პროფესია და ფსიქიკა

სპეციფიკური სამუშაოს შესასრულებლად, რომელთა ფლობა აუცილებელია განსაზღვრულ სფეროში შრომითი საქმიანობისთვის და რომელთა შეძენა შესაძლებელია სწავლისა და შესაბამის სფეროში საქმიანობის შედეგად.
ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც მან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - უამრავი პროფესიიდან ერთი აირჩიოს. ამ გადაწყვეტილების სისწორეზე დამოკიდებულია პიროვნების ცხოვრების გზა, საკუთარი საქმიანობით კმაყოფილება, წარმატებები შრომასა და კარიერაში.
პროფესია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში, გავლენას ახდენს მის განწყობაზე, ხასიათზე. წარმატება პროფესიულ საქმიანობაში, შრომითი მოტივაცია, პროფესიისგან მიღებული სიამოვნება და კმაყოფილება მნიშვნელოვანწილად სწორედ პროფესიის გააზრებულ არჩევაზეა დამოკიდებული.
ადამიანთა უმრავლესობა პროფესიის არჩევისას არ განიხილავს არსებულ ალტერნატივებს და გადაწყვეტილებას იღებს ინტუიციურად, სხვების რჩევით, გაუაზრებლად ან იმ განათლებასა და ტრენინგებზე დაყრდნობით, რომლებიც გავლილი აქვს. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ადამიანი მთელი სიცოცხლე ასრულებს სამუშაოს, რომელიც არ აინტერესებს, არ იძიებს დეტალურ ინფორმაციას ამა თუ იმ პროფესიის შესახებ და ეყრდნობა მხოლოდ საკუთარ წარმოდგენებს, ხშირად - მცდარს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ადამიანს, რომელსაც მთელი ცხოვრება უწევს იმ საქმის კეთება, რომელიც არ აინტერესებს ან რომლის შესასრულებლად საჭირო უნარ-ჩვევები არ გააჩნია, უჩნდება უკაყოფილებისა და არარეალიზებულობის განცდა. ასეთი განწყობა უყალიბდება მას არა მარტო გარშემო მყოფების, არამედ მთელი საზოგადოებისა და სახელმწიფოს მიმართ, რომელმაც “არ მისცა მას თვითრეალიზაციის შესაძლებლობა”. ასეთი ადამიანები მუდივ სტრესში არიან, ზოგჯერ დეპრესიაც ეუფლებათ, ამიტომ პროფესიის არჩევისას საჭიროა დაფიქრება, ანალიზი, ამომწურავი ინფორმაცია, რათა შეცდომის ალბათობა მინიმუმადე იქნეს დაყვანილი.
პროფესიული საქმიანობა პიროვნების თვითრეალიზაციისა და საზოგადოებაში დამკვიდრების ძირითადი საშუალებაა, მაგრამ თვითრეალიზაცია მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა ადამიანს აინტერესებს არჩეული პროფესია, აქვს ამ სამუშაოს შესასრულებლად საჭირო უნარები და მისი შესრულება სიამოვნებას ანიჭებს. პროფესიის არჩევისას არსებული მოლოდინი და რეალობა, რომელთანაც შეჯახება უხდება ადამიანს, ყოველთვის არ ემთხვევა ხოლმე ერთმანეთს, ეს კი დარტყმას აყენებს მის ფსიქიკას. ეს პროფესიის არჩევისას დაშვებული შეცდომების გამო ხდება. ადამიანები მეტ-ნაკლებად ერთნაირ შეცდომებს უშვებენ. ისინი ხშირად ირჩევენ პროფესიას იმის მიხედვით, რამდენად მოდური ან პოპულარულია იგი, იმის მიხედვით, რამდენად რომანტიკულად ან ინტელიგენტურად მიაჩნიათ. არსებობს “შემოსავლიანი” პროფესიებიც.
რომანტიკული და ინტელიგენტური პროფესიები
ხშირად პროფესიის არჩევისას წარმმართველია მოტივი, ეს პროფესია “რომანტიკული” ან “ინტელიგენტური” იყოს. სამწუხაროდ, ასეთმა ადამიანებმა არ იციან, რომ ამ კატეგორიის პროფესიებში საკუთარი თავის სრული რეალიზაციისთვის საჭიროა მძიმე შრომა, რომელიც გარკვეული ხნის შემდეგ რომანტიკულობისა და ინტელიგენტურობის ელფერს კარგავს.
მოდური პროფესიები
სხვადასხვა დროს სხვადასხვა პროფესიაა მოდური, მაგალითად, ექიმისა, იურისტისა, ჟურნალისტისა, ბიზნეს-ადმინისტრატორისა, მსახიობისა... ბევრი მათ მოდურობისა თუ პრესტიჟულობის გამო ირჩევს. შესაძლოა, გავიდეს ხანი და ეს პროფესია აღარ იყოს მოდური.