რუბრიკები

    სამკურნალო წერილები

    კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
    კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
    რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    ყაბზობას ასე ვშველი
    ყაბზობას ასე ვშველი
    ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
    კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
    კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
    სრულად

    აუტიზმის განვითარება საკვებ კონსერვანტებთანაც კავშირშია - მკურნალი.გე

    ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

    აუტიზმის განვითარება საკვებ კონსერვანტებთანაც კავშირშია

    როგორც გენეტიკური, ასევე ეკოლოგიური ფაქტორები. ახალი კვლევის ფარგლებში ცენტრალური ფლორიდის უნივერისტეტის მეცნიერებმა შეისწავლეს ბავშვებთან არსებული აუტისტური სპექტრის დარღვევების კავშირი დედის მიერ ორსულობის პერიოდში ფართოდ გავრცელებული საკვები კონსერვანტების გამოყენებასთან.

    წინათ მედიკოსებს შენიშნული ჰქონდათ, რომ "აუტისტ" ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები, კერძოდ, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. ამ დაკვირვებამ აფიქრებინა მეცნიერებს, რომ გონებრივი და ფსიქიკური დარღვევები ბავშვებთან აუტიზმის დროს შესაძლოა ნაწლავის მიკროფლორის დარღვევებთანაც იყოს კავშირში.

    იმ აზრმა, რომ მიკროფლორის ძვრა და დისბალანსი შესაძლოა ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში ხდება, მეცნიერებს უბიძგა ახალი კვლევისაკენ - შეესწავლათ ორსული ქალის საკვები რაციონი და კვების თავისებურებანი საზოგადოდ. ეჭვქვეშ დადგა რამდენიმე მზა პროდუქტი, რომელთა ვარგისიანობის ვადის გახანგრძლივებისათვის ხშირად გამოიყენება პროპიონის მჟავა.

    მეცნიერებმა ექსპერიმენტის ფარგლებში გაზარდეს ნერვული ღეროვანი უჯრედების რამდენიმე კულტურა, რომელიც შემდგომ ამ კონსერვანტით დაამუშავეს. ჩატარებული მანიპულაციის შედეგად ნეირონებისა და მათ შორის არსებული კავშირების (სინაფსების) რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამასთან გლიური უჯრედების რიცხვი პირიქით გაიზარდა.

    აღნიშნული ტიპის დარღვევები დამახასიათებელია აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე პაციენტებისათვის, რაც გამოიხატება მოტორული და ფსიქიკური ფუნქციების დარღვევებში. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით შესაძლებელია აუტისტური სპექტრის დარღვევათა პროფილაქტიკის სტრატეგიის შემუშავება.

    თინათინ გოცაძე