ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

  • მყავს შეყვარებული, უკვე რამდენიმე თვეა ვხვდებით ერთმანეთს. თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ერთი რამ მაწუხებს - ჩვენ არსად დავდივართ ერთად... ის არ მაცნობს თავის მეგობრებს, არ მივყავარ თან, როცა მათთან ერთად გასართობად მიდის, დროს მარტონი ვატარებთ, ხან ჩემთან სახლში, ხან მასთან. ისეთი განცდა მაქვს, რომ არ სურს ჩვენი ურთიერთობის აფიშირება, მე კი ეს არ მომწონს. ანასტასია, 20 წლის

იქნებ თქვენი შეყვარებული ნაკლებად კონტაქტურია და იშვიათად ხვდება მეგობრებს, ანდა ეშინია, რომ თქვენ ისინი არ მოგეწონებათ. თქვენ ახლა ურთიერთობის პირველ ეტაპზე ხართ, როცა მრავალი წყვილი ამჯობინებს, თითოეული თავისუფალი წუთი ერთად, სხვისი თანდასწრების გარეშე გაატაროს. თქვენი შეყვარებულის ასეთ ქცევას შესაძლოა არაერთი მიზეზი ჰქონდეს, შესაძლოა, ძალზე უმნიშვნელოც. თუ თქვენ ეს ნამდვილად გაშფოთებთ, მაშინ უნდა ჰკითხოთ, რატომ იქცევა ასე. სთხოვეთ, გაგაცნოთ თავისი მეგობრები ან ისინი დაპატიჟეთ თქვენთან. თუ უარს იტყვის, ჰკითხეთ, რა ხდება.

  • გამუდმებით თან მდევს შიში, რომ უახლოეს ადამიანებს დავაკრგავ, ყოველდღე ვფიქრობ მათ სიკვდილზე და ხშირად ტირილით ვიღვიძებ. ალბათ იმიტომ, რომ ცოტა ხნის წინ ახლობლები დავკარგე... როგორ დავაღწიო თავი ასეთ ფიქრებს? ნინო, 25 წლის

ასეთი შიში, წესისამებრ, უკავშირდება გადატანილ სტრესს. განსაკუთრებით - როცა ადამიანს სულის სიღრმეში ღრღნის ეჭვი, რომ ბედნიერების განცდა რაიმე საფასურის გადაუხდელად შეუძლებელია. ისეც ხდება, რომ აწმყოდან ზოგი რამ წარსულში მომხდარ სამწუხარო ამბებს გვახსენებს. ამისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალება ფსიქოლოგის კონსულტაციაა. მანამდე კი, როცა უსიამოვნო ფიქრები შეგაწუხებთ, სცადეთ, წარსულზე ან მომავალზე ფიქრიდან აწმყოზე გადმოერთოთ და კონცენტრირება იმაზე მოახდინოთ, რასაც იმ დროს აკეთებთ. ნუ მისცემთ საშუალებას შიშს, სიცოცხლე მოგიწამლოთ. ეცადეთ, კარგსა და სასიამოვნოს უფრო მეტად მიაქციოთ ყურადღება.

  • ბავშვობიდან მიყვარს ქსოვა და ქარგვა. ჩემს ქმარს კი არ ესმის ჩემი. ამბობს, წინდების, სუფრებისა და გადასაფარებლების ყიდვა გაგვიჭირდაო?! ათასჯერ ავუხსენი, რომ საკუთარი ხელით მოქსოვილი სულ სხვაა, ის კი დამცინის. მე ეს ძალიან მწყინს. მინდა, შემაქონ, ამის ნაცვლად კი თავის მართლება მიწევს... ინგა, 32 წლის

რაციონალური თვალსაზრისით თქვენი ქმარი მართალია: სუფრებისა და წინდების ყიდვა გაცილებით ადვილია და უფრო იაფიც დაგიჯდებათ. მაგრამ ჰობის მიზანი ის როდია, რომ სარგებლობა მოგვიტანოს; მან სიამოვნება უნდა მოგვანიჭოს. ასე რომ, თავის მართლებას ნუ ცდილობთ. გატაცებაში რაიმე აზრის ძიება უაზრობაა. მაგალითად, ვინ აგვიხსნის, რატომ აგროვებს ზოგი მარკების ან მონეტების კოლექციას? თქვენ საკუთარი ხელით ქმნით ლამაზ ნივთებს და ეს მოგწონთ. თუ თქვენს ქმარს ეს არ ესმის, ამასთან შეგუება მოგიწევთ. ამის გამო ნუ გაუნაწყენდებით. მით უმეტეს, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მასაც გაუჩნდეს თქვენთვის გაუგებარი გატაცება. თქვენი ნახელავით კი შეგიძლიათ მეგობრებთან მოიწონოთ თავი ან ისეთი ადამიანები იპოვოთ, ვისაც თქვენნაირი ჰობი აქვს. ისინი თქვენი თანამოაზრეები გახდებიან. ასეთი თემატური ჯგუფი ინტერნეტითაც შეგიძლიათ მოძებნოთ და მასთან გააბათ ურთიერთობა.

  • ძალიან მომწონს ერთი ქალი. ის განქორწინებულია, ჰყავს შვილი. ჩვენი ურთიერთობა დიდხანს ვითარდებოდა: ის ხან ახლოს მიშვებდა, ხან მშორდებოდა. მას უამრავი კომპლექსი აქვს, მათ შორის - საკუთარი გარეგნობის გამოც. სულ იმაზე წუწუნებს, რომ ცუდად გამოიყურება, თუმცა ვარწმუნებ, რომ ისეთი მომწონს, როგორიც არის. ინტიმურ ურთიერთობამდე საქმე მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ მივიდა... ბოლო დროს რატომღაც ცივად მეპყრობა. მე ის მიყვარს, ვზრუნავ მასზე, ვუწყობ სიურპრიზებს, მაგრამ უშედეგოდ. იქნებ მიზეზი ჩემშია? ალექსი, 26 წლის

როგორც ჩანს, ეს ქალბატონი გაორებულია, თქვენსა და შვილს შორის იხლიჩება. მას თავად სჭირდება საკუთარ გრძნობებში გარკვევა, თუმცა ჯერ ამას ვერ ახერხებს და თქვენსა და ოჯახს შორის მიდი-მოდის. ცოტა ხნით მარტო დატოვეთ, შეწყვიტეთ მასთან რეკვა, მასზე მზრუნველობა. შესაძლოა, აქედან რამე გამოვიდეს.


  • ახლახან ერთ ორგანიზაციაში დავიწყე მუშაობა, მაგრამ კოლეგებთან საერთო ენის გამონახვა ვერ მოვახერხე, ვერავის დავუახლოვდი და დავუმეგობრდი. ჩემი კოლეგები უკვე მრავალი წელია ერთად მუშაობენ და ერთმანეთთან თბილი, ახლომეგობრული დამოკიდებულება აქვთ, მე კი მათთვის უცხო ვარ. შევალ თუ არა კაბინეტში, საუბარს მაშინვე წყვეტენ. თუ დახმარება ვთხოვე, მეხმარებიან, მაგრამ თავიანთ წრეში არ მიშვებენ. ეს ძალიან საწყენია - დღის უდიდეს ნაწილს ხომ სამსახურში ვატარებ... ვინმესთან გამოლაპარაკებაც კი არ შემიძლია. ზეინაბი, 28 წლის

სცადეთ, დაუკვირდეთ საკუთარ თავს, გააანალიზოთ თქვენი ქცევა. გაიხსენეთ, გიცდიათ თუ არა თქვენ თვითონ კოლეგებთან გულითადი საუბრის გაბმა, გისაუბრიათ თუ არა მათთან სხვა თემაზე, გარდა სამუშაოსი. მაგალითად, მიგიქცევიათ თუ არა ყურადღება, რა კარგად გამოიყურებიან ისინი? გითქვამთ თუ არა ქათინაური? მოგიყოლიათ თუ არა რაიმე საკუთარ თავზე? ადამიანები უმეტესად მათ აითვალწუნებენ ხოლმე, ვინც მტრულად, არაკეთილგანწყობილად გამოიყურება.

ყველაზე ეფექტური გზა იმის გასაგებად, რატომ არ გიღებენ კოლეგები თავიანთ წრეში, ის არის, რომ პირდაპირ ჰკითხოთ მათ ამის შესახებ. მოიკრიბეთ ძალა, გამბედაობა და მიმართეთ მათ: "კოლეგებო, მე თქვენ ძალიან მომწონხართ, ამიტომ მინდა, უფრო ახლო ურთიერთობა მქონდეს თქვენთან, მაგრამ რატომღაც არ გამომდის. იქნებ რამეს ისე არ ვაკეთებ, როგორც საჭიროა?"

დამიჯერეთ, თუ ამის თქმას შეძლებთ, აუცილებლად სხვა თვალით შემოგხედავენ და მათ კოლექტივში თავს უცხოდ აღარ იგრძნობთ.

  • ნახევარი წლის წინ ჩვენი ოჯახი სოფლიდან ქალაქში გადმოვიდა საცხოვრებლად. გოგონა პირველ კლასში შევიდა. ახლა ყოველ დილით სკოლაში თვალცრემლიანი მიმყავს: მას არ აქვს ძვირფასი ნივთები, უბრალოდ აცვია, თანაკლასელები კი ამის გამო დასცინიან. მე და ჩემს ქმარს ძალიან გვიჭირს, დილიდან საღამომდე ვმუშაობთ, რომ ბინის ქირა გადავიხადოთ და მცირე თანხა მაინც გადავინახოთ... ძალა აღარ შემწევს, ვუყურო ჩემი შვილის ტანჯვას. როგორ მოვიქცე? ეთერი, 29 წლის

ადაპტაცია რთული პროცესია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას თან ახლავს გარშემო მყოფთა დამცინავი ქმედება. გოგონამ უნდა იცოდეს, რომ თქვენთვის ყველაფრის მოყოლა შეუძლია, თქვენ მას არ ეტყვით, რომ მისი განცდების მიზეზი არასერიოზულია. აუხსენით ბავშვს, რომ თქვენს ოჯახს რთული პერიოდი უდგას და ჯერჯერობით არ შეგიძლიათ, თავს ბევრი რამის უფლება მისცეთ; რომ თავადაც ოცნებობთ ახალ, ძვირფას ნივთებზე, მაგრამ ჯერჯერობით მათი შეძენა შეუძლებელია.

მთავარია, დაიცვათ ზღვარი ახსნა-განმარტებასა და თავის მართლებას შორის. არ არის საჭირო იმის ჩვენება, რომ თავს დამნაშავედ გრძნობთ. ყველას აქვს რთული პერიოდები, უამრავი ბავშვია ნაკლებად უზრუნველყოფილი, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ თანატოლების პატივისცემა სხვა გზითაც შეიძლება მოიპოვო.

  • მე და ჩემი ქმარი ორი წელი მარტო ვცხოვრობდით ნაქირავებ ბინაში, ორი თვის წინ კი ჩვენთან ჩემი დედამთილი ჩამოვიდა სტუმრად. ჩამოვიდა, მაგრამ წასვლას არ ჩქარობს. უკვე შევეჩვიე, რომ ჩვენს ოთახში გასაშლელ საწოლზე უცხო ადამიანი წევს. ამას თავი დავანებოთ - დედამთილი ყველაფრის მართვას ცდილობს. სანამ მე სამსახურში ვარ, სახლში ყველაფერს ის განაგებს. თავისი შეხედულებისამებრ შეუცვალა ადგილი ნივთებს, ცოტა ხნის წინ ჩემი პარფიუმერია თაროდან აალაგა, უჯრაში ჩაყარა, მის ადგილას კი თავისი კრემები დააწყო. ვთხოვე ქმარს, რამე ეთქვა მისთვის, ის კი მპასუხობს, დედაჩემი ცუდს არაფერს აკეთებსო. არადა ამ ქალმა ჩემი ცხოვრება გაუსაძლისი გახადა.... ანა, 24 წლის

ნივთების გადაადგილება შემთხვევითაც შეიძლება. რაც შეეხება კოსმეტიკური საშუალებების ალაგებას - ეს უკვე სერიოზული ამბავია. რა გიშლით ხელს, რომ უთხრათ: "თაროზე ჩემი კოსმეტიკური საშუალებები აწყვია, თქვენი ნივთები კი უჯრაში ჩააწყვეთ"? შეიძლება, უფრო რბილადაც მოიქცეთ - საკუთარი ნივთები თაროზე დააბრუნოთ, მერე კი უთხრათ: "შევამჩნიე, რომ კოსმეტიკისთვის ადგილი არ გყოფნით და კომოდის უჯრა გავათავისუფლე, გამოიყენეთ!"

თქვენსა და თქვენს დედამთილს შორის ძალაუფლებისთვის ფარული ომი მიმდინარეობს. ჯერჯერობით ის უფრო და უფრო აქტიურად იკავებს ადგილს თქვენს სახლში, თქვენ კი ტერიტორიას უთმობთ. დაფიქრდით, კიდევ რის დასათმობად ხართ მზად და ეცადეთ, საზღვრების დაცვა ისწავლოთ.