/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო მცენარეები

კრაზანა - ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიდეპრესანტი

კრაზანა - ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიდეპრესანტი
მრავალრიცხოვანი კვლევით დადგენილია, რომ კრაზანა ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიდეპრესანტია. ის რეკომენდებულია შიშის, დაძაბულობისა და სტრესის დროს. დამაწყნარებელი (სედაციური) თვისებების მქონე ნივთიერებათა შემცველობის წყალობით კრაზანა ეფექტურად კურნავს დეპრესიულ მდგომარეობას. მისი ნაყენი ადამიანს ღიმილსა და სიცოცხლის ხალისს უბრუნებს, აქრობს შფოთვას, უძილობასა და ნევროზს. ამრიგად, თუ სულიერი სიმშვიდის, მშვიდი და ღრმა ძილის დაბრუნება გსურთ, ეს მცენარე შეუცვლელია.

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ კრაზანა, ყოველივე ამასთან ერთად, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციას, ასტიმულირებს ნაღვლის წარმოქმნას, დაზიანებისგან იცავს კუჭის ლორწოვან გარსს და ამცირებს სპაზმს.

კრაზანას ნაყენი აცხრობს ღრძილებისა და ხახის ანთებას. ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მოქმედების წყალობით ის ეფექტურია გაციების, სინუსიტისა და ბრონქიტის დროსაც.

ძველი ეგვიპტელები კრაზანას თურმე სანაღვლე გზებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

როგორია ამ სასწაულმოქმედი მცენარის შემადგენლობა?

კრაზანა 15-ზე მეტ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს, მათ შორის - ქოლინს, ვალერიანის მჟავას, საპონინებს, ეთერზეთებს, რომლებიც მცენარეს საუცხოო თვისებებს ანიჭებს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ</p>

საპონინებს ამოსახველებელი და სიცხის დამწევი მოქმედება ახასიათებს, ამიტომაც კრაზანას ნაყენი კარგია გაციებისა და ვირუსული ინფექციების დროს. მცენარის შემადგენლობაში შემავალი მწარე ნივთიერებები ასტიმულირებს საჭმლის მონელებას, ეფექტურია ბუასილის სამკურნალოდ და პარაზიტების გამოსადევნად.

კრაზანა შეიცავს კოფეინისა და ქლოროგენის მჟავებს, რომლებსაც ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობათა შეხორცების ხელშემწყობი თვისებები აქვს. მცენარე მდიდარია ფლავონოიდებითაც, რომლებიც სისხლძარღვთა გამაფართოებელი და ჰიპოტენზიური (წნევის დამწევი) ეფექტით გამოირჩევა და, ამის კვალობაზე, სასარგებლოა გულისათვის.

კრაზანას შემადგენლობაში შემავალი ჰიპერფორინი ანტიდეპრესიული და ანტინევრალგიური ნივთიერებაა, ხოლო ჰიპერიცინი უნიკალური ანტისეპტიკური საშუალება საშარდე გზებისათვის. რაც შეეხება შემომგარსველ და ჭრილობათა მოშუშება-შეხორცების ხელშემწყობ ეფექტს, ის მცენარეში უხვად არსებულ ეთერზეთებს უკავშირდება.

კრაზანა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საუკეთესო დამაწყნარებელი საშუალებაა. ის ეფექტურია შაკიკის, სხვადასხვა წარმოშობის თავის ტკივილის, ნევროზის, ისტერიისა და სახის ნერვის ნევრალგიის დროს. ეს მცენარე საუკეთესო მკურნალია ქალას ტრავმის, მეტყველების დარღვევის, შფოთვისა და მოუსვენრობის დროსაც.

კრაზანას ნაყენითა და მალამოებით მკურნალობენ ღია, ძნელად მოსაშუშებელ და ჩირქოვან ჭრილობებს, ეგზემას, მწერის ნაკბენებსა და ფურუნკულებს. ის ამშვიდებს კანს, აქრობს წვისა და ქავილის შეგრძნებას, აშუშებს დამწვრობას. იხილეთ აგრეთვე

კომენტარები (1)
გია
შეკითხვა წავიკითხე სადაც ეწერა ბინასთან დაკავშირებით რომ პიროვნებას არ სურს ტავის ნახევარ ძმას გაუყოს და არასწორი რცევაც ვნახე ანდერძი დააწერინოს თურმე, შვილი შვილია და ბინა მასაც ეკუთვნის თქვენ კი ძალ;იან უსამართლოდ იქცევით თუ ურთიერთობა არ ქონდა ეს შესაძლოა მამთქვენის ბრალიც ყოფილიყო, სადაც უსამართლობაა იქ მშვიდობა არ იქნება ეგ კარგად იცოდეთ
თარიღი : 03-06-2018
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ფსიქოლოგია

გამარჯობათ, ვარ 24 წლის გოგო, არ ვიცი მაინც გეტყვით რომ ფსიქიატრის დანიშნულებით ვსვამ მეათე თვეა ციტოლესს.. კარგად ვგრძნობ თავს, თუმცა ადრეც და ახლაც სულ ვიბნევი, კერძოდ სხვის ქცევებს ვერ ვიღებ სწორად, ანუ არ ვიცი რა არის სწორი,მეგობრული, ფლირტი და ა.შ მაგალითად, პირველად ჩავედი ჩემს ნათესავთან და იქ სომხურად საუბრობნდნე რაც არ ვიცი, მხოლოდ რუსული მესმის და ერთი ბიჭი მომეწონა თუმცა სუფრაზე ხელი გადამხვია და ცუდი რეაქცია მქონდა, მან მიპასუხა როგორც დაიკო ისე შემოგხედეო ამიტომ ძმაკაცურად უხეშად დავუდექი და აჰა მოდი გადავიღოთ ფოტო თქო. მერე ვიტირე და მასაც ბოდიში მოვუხადე და მითხრა დაივიწყეო.. საქმე იმაშია რომ მომეწონა და ეს ჟესტი ცუდად მივიღე და მგონი დავაფრთხე, იქ წესია ასეთი რომ ჩემს ნათესავ ბიჭს უნდა უთხრან თუ მე მოვეწონე და ჩვეულებრივად ვწერ ამ ბიჭს თუმცა თვითონ არ მწერს პირველი. ახლახანს ჩავედიდ ა მეორე დღეს მოვიდა ჩამეხუტა როგორ ხარო, მის გვერდით წინაზე რომ ვიჯექი ავდექი და ახლა ის რომ ჯდება მერე დგება და მიდის;დ წამოსვლისას ისიც იქ იყო და ჩამეხუტა გამიღიმა თბილად და რომ მივწერე რუსულად ვერ გწერ სწორად ბოდიში მეთქი ქართულად მომწერე მე გადავთარგმნიო მაგრამ მგონია რომ ვინუჟდენი მიბრუნებს პასუხებს რადგან ჩემი ნათესავის ბავშვობის ძმაკაცია და მე ხომ მათ სახლში მივდივარ სტუმრად არ ვიცი( მგონია რომ ვეტენები ყველაზე ასე ვარ ხოლმე და ამიტომ მივწერე რომ მგონია გავაფუჭე ჩვენი ურთიერთობა და რასც ვფიქრობდი ის.. არათავდაჯერებულობის ბრალია ? არ ვიცი რა მეშვლება ამხელა გოგოს :( მასაც შეიძლება მოვწონდე თუ მე მეჩვენება? მეორე დღესვე იქ რომ გაჩნდა გამიკვირდა და მივწერე რომ უნდა მეთქვა რომ ჩამოვედი და გამიხარდა რომ გნახე თქო, მეც გამიხარდა შეხვედრაო ასევეო და ახლა ნასვამი ვარ ხვალ დავილაპარაკოთო მაგრამ არ მოუწერია არაფერი, გუშინ რომ ჩამეხუტა წამოსვლისას რუსულად მითხარიო რამეო და ვერაფერი მოვიფიქრე დავიბენი და დღეს მივწერე...

კატეგორია : ფსიქოლოგია

მოკლედ ჩემს მეგობარს დავარტყი. ბათუმში ვიყავით, გაუგებრობა მოხდა, აგრესია ისევ მოწინავე ემოცია გახდა და დავარტყი. არა, მუშტი არ მილეწია სახეში, გაშლილი ხელი წავიღე (არცთუისე ძლიერად) სადღაც კეფასთან. ამაზე ჩემი მეგობარი ძალიან გაბრაზდა, მეც გავბრაზდებოდი. ჩვენ არ ვართ უბრალო მეგობრები, მეექვსე წელია რაც ერთად მოვდივართ, ერთმანეთი გავზარდეთ, 13 წლის ვიყავი რომ გავიცანი, ის ჩემზე უფროსია. მან მითხრა რომ ამ დარტყმას არასდროს მაპატიებდა, მე ჩუმად ვიყავი. უფრო იმ ფაქტმა დამადუმა, რომ მითხრა რომ არ სჯეროდა ჩემი როცა ვეუბნებოდი რომ რეალურად გაუგებრობის გამო მოხდა ჩხუბი. ჩემი ნათქვამი გაიგო არასწორად და ამას მოჰყვა ყველაფერი, მეუბნებოდა რომ არა მე სწორად გავიგე რაც გავიგეო, არ გაპატიებო. საქმე კი რაშია. ამ ადამიანმა დაახლოებით ერთი წლის წინ ზურგში დანა ჩამარტყა, ძალიან ცუდი რამ გამიკეთა, მიღალატა. პრობლემა იმაშია რომ მე მაშინაც ვდუმდი, არ გამომიხატავს ჩემი აგრესია ბოლომდე, “ვაპატიე”. ეს იყო საშინელება, ახლო ადამიანმა მსგავსი რამ გაგიკეთოს… ეს არ იყო პირველი შემთხვევა, ბევრჯერ უღიარებია რომ ჩემზე ზურგს უკან იჭორავა ან რაღაც მომატყუა. მე სულ ვდუმდი, კი გვქონდა კამათები მაგრამ ძირითადად ვდუმდი - ეს რაღათქმაუნდა ჩემი შეცდომაა და არა მისი. როდესაც ის ცუდი რამ გამიკეთა წასვლა მინდოდა, მაგრამ მითხრა დარჩი და დამაკვირდი როგორ ვიცვლებიო. მის მერე ბევრჯერ მსურდა წასვლა მაგრამ ყოველთვის მაკავებდა. დიდხანს ვიფიქრე იმ დარტყმაზე… ეს არ იყო უბრალოდ ემოციურ ფონზე მოქნეული ხელი, ეს იყო იმ ყველაფრისგან დაგროვილი აგრესია რაც მე არ გამომიხატავს. ესეც ჩემი შეცდომაა, შეიკავებ ბევრს და ისეთ დროს ამოგასხამს როცა ყველაზე ნაკლებად გჭირდება. მინდა ვთქვა ამ ადამიანს პროგრესი ნამდვილად აქვს თუმცა მე ვეღარ შევძლებ მის ნდობას, ცუდია, ეს დიდი ხნის შემდეგ გავიაზრე. ერთი წელი არ არის საკმარისი ნდობის აღსადგენად, ნდობა არაა სახუმარო თემა, ბევრად მეტია საჭირო. ცუდია რომ ფიზიკური შეხებით, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ამ დარტყმამ გამათავისუფლა მისგან. მე რომ წასვლა მინდოდა სულ მაკავებდა, მაგრამ მე არ ვეცდები მის დაბრუნებას. მან ყველგან დამბლოკა და ისე წავიდა, რაიმე უნდა ავუხსნა და ისე გავუშვა?

კატეგორია : ფსიქოლოგია

-გამარჯობა. ვარ 21 წლის. ბიჭი. ბავშვობიდან მაქ სახლის დატოვების შიში. ანუ რეგიონიდან ქალაქში რომ ჩავდიოდი მაშინაც მიწყებდა ისეთ შეგრძნებებს აი როგორიცაა შიშის დროს გამოწვეული სიმპტომები. მაგრამ მერრე ვეჩვეოდი და ვადაპტირრდებოდი. ახლა საზღვარგარეთ მიწევს სასწავლებლად წასვლა. დიდი ხანი ვოცნებობდი ამაზს და ბევრი შრომა დამჭირდა. არანაირ პრობლემას მანამდე თავი არ გამოუჩენია ნაგრამ აი როცა დამიდასტურეს გსნცხადება და მალე წასვლა რო მიწევს ( 2 კვირაში) უკვე იმ დღიდან დამეწყო ისევ იგივე სიმპტომები. როცა წასვლაზე ვიწყებ ფიქრს მეწყება გულისცემის აჩქარება სისუსტე უმადობა. ამ თემაზე საუბარი და მხარდაჭერა მამშვიდებს. მაგრამ მეშინია ამდდნი ასსთი ნერვიულიბისაგან რამე გართულება არ მოხდეს. რაიმე სტრესი და დეპრესია არრ მაქ მაგრამ ასეთი შეგრძნება დისკომფორტულია. წასვლამდე და ადაპტაციამდე ჯერ კიდევ დიდი დროა ვიცი უარი რომ ვთწვა წასვლაზე ეგრევე გამივლის ყველაფერი მაგრამ არმინდა ასე მოხდეს. რას მიირჩეევთ როგორ მოვიქცე?

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

როცა ხუთი წლის ვიყავი, მამა ოჯახიდან წავიდა. ჩემი მშობლები ერთმანეთს ვეღარ უგებდნენ და ერთად ცხოვრება მართლაც უმძიმდათ. ყველა ადამიანს აქვს არჩევანის უფლება და მამამაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. მას შემდეგ პირველად ახლახან შევხვდით ერთმანეთს. მე უკვე დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. მამას სურს ჩემთან ურთიერთობა. მეც მაქვს მასთან შეხვედრის სურვილი, მაგრამ ეჭვი მიპყრობს: ღირს კი? წარსულს ხომ ვერ დაიბრუნებ... სალომე, 23 წლის

მკითხველის კომენტარები

ნატო, 28 წლის: "სალომე, შენ მართალი ხარ, ყველა ადამიანს აქვს არჩევანის უფლება. მამათქვენმა გააკეთა ეს არჩევანი. იმ წუთებში ის დარწმუნებული იყო, რომ სწორად იქცეოდა, მაგრამ ოჯახისა და შვილის მიტოვება ალბათ უმძიმდა - მას ხომ უყვარხართ. თუ ზურგს შეაქცევთ, შემდეგ მთელი ცხოვრება სინდისის ქენჯნა არ მოგასვენებთ. მამასთან თქვენი შეხვედრა შესანიშნავი შანსია არა მხოლოდ მისთვის, არამედ თქვენთვისაც. მასთან ურთიერთობით შეგიძლიათ განვლილი წლების დეფიციტი შეავსოთ. მიეცით მას საშუალება უყვარდეთ, მისთვის თქვენ ისევ ის პატარა გოგონა ხართ!"

მარი, 30 წლის: "ჩვენ უცხოებს ვეხმარებით ხოლმე; ნუთუ ახლობლები არ არიან ღირსნი, რომ მათაც ასევე მოვექცეთ? მე ვფიქრობ, ყველა ადამიანი, საშიში დამნაშავეების გარდა, სიბრალულს იმსახურებს. მაგრამ ახლობლებს რატომღაც უფრო მკაცრად ვთხოვთ. ცხოვრებაში პრაქტიკულად ყველა უშვებს შეცდომას, ზოგიერთი - ძალიან დიდსაც, რომელიც ცვლის ჩვენს ცხოვრებას, გავლენას ახდენს ჩვენს ბედზე, ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებზე... როცა ოჯახები ინგრევა, ყველაზე მეტად ბავშვები ზარალდებიან და განიცდიან. მიუხედავად ამისა, აპატიეთ მამას მისი საქციელი. უთხარით საკუთარ თავს: "დიახ, მე 14 წლისამ გადავწყვიტე, რომ არასოდეს შევხვედროდი მამას, მაგრამ ახლა 23 წლის ვარ და მიმაჩნია, რომ მამამ დაიმსახურა, განვაახლო მასთან ურთიერთობა, მიყვარდეს და დავეხმარო მას".

ფსიქოლოგის კომენტარი

სალომემ უნდა აპატიოს მამას, უნდა დაივიწყოს ყოველივე ცუდი. ძველი წყენის დავიწყების უნარი სულიერი სიმშვიდის ერთ-ერთი კომპონენტია. გარდა ამისა, სალომე დედასაც უნდა დაელაპარაკოს: რა შეუძლებელიც უნდა მოეჩვენოს ეს, იქნებ მშობლებმა ყველაფრის თავიდან დაწყება მოინდომონ. ასეთი რამ არც ისე იშვიათად ხდება. ნუ წაართმევთ თქვენს უახლოეს ადამიანებს ამ შანსს.

მამაჩემს პირველი ქორწინებიდან ჰყავს ვაჟი, რომელთანაც უკვე დიდი ხანია ურთიერთობა აღარ აქვს. მე ჩემი ძმა არასოდეს მინახავს. ბინა, სადაც მე ქმარსა და ორ შვილთან ერთად ვცხოვრობ, მამაჩემს ეკუთვნის. მინდა, მან ანდერძი ჩვენს სახელზე დაწეროს, რადგან მეშინია, მომავალში სახლის ნაწილი არ დავკარგო. არ ვიცი, როგორ ვთხოვო მამას ამის შესახებ - ვაითუ იფიქროს, რომ მის სიკვდილს ველოდები, თანაც თავისი ვაჟი, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უყვარს... ირინა, 41 წლის

ბევრი ხანდაზმული ადამიანი ძალიან შორს არის ჩვენი ცხოვრების მკაცრი რეალობისგან, ამიტომ ვიდრე მამას რამეს სთხოვდეთ, წინასწარ მოამზადეთ ნიადაგი სერიოზული საუბრისათვის. მაგალითად, შემთხვევით ახსენეთ საცხოვრებელი ბინის კვადრატული მეტრის საბაზრო ფასი. უამბეთ თქვენი ნაცნობის შესახებ, რომელსაც დიდი ფულის გადახდა მოუხდა, როცა ბინის საკუთარი ნაწილის გამოსყიდვა დასჭირდა, რადგან ბინის მფლობელი რამდენიმე მემკვიდრე აღმოჩნდა. შესაძლოა, მამათქვენმა თქვენს ოჯახურ სიტუაციასთან ანალოგია შეამჩნიოს და თვითონვე გაუჩნდეს ანდერძის დაწერის სურვილი. მაგრამ ამავე დროს მამის მდგომარეობაშიც უნდა შეხვიდეთ - რაც უნდა ცივი იყოს მისი ურთიერთობა შვილთან, რომელიც პირველი ქორწინებიდან ჰყავს, დანაშაულის განცდა მის მიმართ მაინც ექნება, ამიტომ დაფიქრდით, როგორი მემკვიდრეობა შეიძლება დაეტოვებინა მამათქვენს შვილისთვის და თუ საუბარი აქამდე მივა, შესთავაზეთ მას რამდენიმე მისაღები ვარიანტი.

ყავს შეყვარებული, რომელსაც ვხვდებოდი, სანამ არ გავიგე, რომ მას უკვე ჰყავდა შეყვარებული. მითხრა, რომ არც ჩემი დაკარგვა სურს და არც იმ გოგონასთან განშორება. მთხოვა, დრო მიმეცა, რათა საკუთარ თავში გარკვეულიყო. ორი თვე ველოდე, მაგრამ არაფერი შეიცვალა. ჩვენ დავშორდით, მაგრამ ის მაინც მირეკავს. არ ვიცი, რა ვიღონო: ხან მინდა, რომ თავი დამანებოს, ხან კი მასთან შეხვედრა მენატრება... ანასტასია, 22 წლის

როგორც ჩანს, თქვენი ყოფილი შეყვარებული მათ რიცხვს მიეკუთვნება, ვინც გადაწყვეტილებას სწრაფად ვერ იღებს. ან იქნებ მას არც სურს რამის შეცვლა - ორი გოგონა ხომ უკეთესია, ვიდრე ერთი. ერთხელ თქვენ უკვე არ მოისურვეთ მისი სხვისთვის გაყოფა; დაფიქრდით, ეს სიტუაცია შეიცვალა? თუ არა, მაშ, ბოლომდე თქვენი გადაწყვეტილების ერთგული იყავით, ხოლო თუ ნამდვილად გსურთ, თავი დააღწიოთ იმ ადამიანის ყურადღებას, რომელმაც თავი მოგაბეზრათ, ეს ძნელი არ არის. ამისთვის საკმარისია, დააყენოთ ტელეფონზე ნომრის ამომცნობი. ნუ აიღებთ ყურილს, როცა ყოფილი შეყვარებული დაგირეკავთ, ნურც იმ წერილებს უპასუხებთ, რომელთაც ინტერნეტით გიგზავნით.


მყავს უახლოესი მეგობარი, მაგრამ ვამჩნევ, რომ რაღაცას ბოლომდე არ მეუბნება, რაღაცას მიმალავს. ვერ ამიხსნია, ასე რატომ იქცევა, იქნებ პრობლემა ჩემშია, მე ვაძლევ ასეთი ქცევის საბაბს? ქეთა, 24 წლის

თუ ვინმე ამტკიცებს, რომ ყოველთვის მხოლოდ სიმართლეს ამბობს - ის ცრუობს! დროდადრო ყველა ჩვენგანი აკეთებს ამას. სიცრუის ყველაზე გარცელებული სახე - ეს არის ტყუილი გადარჩენისთვის.

გამართლებული ცოდვა

შეიძლება ითქვას, რომ ტყუილი გადარჩენისთვის - ეს არის თავისებური ტკივილგამაყუჩებელი, რომლის გარეშეც ურთიერთობის წარმართვა წარმოუდგენელია. ასეთ ტყუილს ჩვენ იმ შემთხვევაში მივმართავთ, როცა სიმართლეს ჩვენი თანამოსაუბრისთვის ტკივილის მიყენება შეუძლია. საზოგადოებრივი მორალის თვალსაზრისით ასეთი ქცევა უფრო სიკეთეს უახლოვდება, ვიდრე ცოდვას, რადგან მატყუარა საკუთარი თავისათვის კი არ ცდილობს, არამედ სხვაზე ზრუნავს, უფრთხილდება მის გრძნობებს. ბევრს მიაჩნია, რომ ტყუილი გადარჩენისათვის - სიმართლის განსაკუთრებულ სახეს წარმოადგენს, ოღონდ განკუთვნილია შეზღუდული გამოყენებისთვის, და ძალიან ხშირად ეს ჩვენი მშობლების ან ბავშვებისთვის არის გამიზნული - მათთვის უმჯობესია, არ იცოდნენ ჩვენი პირადი ცხოვრების განსაკუთრებული სირთულეების შესახებ. ასე არ არის?

ტყუილის შეცნობა

თუმცა არც ერთ ჩვენგანს არ სურს იყოს მოტყუებულის როლში, საკმაოდ უსიამოვნო გასაცნობიერებელია, როცა უახლოესი ადამიანები რაიმეს გიმალავენ. ამ შემთხვევაში უნდა ისწავლოთ ტყუილის შეცნობა. არსებობს რამდენიმე განმსაზღვრელი, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ამის გაკეთება. თქვენ გატყუებენ, როცა:

  • გპასუხობენ "მწვავე კითხვაზე" პაუზის გარეშე, დაუფიქრებლად, როცა ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად გაგიფანტონ ეჭვი;
  • მოჰყავთ უამრავი არგუმენტი;
  • სწრაფად ცვლიან საუბრის თემას;
  • უხვად იყენებენ ალერსიან სიტყვებს, თაფლივით ტკბებიან - გაქებენ, აღფრთოვანებულნი არიან თქვენით.

როგორ მოვიქცეთ, როცა ვგრძნობთ, რომ ცდილობენ, "სიმართლისგან დაგვიცვან"? როგორც ჩანს, თქვენ ძალზე მგრძნობიარე ხართ და ახლობლებს არ სურთ თქვენთვის ტკივილის მოყენება. ერთი მხრივ, ეს შესანიშნავია, მეორე მხრივ... სიცრუეში ცხოვრება ძნელია, განსაკუთრებით - ახლობელთა გვერდით. გამუდმებით გაურკვევლობაში ყოფნა საშიშიც კია. ამიტომ, იგრძნობთ თუ არა, რომ გატყუებენ, შეგიძლიათ უთხრათ თანამოსაუბრეს: "მადლობელი ვარ, რომ უფრთხილდებით ჩემს გრძნობებს, მაგრამ მაინც მითხარით, თუ შეიძლება, როგორ არის საქმე სინამდვილეში - ვეცდები, მედგრად შევხვდე სიმართლეს, როგორიც უნდა იყოს ის". უნდა გვახსოვდეს, რომ ისე არაფერი ანგრევს ნდობას, როგორც გამჟღავნებული ტყუილი, მაშინაც კი, თუ ის კეთილშობილური მიზნით იყო ნათქვამი. შემდეგ თავის მართლება გვიანია. იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ სიცრუე, მინიმალური ტრავმა მიაყენოთ თანამოსაუბრეს, აუცილებელია:

  • შეარჩიოთ დრო და ადგილი საუბრისთვის. ეს ნაჩქარევად კი არ უნდა გააკეთოთ, არამედ მშვიდად. მაგალითად, უქმე დღეს, რათა თქვენს თანამოსაუბრეს მიეცეს საშუალება, გააანალიზოს მოსმენილი და შეეცადოს მის მიღებას.
  • ესაუბრეთ გულახდილად, მისდამი კეთილგანწყობითა და სიყვარულით.
  • ფაქიზად და ზუსტად მოახდინეთ აზრის ფორმულირება.

ცნობისათვის

  • გამოკითხულთა 32%-მა აღიარა, რომ მათ ხშირად უწევთ მშობლების მოტყუება;
  • 43%-ს სიცრუის მთავარ მიზეზად ფინანსები მიაჩნია;
  • 27%-ს უწევს შვილების მოტყუება;
  • 41%-მა აღიარა, რომ ხშირად უწევს ტყუილის თქმა უფროსისთვის;
  • 38% გულახდილად აღიარებს, რომ მალავს ასაკს;
  • 19% ყველაზე ხშირად დაგვიანების მიზეზის თაობაზე ცრუობს.