პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

.

  • ჩემი შეყვარებული ყოველთვის ყურადღებიანი იყო ჩემს მიმართ, ერთ დღეს კი მოულოდნელად მითხრა, რომ ერთმანეთს უნდა დავშორებოდით.ამიხსნა, პირველ კურსზე ვარ და პირადი ცხოვრებისთვის არ მცალიაო, მაგრამ მივხვდი, რომ მას სექსი სჭირდება, მე კი ამაზე არ დავთანხმდებოდი. ცოტა ხნის წინ სხვა გოგონასთან დავინახე, მე კი ისევ მიყვარს და მენატრება. როგორ დავიბრუნო?

ანუკი, 16 წლის

-მიაქციეთ ყურადღება: ბიჭს არ უთქვამს თქვენთვის, რომ სიახლოვე სჭირდებოდა. ასე თქვენ ფიქრობთ. ასეა თუ ისე, მისთვის თქვენთან ურთიერთობა უფრო ნაკლებმნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე განშორების მიზეზი. შეგიძლიათ, სცადოთ იმის გარკვევა, რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ უმჯობესია, მიიღოთ თქვენი შეყვარებულის გადაწყვეტილება როგორც უკვე მომხდარი ფაქტი.

  • მანქანის მართვა ძალიან ადვილად ვისწავლე, მაგრამ მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარებას ორი წელია სამომავლოდ ვდებ. გამუდმებით რაღაც მიშლის ხელს, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანო - ხან უნივერსიტეტი, ხან სამსახური, ხან კი, უბრალოდ, მეშინია... რა ვიღონო?

მარიამი, 23 წლის

-როგოც ჩანს, თქვენ უბრალოდ გაშინებთ რაღაც, რაც თქვენს ცნობიერებაში მართვის მოწმობის აღებას უკავშირდება. შეეცადეთ, წარმოიდგინოთ გამოცდა და ყველა შემდგომი პროცედურა. ახლა კი თქვით, რა გაშინებთ? ქალაქში მანქანით სიარული? ავარია? ბიუროკრატიული პროცედურები, რომლებიც ავტომობილის რეგისტრაციას უკავშირდება? ახლა კი ჰკითხეთ თქვენს თავს, მზად ხართ თუ არა, შიშს თვალებში ჩახედოთ. თუ ძალიან გეშინიათ, ალბათ უმჯობესია, გამოცდის ჩაბარება გადადოთ. თუ ფსიქოლოგს მიმართავთ, ამ პრობლემას უფრო სწრაფად და ეფექტურად მოაგვარებთ.

  • ჩემი უფროსი შემიყვარდა. არ ვიცი, გავაბა თუ არა მასთან რომანი... მე გათხოვილი ვარ, ისიც ცოლიანია, თანაც ჩემს ქმარს ახლოს იცნობს... მაგრამ მე მაინც ფრთაშესხმული დავდივარ, სამი კილოგრამი დავიკელი, უამრავი ახალი ნივთი შევიძინე. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ შეფმა უბრალოდ კომპლიმენტი მითხრა. დარწმუნებული ვარ, ჩემს მიმართ გულგრილი არ არის, თუმცა არ იმჩნევს. მე კი მინდა, ჩვენს შორის ახლო ურთიერთობა იყოს. მაქვს თუ არა შანსი?

ნატა, 28 წლის

- სამსახურებრივი რომანი ყოველთვის სარისკოა. როგორც წესი, ან ქალს, ან მამაკაცს საბოლოოდ სამსახურის დატოვება უწევს. თქვენს შემთხვევაში საქმეს ისიც ართულებს, რომ ორივეს გაქვთ ოჯახი. გარდა ამისა, ის კაცი თქვენი ქმრის ნაცნობია, ამიტომ გირჩევთ, ვიდრე მასთან დაახლოებას შეეცდებით, კარგად დაფიქრდეთ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოთ. სიყვარული ერთია, ხოლო ინტიმური კავშირი - მეორე. გარდა ამისა, თვითონვე ამბობთ, რომ შეფის მიმართ სიმპათია პირველად მაშინ იგრძენით, როცა მისგან კომპლიმენტი მოისმინეთ. იქნებ ყველაფერი იმის ბრალია, რომ გაკლიათ ქმრის ყურადღება, ვეღარ გრძნობთ ადრინდელ ვნებას? კარგი იქნება, თუ მასთან ურთიერთობის მოგვარებას შეეცდებით, რათა თქვენი ოჯახური ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს.

  • თორმეტი წელია გათხოვილი ვარ. ბოლო ორი წელიწადი ჩვენი ოჯახისათვის ძალიან მძიმე იყო - ჩემს ქმარს სხვა ქალი შეუყვარდა, ბევრი ვიბრძოლე მის დასაბრუნებლად და მივაღწიე კიდეც ამას, მაგრამ წყენას ვერაფერი მოვუხერხე, ქმარს აღარ ვენდობი. მზად ვარ, მე თვითონ ვთხოვო, რომ წავიდეს...

ნინო, 36 წლის

- თქვენ მიზნად დაისახეთ ქმრის დაბრუნება და, როგორც ჩანს, ბრძოლის პროცესზე იყავით კონცენტრირებული, ამიტომ მრავალი კითხვა თქვენს შორის კვლავაც უპასუხოდ დარჩა. საინტერესოა, რატომ გაიტაცა ის სხვა ქალმა, რა აკლდა ოჯახში... ურთიერთობა რომ მოწესრიგდეს, ერთმანეთისაკენ ორივემ უნდა გადადგათ ნაბიჯი, იყოთ გულახდილნი.

  • მყავდა შეყვარებული, მაგრამ ერთმანეთს დავშორდით - სადაც არ უნდა წავსულიყავით, ყველგან ახერხებდა ჩხუბის ატეხას... ახლა სხვას ვხვდები, მაგრამ ყოფილი შეყვარებული თავს არ მანებებს, გამუდმებით ცდილობს, გული მატკინოს, გამაღიზიანოს. ვერ გამიგია, რაში სჭირდება ეს...

თიკო, 19 წლის

- თქვენი ყოფილი შეყვარებულის საქციელის ახსნა რამდენიმენაირად შეიძლება. შესაძლოა, მას აკლდა თქვენი ყურადღება; შესაძლოა, სურდა, ქცეულიყავით ყველაფრის მიმტევებელ `დედიკოდ~, რომელიც ნებისმიერ ჭირვეულობას ითმენს, თქვენ კი თავი სხვაგვარად გეჭირათ... ასეა თუ ისე, ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. რაკი მტკიცედ გადაწყვიტეთ მასთან განშორება, ნუღარ იმტვრევთ თავს მის საქციელზე ფიქრით. უბრალოდ, აღარ მიაქციოთ ყურადღება მის გამოხტომებს, ნუ აჰყვებით და ნუ მოსთხოვთ ახსნა-განმარტებებს - ის ხომ სწორედ ასეთ რეაქციას ელის. როცა დაინახავს, რომ გულგრილი ხართ, იძულებული გახდება, თავი დაგანებოთ.

  • განქორწინებული ვარ, მყავს ოთხი წლის გოგონა. ცოტა ხნის წინ ერთი ადამიანი გავიცანი. ისიც განქორწინებულია. ჰყავს ექვსი წლის ბიჭუნა, რომელსაც თვითონ ზრდის. ერთმანეთი შეგვიყვარდა და ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ, მაგრამ სერიოზული პრობლემა შეგვექმნა: ჩვენი შვილები ვერაფრით პოულობენ საერთო ენას, ყველა წვრილმანის გამო ჩხუბობენ. როგორ მოვიქცეთ? რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბავშვები დამეგობრდნენ?

თათა, 30 წლის

- პატარა ბავშვები ძალიან ეჭვიანები არიან. მათ სურთ, გამუდმებით გრძნობდნენ, როგორ სჭირდებათ, როგორ უყვართ ისინი მშობლებს. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, გოგონაც და ბიჭუნაც საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ: დედაზე (მამაზე) პრეტენზიას აცხადებს ორი ადამიანი - მოზრდილი და მეორე ბავშვი! თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ ორივე ბავშვმა უკვე გადაიტანა მშობლების განქორწინება... სწორედ ამის ბრალია მათი ჭირვეულობა - ეშინიათ, ისევ არ მიატოვონ. თქვენ, მშობლებმა, უნდა დაარწმუნოთ, რომ ისინი ძველებურად გეყვარებათ, არ მოაკლებთ სითბოსა და ყურადღებას. ამასთანავე, შეეცადეთ, დაანახოთ ბავშვებს უპირატესობა, რომელიც აქვს თქვენს ახალ დიდ ოჯახს: პატარებს ჰყავთ მეგობარი და თანამოაზრე, შეიძლება დიდი დღესასწაულების მოწყობა, დასასვენებლად ერთად წასვლა, ერთად სეირნობა...

  • ჩემი დისშვილი ათი წლისაა. აგარაკზე შემთხვევით მოვკარი ყური, როგორ აქეზებდა ჩემს ხუთი წლის გოგონას, მეზობლის ბაღში მარწყვი მოეკრიფა. მას შემდეგ გამუდმებით ვადევნებ თვალს, მეშინია, ცუდი გავლენა არ მოახდინოს ჩემს შვილზე. მეორე მხრივ, მესმის, რომ ჯერ თვითონაც პატარაა...

ელენე, 26 წლის

- თქვენი დისშვილის საქციელზე მოზრდილი ადამიანის საზომით ნუ იმსჯელებთ. ამა თუ იმ სიტუაციაში ყველას შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, მიითვისოს სხვისი ნივთი ან იცრუოს, მაგრამ დროთა განმავლობაში ვსწავლობთ თავის შეკავებას, ცდუნების გაძლებას. ცხადია, თუ ქურდობამ პათოლოგიური ხასიათი მიიღო, გოგონას მშობლებს მოუწევთ, ბავშვთა ფსიქოლოგს მიმართონ, მაგრამ დასკვნების გამოტანა ჯერჯერობით ნაადრევია.