/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

ფსიქოლოგიური დახმარება

ფსიქოლოგიური დახმარება
ფსიქოლოგი უპასუხებს „ოჯახის მკურნალის“ რედაქციაში შემოსულ წერილებს და გვირჩევს, თუ როგორ გავუმკლავდეთ ემოციურ პრობლემებს.
  • ნამდვილი მტირალა ვარ, დღე არ გავა, რომ არ ვიტირო. ყოველი უსიამოვნება მშობლებსა თუ დაქალებთან, ყოველი სამსახურებრივი პრობლემა იმით მთავრდება, რომ დავემხობი ჩემს ბალიშზე და ვტირი. ვგრძნობ, რომ ეს მავნე ჩვევად მექცა და სულ უფრო და უფრო მეშლება ნერვები, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ! რა ვქნა? ელენე, 26 წლის

როგორც ჩანს, ბალიში თქვენი ერთადერთი მოკავშირე და ნუგეშისმცემელია. თუ იპოვით სხვა საშუალებას სტრესის მოსახსნელად, თქვენი ატირება ადვილი აღარ იქნება. შემოიღეთ დღიური (შეიძლება ვირტუალურიც) და უარყოფითი ემოციები მასში გადმოღვარეთ. დაწერეთ, რის თქმაც გსურდათ, მაგრამ არ გითქვამთ იმ ადამიანისთვის, ვინც გული გატკინათ.

მეორე ნაცადი ხერხია ფიზიკური აქტივობა - სპორტულ დარბაზში სიარული, ცურვა, ცეკვა... ვარჯიშისა და რეპეტიციის შემდეგ, უბრალოდ, ძალა აღარ გეყოფათ ტირილისა და თვითგვემისათვის. კიდევ ერთი: კონფლიქტის დროს კონცენტრირებული უნდა იყოთ არა საკუთარ განცდებზე, არამედ პრობლემაზე. თუ ხელმძღვანელმა გისაყვედურათ, იფიქრეთ იმაზე, როგორ გამოასწოროთ შეცდომა და იმაზე, რომ თქვენი უფროსი ფიცხია, მაგრამ მიმტევებელი.

ძალიან მიშლის ხელს ერთი ცუდი თვისება: მიყვარს საქმის გადადება. როცა სამსახურში ისეთ დავალებას მაძლევენ, რომელიც სასწრაფო არ არის, მას სახვალიოდ ვდებ და უკანასკნელ წუთს ვასრულებ. ეს ჩემთვის ნორმად იქცა, რაც არ მომწონს! ლამის ყოველკვირა ვადგენ დღის რეჟიმს, სამუშაო გრაფიკს, მაგრამ ვერაფრით ვაიძულებ საკუთარ თავს მათ შესრულებას, თუ მარაგად სამი დღე მაინც მაქვს... ნათია, 29 წლის

არსებობენ ადამიანები, რომლებიც სწორედ მაშინ აღწევენ საუკეთესო შედეგს, როცა დრო ცოტა აქვთ. გარდა ამისა, მუშაობის ასეთი რეჟიმი დროის ეკონომიურად გამოყენების საშუალებასაც იძლევა: როცა სამუშაოს მშვიდად ასრულებ, შეიძლება მთელი დღე მოანდომო, ხოლო როცა საკუთარ თავს აჩქარებ, რამდენიმე საათიც გყოფნის. მაგრამ მედალს აქვს მეორე მხარეც: ცაიტნოტი ფიტავს ნერვულ სისტემას, ამიტომ ხანდახან მაინც აიძულეთ საკუთარ თავს, დავალება ადრიანად შეასრულოთ.

ეცადეთ, გამოიყენოთ ასეთი მეთოდი: დაჰპირდით საკუთარ თავს ჯილდოს ადრე შესრულებული სამუშაოსთვის და დააკისრეთ ჯარიმა შეუსრულებელი დავალების გამო (მაგალითად, გადადეთ კინოში წასვლა, ახალი ნივთის ყიდვა...). ასე, უკიდურეს შემთხვევაში, ათი დავალებიდან ერთს მაინც შეასრულებთ დროულად. შესაძლოა, თანდათან დაინახოთ ასეთი ქცევის უპირატესობა და ძალზე პუნქტუალური გახდეთ.

დიდი ხანია მიყვარს ჩემი თანაკურსელი, მაგრამ მან ეს არ იცის. ჩვენ მხოლოდ ვმეგობრობთ, ერთად დავდივართ კინოში, კლუბში, ხშირად ვურეკავთ, ყოველგვარ სიტუაციაში გვერდით ვუდგავართ ერთმანეთს... თუმცა ცოტა ხნის წინ მის ცხოვრებაში ვიღაც გოგო გაჩნდა და ყველაფერი შეიცვალა - როცა მასთან ყველაფერი რიგზე აქვს, მე აღარ ვახსოვარ; როცა იმ გოგონას წაეჩხუბება, მაშინღა ვახსენდები... არ ვიცი, როგორ მოვიქცე, როგორ შევინარჩუნო მასთან ძველებური ურთიერთობა. ლელა, 22 წლის

როგორც ჩანს, ახალგაზრდა კაცი ძლიერ არის გატაცებული რომანით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ აქვს თქვენთან მეგობრობის მოთხოვნილება. იქნებ გრძნობს კიდეც მისდამი თქვენს ნამდვილ დამოკიდებულებას და რაკი სხვა გოგონას ხვდება, მისი ეჭვიანობისა ეშინია. შესაძლოა, ამავე მიზეზით არ სურდეს ამ თემაზე თქვენთან გულახდილი საუბარი. მაგრამ როცა თქვენთან მოვა, აუხსენით, რას გრძნობთ, როცა ის უეცრად ქრება და უცხოსავით იქცევა. თქვენთან ურთიერთობა საფრთხედ რომ არ აღიქვას, გამოიგონეთ შეხვედრის საბაბი. მაგალითად, შესთავაზეთ დახმარება მისი შეყვარებულისთვის საჩუქრის შერჩევაში.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

  • ნამდვილი მტირალა ვარ, დღე არ გავა, რომ არ ვიტირო. ყოველი უსიამოვნება მშობლებსა თუ დაქალებთან, ყოველი სამსახურებრივი პრობლემა იმით მთავრდება, რომ დავემხობი ჩემს ბალიშზე და ვტირი. ვგრძნობ, რომ ეს მავნე ჩვევად მექცა და სულ უფრო და უფრო მეშლება ნერვები, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ! რა ვქნა? ელენე, 26 წლის

როგორც ჩანს, ბალიში თქვენი ერთადერთი მოკავშირე და ნუგეშისმცემელია. თუ იპოვით სხვა საშუალებას სტრესის მოსახსნელად, თქვენი ატირება ადვილი აღარ იქნება. შემოიღეთ დღიური (შეიძლება ვირტუალურიც) და უარყოფითი ემოციები მასში გადმოღვარეთ. დაწერეთ, რის თქმაც გსურდათ, მაგრამ არ გითქვამთ იმ ადამიანისთვის, ვინც გული გატკინათ.

მეორე ნაცადი ხერხია ფიზიკური აქტივობა - სპორტულ დარბაზში სიარული, ცურვა, ცეკვა... ვარჯიშისა და რეპეტიციის შემდეგ, უბრალოდ, ძალა აღარ გეყოფათ ტირილისა და თვითგვემისათვის. კიდევ ერთი: კონფლიქტის დროს კონცენტრირებული უნდა იყოთ არა საკუთარ განცდებზე, არამედ პრობლემაზე. თუ ხელმძღვანელმა გისაყვედურათ, იფიქრეთ იმაზე, როგორ გამოასწოროთ შეცდომა და იმაზე, რომ თქვენი უფროსი ფიცხია, მაგრამ მიმტევებელი.

ძალიან მიშლის ხელს ერთი ცუდი თვისება: მიყვარს საქმის გადადება. როცა სამსახურში ისეთ დავალებას მაძლევენ, რომელიც სასწრაფო არ არის, მას სახვალიოდ ვდებ და უკანასკნელ წუთს ვასრულებ. ეს ჩემთვის ნორმად იქცა, რაც არ მომწონს! ლამის ყოველკვირა ვადგენ დღის რეჟიმს, სამუშაო გრაფიკს, მაგრამ ვერაფრით ვაიძულებ საკუთარ თავს მათ შესრულებას, თუ მარაგად სამი დღე მაინც მაქვს... ნათია, 29 წლის

არსებობენ ადამიანები, რომლებიც სწორედ მაშინ აღწევენ საუკეთესო შედეგს, როცა დრო ცოტა აქვთ. გარდა ამისა, მუშაობის ასეთი რეჟიმი დროის ეკონომიურად გამოყენების საშუალებასაც იძლევა: როცა სამუშაოს მშვიდად ასრულებ, შეიძლება მთელი დღე მოანდომო, ხოლო როცა საკუთარ თავს აჩქარებ, რამდენიმე საათიც გყოფნის. მაგრამ მედალს აქვს მეორე მხარეც: ცაიტნოტი ფიტავს ნერვულ სისტემას, ამიტომ ხანდახან მაინც აიძულეთ საკუთარ თავს, დავალება ადრიანად შეასრულოთ.

ეცადეთ, გამოიყენოთ ასეთი მეთოდი: დაჰპირდით საკუთარ თავს ჯილდოს ადრე შესრულებული სამუშაოსთვის და დააკისრეთ ჯარიმა შეუსრულებელი დავალების გამო (მაგალითად, გადადეთ კინოში წასვლა, ახალი ნივთის ყიდვა...). ასე, უკიდურეს შემთხვევაში, ათი დავალებიდან ერთს მაინც შეასრულებთ დროულად. შესაძლოა, თანდათან დაინახოთ ასეთი ქცევის უპირატესობა და ძალზე პუნქტუალური გახდეთ.

დიდი ხანია მიყვარს ჩემი თანაკურსელი, მაგრამ მან ეს არ იცის. ჩვენ მხოლოდ ვმეგობრობთ, ერთად დავდივართ კინოში, კლუბში, ხშირად ვურეკავთ, ყოველგვარ სიტუაციაში გვერდით ვუდგავართ ერთმანეთს... თუმცა ცოტა ხნის წინ მის ცხოვრებაში ვიღაც გოგო გაჩნდა და ყველაფერი შეიცვალა - როცა მასთან ყველაფერი რიგზე აქვს, მე აღარ ვახსოვარ; როცა იმ გოგონას წაეჩხუბება, მაშინღა ვახსენდები... არ ვიცი, როგორ მოვიქცე, როგორ შევინარჩუნო მასთან ძველებური ურთიერთობა. ლელა, 22 წლის

როგორც ჩანს, ახალგაზრდა კაცი ძლიერ არის გატაცებული რომანით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ აქვს თქვენთან მეგობრობის მოთხოვნილება. იქნებ გრძნობს კიდეც მისდამი თქვენს ნამდვილ დამოკიდებულებას და რაკი სხვა გოგონას ხვდება, მისი ეჭვიანობისა ეშინია. შესაძლოა, ამავე მიზეზით არ სურდეს ამ თემაზე თქვენთან გულახდილი საუბარი. მაგრამ როცა თქვენთან მოვა, აუხსენით, რას გრძნობთ, როცა ის უეცრად ქრება და უცხოსავით იქცევა. თქვენთან ურთიერთობა საფრთხედ რომ არ აღიქვას, გამოიგონეთ შეხვედრის საბაბი. მაგალითად, შესთავაზეთ დახმარება მისი შეყვარებულისთვის საჩუქრის შერჩევაში.


ჩემს მეგობარს ტრაგედია შეემთხვა, მამა დაეღუპა. არ ვიცი, როგორ დავეხმარო. ახლობლებიდან მხოლოდ დედა და მე ვყავართ. ვხედავ, რომ ჩემს თანადგომას ელის, მე კი არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა ასეთი მძიმე განსაცდელის დროს, როგორ დავეხმარო, როცა ადამიანს ასეთი უბედურება დაატყდა თავს... ანა, 23 წლის

გსურთ, მეგობარს მძიმე განცდები თავიდან ააცილოთ? - ეს თქვენს ძალებს აღემატება, რაც, დარწმუნებული ვარ, მასაც კარგად ესმის. როცა თქვენი მეგობარი დედასთან ერთად არის ან მარტოა, ალბათ, მამაზე მოგონებები არ ასვენებს, თქვენს გვერდით ყოფნისას, თქვენთან ურთიერთობისას კი შესაძლოა მტანჯველ ფიქრებს თავი დააღწიოს და ისეთ საკითხებზე გადაიტანოს ყურადღება, რომლებიც ოჯახს არ უკავშირდება, ამიტომ ეცადეთ, მის გვერდით იყოთ: დაურეკეთ, ეკონტაქტეთ ინტერნეტის საშუალებით, ხშირად შეირბინეთ მასთან ან თავად ის გამოიყვანეთ შინიდან რაიმე საბაბით. განსაკუთრებული სიტყვები საჭირო არ არის - იყავით ბუნებრივი.

ფსიქოლოგებმა შეამჩნიეს, რომ უახლოესი ადამიანის დაკარგვის გამო მწვავე ტკივილი დაახლოებით ნახევარი წელი გრძელდება, თუმცა პიროვნებასაც გააჩნია. შემდგომ ტკივილს ცვლის მონატრება, ნათელი მოგონებები ამ ადამიანის შესახებ და განცდა იმისა, რომ ის სადღაც აქვეა, რასაც ერთგვარი შვება მოაქვს. განსაკუთრებული თანაგრძნობით მოეკიდეთ მისი განწყობილების ცვალებადობას. თუ თქვენმა მეგობარმა მამაზე საუბარი დაიწყო, ნუ ეცდებით საუბრის სხვა თემაზე გადატანას. პირიქით, ყურადღებით მოუსმინეთ, მიეცით საშუალება ბოლომდე თქვას თავისი სათქმელი. ეს მას შვებას მოუტანს.

თითქმის სამი წელია, ვხვდები მამაკაცს. უკვე ქორწილზეც დაიწყო საუბარი. შორიდან რომ შემოგვხედოს კაცმა, ყველაფერი შესანიშნავად გვაქვს. ჩემი მშობლები აღფრთოვანებულნი არიან სასიძოთი: ყურადღებიანია, ნაზი, ჭკვიანი, წარმატებული ბიზნესმენი... მე კი ახლახან ჩემს ძველ შეყვარებულს შევხვდი, რომელსაც ყოველთვის ”ცუდი ბიჭის” რეპუტაცია ჰქონდა. ვერაფერს ვუხერხებ საკუთარ თავს - ისევ ძველებურად მიზიდავს! მგონი, გათხოვებაც აღარ მინდა. დავიბენი... მარიკა, 25 წლის

ხშირად ქალიშვილები ”ცუდ ბიჭებში” თავიანთი იდუმალი სურვილების ხორცშესხმას ხედავენ. სურვილებისა, რომლებსაც თრგუნავენ და ახშობენ გარშემო მყოფთა მხრიდან გაკიცხვის შიშით. თუ თქვენი ინტერესი ძველი შეყვარებულის მიმართ მხოლოდ მოწყენილობით არის გამოწვეული, სცადეთ, რამე ახალი შტრიხი შეიტანოთ თქვენი და თქვენი საქმროს ურთიერთობაში. ან იქნებ ამგვარად გსურთ მობეზრებული ურთიერთობის გაწყვეტა? ძნელია, დაშორდე ადამიანს ყოველგვარი საბაბის გარეშე, როცა ახლობლები და მეგობრები მასთან ერთად ბედნიერ მომავალს გიწინასწარმეტყველებენ.

ყური მიუგდეთ საკუთარ გულს - წარმოიდგინეთ, როგორ აეწყობა თქვენი ცხოვრება, თუ ჯერ კიდევ ქორწინებამდე გეეჭვებათ, რომ ამ ადამიანთან ცხოვრება გსურთ.

შევამჩნიე, რომ უქმეების შემდეგ მიჭირს სამუშაოში ჩართვა, თითქოს ერთიანად დაშლილი ვარ და თავიდან უნდა ავეწყო, ხოლო შვებულების შემდეგ მთელი კვირა მჭირდება ყურადღების მოსაკრებად, რის გამოც უამრავ შეცდომას ვუშვებ. როგორ ვისწავლო საქმეზე სწრაფად გადართვა დასვენების შემდეგ? ოლიკო, 32 წლის

ვიდრე შრომისუნარიანობის მაღალ დონეს მიაღწევს, ყოველ ადამიანს სჭირდება გარკვეული დრო ”გასახურებლად”. თუ ამ პერიოდის შემცირება გსურთ, სამუშაოსთვის წინასწარ, შვებულების დასრულებამდე უნდა მოემზადოთ, შვებულების ბოლო დღე კი დაუთმოთ იმ სამოსის შერჩევას და მოწესრიგებას, რომელსაც სამსახურში იცვამთ. გადახედეთ საქმიან ქაღალდებს, გაეცანით ინტერნეტის საშუალებით იმ მოვლენებს, რომლებიც მოხდა თქვენს ორგანიზაციაში, ვიდრე თქვენ ისვენებდით. შეგიძლიათ, დაურეკოთ კოლეგებს და ჰკითხოთ, რა არის ახალი სამსახურში. პირველ დღეს მიბრძანდით სამუშაოზე ერთი საათით ადრე და სამუშაო ადგილი მოაწესრიგეთ, დატოვეთ მხოლოდ ის ნივთები, რომლებიც თქვენს პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება, სამშვენისები და ფოტოსურათები კი შეინახეთ!