პაციენტი ქალი და ექიმი მამაკაცი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პაციენტი ქალი და ექიმი მამაკაცი

პირველი შეხვედრისთანავე ძალიან მომეწონა, ისიც სიმპათიით განეწყო. მკურნალობა დიდხანს გაგრძელდა, ზოგი კბილის ჩასმაც დამჭირდა, თერაპიასაც დიდი დრო დაუთმო ექიმმა. ერთხანს ეჭვიც შემეპარა, რომ მკურნალობის პროცესს შეგნებულად ახანგრძლივებდა. მეც მოუთმენლად ველოდი ყოველ ახალ მიღებას. მოხიბლული ვიყავი მისით, ისიც გამოტყდა, რომ ჩემთან შეხვედრა სიამოვნებდა.

ერთხელაც ექიმის კაბინეტში ახალგაზრდა თეთრხალათიანი გოგონა დამხვდა. მითხრა, რომ პრაქტიკანტი იყო. ექიმი კი მისი მამა აღმოჩნდა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ამხელა ქალიშვილი თუ ეყოლებოდა და საერთოდ, ცოლშვილიანი არც მეგონა. ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი. იმ დღის შემდეგ აღარაფერი მახარებდა. მკურნალობაც დამთავრდა. უმიზეზოდაც ვეღარ მოვახერხებდი ნახვას. ოცნება თავზე დამემსხვრა. გვიან მივხვდი, რომ პაციენტი ქალისა და ექიმის ურთიერთობა არასერიოზული და იმთავითვე განწირულია. ემოციებს ვერაფერს ვუხერხებ, ყველაფერი შავბნელი მეჩვენება. როგორ დავივიწყო წარსული? ლელა, 27 წლის

თქვენ თავიდანვე ვარდისფერი სათვალით შეხედეთ ყველაფერს, არც კი დაინტერესდით მისი ოჯახური მდგომარეობით. როგორ შეიძლებოდა, ასეთი სიმპათიური მამაკაცი მარტო ყოფილიყო, მით უმეტეს - ექიმი, რომელსაც თქვენნაირი პაციენტი უამრავი ჰყავს? თქვენი ურთიერთობა დამთავრდა და გეჩვენებათ, რომ დრო გაჩერდა, გგონიათ, ვეღარასოდეს დაიბრუნებთ ცხოვრების ხალისს. მიუხედავად ყველაფრისა, თავს უნდა ჩააგონოთ, რომ ტრაგიკული და გამოუსწორებელი არაფერი მომხდარა. ყოვედღიურად მილიონობით ადამიანი შორდება ერთმანეთს. ამის წარმოდგენა დეპრესიის დაძლევაში დაგეხმარებათ. შეიქმენით განწყობა მომავალი ბედნიერი და ლამაზი სიყვარულისთვის, გაუღეთ გული ახალ გრძნობებსა და ემოციებს. ექიმის კაბინეტის მიღმა სამყარო საოცრად ლამაზი და იმედიანია.

სამკურნალო ეფექტი

პაციენტი ქალები შეიძლება სამ კატეგორიად დავყოთ: ერთნი უპირატესობას მამაკაც ექიმებს ანიჭებენ, მეორენი მიიჩნევენ, რომ ექიმს, ისევე როგორც პაციენტს, სქესი არა აქვს, მესამენი კი ზედმეტი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად მხოლოდ ქალ ექიმებს ირჩევენ. სწორედ პირველი და მესამე ტიპები მიეკუთვნებიან “რისკის ჯგუფს” - მათ შესაძლოა თავიანთი ექიმი შეუყვარდეთ.

სამუშაოა ასეთი!

როცა ექიმს საკუთარ ჯანმრთელობასა თუ სიცოცხლეს მივანდობთ, მისგან უნებურად დაცვასა და თანაგრძნობას ველით. საწინააღმდეგო სქესის ექიმისადმი მიჩვევა ადვილად შეიძლება ჩაითვალოს შეყვარებად. ექიმებს მშვენივრად მოეხსენებათ პაციენტი ქალების ეს თავისებურება და დისტანციის დაცვას ცდილობენ. მკურნალობის ეფექტიანობისათვის ექიმი პაციენტი ქალის სილამაზის ნაცვლად უნდა ხედავდეს მხოლოდ “მეოთხე კბილს ზედა ყბაზე” ან “ცხვირის ძგიდეს”.

შენ გამონაკლისი ხარ!

ექიმ მამაკაცს პაციენტთან ურთიერთობის დაწყებისკენ შესაძლოა კაბინეტის მიღმა არსებულმა წინაპირობებმა უბიძგოს. მაგალითად: დერეფანში შეხვედრამ, ბუფეტში გასაუბრებამ, შემთხვევით ქუჩაში ნახვამ. ექიმიც ხომ ჩვეულებრივი მამაკაცია, რომელმაც შეიძლება შეამჩნიოს, რომ “ზედა ყბის მესამე კბილი” ძალიან მომხიბვლელი ტუჩების მიღმაა. ასეთ რომანებს ექიმები იშვიათად აბამენ, მაგრამ თუ ასეთი რამ მაინც მოხდა, ამ შემთხვევაში, ალბათ, სერიოზული გრძნობა იგულისხმება.

როგორ წარიმართება შემდგომი ცხოვრება

პაციენტი ქალი, რომელსაც თავისი ექიმისადმი სიმპათია ან სერიოზული გრძნობა გაუჩნდა, ჭორებისთვისაც მზად უნდა იყოს. მისი რჩეულის გაუთხოვარმა კოლეგებმა, რომლებიც მის ადგილას ყოფნაზე ოცნებობდნენ, შესაძლოა პაციენტი ამხილონ და სიმულაციაში დაადანაშაულონ. როცა საზოგადოება დამშვიდდება, პირველ პლანზე სხვა სირთულეები წამოიწევს. მაგალითად, ის, რომ ქალბატონის რჩეული ძალიან ბევრს მუშაობს, არის გაუთავებელი სატელეფონო ზარები, ღამის მორიგეობები და სასწრაფო გამოძახებები, რაც ხშირად შლის წყვილის გეგმებს. ქალი სხვა პაციენტ ქალებზე დაიწყებს ეჭვიანობას.

თუ ექიმი ახალ პაციენტთან ურთიერთობას აბამს, ე.ი. ასეთი ურთიერთობა მანამდეც ჰქონია და შემდგომშიც გაგრძელდება. მხოლოდ დიდი ნდობის დროს ღირს მამაკაც ექიმთან სასიყვარულო ურთიერთობის დაწყება. თუმცა ასეთ ურთიერთობებს თავისი დადებითი მხარეც აქვს. ექიმი მამაკაცები, ჩვეულებრივ, ძალიან მზრუნველები და სანდონი არიან, გამოირჩევიან გონიერებითა და წინდახედულობით და, რაც მთავარია, არასოდეს მისცემენ ქალს ავადმყოფობის უფლებას, მათ ხელები ყოველთვის სუფთა და მოვლილი აქვთ, მშვენივრად შეუძლიათ ბავშვებთან ურთიერთობა.