/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება
ფსიქოლოგი უპასუხებს „ოჯახის მკურნალის“ რედაქციაში შემოსულ წერილებს და გვირჩევს, თუ როგორ გავუმკლავდეთ ემოციურ პრობლემებს.

.

  • "მყავს შეყვარებული, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ როცა ის ჩემ გარეშე სადღაც ერთობა, ძალიან განვიცდი - იქნებ იქ ვინმე გოგონას შეხვდეს?! შემდეგ ვუყვები ხოლმე მას ჩემი ფანტაზიების შესახებ და ვჩხუბობთ. როგორ დავაღწიო თავი ეჭვიანობას?"

ანუკა, 19 წლის

- რა არის ყველაზე მტანჯველი თქვენს ფანტაზიებში? თითოეული ადამიანი თავისებურად განიცდის ასეთ სიტუაციებს. ზოგს არ სიამოვნებს მარტო დარჩენა, ზოგს უმძიმს ფიქრი იმაზე, რომ შეიძლება კონკურენტი გამოუჩნდეს. ვიღაცას ფანტაზიები ღალატის შესახებ, პირიქით, იმ ეროტიზმით ავსებს, რომელიც რეალურ ცხოვრებაში აკლია. ისეც ხდება, რომ ეჭვიანობა არსებულ ”მტკივნეულ წერტილებზე” მეტყველებს, რომლებიც პირდაპირ ამ რომანთან არ არის დაკავშრებული. მაგალითად, ქალიშვილი არ თვლის საკუთარ თავს მომხიბვლელად და პრობლემა მის დაბალ თვითშეფასებაშია. ეჭვიანობის გრძნობის წყალობით თქვენ შეგიძლიათ სასარგებლო ინფორმაცია მიიღოთ იმის შესახებ, საერთოდ რა ხდება თქვენს თავს.

  • "მყავს 7 წლის შვილი. ძალიან აზიზია. არასოდეს სვამს სხვისი ჭიქიდან სასმელს, ჩემი ჭიქიდანაც კი. ზოგჯერ ძალიან მაღიზიანებს მისი ეს ჩვევა. ნორმალურია ეს?"

თამუნა, 27 წლის

- ადრეულ ბავშვობაში ზიზღიანობა ბევრი ბავშვისთვის არის დამახასიათებელი. ისინი აცნობიერებენ თავიანთ ”განცალკევებულობას” და საკუთარ საზღვრებს ავლებენ. ზრდასთან ერთად ეს ჩვევა თანდათანობით კარგავს გამოკვეთილ სახეს. მაგრამ თუ რამდენიმე წლის შემდეგ თქვენი ბავშვი ხაზგასმით ხშირად დაიწყებს ხელების ბანას და თუ თქვენ შეამჩნევთ, რომ ის მოუსვენრად გრძნობს თავს, დათრგუნული განწყობილება აქვს - ასეთ შემთხვევაში უნდა შეწუხდეთ. ეს შეიძლება იყოს აკვიატებული ქცევის, აკვიატებული შიშების სიმპტომები, რისგანაც ბავშვი თვითონ დამოუკიდებლად ვერ გათავისუფლდება. მოგიწევთ, ფსიქოთერაპევტს მიმართოთ.

  • "მყავს საყვარელი მამაკაცი. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ არსებობს ერთი წინააღმდეგობა - მას ცოლი ჰყავს, რომელთანაც ფაქტობრივად არ ცხოვრობს, მაგრამ მისი საბოლოოდ მიტოვება არ უნდა. ამას იმით ხსნის, რომ ცოლი მას ყოველთვის გვერდით ედგა რთულ სიტუაციებში და მუდამ ეხმარებოდა... რა მოვუხერხო ჩემს გრძნობებს?"

სალომე, 21 წლის

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

- წარმოიდგინეთ, რომ უყურებთ ფილმს მამაკაცის შესახებ, რომელიც ვერ ახერხებს ერთი ურთიერთობის დასრულებას, რათა მეორე დაიწყოს. რას იტყვით ამ მამაკაცის ხასიათის შესახებ? იქნებ შეიცვალოთ მოსაზრება ამგვარი ანალიზის შემდეგ და დაფიქრდეთ იმაზე, მაინც რას აძლევს ასეთს მას ცოლი, რასაც თქვენგან ვერ ღებულობს. დავუშვათ, იქ ეს მამაკაცი გრძნობს, რომ ყველაფერს თვითონ წყვეტს, თქვენს წყვილში კი ყველაფერს თქვენ წყვეტთ, ინიციატივა თქვენგან მოდის... ეს დაგეხმარებათ გაიგოთ, რა პირობებში იქნება მისთვის უფრო ადვილი, მიიღოს გადაწყვეტილება რაიმეს შესაცვლელად.

  • "ახლახან მომიკვდა საყვარელი ძაღლი და მივხვდი, რომ უკვე ვერავის შევიყვარებ ასე. როგორ გადავიტანო ეს ტკივილი?"

მანანა, 38 წლის

ასევე დაგაინტერესებთ
ფსიქოლოგიური პრობლემები თმის ცვენისა და ჭარბთმიანობის დროს
ფსიქოლოგებმა გაარკვიეს, მოაქვს თუ არა ხანდაზმულ ასაკში ახალ ურთიერთობებს ბედნიერება

- უპირველეს ყოვლისა, უნდა დაფიქრდეთ იმაზე, რომ არ შეიძლება საკუთარ თავს წაართვათ მომავალში ვინმეს შეყვარების შესაძლებლობა, ამასთან, არა მხოლოდ ცხოველების, არამედ ადამიანების. რატომ ხართ ასეთი მარტოსული, რომ მხოლოდ ძაღლი გახდა თქვენი ცხოვრების აზრი? ეძებეთ ბედნიერება ადამიანებს შორის!

  • "ჩემი ქმარი ბავშვზე ოცნებობდა! თუმცა ეს სასიხარულო ამბავი დიდხანს არ უზეიმია... პირველად ხელით მატარებდა, ახლა კი სულ გასულია და მეგობრებთან ერთობა ბარებში. მე ვტირი, ვთხოვ, რომ სახლში დარჩეს ჩემთან ერთად, მე ხომ ყურადღება მჭირდება."

ირინა, 25 წლის

- თქვენ იცით, რა არის დაკავშირებული თქვენი ქმრისთვის ორსულობის თემასთან, დედობასთან, მამობასთან, ბავშვობასთან? შესაძლოა მას აქვს მტკივნეული მოგონებები ამ თემასთან დაკავშირებით. ადრე მას სურდა ბავშვი. მაგრამ ადამიანები ხშირად ელევიან ოცნებებს და ურჩევნიათ, რომ ყველაფერი ეს ლამაზ ფანტაზიად დარჩეს. ელაპარაკებით ქმარს თქვენი გრძნობების შესახებ? ეს კარგია. გამოჰკითხეთ მას, რა ხდება მის თავს.

  • "მშობლები არ მყავს, ბებიასთან ერთად ვცხოვრობ. ხშირად მინიშნავენ პაემანს მამაკაცები, მაგრამ ყველას უარს ვეუბნები. ბებია თვლის, რომ ჩემთვის ადრეა ასეთ შეხვედრებზე სიარული, ამიტომ ჩემთვის სეირნობა მხოლოდ საღამოს ათ საათამდეა ნებადართული."

ლიკა, 15 წლის

- მეგობრობა 22.00 სთ-მდეც შეიძლება. რაც შეეხება ვინმესთან სიახლოვის განცდას და იმას, რომ ვინმესთვის განსაკუთრებული გახდეთ - უფრო რთული საქმეა, რაშიც უფროსების ნებართვა ვერაფერს გადაწყვეტს და როლს ვერ შეასრულებს. ვფიქრობ, სირთულე სწორედ ამაშია. როცა ადამიანი საკუთარ თავში დარწმუნებული არ არის, ის ეძებს, ვისგან შეიძლება მიიღოს სითბო და სიყვარული. მაგრამ ყმაწვილებთან ურთიერთობის გარდა არსებობს საკუთარ თავში დარწმუნების სხვა საშუალებებიც. იპოვეთ რაიმე გატაცება, საქმიანობა, რომელიც თქვენთვის გარკვეული დასაყრდენი გახდება.

  • "იძულებული გავხდი, უარი მეთქვა ჩემს ოცნებაზე და ჩავაბარე ისეთ ფაკულტეტზე, რომელზე სწავლაც არ მსურდა. ჩემი ოცნება ფსიქოლოგობა იყო, მაგრამ მშობლებმა არ მომცეს უფლება, ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე ჩამებარებინა. მითხრეს, რომ უცხო ენების სწავლა უფრო საჭიროა. ახლა გერმანული ფილოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობ. როგორ მოვიქცე, როცა ზუსტად ვიცი, რომ ჩემი მოწოდება ფსიქოლოგიაა?"

ია, 18 წლის

- თუ ნამდვილად დარწმუნებული ხართ თქვენს სურვილებში, მაშინ მოიკრიბეთ ძალა და ნებისყოფა და ყველაფერი გააკეთეთ ამ სურვილის რეალიზებისთვის. დაჯექით და შეადგინეთ იმ დაბრკოლებების სია, რომელიც ხელს გიშლით ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლაში, შემდეგ კი მოიფიქრეთ, რისი გაკეთება შეიძლება თეორიულად თითოეული პუნქტის მიხედვით და რისი გაკეთება შეიძლება რეალურად (როგორ და რა დროში და რა არის ამისთვის საჭირო?). მაგრამ თუ არ გაქვთ ფინანსური დამოუკიდე-ბლობა, ხოლო მშობლები ძალიან მკაცრად არიან განწყობილი, მაშინ მოგიწევთ იმ ფაკულტეტის დამთავრება, რომელზეც უკვე ჩააბარეთ. მიღებული განათლება საშუალებას მოგცემთ იმუშაოთ და ნაკლებად იქნებით დამოკიდებული მშობლებზე. ერთი უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ უფრო სწრაფად და ადვილად შეძლებთ მეორე დიპლომის აღებას, ხოლო ენების ცოდნა ნამდვილად გამოგადგებათ სამსახურში, თუნდაც ფსიქოლოგად მუშაობისას.

  • "ძალიან განვიცდი, რომ მე და ჩემს ქმარს ცოლქმრული ურთიერთობა იშვიათად გვაქვს... ქმარს ვუყვარვარ, მეც მიყვარს. დარწმუნებული ვარ, რომ მას არავინ ჰყავს. მაგრამ ინტიმური ურთიერთობა თვეში ერთხელ გვაქვს. იქნებ იმიტომ, რომ ჩვენი ძილის საათები ერთმანეთს არ ემთხვევა - ის ჭოტია, მე კი შუაღამის დადგომისთანავე მეძინება?"

ნატა, 22 წლის

- გისაუბრიათ თუ არა ქმართან ამ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ასე გაწუხებთ? ყველაზე საიმედო საშუალებაა - ამ ამოცანის გადასაწყვეტად ორივენი ერთად დასხდეთ. თქვენ ხომ ერთად ცხოვრობთ, ერთ ჭერქვეშ, არადა, როგორც ჩანს, არ იცით, რას ფიქრობს ის ამ საკითხთან დაკავშირებით. იქნებ ეს მისი ჩვეული ტემპერამენტის გამოვლინებაა ან გადაღლილობის შედეგია. ამ მიზეზებზე მკითხაობა შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს. შეიძლება უბრალოდ ჰკითხოთ მას. გაუზიარეთ თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენი სურვილები და აზრები.

  • "ჩემი ბიჭი საბავშვო ბაღში დადის, მაგრამ რთული ურთიერთობა აქვს ბავშვებიდან ერთ-ერთთან, რომელიც მუდმივად ემუქრება. რამდენადაც ვიცი, კონფლიქტი არ ჰქონიათ. ჩემი შვილი ძალიან კეთილი ბიჭია, თანაც თავის ჯგუფში პოპულარობით სარგებლობს. ახლახან კი გავიგე, რომ ის ბიჭი ჩემს შვილს მოწამვლით დაემუქრა (როგორც მასწავლებელმა მაცნობა). წარმოდგენაც კი არ მაქვს, როგორ უნდა მოვიქცე ასეთ სიტუაციაში."

ნინო, 28 წლის

- დაელაპარაკეთ შვილს. თქვენ ჯერ ორიენტირებული ხართ არაპირდაპირ მონაცემებზე: მასწავლებლის სიტყვებზე და იმ ბიჭუნას ნათქვამზე. ბევრი ვარიანტია. კეთილ ბიჭებსაც შეუძლიათ ზოგჯერ არაკეთილშობილური საქციელის ჩადენა და საპასუხო ბოროტი საქციელის გამოწვევა. თქვენი ბიჭუნა პოპულარულია? იქნებ საქმე შურს ეხება - იქნებ ის ბიჭუნაც აცხადებდა პრეტენზიას ლიდერობაზე და პრეტენდენტადაც მიაჩნდა თავი, ანდა უბრალოდ იმეორებს გაგონილ ფრაზებს კინოფილმებიდან და საერთოდ არც კი ესმის, რას ნიშნავს ”მოწამვლა”. მთავარია - ნუ მიეცემით პანიკურ შიშს, თქვენი განწყობა თქვენს შვილს გადაეცემა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები