/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

ტკივილი, რომელიც გვიცავს - რომელია ყველაზე მგრძნობიარე ორგანო

ტკივილი, რომელიც გვიცავს - რომელია ყველაზე მგრძნობიარე ორგანო
ტკივილი, უპირველეს ყოვლისა, უსიამოვნო შეგრძნებაა, რომლის თავიდან აცილებასაც ყველა ერთნაირად ცდილობს.

მიუხედავად ნეგატიური განცდებისა, მას უდიდესი ფიზიოლოგიური მნიშვნელობა აქვს, თამამად შეიძლება ითქვას, სასიცოცხლოც კი, რადგან გვაიძულებს, მოვცილდეთ იმ ფაქტორებს, რომლებიც ჩვენს მტკივნეულ რეაქციებს იწვევს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტკივილი ერთგვარი ინდიკატორია, რომელიც მოსალოდნელი საფრთხის თაობაზე გვაფრთხილებს. იგი ორგანიზმის თავდაცვის სისტემის უმთავრესი კომპონენტია, ქსოვილთა დაზიანებისა და პათოლოგიური პროცესის პირველი სიგნალი, რომელიც დაუყოვნებლივ მოითხოვს ყურადღებას. ამიტომაც გვაფრთხილებენ ექიმები, ყური მივუგდოთ მას.

ტკივილს ყოველთვის ახლავს თან განსაკუთრებული ემოციური ფონი, შინაგან ორგანოთა ფუნქციების ცვლილება და ტკივილის მიმნიჭებელი ფაქტორის მოსაცილებლად განხორციელებული მთელი რიგი ცვლილებანი. ტკივილის დროს იცვლება ორგანიზმის მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური პარამეტრები: იმატებს სისხლის წნევა, პულსი, სისხლში ჰორმონთა კონცენტრაცია, ფართოვდება გუგები. ძლიერმა ტკივილმა შესაძლოა გამოიწვიოს შოკი და უეცარი სიკვდილი, ფსიქიკური აშლილობა, აღგზნება, დაღონება, უძილობა, სუნთქვის მოშლა, სისხლძარღვოვანი დარღვევები, საჭმლის მონელების, შარდის გამოყოფის და სხვა ორგანოთა ფუნქციების მოშლა. ტკივილის შემსწავლელი საერთაშორისო ასოციაციის განმარტებით, ტკივილი ქსოვილთა რეალურ ან პოტენციურ დაზიანებაზე აღმოცენებული უსიამოვნო მგრძნობელობითი და ემოციური განცდაა.

როგორ შევიგრძნობთ ტკივილს

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიდხანს ეგონათ, რომ ტკივილი ჩვეულებრივი ფიზიკური შეგრძნება იყო და არ არსებობდა მისი აღმქმელი სპეციფიკური რეცეპტორი, რომ იგი აღმოცენდებოდა ნებისმიერი რეცეპტორის გაღიზიანებით მაშინ, როდესაც მასზე დიდი ძალის გამღიზიანებელი მოქმედებდა. დღეს უკვე ცნობილია, რომ ტკივილს სპეციფიკური რეცეპტორები - ნოციცეპტორები აღიქვამს. ისინი განლაგებულია კანში, შინაგან ორგანოთა და სასახსრე ზედაპირებზე, ძვლისაზრდელაში. სხეულის სხვადასხვა ნაწილი ტკივილს სხვადასხვანაირად აღიქვამს. ყველაზე მგრძნობიარე კანია, განსაკუთრებით - თითების ბოლო ფალანგებზე, შედარებით ნაკლებმგრძნობიარეა კუნთები, პლევრა, მუცლის ფარი და ტვინის გარსები, კიდევ უფრო ნაკლებმგრძნობიარეა შინაგანი ორგანოები, თავისა და ზურგის ტვინი. ტკივილის აღმქმელი მექანიკური, თერმული და ქიმიური რეცეპტორები ორი ტიპისაა - სწრაფმოქმედი და ნელა მოქმედი.

სწრაფი ნოციცეპტორები

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

სწრაფად მოქმედი ნოციცეპტორები ნერვული უჯრედებია, რომლებიც გარედან მიელინის გარსით არის დაფარული. ისინი სიგნალებს 30-50 მ/წმ სიჩქარით ატარებენ და სწრაფ ტკივილს აღიქვამენ, რომელიც მტკივნეული სტიმულის გაჩენიდან წამის მეათედ დროში აღიქმება.

ნელი ნოციცეპტორები

ესენი არამიელინიზებული, ნელი ტკივილის აღსაქმელი ნოციცეპტორებია, რომლებიც სიგნალს 0,5-2 მ/წმ სიჩქარით ატარებს. ეს მოპულსირე ტკივილია, რომელიც ქიმიური ნივთიერებებით, საკვებით, ჰაერით, წყლით, ალკოჰოლით, ნარკოტიკებით, სამედიცინო პრეპარატებით მოწამვლისას აღმოცენდება.

ტკივილის ფორმები

დროის პარამეტრების მიხედვით განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ ტკივილებს;პათოლოგიური ტკივილის მექანიზმში წამყვანი ფაქტორის მიხედვით - კანისას, სომატოგენურს (ნოციცეპტურს), ნეიროგენულსა და ფსიქოგენურს; მიზეზის მიხედვით - ოპერაციისა და ტრავმის შემდგომს, ართრიტულს, სისხლძარღვოვანსა და ონკოლოგიურს;წარმოშობის დროისა და ხანგრძლივობის მიხედვით - მუდმივს, ხანმოკლეს, შეტევითს;ძალა-ინტენსივობის მიხედვით - ყრუს, სუსტს, აუტანელს, მეტისმეტად ძლიერს;ხასიათის მიხედვით - მწველს, მჭრელს, გამჭოლს, მფეთქავს, მღრღნელს, მორაკუნეს, მსერავს, მჩხვლეტს, გამჭოლს, ზემწოლს;სხეულის პოზიციასთან დამოკიდებულების მიხედვით - სიარულთან, სუნთქვასთან, საჭმლის მიღებასთან, აგზნებასთან დაკავშირებულს.ტკივილს შესაძლოა ახლდეს ღებინება, ფაღარათი; ამცირებდეს სითბო, სიცივე, სიმშვიდე, სხეულის გარკვეული პოზიცია.

მწვავე ტკივილი

ახალი, ხანმოკლე ტკივილია, მისი მიზეზის დადგენა სირთულეს არ წარმოადგენს. იგი გამღიზიანებელი ფაქტორის მოცილებისთანავე ქრება. ჩვეულებრივ, სხეულის რომელიმე ნაწილშია ლოკალიზებული და ადვილად ემორჩილება მკურნალობას. მწვავე ტკივილი ორგანიზმს ორგანული დაზიანების ან დაავადებების შესახებ აფრთხილებს, იგი ფიზიოლოგიური ტკივილია.

წაიკითხეთ სრულად

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

გამოდის, რომ პირადი კონტაქტის დროს ცუდ შთაბეჭდილებას ვახდენ. მაინც რას არ ვაკეთებ სწორად? როგორ უნდა მოვიქცე პოტენციურ ხელმძღვანელთან საუბრისას?

  • ყურადღებით გადაიკითხეთ თქვენი რეზიუმე და გაიხსენეთ, როგორ გიჭირავთ თავი გასაუბრებაზე. ხშირად სიტყვა და საქმე ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად, წერთ, რომ ხართ კომუნიკაბელური და ინიციატივიანი, მაგრამ შეხვედრაზე შებოჭილი ზიხართ, შეკითხვებს მშრალად პასუხობთ. შესაძლოა, დამკვეთს გაუჩნდეს განცდა, რომ ის შეცდომაში შეიყვანეს.
  • შეეცადეთ, მორიგი გასაუბრების წინ წარმოიდგინოთ მოსალოდნელი დიალოგი, ზედმიწევნით გაიაზროთ საკუთარი სტრატეგია, რათა თქვენი სიტყვები და საქციელი თქვენსავე რეზიუმესთან წინააღმდეგობაში არ მოვიდეს.

მყავს მეგობარი, რომელიც ძალიან მიყვარს. დედაჩემს სურს, რაც შეიძლება მალე დავქორწინდეთ. როდესაც ჩემი შეყვარებული ჩვენთან მოდის, დედა მაშინვე გადაკვრით ქორწინებაზე იწყებს ლაპარაკს, მე დარცხვენილი ვდგავარ, ჩემი შეყვარებული კი უხერხულ მდგომარეობაში ვარდება და ცდილობს, დედაჩემის ნათქვამი ხუმრობაში გაატაროს. რამდენჯერ ვთხოვე დედას, მეტი ტაქტი გამოეჩინა... მპასუხობს, რომ ჩემთვის კარგი უნდა და იმიტომ იქცევა ასე.

  • ნუ იფიქრებთ, რომ დედის გადაკრული სიტყვები ზიანს მიაყენებს თქვენი და თქვენი მეგობრის ურთიერთობას. თქვენი მეგობარი ხედავს თქვენს რეაქციას და ესმის, რომ დედის ინიციატივას არ ემხრობით. მეორე მხრივ, შესაძლოა, დედა იმას ახმოვანებს, რისი თქმა თავადაც გსურთ, მაგრამ ვერ ბედავთ. ყველაფერთან ერთად, თქვენი მეგობარი ხედავს, რომ თქვენს ოჯახში მას ენდობიან და შინაურად მიაჩნიათ. რაც შეეხება ქორწინებას, ეს უაღრესად დელიკატური თემაა. ყურადღება მიაქციეთ, რომ დედათქვენმა ბოროტად არ ისარგებლოს ახალგაზრდა კაცის მოთმინებით, აუხსენით, რომ მისი უტაქტო სიტყვები უხერხულ მდგომარეობაში გაგდებთ, რამაც, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს თქვენი და თქვენი შეყვარებულის ურთიერთობაზე.

ჩემი ქმარი ძალიან უცნაურ კომპლიმენტებს მეუბნება - გამუდმებით მიმტკიცებს, რომ გაცილებით ვჯობივარ მის პირველ ცოლს. მაგალითად, რაც არ უნდა მოვამზადო, მესმის: "ჩემი ყოფილი ცოლი წვნიანს ყოველთვის აკლებდა ხარშვას, შენ კი, ძვირფასო, ყველაფერს ზუსტად აკეთებ!" ეს ძალიან მაღიზიანებს. არ ვიცი, რა ვქნა...

  • ალბათ გაგიჭირდებათ, აუხსნათ მეუღლეს, რატომ გაღიზიანებთ მისი კომპლიმენტები. აუცილებელია უფრო ქმედითი მეთოდის გამოყენება. ალბათ დაქორწინებამდე თქვენც გქონდათ საპირისპირო სქესთან ურთიერთობის გარკვეული გამოცდილება. ურიგო არ იქნება, თუ მას ამის შესახებ შეახსენებთ. მორიგი რეპლიკის დროს, როცა ის კვლავ ახსენებს ყოფილ ცოლს, სასხვათაშორისოდ შენიშნეთ, რომ თქვენი ყოფილი თაყვანისმცემელი გამუდმებით უფულობას უჩიოდა, მეორე უყურადღებო იყო, თქვენი ძვირფასი მეუღლე კი სრულიადაც არ ჰგავს მათ. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ მსგავსი "კომპლიმენტები" სერიოზულად დააფიქრებს თქვენს მეუღლეს. უფრო მეტიც, ემოციების მთელ კასკადს გამოიწვევს და მიახვედრებს, რომ სჯობს, მომავალში თავი შეიკავოს ყოფილი ცოლის ხსენებისგან.

ძალიან მიყვარს ზამთრის სპორტი, განსაკუთრებით - თხილამურებით სრიალი, მაგრამ როგორც კი თხილამურებს მოვირგებ, მაშინვე შიში მიპყრობს - ვაითუ უეცრად დავეცე და ფეხი მოვიტეხო! გარდა ამისა, ძალიან მეშინია სისწრაფისა და სიმაღლის. როგორ გადავლახო ეს პანიკური შიში? ნუთუ თხილამურებთან გამოთხოვება მომიწევს?

  • ბევრი სპორტის ექსტრემალურ სახეობებს ადრენალინის გამო მისდევს, თქვენ კი ალბათ უფრო მეტად მათი ესთეტიკური მხარე გხიბლავთ. თქვენი მთავარი მოტივია, დატკბეთ ზამთრის პეიზაჟებით, დაისვენოთ, განიტვირთოთ. მუშაობა მოგიწევთ, რათა ავტომატურად დაშვება ისწავლოთ. როდესაც თავს დაანებებთ იმაზე ფიქრს, თუ როგორ უნდა დადგათ ფეხი ან როდის და როგორ მოიხმაროთ ხელი, გაცილებით მშვიდი და თავდაჯერებული გახდებით.


მყავს შეყვარებული, რომელიც ძალიან მიყვარს. მასაც ვუყვარვარ. ორივემ 30 წელს გადავაბიჯეთ, მაგრამ თავი ბევრად უფრო ახალგაზრდები გვგონია... ცოტა ხნის წინ შევამჩნიე, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტად მაღიზიანებს ჩემი მეგობრის ზოგიერთი ჩვევა. ის თანდათან შორდება იმ იდეალს, რომელსაც მასში ვხედავდი. ვცდილობ, ზემოქმედება მოვახდინო მასზე და რაღაც-რაღაცები შევცვალო, მაგრამ არ გამომდის, ის მაინც თავისებურად იქცევა. როგორ მოვიქცე, როგორ აღმოვფხვრა მისი არსებიდან ის, რაც არ მომწონს? განშორებაზე ფიქრიც არ მინდა - ძალიან მიყვარს.

  • მრავალ ჩვენგანს რატომღაც ჰგონია, რომ მან უკეთ იცის, როგორი უნდა იყოს მისი პარტნიორი. ზოგჯერ მთელი ცხოვრება ვცდილობთ, "შევასწოროთ" საყვარელი ადამიანი, რათა მივუახლოვოთ იმ იდეალს, რომელიც ჩვენს წარმოსახვაში არსებობს. გვავიწყდება, რომ 20-30 წლის ასაკში ადამიანის გადაკეთება შეუძლებელია - მისი პიროვნების ფორმირება ხომ ადრეულ ბავშვობაში მოხდა. ნუ ეცდებით, მიაღწიოთ ზუსტ შესაბამისობას თქვენ მიერ შექმნილ ხატთან. უმჯობესია, შეიცვალოთ დამოკიდებულება რეალური მამაკაცის ნაკლოვანებების მიმართ. მამაკაცთა უმრავლესობა ვერ იტანს მომთხოვნ კილოს. ასეთ დროს ისინი განზრახ იქცევიან საპირისპიროდ, მაშინაც კი, როდესაც ხვდებიან, რომ ოპონენტი მართალია. მართლაცდა, რა საჭიროა ერთისა და იმავეს ასჯერ გამეორება? ნუ დაიკავებთ პოზიციას "აქ უფროსი მე ვარ!", უფრო იოლია, სასურველს ეშმაკობით მიაღწიოთ. ქალების უმრავლესობა თვლის, რომ მთავარი საჭირო მომენტის შერჩევაა.
  • კიდევ ერთი "უცნაურობა": მრავალი ქალი აღიარებს, რომ დაიღალა ერთი და იმავეს გამეორებით და ფარ-ხმალი დაყარა, გარკვეული ხნის შემდეგ კი მამაკაცმა მისი თხოვნა შეასრულა, ოღონდ... საკუთარი ნებით. პარადოქსია? ბევრ ქალს მიაჩნია, რომ სხვების თანდასწრებით ქმარს არ უნდა ეკამათო. მისი დარწმუნება მხოლოდ პირისპირ საუბრისას არის შესაძლებელი. კორექტულად გადაუკარით სიტყვა და არ გააკრიტიკოთ. თავი შეიკვეთ ყოველგვარი შენიშვნისგან სხვების, თუნდაც საკუთარი შვილების თანდასწრებით. ნუ მიაყენებთ დარტყმას მის მამაკაცურ თავმოყვარეობას. შენიშვნა მიეცით კონკრეტულად და არა ზოგადად. ნუ გამოიყენებთ ფრაზებს "სულ ასე იქცევი!", "როდემდე შეიძლება, ასეთი დაბნეული იყო?!" ისინი თანამოსაუბრეს აღიზიანებს და მის აგრესიას იწვევს.
  • კი არ მოსთხოვოთ, სთხოვეთ. მოთხოვნისას ჩვენ ვამცირებთ პიროვნებას და ვრთავთ მასში მექანიზმს, არ დაემორჩილოს ზეწოლას. ეს მექანიზმი განსაკუთრებით აქვთ განვითარებული მოზარდებსა და მამაკაცებს. თუ ჩვენს სურვილს თხოვნის ფორმას მივცემთ, ამით თანამოსაუბრისადმი პატივისცემას გამოვხატავთ, ხაზს გავუსვამთ მის ძალას და აღვუძრავთ ჩვენი დახმარებისა და დაცვის სურვილს.
  • დაბოლოს, საყვარელი ადამიანის აღზრდის საუკეთესო საშუალებაა, ხშირად ვუთხრათ მას, როგორი კარგია და რა სწორად მოიქცა. წახალისება ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე საყვედური და სასჯელი.

mkurnali.geვარ მარტოხელა. ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ჩავერთე და რამდენიმე მამაკაცი გავიცანი. მათთან ინტენსიური მიმოწერა მაქვს, მაგრამ ამის იქით საქმე არ წასულა. არ მინდა, ვინმეს თვითონ შევთავაზო შეხვედრა. როგორ ვუბიძგო პირველი ნაბიჯისკენ? როგორ შეიძლება ვირტუალური ნაცნობობის რეალობაში გადმოტანა?

  • მამაკაცებს საინტერნეტო ურთიერთობის უამრავი მოტივი აქვთ, ოღონდ არა ოჯახის შექმნა. ზოგი ვირტუალური ფლირტის მეშვეობით მეუღლესთან შექმნილ პრობლემებს ივიწყებს, ზოგი განტვირთვის მიზნით ეძებს თანამოსაუბრეს, ზოგი რამდენიმე ქალთან ურთიერთობით თვითშეფასებას იმაღლებს... შეგიძლიათ, ჰკითხოთ თქვენს ვირტუალურ ნაცნობებს, რატომ სტუმრობენ ისინი გაცნობის საიტებს და მათი აზრით, რატომ არის, რომ ვირტუალური რომანები იშვიათად გადაიზრდება რეალურ ურთიერთობაში. თეორიული მსჯელობიდან თანდათანობით ამ პრობლემის უფრო პირადულ განხილვაზე გადახვალთ, შედეგად კი იქნებ ვინმემ შეხვედრაც შემოგთავაზოთ.