ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

შეარჩიეთ მომენტი, როცა შეძლებთ, მშვიდად განიხილოთ ეს სიტუაცია. უთხარით ბავშვს, რომ მისმა საქციელმა ძალიან დაგაბნიათ, რომ ვერ ხვდებით, რატომ ჩაიდინა ეს. იქნებ ბიჭუნამ თვითონ აგიხსნათ, რამ უბიძგა ამ ნაბიჯისკენ. იქნებ სურდა, თვითონ აერჩია ტკბილეული, ანდა მოერიდა, თქვენთვის კანფეტების ყიდვა ეთხოვა. შესაძლოა, ვერ მიხვდა, რომ ცუდად მოიქცა ანდა თავი ვერ შეიკავა. ასეა თუ ისე, ეცადეთ, საყვედურებისგან თავი შეიკავოთ. უმჯობესია სთხოვოთ, ასე აღარასოდეს მოიქცეს და აუცილებლად გაგანდოთ თავისი სურვილები. გარდა ამისა, ეცადეთ, მეტი ყურადღება დაუთმოთ ბიჭუნას. ზოგჯერ ბავშვები იმისთვის ქურდობენ, რომ მშობლების ყურადღება მიიპყრონ.

ჩემი მეგობარი ხშირად მომმართავს თავისი გაუთავებელი პრობლემებით, რამაც ძალიან დამღალა. ახლაც მძიმე განცდებშია მორიგი უიღბლო სიყვარულის გამო. თანაგრძნობაც კი აღარ შემიძლია. მისი ისტორიები გამუდმებით მეორდება! გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, თვითონვე ახდენს ზეწოლას მამაკაცებზე. ვუთხარი კიდეც ამის შესახებ და ძალიან ეწყინა... მარიამი, 26 წლის

როცა ადამიანი მძიმედ განიცდის, მისთვის ყოველგვარი რჩევა და შეგონება ძნელი აღსაქმელია. თქვენი სიტყვები მან შესაძლოა ისე გაიგოს, თითქოს ყველაფერში ის მიგაჩნდეთ დამნაშავედ და კიცხავდეთ. თუ ნამდვილად გსურთ მისი დახმარება, უმჯობესია, კრიტიკისგან თავი შეიკავოთ, სანამ გონს არ მოეგება ამ უიღბლო სიყვარულთან დაკავშირებული ემოციების შემდეგ. შეეცადეთ, შეარბილოთ ისეთი ფორმულირებები, როგორებიცაა: "შენ მეტისმეტად მიმწოლი ხარ!" ან "მიეცი მამაკაცს საშუალება, გამოიჩინოს ინიციატივა და თვითონ გაუჩნდეს შენი პატივისცემის სურვილი!" კრიტიკის ნაცვლად დაამშვიდეთ და უკეთესი მომავლის სურათი დაუხატეთ.

წელიწადიც არ არის, რაც გავთხოვდი და უკვე ეჭვმა და შიშმა ამიტანა. მეჩვენება, რომ ჩვენი ურთიერთობა ტიპური უბედური ცოლ-ქმრისას ემსგავსება. ქმარი სიურპრიზებს აღარ მიწყობს, აღარსად დავყავარ, ძალიან მაკლია მისი ყურადღება. მე თვითონ კი რომანტიკული საღამოების მოწყობა მაშინებს, რადგან მან არაერთხელ მოიხსენია ცუდად ასეთი შეხვედრები. როცა ამაზე ჩამოვუგდებ სიტყვას, მპასუხობს, რომ ოჯახს სხვა მიზანი აქვს. სოფიკო, 23 წლის

ქორწინებიდან გარკვეული ხნის შემდეგ ადამიანები უფრო ნაკლებ დროს უთმობენ რომანტიკას და უფრო მეტს - პრაქტიკულ საკითხებს. მგზნებარე ემოციები თანდათან ნელდება. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მეუღლეებს ერთმანეთი აღარ უყვართ და ერთმანეთისადმი ინტერესს კარგავენ. მზადყოფნა, მუდამ მხარდამხარ იდგნენ და საერთო მეურნეობა მართონ, ხშირად უფრო მეტად გამოხატავს ნაზ გრძნობებს, ვიდრე რომანტიკული ვახშამი სანთლების შუქზე. მაგრამ თუ გსურთ, ოჯახურ ცხოვრებაში მრავალფეროვნება შეიტანოთ, ჰკითხეთ ქმარს, რა მიაჩნია თავად მას სასიამოვნო დროსტარებად. გულახდილი საუბრის შემდეგ ალბათ შეძლებთ მიაღწიოთ კომპრომისს და იპოვოთ გამოსავალი, რომელიც ორივე თქვენგანისთვის მიმზიდველი იქნება.


ჩემი ყოფილი ქმარი ჩვენს შვილს ყურადღებას თითქმის არ აქცევს. ალიმენტს იხდის, მაგრამ ბავშვთან საერთოდ არ აქვს ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ მე არასოდეს გამიწევია წინააღდეგობა მათი შეხვედრისთვის. დაბადების დღის მილოცვაც კი ავიწყდება... ვხედავ, რომ ბავშვი საშინლად განიცდის უმამობას. როგორ ავუხსნა ჩემს ყოფილ ქმარს, რომ ბიჭს მამასთან ურთიერთობა სჭირდება? მარიკა, 31 წლის

შეეცადეთ, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ. მაგალითად, კვირაში ერთხელ დაურეკეთ თქვენს ყოფილ ქმარს და უამბეთ შვილის ცხოვრებაზე, მის წარმატებებსა თუ წარუმატებლობაზე. მიეცით საშუალება, კვლავ იგრძნოს მამობრივი კავშირი ბავშვთან. ამასთან, ნუ უსაყვედურებთ. აქცენტი იმაზე გააკეთეთ, რომ ბიჭი ცდილობს, მამას დაემსგავსოს, რომ ძალიან ენატრება იგი. უთხარით, რომ ბიჭს ძალიან გაუხარდება, თუ მამა თავისთან მიიპატიჟებს ან მასთან ერთად გაისეირნებს.

მალე ჩემი ქორწილია, მე კი სხვა, ჩემი თანაკურსელი შემიყვარდა... ახლა მას მალულად ვხვდები და საქმროს ვატყუებ. ვერ გამიგია, რომელი მათგანი უფრო მეტად მჭირდება. უკვე აღარ მინდა, ცოლად ჩემს საქმროს გავყვე, მაგრამ მეშინია, მერე არ ვინანო - ჩემი ახალი თაყვანისმცემელი არც ისე სერიოზულია. როგორ მოვიქცე? ანა, 20 წლის

თქვენი პრობლემა ორ ნაწილად უნდა გაიყოს: თქვენი ურთიერთობა საქმროსთან და თქვენი ურთიერთობა თანაკურსელთან. თუ დარწმუნებული ხართ, რომ არ გინდათ საქმროსთან ცხოვრება, მაშინ თქვენი ქორწინებიდან კარგი არაფერი გამოვა. გსურთ კი, საერთოდ გააგრძელოთ მასთან ურთიერთობა? რაც შეეხება თქვენს ახალ შეყვარებულს, ეცადეთ გაიგოთ, რას ნიშნავს თქვენთვის "სერიოზული". მზად ხართ, გააგრძელოთ მასთან შეხვედრა, როდესაც იცით, რომ ამ რომანისგან სხვადასხვა რამეს ელით? თუ ამ კითხვებს პასუხს გასცემთ, საკუთარ გრძნობებშიც უკეთ გაერკვევით.

ქალაქთან ახლოს აგარაკი გვაქვს. ხშირად მივდივართ და ქალაქის ხმაურისგან ვისვენებთ. მაგრამ ჩვენს იდილიას გამუდმებით არღვევენ მეზობლები. მათ შეუძლიათ, ნებისმიერ დროს გადმოვიდნენ ჩვენს ეზოში, შემოვიდნენ სახლში და საათობით გვეჭორაონ. აზრადაც არ მოსდით, რომ მათი იქ ყოფნა ყოველთვის სასურველი არ არის. მათთან ჩხუბი ნამდვილად არ მინდა. როგორ მოვახერხო ამ პრობლემის დელიკატურად მოგვარება? თინიკო, 27 წლის

მეზობლებთან ჩხუბი ნამდვილად არ ღირს, მათი ზღვარგადასული მეგობრობის აღკვეთა კი საჭიროა. უპირველეს ყოვლისა, ჭიშკარს გაუკეთეთ საკეტი, თუ კითხვები გაჩნდა, უპასუხეთ, რომ ხშირად უყურებთ კრიმინალურ ქრონიკას. თუ მეზობლებს თქვენთან საუბარი სურთ, თქვენ კი არ გცალიათ ან დაღლილი ხართ, შეხვედრა სხვა დროისთვის დათქვით. ზოგჯერ თავადაც გამოიჩინეთ ინიციატივა და ესტუმრეთ მათ ან თქვენთან მოიწვიეთ.

ძალიან განვიცდი, რომ ჩემი შეყვარებული ზოგჯერ თავის ყოფილ შეყვარებულს ხვდება. მე მესმის, რომ ახლა ისინი უბრალოდ მეგობრობენ, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ. მეშინია, რომ ეჭვიანობა ადრე თუ გვიან შეყვარებულს დამაკარგვინებს. როგორ მოვიქცე? სალომე, 23 წლის

თქვენი განცდები ბუნებრივია - რომელი გოგონა არ იეჭვიანებს თავისი შეყვარებულისა და მისი ყოფილი მეგობრის ურთიერთობის გამო? გასაგებია, რომ გსურთ, მისი გრძნობა მხოლოდ თქვენსკენ იყოს მომართული. ეჭვიანობის დაძლევა რთულია; ეცადეთ აკონტროლოთ არა გრძნობები, არამედ მათი გამოვლინება. ამ ვითარებაში თქვენთვის დადებითი მომენტიც შეიძლება აღმოაჩინოთ - გააბათ ურთიერთობა მის ყოფილ მეგობართან, იმსჯელოთ თქვენი შეყვარებულის პიროვნულ თვისებებზე. თუ თქვენი შეყვარებული ყოფილ გოგონასთან დღესაც მეგობრობს, ესე იგი ის ღირსეული ადამიანია. უარესი იქნებოდა, ის მას ცუდად რომ მოქცეოდა, ანდა  ცუდად მოეხსენიებინა. ამიტომ ეცადეთ, თქვენი შეყვარებულის მეგობრობა ყოფილ შეყვარებულთან მის ღირსებად ჩათვალოთ და არა ნაკლად.

მამაჩემი ბევრს მუშაობს და ძალიან იღლება, მაგრამ პენსიაზე ფიქრიც არ უნდა. მე და ჩემი ქმარი მზად ვართ, დავეხმაროთ, მაგრამ... როგორ დავიყოლიოთ, რომ პენსიაზე გავიდეს? ნინო, 26 წლის

მამათქვენისთვის პენსიაზე გასვლა იმის აღიარებას ნიშნავს, რომ უწინდებური ძალ-ღონე აღარ მოსდევს, დაბერდა. მას არ სურს, ვინმეზე, თუნდაც საკუთარ ქალიშვილზე იყოს დამოკიდებული. საჭიროა, მისი ენერგია სხვა მხარეს მიმართოთ. იქნებ ჰქონდა რაიმე ოცნება, რომელსაც დროის უქონლობის გამო ხორცი ვერ შეასხა, მაგალითად, მოგზაურობა ან ბაღის გაშენება. შეეცადეთ დაარწმუნოთ, რომ მოვიდა ოცნებების ასრულების დრო.