/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კარდიოლოგია

იმატებს თუ არა ღამით არტერიული წნევა და რა არის ჰიპერტონიული კრიზი

იმატებს თუ არა ღამით არტერიული წნევა და რა არის ჰიპერტონიული კრიზი
გვესაუბრება კარდიოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ჟვანია.

პაციენტთა უმრავლესობას სისხლის არტერიული წნევის მომატება გამთენიის ხანს აღენიშნება. ჰიპერტონიული კრიზიც უმეტესად ამ დროს ვითარდება. სისხლის არტერიული წნევის მომატება ძნელი ამოსაცნობი არ არის.

მას თან სდევს თავის ტკივილი, თავბრუხვევა, გულისცემის გახშირება, ზოგჯერ - ტკივილი გულის არეში. ასეთ დროს საკმარისია გაიზომოს სისხლის არტერიული წნევა, რომ დადგინდეს ამ მდგომარეობის მიზეზი.

ჰიპერტონიული კრიზი კი არის სისხლის არტერიული წნევის სწრაფი და ძლიერი მომატება, რასაც თან სდევს თავის ტვინის, გულ-სისხლძარღვთა და/ან თირკმელების სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვანი გაუარესება.

ჰიპერტონიული კრიზი ვითარდება სხვადასხვა ფაქტორის გავლენით.

ეს ფაქტორები შესაძლია იყოს ძლიერი ფსიქოემოციური გადატვირთვა, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის მიღების შეწყვეტა, ალკოჰოლის მიღება... ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეკომენდაციით, ჰიპერტონიულ კრიზად უნდა ჩაითვალოს სისხლის დიასტოლური წნევის მომატება არანაკლებ 120 მმ გ-მდე, თუმცა კრიზის სიმპტომები ხშირად ვითარდება უფრო დაბალი წნევის ფონზეც.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ რამდენი თვის წინ მქონდა გულის მიდამოში ჩხვლეტვა გავლითი ტკივილი მივედი გადაღებაზე გადამიღეს გულზე არაფერი არგჭირსო არც არითმია გაქვსო მაგრმა ხანდახან ჩხვლეტვა მაინც მაქვს გულის ზედა ნაწილში მარცხენა მხარის შუა ნაწილში და ხერხემლის ბრალი იქნება ხერხემალზე მაქვს ცოტა პრობლემა</p>

როდესაც ჰიპერტონიულ კრიზს ვეჭვობთ, უნდა მივმართოთ ექიმს, ღამით - სასწრაფო დახმარების ბრიგადას, მანამდე კი ავადმყოფს მივცეთ არა მარტო წნევის დამწევი, არამედ დამამშვიდებელი საშუალებაც.

ბოლო ხანს კანადაში, ავსტრალიაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ღამით როგორც ჰიპერტონიის, ისე გულის უკმარისობის გამწვავება მჭიდროდ უკავშირდება სუნთქვის გაძნელებას, რომელიც აღენიშნებათ როგორც გულის უკმარისობის, ისე არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებს.

საქმე ეხება როგორც ცენტრალური, ისე ობსტრუქციული ხასიათის სუნთქვის დარღვევას. სუნთქვის გაძნელებას მოჰყვება ქსოვილების ჰიპოქსია (ჟანგბადის უკმარისობა), რომელიც, თავის მხრივ, ზრდის გულის დატვირთვას და პოსტდატვირთვას, სიმპათიკურ აქტივაციას, რასაც მოჰყვება გულისცემის გახშირება, სისხლძარღვების შევიწროება, ენდოთელიუმის დისფუნქცია. ენდოთელიუმის დისფუნქციის ფონზე ჭარბად გამოიყოფა ენდოთელინი, რომელიც ძლიერი ვაზოკონსტრიქტორია (სისხლძარღვების შემავიწროებელი ნივთიერება). სისხლძარღვების შევიწროება კი, როგორც ვიცით, იწვევს სისხლის არტერიული წნევის მომატებას, რასაც შესაძლოა ჰიპერტონიული კრიზის ან კარდიული ასთმის განვითარება მოჰყვეს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ტკიპისმიერი ენცეფალიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტკიპისმიერი ენცეფალიტი

ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების დაზიანება, რაც იწვევს პარეზისა და დამბლის განვითარებას. ეს დაავადება არ არის კლასიკური „საბავშვო ინფექცია“, ვირუსმა შეიძლება დააზიანოს ნებისმიერი.

რა იწვევს დაავადებას

გამომწვევი არის ტკიპისმიერი ენცეფალიტის ვირუსი. დასნებოვნების თავისებურების გათვალისწინებით, ვირუსის თვისებებს (გარემოს მიმართ მდგრადობა და ა.შ.) მნიშვნელობა არ აქვს.

როგორ ხდება დასნებოვნება

ინფექციის რეზერვუარი გარეული ცხოველები (თაგვი, ვირთხა, ბურუნდუკი და ა.შ.) და ტკიპები არიან, რომლებიც იმავდროულად გადამტანებიც არიან. კბენისას, ვირუსი ხვდება სისხლში და ადამიანი ავადდება. შესაძლებელია ვირუსით დასნებოვნების სხვა გზაც - თხის თერმულად დაუმუშავებელი რძის დალევისას.

დაავადება გვხვდება ტყიან ადგილებში.

რა ხდება ორგანიზმში (კლინიკური მიმდინარეობა)

ინკუბაციური პერიოდი 8-დან 23 დღემდეა (ხშირად 10-12 დღე). დაავადება იწყება მწვავედ. ზოგჯერ დაავადების განვითარებამდე აღინიშნება სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა, თავის ტკივილი, გულისრევა, ძილის დარღვევა. დამახასიათებელია კიდურების, კისრის კუნთების სისუსტე, სახისა და კისრის კანის დაბუჟება. ბავშვებსა და მოზარდებს ზოგჯერ აღენიშნებათ კრუნჩხვა და გონების დაკარგვა (როგორც ეპილეფსიისას). ტემპერატურა იწევს 39-40° С-მდე და ნარჩუნდება 2-10 დღე. ცნობიერება ირღვევა სრულ დაკარგვამდე (კომა). ამ ფონზე აღინიშნება მხარ-კისრის კუნთების დამბლა, ყლაპვის დარღვევა. მსუბუქი ფორმების დროსაც კი ყოველთვის აღინიშნება თავის ტკივილი, ღებინება. მსუბუქი და წაშლილი ფორმების დროს ცხელება გამოხატული არ არის და სწრაფად გადის, დამბლა შეიძლება არ განვითარდეს.

მძიმე ფორმები შეიძლება მიმდინარეობდეს სუნთქვის დარღვევით და განვითარდეს ლეტალური გამოსავალი. ტკიპისმიერი ენცეფალიტისთვის ტიპურია დამბლის განვითარება, რომელმაც ზოგჯერ შეიძლება ინვალიდობა გამოიწვიოს. გამოჯანმრთელების პროცესი შეიძლება 2 წლამდე გახანგრძლივდეს. გადატანილი დაავადების შემდეგ ვითარდება მყარი იმუნიტეტი მთელი ცხოვრების განმავლობაში.

მკურნალობა

დაავადების მსუბუქი ფორმის შემთხვევაშიც კი ადეკვატური თერაპია ტარდება სტაციონარის პირობებში.

როგორ ავირიდოთ დაავადება

თხის რძე მიღების წინ უნდა წამოადუღოთ, ტყეში გასეირნებისას უნდა იზრუნოთ ინდივიდუალურ დაცვაზე, რაც გულისხმობს ტანსაცმლით სხეულის დაფარვას, მაღალყელიანი ფეხსაცმლით ტყეში სიარულს. ინფექციის ბუნებრივ კერებში ტარდება აქტიური იმუნიზაცია.