/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება
ფსიქოლოგი უპასუხებს „ოჯახის მკურნალის“ რედაქციაში შემოსულ წერილებს და გვირჩევს, თუ როგორ გავუმკლავდეთ ემოციურ პრობლემებს.

.

  • "დედაჩემი თვლის, რომ უგემოვნოდ ვიცვამ. მისმა მუდმივმა კრიტიკამ დამღალა. როგორ ავუხსნა, რომ სტილი თითოეული ადამიანის პირადი საქმეა?"

- დედას პატივისცემით მოეპყარით: მას თქვენთვის მხოლოდ საუკეთესო სურს. უბრალოდ, მისი გემოვნება და წარმოდგენები თქვენსას არ ემთხვევა, ამიტომ მის რჩევებს მშვიდად უპასუხეთ: "შენ ფიქრობ, რომ ეს ტანსაცმელი არ მიხდება, მაგრამ მე ის მომწონს".

  • "ჩემს შეყვარებულს არ მოსწონს ჩემი სახელის ხმამაღლა წარმოთქმა... მე და მიშა ერთმანეთს უკვე ნახევარი წელია ვხვდებით და მთელი ამ ხნის მანძილზე არ მახსოვს მოემართოს სახელით, მომმართავს: "ბაჭია", "ძვირფასო", "საყვარელო"... მე ხათუნა მქვია. ვერ გამიგია, რატომ ხდება ასე? ვშიშობ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის ჩვენს ურთიერთობას არასერიოზულად უყურებს..."

- თუ რატომ იქცევა თქვენი მეგობარი მამაკაცი ასე, უპირველეს ყოვლისა, მას უნდა ჰკითხოთ. შესაძლებელია, არ მოსწონს, როგორ ჟღერს თქვენი სახელი, ან შეიძლება ამ სახელთან დაკავშირებულია რაიმე უსიამოვნო მოგონება, ან იქნებ მას სურს მოგმართოთ სიტყვებით, რომლებიც ხაზს უსვამს მის ნაზ დამოკიდებულებას თქვენდამი. რაც შეეხება არასერიოზულ დამოკიდებულებას თქვენი ურთიერთობისადმი, გირჩევთ, შეხედოთ არა მხოლოდ ამ ცალკეულ გამოვლინებას, არამედ იმას, თუ მთლიანობაში როგორ უჭირავს თავი თქვენთან ურთიერთობაში: პატივს გცემთ თუ არა, ზრუნავს თუ არა თქვენზე, ანგარიშს უწევს თუ არა თქვენს აზრს. და თუ ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია, სახელის გამო ნერვიულობა საჭირო არ არის.

  • "ძალიან მალე მეორე ბავშვი მეყოლება. ღირს თუ არა, უფროსი ბიჭუნა დროებით ბებიასთან გავგზავნო? დედამთილი მთავაზობს მის წაყვანას რამდენიმე თვით სხვა ქალაქში. ასე მე შევძლებ, მთელი დრო პატარას მოვახმარო. მაგრამ მაშინ დიდხანს ვერ ვნახავ უფროს შვილს. რა არჩევანი გავაკეთო?"

- რამდენიმე თვით სხვაგან ცხოვრება უკვე ცვლილებაა თქვენი შვილის ცხოვრებაში, ნუ დაამთხვევთ ამას მისი დის ან ძმის დაბადებას. მისთვის ის ფაქტი, რომ ერთადერთი აღარ არის თქვენთვის, უკვე სტრესია. ნუ მისცემთ იმის საბაბს, იფიქროს, რომ ის თქვენ აღარ გჭირდებათ და ამიტომ "აგზავნით" ბებიასთან. სთხოვეთ თქვენს დედამთილს, თქვენთან გადმოვიდეს და ისე მოგეხმაროთ.

  • "ჩემი მოზარდი გოგონა ძალიან იღლება სკოლაში. შინ ძალაგამოცლილი ბრუნდება, სულ ეძინება. მოდუნებულია და ძალა არ ჰყოფნის გაკვეთილების მოსამზადებლად. როგორ დავეხმარო მას?"

- ბევრ მოზარდს აქვს მომეტებული გადაღლილობის პერიოდები. ეს დაკავშირებულია ორგანიზმის განვითარების თავისებურებებთან. თქვენი გოგონასათვის აუცილებელია სრულფასოვანი კვება. დაარწმუნეთ დაგიჯეროთ. თავიდან ააცილეთ ზედმეტი დატვირთვა. მასთან ერთად გადახედეთ მისი დღის განრიგს. გამოყავით დამატებითი დრო ძილისათვის. სასურველია მიმართოთ თერაპევტს, გააკეთოთ ანალიზები, რათა გამორიცხოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

  • "მალე მომიწევს სამსახურში გასვლა, მე კი ძალიან მომწონს დიასახლისის როლი! რამდენიმე წელი სახლში მომიწია ჯდომა ბავშვის გამო. ახლა ის საბავშვო ბაგაში მივიყვანე. ქმარი მოითხოვს დავბრუნდე სამსახურში ძველ ადგილას, მე კი ამის არანაირი სურვილი არ მაქვს..."

- ხანგრძლივი შვებულების შემდეგ სამუშაოზე დაბრუნების შიში ბევრ ადამიანს უჩნდება. თუ თქვენთვის აუტანელია ძველ სამსახურში დაბრუნებაზე ფიქრიც კი, მაშინ დაიწყეთ ახალი სამსახურის ძებნა, თქვენთვის შესაფერისი პირობებითა და გრაფიკით. შეგიძლიათ საქმიანობის სფეროც შეიცვალოთ. როგორც კი საქმეში ჩაერთვებით, ენთუზიაზმიც მაშინვე გაჩნდება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები