცა ყველაზე ინფორმაციული მეთოდი მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევაა.

მკურნალობა

არსებობს ფს-ის მკურნალობის კონსერვატიული და ოპერაციული მეთოდები. სხვა ნევროლოგიური სინდრომების მსგავსად, კონსერვატიული მკურნალობა სპეციალიზებულ ნევროლოგიურ კლინიკებში ტარდება, ხოლო ქირურგიული - ნეიროქირურგიული პროფილის სამედიცინო დაწესებულებებში.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. მაწუხებს თავის ტკივილი,რომელიც გრძელდება მაქსიმუმ 5-6 წამი, ძირითადად მარცხენა მხარეს(კეფის და სხვა ნაწილის გამოკლებით). ხანდახან კვირაში რამოდენიმეჯერ,ხანდახან რამოდენიმე თვეში ერთხელ. არაა ეს ყოველდღიური სახის და არ ახლავს არც ღებინების შეგრძნება ან რამე სხვა სიმპტომი. უბრალოდ მეხის გავარდნასავითაა. რისი ბრალი შეიძლება იყოს?</p>

სინდრომის კონსერვატიული მკურნალობის ძირითადი პრინციპებია მყარ ზედაპირზე მკაცრი წოლითი რეჟიმი და მედიკამენტური თერაპია, რომელიც მოიცავს ტკივილგამაყუჩებელ, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს, მალამოებს, კრემებსა და პლასტირებს. მედიკამენტური თერაპია ითვალისწინებს B ჯგუფის ვიტამინებისა და ქონდროპროტექტორების (ხრტილოვანი ქსოვილის აღმდგენი პრეპარატების) გამოყენებასაც. კუნთების ძლიერი სპაზმის დროს მკურნალობის კურსში მიორელაქსანტები (კუნთების მოსადუნებელი საშუალებები) ერთვება, ზოგჯერ კი ანესთეტიკების გამოყენებით ეპიდურალური ბლოკადის ჩატარებაა აუცილებელი.

ჩვენების მიხედვით ინიშნება ანტიდეპრესანტები და კრუნჩხვის საწინააღმდეგო მედიკამენტებიც.

ასევე დაგაინტერესებთ
დაბუჟება, მგრძნობელობის დაკარგვა და ტკივილი - რა არის ფესვობრივი სინდრომი?

ფს-ს ახასიათებს არა მხოლოდ მწვავე, არამედ ქრონიკულად მიმდინარე ტკივილებიც. ვინაიდან ანალგეტიკებისა და ზოგიერთი სხვა პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას თავს იჩენს გვერდითი მოვლენები, ამიტომ ქრონიკული ტკივილების კუპირებისთვის რამდენადმე დამზოგველ მეთოდებს - რეფლექსოთერაპიას, მანუალურ ზემოქმედებას, ფიზიოთერაპიას (ელექტროფორეზი, ფონოფორეზი), მასაჟს, სამკურნალო ტანვარჯიშს მიმართავენ. ქრონიკული ფორმის დროს აუცილებელია დიეტა, რომელიც წონის დაკლებას და ორგანიზმიდან ჭარბი მარილების გამოდევნას ისახავს მიზნად.

ქირურგიული მკურნალობა მაშინ ტარდება, როდესაც არსებული დეფექტის აღმოფხვრა კონსერვატიული მეთოდებით შეუძლებელია. ბუნებრივია, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მასაც აქვს ჩვენებები და უკუჩვენებები. ყველაზე ხშირად ფს-ის ქირურგიული მკურნალობა მიზნად ისახავს ფესვზე მექანიკური ზეწოლის მოხსნას, რათა ფესვი ან ზურგის ტვინის გარსები კომპრესიისგან განთავისუფლდნენ და ნორმალური ფუნქციონირების საშუალება მიეცეთ.

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკა გულისხმობს ღონისძიებებს ხერხემალში მიმდინარე დეგენერაციული პროცესების თავიდან ასაცილებლად, ასევე - მათ დროულ მკურნალობას, ძირითადად - ხერხემლის კუნთოვანი კარკასის გაძლიერებას, მასაჟს და წონის ნორმალიზაციას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ფესვობრივი სინდრომი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები