რომელია ოჯახებში გაზლაითინგის ყველაზე გავრცელებული ფორმა
რომლის დროსაც მოძალადე რეალობის დამახინჯებითა და მუდმივი ტყუილებით მსხვერპლს აიძულებს, საკუთარ საღ გონებაში და რეალობის აღქმის უნარში ეჭვი შეიტანოს.
გაზლაითინგის თემა ჩვეულებრივ განიხილება პარტნიორებს შორის ურთიერთობების კონტექსტში.
იმავდროულად, ფსიქოლოგები თვლიან, რომ ბავშვები ხშირად ხდებიან ფსიქოლოგიური ძალადობის ამ ფორმის მსხვერპლნი.
„გაზლაითინგის ყველაზე გავრცელებული ფორმა ხშირად გულისხმობს, რომ ერთი ადამიანი რეგულარულად უგულებელყოფს ან აკნინებს სხვის გრძნობებსა და გამოცდილებას“,
- განუცხადა Parade-ს ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტმა როზეან კაპანა-ჰოჯმა.
რაც არ უნდა უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ ბავშვის პრობლემები, არ უნდა უგულებელყოთ მისი გრძნობები და ემოციები.
„ოჯახი უნდა იყოს უსაფრთხო სივრცე, სადაც ჩვენ ვუყვარვართ და მხარს გვიჭერენ. ოჯახებში გაზლაითინგი განსაკუთრებით საზიანოა, რადგან ის ძირს უთხრის ნდობას და ქმნის ტოქსიკურ გარემოს“, - ამბობს ფსიქოლოგი დებორა გილმანი.
- ექსპერტმა დასძინა, რომ ზრდასრულ ასაკში ადამიანს შეიძლება გაუჭირდეს სხვების ნდობა ან ახლო ურთიერთობების დამყარება მანიპულირების ან ხელახლა ტკივილის შიშის გამო. ბავშვობაში გაზლაითინგის მსხვერპლს ხშირად ზრდასრულ ასაკში რცხვენიათ თავიანთი საჭიროებების გახმოვანებისა გარიყვის ან დაცინვის შიშით.