/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სტომატოლოგია

რა არის ორთოდონტიული მკურნალობა და რომელი ასაკიდანაა საჭირო მისი დაწყება

ორთოდონტიული მკურნალობის შესაძლებლობებზე, საჭიროებებზე, ჩვენებებსა და თავისებურებებზე გვესაუბრება

ქართულ-გერმანული იმპლანტაციის ცენტრ HBI-dentImplant-ის ექიმი-ორთოდონტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორთოდონტიის დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგი, სასწავლო ცენტრ Perio&Peri-Implant Studio-ს დირექტორი, თამარ მეტრეველი.

– ქალბატონო თამარ, რა არის ორთოდონტია?

– ორთოდონტია არის სტომატოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების დიაგნოსტიკას, წარმოშობის მიზეზებს, მიმდინარეობას, პროფილაქტიკას, მკურნალობას, ბავშვთა პროთეზირებასა და მიღებული შედეგის შენარჩუნებას.

უძველესი ცნობები კბილების გასწორების შესახებ ძველი ეგვიპტიდან მოდის. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მუმიები, რომელთაც თითოეულ კბილზე მეტალის რგოლები ჰქონდათ შემოხვეული, სავარაუდოდ, კბილებს შორის არსებული სივრცის დასახურად. ტერმინი ორთოდონტია პირველად გამოიყენა Jacgues Hefoulon-მა 1840 წელს. იგი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს Ortos – სწორი, Odontos – კბილებს. Edward Anagle-ს განმარტებით (1900 წ.) ამ ტერმინით მოიხსენიებდნენ მეცნიერებას, რომელიც დაკავშირებული იყო კბილების გასწორებასთან.

– რა ტიპის დიაგნოსტიკური მეთოდების ჩატარებაა აუცილებელი ორთოდონტიული მკურნალობის დასაწყებად?

– ჯერ კიდევ ჰიპოკრატემ ბრძანა: „Bene diagnoscitur – bene curatur!“ – „სწორად დასვამ დიაგნოზს – სწორად უმკურნალებ“. ამიტომ, სრულფასოვანი დიაგნოსტიკა მეტად მნიშვნელოვანია მძივივით ასხმული კბილების მისაღებად. რა თქმა უნდა, ყველაფერი იწყება პაციენტისა და ექიმის კომუნიკაციით, გამოკითხვით.

  • ამ დროს ვსაზღვრავთ პაციენტის ჩივილებს, როდის დაიწყო ისინი, ჩატარებულა თუ არა ადრე მკურნალობა და როგორი იყო მისი შედეგები. ვიკვლევთ მის ასაკს, პროფესიას, ყოფა-ცხოვრების პირობებს, გადატანილ ან თანმხლებ დაავადებებს, კვების ხასიათს: საკვებ რაციონში ცილებისა და ნახშირწყლების წილს, საკვების კონსისტენციას, მავნე ჩვევებს, როგორიცაა სიგარეტის, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება; მემკვიდრული ფაქტორების არსებობას, პირის ღრუს ჰიგიენის ადეკვატურობასა და სისტემატურობას და სხვა.
  • შემდეგ პაციენტს ვუთვალიერებთ პირის ღრუს და გადავდივართ გამოკვლევის დამხმარე მეთოდებზე, როგორიცაა რენტგენოლოგიური კვლევა. აღნიშნული კვლევა მოიცავს ინტრაორალურ-ლოკალურ რენტგენოგრაფიას, ორთოპანტომოგრაფიას, ცეფალომეტრიულ კვლევას (ტელერენტგენოგრაფიას), საჭიროების შემთხვევაში კომპიუტერულ (CT) და მაგნიტურ-რეზონანსურ ტომოგრაფიას (MRI).
  • შემდეგი ეტაპია ფოტოგრაფირება, რომელიც მოიცავს პორტრეტულ და პირშიგნითა ფოტოებს. ამის შემდგომ ხდება თაბაშირის სადიაგნოსტიკო მოდელების ანალიზი. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდის სრულფასოვანი შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე ექიმი იღებს მნიშვნელოვან ინფომაციას და ადგენს მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმას.

– რა ასაკიდან იწყება ორთოდონტიული მკურნალობა?

– ორთოდონტიულ მკურნალობას არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა. თუკი პატარას აქვს თანკბილვის პრობლემები, მაშინ უმჯობესია დროულად მიიყვანოთ ექიმთან. იმიტომ, რომ 10-12 წლის ასაკში ძვალი უფრო რბილია და კბილების გადანაცვლება კბილთა რკალში გაცილებით ადვილია, ვიდრე 40-60 წლის ასაკში. ამიტომ, ბავშვი რეგულარულად, 6 თვეში ერთხელ, უნდა ატაროთ კონსულტაციაზე ექიმ თერაპევტ-სტომატოლოგთან, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ორთოდონტთან გაგგზავნით.

– საშუალოდ რამდენ ხანს გრძელდება ორთოდონტიული მკურნალობა?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, კბილის გაკეთებისას ერთ დღეს გადამიღეს ორი რენდგენი , ეს ორი იყო ფოტო პირდაპირ ლეპტოპის ეკრანზე ჩანდა და ერთი კვირის შემდეგ უფრო სხვანაირი ფირზე ამობეჭდილი. ამდენი რენდგენი შეიძ₾ებოდა ასე მიყოლებით? 27 წლის ვარ და რამეს ხოარ გამოიწვევდა ამდენი რადიაცია</p>

– ორთოდონტიული მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ანომალიის სირთულეზე. მნიშვნელოვანია, ასევე, პაციენტს ჩატარებული აქვს თუ არა ადრეული ორთოდონტიული მკურნალობა ბავშვთა ასაკში გამოსაყენებელი თანამედროვე აპარატებით. ორთოდონტიული მკურნალობა საშუალოდ ერთი წლიდან 24-36 თვემდე გრძელდება. ეს ძალიან უხეში გამოთვლით. ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია.

– რა ტიპის ბრეკეტები არსებობს და რა განსხვავებაა მათ შორის?

– ბრეკეტები არსებობს სამი ტიპის: თვითლიგირებადი, ლიგატურებიანი და „უჩინარი“, ანუ ლინგვალური. თვითლიგირებად და ლიგატურებიან ბრეკეტებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა. კერძოდ, თვითლიგირებად ბრეკეტს აქვს მეტალის ჩამკეტი, რითაც რკალი ფიქსირდება ბრეკეტში, ხოლო ლიგატურებიან ბრეკეტში რკალი ფიქსირდება სპეციალური რეზინების საშუალებით. ლიგატურებიანთან შედარებით, თვითლიგირებადი ბრეკეტი უფრო დამზოგველია და მკურნალობისათვის ნაკლებ დროს საჭიროებს. მასალის მიხედვით ორივე ბრეკეტი არსებობს მეტალის, კერამიკისა და საფირონის. მათ შორის მხოლოდ ესთეტიკური განსხვავებაა. ხოლო რაც შეეხება „უჩინარ“ ანუ ლინგვალურ ბრეკეტებს, მისი დადებითი მხარე მხოლოდ და მხოლოდ ის არის, რომ პაციენტი მას ვიზუალურად ვერ ხედავს. მაგრამ, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ ასეთი ბრეკეტ სისტემა ტრავმას აყენებს ენას.

– უშლის თუ არა ბრეკეტ-სისტემა პაციენტს ხელს მეტყველებაში?

– ბრეკეტ სისტემა ქმნის უმნიშვნელო დისკომფორტს, როგორც ნებისმიერი უცხო სხეული. თუმცა, პაციენტები მას იოლად ეგუებიან. რაც შეეხება „უჩინარ“ ანუ ლინგვალურ ბრეკეტ სისტემას, იგი უმნიშვნელოდ ქმნის მეტყველების პრობლემას.

– იწვევს თუ არა ორთოდონტიული მკურნალობა კარიესის განვითარებას?

– ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეკითხვაა მკურნალობის დაწყების წინ. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აქვს იდეალური ჰიგიენა, ორთოდონტიული მკურნალობა არ გამოიწვევს კარიესის განვითარებას.

– როგორ უნდა მოუაროს პაციენტმა პირის ღრუს ორთოდონტიული მკურნალობის დროს?

– ბრეკეტ-სისტემით მკურნალობის დროს პაციენტმა ყოველი ჭამის შემდეგ უნდა დაიცვას პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენა სპეციალური 3 ტიპის ჯაგრისის – ორთოდონტიული ჯაგრისი ჩანაჭდევით, ერთკონიანი ჯაგრისი, ინტერდენტალური ჯაგრისი ე. წ. „ზღარბუნით“ – გამოყენებით. ყველა ექიმი ასწავლის პაციენტს მათი გამოყენების წესებს და თანმიმდევრობას.

– რა გართულება შეიძლება განვითარდეს ბრეკეტ-სისტემით მკურნალობის დასრულების შემდეგ?

– ბრეკეტ სისტემის მოხსნის შემდეგ, პაციენტები თუ არ გაიკეთებენ შედეგის შესანარჩუნებლად სპეციალურ კაპებს და ასევე საჭიროების შემთხვევაში, თუ არ გაითვალისწინებენ ექიმის რჩევას მე-8 კბილის დროული ექსტრაქციის შესახებ, მიღებული შედეგი დაუბრუნდება საწყისს მდგომარეობას.

– შეიძლება თუ არა ღრძილების დაავადებების დროს ორთოდონტიული მკურნალობის დაწყება?

– არ აქვს მნიშვნელობა ეს არის გინგივიტი თუ პაროდონტიტი, პირველ რიგში, აუცილებელია ღრძილების დაავადების კონსერვატიული ანუ თერაპიული მკურნალობა. შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევა. მხოლოდ ამის შემდეგ, როდესაც აღარ იქნება შეშუპება, სიწითლე, სისხლდენა, ჩირქდენა და მოხსნილი იქნება დაავადების ხელშემწყობი ადგილობრივი ფაქტორები, შესაძლებელია ჩატარდეს ორთოდონტიული მკურნალობა. ამასთან, აუცილებელია მუდმივი თანამშრომლობა ექიმ პაროდონტოლოგთან.

– პაციენტებს, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, შეიძლება თუ არა ჩაუტარდეთ ორთოდონტიული მკურნალობა?

– იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დაწყებული აქვს ორთოდონტიული მკურნალობა, იგი ჩვეულებრივად გრძელდება. ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული ორთოდონტიული მკურნალობის დაწყება, რადგანაც ამ დროს თავი უნდა შევიკაოთ რიგი რენტგენოლოგიური კვლევების ჩატარებისგან.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა არის ორთოდონტიული მკურნალობა და რომელი ასაკიდანაა საჭირო მისი დაწყება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები