/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

ფსიქოლოგიური დახმარება

ფსიქოლოგიური დახმარება
ფსიქოლოგი უპასუხებს „ოჯახის მკურნალის“ რედაქციაში შემოსულ წერილებს და გვირჩევს, თუ როგორ გავუმკლავდეთ ემოციურ პრობლემებს.

მყავს წლინახევრის ბიჭუნა, რომელიც ერთი წუთითაც არ მცილდება გვერდიდან. საკმარისია, მისი თვალთახედვის არიდან წამით გავქრე, რომ მაშინვე ტირის, კივის და კედლებს ეხეთქება. ტუალეტში შესვლის უფლებასაც კი არ მაძლევს. სააბაზანოს კარის დახურვას მხოლოდ მაშინ ვახერხებ, როცა ბავშვს სძინავს. შეიძლება თუ არა ამ პრობლემის მოგვარება?

ეს ასაკობრივი მოვლენაა. ბავშვს, უბრალოდ, თქვენი დაკარგვისა ეშინია. მას ჯერ არ ესმის, რომ დახურულ კარს მიღმა არსად დაიკარგებით.

ვერც იმას ხვდება, რატომ დადიხართ ყველგან მასთან ერთად, ხოლო ტუალეტში - მარტო. ამიტომ განუწყვეტლივ ელაპარაკეთ იქიდან, რათა ეს ადგილი მისთვის გამოცანად არ იქცეს, აჩვენეთ, რა ხდება ამ ოთახში, შემდეგ ასწავლეთ კარზე დაკაკუნება, ჯერ - ღია კარის სხვადასხვა მხარეს, მერე კი დახურულ კარზე. ეს იმის მიხვედრაში დაეხმარება, რომ თქვენ მის ახლოს ხართ, მაშინაც კი, როცა ვერ გხედავთ.

საკმაოდ მომჭირნე დიასახლისი გახლავართ, ფულის ფლანგვას და მდიდრული, უსარგებლო ნივთების შეძენას მიჩვეული არ ვარ, მაგრამ ბოლო ხანს ჩემს თავს რაღაც ხდება: როცა სამსახურში მივდივარ, გზად უამრავი მაღაზია მხვდება, რომელთა ვიტრინებიდან მომხიბლავი ნივთები მიმზერენ, ჰოდა, თავს ვერ ვიკავებ, რომ პაწაწინა ქანდაკება ან ყელსახვევი მაინც არ ვიყიდო... ეს ნივთები არც ისე ძვირი ღირს, მაგრამ ჯამში მათი საფასური სოლიდურ თანხას შეადგენს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი არ მჭირდება! ვაცნობიერებ ამას, მაგრამ თავს მაინც ვერაფერს ვუხერხებ...

საყიდლებისადმი არაკონტროლირებადი ლტოლვა ადამიანს მაშინ უჩნდება, როცა რაღაც აკლია, უფრო სწორად, აკლია დადებითი ემოციები. ასეთ დროს ადამიანს სურს, თავი რამით გაიხალისოს. თუ მუდამ დროის ან თანხის დეფიციტი გაქვთ, ჩნდება ცდუნება, დრო ან ცოტაოდენი ფული დახარჯოთ ისე, როგორც გსურთ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სახლი უსარგებლო ნივთებით რომ არ აავსოთ, გაინებივრეთ თავი გემრიელი სასუსნავით, საინტერესო წიგნით, კინოში წასვლით. თუ მაინცდამაინც ფულის თავისუფლად ხარჯვა გსურთ, მაშინ ასე მოიქეცით: ყოველდღე შეათვალიერეთ რაიმე ნივთი, ოღონდ არ შეიძინოთ, მხოლოდ თანხა გადადეთ მის შესაძენად. ასე სულ მალე მოაგროვებთ იმ ნივთის შესაძენად საჭირო თანხას, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ.

ჩემი უშუალო უფროსი ძალიან რბილი ადამიანია. როცა სხვა განყოფილებათა უფროსები ყოველ ღონეს ხმარობენ პრემიების მოსაპოვებლად, ჩვენი უფროსი ყოველთვის განზე რჩება, არ აქტიურობს, არ ცდილობს, ანაზღაურება გაგვიზარდოს. მისი ასეთი ქცევით მთელი განყოფილება ზარალდება - ხელფასზე დანამატის გარეშე რჩება. არ ვიცი, როგორ მოვიქცე, დაველაპარაკო ზემდგომ ხელმძღვანელობას თუ ყველაფერს შევეგუო.

ამ ვითარებასთან შეგუება ნამდვილად არ ღირს. აქ საუბარია თქვენს ანაზღაურებაზე და ის, რაც აღგვიწერეთ, აშკარა უსამართლობაა, თუნდაც ეს უსამართლობა უნებლიეთ ხდებოდეს. ბოლოს და ბოლოს, თქვენ მუშაობთ არა მხოლოდ სიამოვნებისთვის, არამედ მატერიალური ინტერესის გამო, რათა შესრულებული სამუშაოსთვის შესაბამისი ანაზღაურება მიიღოთ.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

ესაუბრეთ კოლეგებს და გაიგეთ მათი აზრიც. შესთავაზეთ ხელმძღვანელთან მისვლა, რათა მოსთხოვოთ მას მეტი სითამამე და განყოფილების თანამშრომელთა ინტერესების დაცვა. თუ თქვენი უფროსი მიხვდება, რომ მისი პასიურობის გამო თანამშრომლები ზარალდებიან, იქნებ მეტი სიმტკიცე გამოიჩინოს. თუ ის ამას არ გააკეთებს, შეგიძლიათ მიმართოთ ზემდგომ ხელმძღვანელობას, ოღონდ ამის შესახებ აუცილებლად გააფრთხილეთ თქვენი უშუალო უფროსი.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

მყავს წლინახევრის ბიჭუნა, რომელიც ერთი წუთითაც არ მცილდება გვერდიდან. საკმარისია, მისი თვალთახედვის არიდან წამით გავქრე, რომ მაშინვე ტირის, კივის და კედლებს ეხეთქება. ტუალეტში შესვლის უფლებასაც კი არ მაძლევს. სააბაზანოს კარის დახურვას მხოლოდ მაშინ ვახერხებ, როცა ბავშვს სძინავს. შეიძლება თუ არა ამ პრობლემის მოგვარება?

ეს ასაკობრივი მოვლენაა. ბავშვს, უბრალოდ, თქვენი დაკარგვისა ეშინია. მას ჯერ არ ესმის, რომ დახურულ კარს მიღმა არსად დაიკარგებით.

ვერც იმას ხვდება, რატომ დადიხართ ყველგან მასთან ერთად, ხოლო ტუალეტში - მარტო. ამიტომ განუწყვეტლივ ელაპარაკეთ იქიდან, რათა ეს ადგილი მისთვის გამოცანად არ იქცეს, აჩვენეთ, რა ხდება ამ ოთახში, შემდეგ ასწავლეთ კარზე დაკაკუნება, ჯერ - ღია კარის სხვადასხვა მხარეს, მერე კი დახურულ კარზე. ეს იმის მიხვედრაში დაეხმარება, რომ თქვენ მის ახლოს ხართ, მაშინაც კი, როცა ვერ გხედავთ.

საკმაოდ მომჭირნე დიასახლისი გახლავართ, ფულის ფლანგვას და მდიდრული, უსარგებლო ნივთების შეძენას მიჩვეული არ ვარ, მაგრამ ბოლო ხანს ჩემს თავს რაღაც ხდება: როცა სამსახურში მივდივარ, გზად უამრავი მაღაზია მხვდება, რომელთა ვიტრინებიდან მომხიბლავი ნივთები მიმზერენ, ჰოდა, თავს ვერ ვიკავებ, რომ პაწაწინა ქანდაკება ან ყელსახვევი მაინც არ ვიყიდო... ეს ნივთები არც ისე ძვირი ღირს, მაგრამ ჯამში მათი საფასური სოლიდურ თანხას შეადგენს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი არ მჭირდება! ვაცნობიერებ ამას, მაგრამ თავს მაინც ვერაფერს ვუხერხებ...

საყიდლებისადმი არაკონტროლირებადი ლტოლვა ადამიანს მაშინ უჩნდება, როცა რაღაც აკლია, უფრო სწორად, აკლია დადებითი ემოციები. ასეთ დროს ადამიანს სურს, თავი რამით გაიხალისოს. თუ მუდამ დროის ან თანხის დეფიციტი გაქვთ, ჩნდება ცდუნება, დრო ან ცოტაოდენი ფული დახარჯოთ ისე, როგორც გსურთ.

სახლი უსარგებლო ნივთებით რომ არ აავსოთ, გაინებივრეთ თავი გემრიელი სასუსნავით, საინტერესო წიგნით, კინოში წასვლით. თუ მაინცდამაინც ფულის თავისუფლად ხარჯვა გსურთ, მაშინ ასე მოიქეცით: ყოველდღე შეათვალიერეთ რაიმე ნივთი, ოღონდ არ შეიძინოთ, მხოლოდ თანხა გადადეთ მის შესაძენად. ასე სულ მალე მოაგროვებთ იმ ნივთის შესაძენად საჭირო თანხას, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ.

ჩემი უშუალო უფროსი ძალიან რბილი ადამიანია. როცა სხვა განყოფილებათა უფროსები ყოველ ღონეს ხმარობენ პრემიების მოსაპოვებლად, ჩვენი უფროსი ყოველთვის განზე რჩება, არ აქტიურობს, არ ცდილობს, ანაზღაურება გაგვიზარდოს. მისი ასეთი ქცევით მთელი განყოფილება ზარალდება - ხელფასზე დანამატის გარეშე რჩება. არ ვიცი, როგორ მოვიქცე, დაველაპარაკო ზემდგომ ხელმძღვანელობას თუ ყველაფერს შევეგუო.

ამ ვითარებასთან შეგუება ნამდვილად არ ღირს. აქ საუბარია თქვენს ანაზღაურებაზე და ის, რაც აღგვიწერეთ, აშკარა უსამართლობაა, თუნდაც ეს უსამართლობა უნებლიეთ ხდებოდეს. ბოლოს და ბოლოს, თქვენ მუშაობთ არა მხოლოდ სიამოვნებისთვის, არამედ მატერიალური ინტერესის გამო, რათა შესრულებული სამუშაოსთვის შესაბამისი ანაზღაურება მიიღოთ.

ესაუბრეთ კოლეგებს და გაიგეთ მათი აზრიც. შესთავაზეთ ხელმძღვანელთან მისვლა, რათა მოსთხოვოთ მას მეტი სითამამე და განყოფილების თანამშრომელთა ინტერესების დაცვა. თუ თქვენი უფროსი მიხვდება, რომ მისი პასიურობის გამო თანამშრომლები ზარალდებიან, იქნებ მეტი სიმტკიცე გამოიჩინოს. თუ ის ამას არ გააკეთებს, შეგიძლიათ მიმართოთ ზემდგომ ხელმძღვანელობას, ოღონდ ამის შესახებ აუცილებლად გააფრთხილეთ თქვენი უშუალო უფროსი.


ცოტა ხნის წინ დავრეგისტრირდი სოციალურ ქსელში "ოდნოკლასნიკი". მას შემდეგ გამუდმებით მწერენ და მეკონტაქტებიან ადამიანები, ვისთან ერთადაც სკოლაში ვსწავლობდი. მეკითხებიან, სად ვმუშაობ, გავთხოვდი თუ არა, მყავს თუ არა შვილები. მე კი სათქმელი არაფერი მაქვს - არ გავთხოვილვარ, შესაბამისად, არც შვილები მყავს. მოკლედ, ამაზე საუბარი არ მსიამოვნებს. თუმცა, მეორე მხრივ, არც ის მინდა, თანაკლასელებთან ურთიერთობაზე უარი ვთქვა. მით უმეტეს, ამ ქსელის წყალობით რამდენიმე ძველი მეგობარი ვიპოვე. როგორ მოვიქცე?

სამწუხაროდ, ამ კითხვებს კვლავაც დაგისვამენ. თუმცა არსებობს საშუალება, რომელიც არასასიამოვნო ემოციების განეიტრალებაში დაგეხმარებათ. შეადგინეთ იმ კითხვების სია, რომლებსაც ყველაზე ხშირად გისვამენ, დაწერეთ პასუხები ცალკე ფაილად და როცა ქსელში შემოსული მორიგი თანაკლასელისთვის პასუხის გაცემა დაგჭირდებათ, დააკოპირეთ. ეს უკეთესია, ვიდრე ერთი და იმავე პასუხის გამუდმებით კრეფა.

18 წლის გავხდი, მაგრამ აქამდე არც შეყვარებული მყოლია და არც თაყვანისმცემელი. ერთჯერადი შეხვედრები და ხანმოკლე ნაცნობობა არ მაინტერესებს, ნამდვილ, წრფელ სიყვარულზე ვოცნებობ. რამდენიმე ბიჭი მომწონდა, მაგრამ არც ერთი მათგანისგან საპასუხო გრძნობა არ მიმიღია. თვითშეფასება თანდათანობით დამიქვეითდა და ნულამდე დავიდა. თავი მძულს! მირჩიეთ, როგორ მოვიქცე.

გაუგებარია, რას გულისხმობთ "ერთჯერად შეხვედრებში". პაემანს? მაგრამ უამისოდ ადამიანის გაცნობა შეუძლებელია. ერთი ნახვით შეყვარება იშვიათია. საჭიროა დრო, ურთიერთობა, ერთმანეთზე დაკვირვება, რათა გასაგები გახდეს, გადაიზრდება თუ არა თქვენი ურთიერთსიმპათია უფრო დიდსა თუ სერიოზულ გრძნობაში. რაც შეეხება ნამდვილ სიყვარულს, ის ნებისმიერ ასაკში შეიძლება გეწვიოთ, თანაც ხშირად - სწორედ მაშინ მოდის, როცა არ ველით. ამიტომ არ ღირს, ნერვები ამ გრძნობის მოლოდინს შეალიოთ. ამქვეყნად უამრავი საინტერესო რამ ხდება! თქვენ ხომ ჯერ მხოლოდ 18 წლის ხართ!

გახსოვდეთ, სიყვარული განსაკუთრებულ დამსახურებათა გამო არ მოდის, და თუ ის ჯერ არ გწვევიათ, ეს არ გაძლევთ იმის საფუძველს, რომ საკუთარი თავი შეიძულოთ.

ჩემს ქმარს ახალი გატაცება და, შესაბამისად, ახალი ნაცნობები გაუჩნდა. მისი ახალი მეგობრები მაინცდამაინც არ მომწონს. არც ისინი გიჟდებიან ჩემზე. რა თქმა უნდა, შემიძლია ნებისმიერ დროს შევუერთდე მათ კომპანიას, მაგრამ ეს არც მე და არც მათ სიამოვნებას არ მოგვანიჭებს. მეორე მხრივ, თუ ჩემი მეუღლის ინტერესები არ გავიზიარე, მაშინ უფრო და უფრო ნაკლებ დროს გავატარებთ ერთად. არ ვიცი, რა გზას დავადგე.

თუ მეუღლის ახალი ნაცნობები არ მოგწონთ, თავს ძალას ნუ დაატანთ. თვითონაც კარგად იცით, რომ იძულებითი შეხვედრები სიამოვნებას არ მოგგვრით, გარშემო მყოფებიც იგრძნობენ, რომ მათთან ყოფნა არ გსიამოვნებთ. არც ვალდებული ხართ, ქმრის ჰობი გაიზიაროთ - თქვენ საკუთარი გატაცება უნდა გქონდეთ. თუ თავს დაანებებთ თქვენთვის არასასიამოვნო კოლექტივთან დაახლოების მცდელობას, მეტი თავისუფალი დრო დაგრჩებათ საკუთარი თავისთვის.

შეხვდით მეგობრებს, ხელი მოჰკიდეთ იმ საქმეს, რომელიც თავად მოგწონთ. რაც შეხება თქვენს მღელვარებას: ზოგჯერ უკეთესიც არის, როცა ცოლ-ქმარი ცალ-ცალკე ატარებს თავისუფალ დროს - ერთმანეთი უფრო მეტად მოენატრებათ. უფრო მეტიც - ცალ-ცალკე გატარებული უქმეების შემდეგ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს გაუზიარებთ და თქვენი ურთიერთობა უფრო საინტერესო გახდება.