ფსიქოლოგიური კონსულტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური კონსულტაცია

  • ჩემს ქმარს და ჩვენს საერთო მეგობარს უთანხმოება მოუვიდათ. მალე მეგობარს დაბადების დღე აქვს და მეც მინდა წვეულებაზე წასვლა, მაგრამ მეშინია, ქმარი არ გამიბრაზდეს. რომ არ მივულოცო, არ იქნება ლამაზი - მე ხომ მასთან არ მიჩხუბია...

მარიამი, 24 წლის

ყველაფერი თქვენი ქმრის ხასიათსა და თქვენს ურთიერთობაზეა დამოკიდებული. თუ თქვენი მეუღლე ნაწყენია და მეგობართან ურთიერთობას აღარ აპირებს, ალბათ სურს, მხარი დაუჭიროთ მის გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში თქვენი მასთან სტუმრობა შესაძლოა აღიქვას როგორც ნიშანი, რომ თქვენ მეგობრის მხარეზე ხართ. იქნებ ჯობდეს, მეგობარს ტელეფონით მიულოცოთ?

  • როცა მეგობრები აგარაკზე მეპატიჟებიან, ვთანხმდები, მერე კი ვხვდები, რომ წასვლა არ მინდა... ასეა ყოველთვის: მიმიწვევენ პიკნიკზე, სტუმრად, კონცერტზე... “წამოვალ, რა თქმა უნდა!” - ვპასუხობ მე და მერეღა დავფიქრდები ხოლმე. ხშირად ვნანობ, რომ დავთანხმდი, რადგან სხვა საქმე მაქვს ან მინდა, უქმეები შინ გავატარო, მაგრამ უარის თქმა უკვე გვიანია. როგორ ავიცილო თავიდან ასეთი უხერხულობა?

ნატა, 26 წლის

თქვენი პრობლემა სამ ნაწილად უნდა გაიყოს.

პირველი: დროულად ვერ ხვდებით, რომ მეგობრების წინადადება თქვენთვის საინტერესო არ არის. ხშირად ეს გადაღლილობის, სტრესის ბრალია - ადამიანი ისეა დაძაბული, რომ ვერ ხვდება, რა სურს სინამდვილეში, ამიტომ ეცადეთ, შეამციროთ დატვირთვა და სრულფასოვნად დაისვენოთ.

გარდა ამისა, გამოიმუშავეთ სასარგებლო ჩვევა: მაშინვე ნუ დათანხმდებით, უპასუხეთ: “უნდა დავფიქრდე”, “ხვალ გეტყვი პასუხს”. შეეჩვიეთ იმ აზრს, რომ მოსაფიქრებლად დრო გჭირდებათ - ასე უფრო გაგიიოლდებათ, ერთმანეთს შეუთავსოთ მეგობრების წინადადება და თქვენი სურვილი.

მეორე: როგორც ჩანს, არ შეგიძლიათ მეგობრებისთვის უარის თქმა. მოდი, გავარკვიოთ, რისი ბრალია ეს. ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა დაშავდება, თუ აგარაკზე ან პიკნიკზე არ წახვალთ - ეწყინებათ და გაწყვეტენ თქვენთან ურთიერთობას? ხელიდან გაუშვებთ შესაძლებლობას, დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანებთან და სამუშაოში ჩაიძირებით? მოსაწყენი ცხოვრება გექნებათ?

გაეცით პასუხი ამ კითხვას და შემდეგში, როცა არჩევანის წინაშე დადგებით, დაფიქრდით, ნამდვილად მოხდება თუ არა ასე. დარწმუნებული ვარ, აღმოაჩენთ, რომ თქვენი შიში უსაფუძვლოა.

მესამე: გიჭირთ გადაწყვეტილების შეცვლა. კვლავ ჰკითხეთ საკუთარ თავს: რა დაშავდება, თუ გადაიფიქრებთ? გარემოებები ყოველ წუთს შეიძლება შეიცვალოს, ეს ყველას ესმის, ხოლო გადაღლილობა და საქმეები საკმაოდ სერიოზული მიზეზია საიმისოდ, რომ თქვენს გეგმებზე უარი თქვათ.

  • ჩემი გოგონა 2 წლისაა. ძალიან უყვარს სეირნობა. პრობლემა ის არის, რომ შინ დაბრუნება აღარ უნდა. სახლთან მიახლოებისთანავე ღრიალს ტეხს. ბევრჯერ ვცადე, მისი ყურადღება რამეზე გადამეტანა. ადრე გამომდიოდა, ახლა კი აღარც ეს მშველის...

ეკა, 25 წლის

ასეთ წუთებში შეეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ. ეს სიტუაცია ბევრი მშობლისთვის ნაცნობია, თუ ბავშვი უმართავია, არავითარი ყურადღების გამფანტავი მანევრი არ უშველის, უბრალოდ, მოჰკიდეთ ხელი და სახლში წაიყვანეთ. გარწმუნებთ, მთელი ცხოვრება ასე არ გაგრძელდება, ბავშვი წამოიზრდება და უფრო გონიერი გახდება. მოიფიქრეთ რამე რიტუალი სეირნობის დასაგვირგვინებლად, მაგალითად, გორაკიდან ჩამოსრიალება, გზაში რამე ტკბილეულის შეძენა.

  • ჩემს ქმარს არც ისე მსუბუქი ხასიათი აქვს - ყოველ ახალ იდეას აღშფოთებით ხვდება, მერე კი მის გარეშე არსებობა ვერ წარმოუდგენია. ოდესღაც ბავშვის გაჩენის წინააღმდეგი იყო, ახლა კი უბავშვოდ სიცოცხლე არ უნდა. მერე მანქანის შეძენას უარობდა, ახლა კი ოთხი საბურავი მისი ცხოვრების აზრია. ზამთრის მაღალყელიანი ფეხსაცმელებიც კი, რომლებიც გაუხდელად აცვია, მხოლოდ ჩემი დაჟინებული მოთხოვნით შევიძინეთ, არადა ყიდვისას ხმის ჩახლეჩამდე მეკამათებოდა! როგორ მოვერიო ამას?

ანა, 28 წლის

არ გიფიქრიათ იმაზე, რომ შესაძლოა, ქმრის ნეგატივიზმი და თქვენი ჟინიანობა თქვენი ოჯახური სცენარის ნაწილი იყოს, რომლის მიხედვითაც ცხოვრობთ და რომელიც ორივე თქვენგანს აძლევს ხელს?

ჩვეულებრივ, ყველა წყვილს თავისი “თამაშები” აქვს. მაგალითად, ცოლი ჭირვეულ გოგონასავით იქცევა, ხოლო ქმარი - მკაცრი, მაგრამ სამართლიანი მშობელივით, ან ერთ-ერთ პარტნიორს, ჟანრის კანონების თანახმად, მუდამ რაღაც ავიწყდება, ხოლო მეორე გამუდმებით ცხოვრების მოწესრიგებას ცდილობს. როგორიც არ უნდა იყოს სცენარი, ორივე მეუღლე დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ ყველაფერი, ასე თუ ისე, კარგად იქნება. ამიტომ თქვენს ქმარს შეუძლია, თამამად გაგიწიოთ წინააღმდეგობა, მაშინაც კი, როცა თქვენი სიმართლე აშკარაა. თქვენ კი უფლება მოიპოვეთ, დაჟინება გამოიჩინოთ. გარწმუნებთ, რომ ეს ნამდვილად არ არის ოჯახური ცხოვრების ყველაზე უარესი სცენარი. მაგალითად, გაცილებით ძნელია, იყო უღიარებელი გენიოსის მუზა...

  • ჩემს 2 წლის შვილს დიდ ყურადღებას აქცევენ უცნობი ადამიანები ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ა.შ. ცდილობენ, თავზე ხელი გადაუსვან ან ლოყაზე მოეფერონ. მე ეს მაინცდამაინც არ მსიამოვნებს. როგორ მოვიქცე, რომ არც თავად ჩავვარდე უხერხულ მდგომარეობაში და არც სხვას მივაყენო შეურაცხყოფა?

ელენე, 24 წლის

სამწუხაროდ, ან იქნებ საბედნიეროდაც, ბავშვის სტერილურ კაფსულაში მოთავსება და ყველა არასასურველი კონტაქტისგან დაცვა არც ერთ დედას არ გამოსდის, ამიტომ ეცადეთ, მშვიდად მოახდინოთ რეაგირება უცხო ადამიანების მხრივ თქვენი პატარას მიმართ გამოჩენილ ყურადღებაზე. შეგიძლიათ, შემოიფარგლოთ ორიოდე ზრდილობიანი ფრაზით და კეთილგანწყობილი ღიმილით აიცილოთ თავიდან არასასურველი კონტაქტი.