/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

ფსიქოლოგიური დახმარება

ფსიქოლოგიური დახმარება
მამა თავისი ახალი ავტომანქანის მართვის უფლებას არ მაძლევს. თვითონვე მომცა მინდობილობა, ახლა კი მეუბნება, დამიმტვრევო. საჭესთან მხოლოდ თავისი თანდასწრებით მსვამს. არადა მანქანას უკვე ორი წელია ვმართავ...

საშინლად მაღიზიანებს მისი უნდობლობა და ზედმეტი მზრუნველობა. რამდენ ხანს შეიძლება ასე გაგრძელდეს? ტატა, 20 წლის.

არაფერია უცნაური იმაში, რომ მშობლები შვილებზე ღელავენ, მაგრამ, როგორც ჩანს, თქვენ მამის მზრუნველობაზე მეტად საკუთარი თავისუფლების შეზღუდვა გაღიზიანებთ.

ასეთი პრობლემები მაშინ იჩენს თავს, როცა ადამიანი აგვიანებს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას, თითქოს ვიღაცის ნებართვას ელის. თქვენ გაქვთ მართვის გამოცდილება, მაგრამ ამავე დროს ჯერ კიდევ მამის მანქანით სარგებლობთ. იქნებ დადგა დრო, რომ გამოხვიდეთ პატარა გოგონას როლიდან, რომელიც მოზრდილი ადამიანების ნივთებით თამაშობს? მამას სერიოზულად გაესაუბრეთ, მოძებნეთ კომპრომისი.

არიან ქალები, რომელთაც ბედმა გაუღიმათ: ქმრები სიამოვნებით დადიან მათთან ერთად მაღაზიებში და აქტიურ მონაწილეობასაც იღებენ შოპინგში, მეუღლეებთან ერთად არჩევენ ტანსაცმელსა თუ საოჯახო ნივთებს. მშურს, რადგან ჩემი და ჩემი მეუღლის შოპინგი ყოველთვის ჩხუბითა და უსიამოვნებით მთავრდება... ნანა, 32 წლის

არსებობენ მამაკაცები, რომელთა მაღაზიაში შეტყუება პრაქტიკულად შეუძლებელია. სიტყვა "შოპინგის" გაგონებაზეც კი ცუდად ხდებიან. რას ვიზამთ, უნდა შევეგუოთ. ჩვენც ხომ არ გვესმის, როგორ შეიძლება საათობით ფეხბურთის ან კრივის ყურება და ლუდის სმა... ღირს კი, ამის გამო საყვარელ მამაკაცს გული ვატკინოთ? ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ მეორე მხრივ...

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

თუ წვეულებისთვის პროდუქტების შეძენაა საჭირო, მეუღლის დახმარების გარეშე გაგიჭირდებათ - სხვა თუ არაფერი, სახლამდე მისატანად ძალა არ გეყოფათ;

თუ მისი მშობლებისთვის ან და-ძმისთვის საჩუქრის შეძენას აპირებთ, ამაშიც უნდა დაიხმაროთ - თუ არ მოეწონათ, დაე მანაც აგოს პასუხი!

კიდევ ერთი: დაისახეთ კონკრეტული მიზანი. ქალებს შესანიშნავად შეუძლიათ ორიენტირება. მაგალითად, მაღაზიაში მეგობრისთვის კაშნეს საყიდლად მიდიან, მაგრამ თუ მოსაწონი ვერაფერი იპოვეს, მაშინვე იცვლიან მიმართულებას და საჩუქრად ჩანთას ყიდულობენ, სუნამოს ნაცვლად - ფეხსაცმელს, საყურის ნაცვლად - ჩაის სერვიზს... მამაკაცმა კი ზუსტად უნდა იცოდეს, რისთვის მიდის მაღაზიაში. ფრაზას "მოდი რაიმე ვიყიდოთ" ის სერიოზულად არ აღიქვამს. მას შეიძლება გავუგოთ: წარმოიდგინეთ, რომ უფროსი სამუშაო გეგმის შესახებ გეკითხებათ, თქვენ კი პასუხობთ, "რამეს" გავაკეთებო. ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორი რეაქცია ექნება მას!

მამაკაცისთვის შოპინგი გასართობი კი არა, სამუშაოა. ამიტომ წინასწარ მოიარეთ მაღაზიები, ყველაფერი შეათვალიერეთ, მოსინჯეთ, გაისინჯეთ, გაარკვიეთ, რა უნდა შეიძინოთ, შეადგინეთ სია, მერე კი შეგიძლიათ ქმარი გაიყოლოთ და საჭირო ადგილისკენ თავდაჯერებულად გაემართოთ. დაიხმარეთ ინტერნეტმაღაზიები, მოძებნეთ საიტზე ის, რის შეძენასაც აპირებთ, აჩვენეთ მეუღლეს, სთხოვეთ რჩევა.

თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენას გადაწყვეტთ, შერჩევა ქმარს მიანდეთ - დაე, დაათვალიეროს სხვადასხვა მოდელი, შეაფასოს მათი ღირსებები და ნაკლოვანებები, შეადაროს ფასები, ხარისხი და გარეგნული სახე. ასორტიმენტის წინასწარ გაცნობის შემდეგ მამაკაცი გაცილებით ადვილად თანხმდება შოპინგზე: ახლა ხომ მას კონკრეტული მიზანი აქვს, თანაც უკვე ყველა ნიუანსში გარკვეულია.

მამაკაცებს არ უყვართ ხალხმრავლობა. ხმაური, ხალხის მასაში გადაადგილება, მუჯლუგუნები, ჯგლეთა მათზე დამთრგუნველად მოქმედებს. ამიტომ ეცადეთ, მაღაზიაში მაშინ წახვიდეთ, როცა ხალხი ნაკლებია - დილით ან საღამოს. შეგიძლიათ შესთავაზოთ მეუღლეს, მანქანაში ან კაფეში დაგელოდოთ. მკაცრად განსაზღვრეთ შოპინგის ხანგრძლივობა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მამაკაცისთვის შოპინგი გასართობი კი არა, სამუშაოა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

საშინლად მაღიზიანებს მისი უნდობლობა და ზედმეტი მზრუნველობა. რამდენ ხანს შეიძლება ასე გაგრძელდეს? ტატა, 20 წლის.

არაფერია უცნაური იმაში, რომ მშობლები შვილებზე ღელავენ, მაგრამ, როგორც ჩანს, თქვენ მამის მზრუნველობაზე მეტად საკუთარი თავისუფლების შეზღუდვა გაღიზიანებთ.

ასეთი პრობლემები მაშინ იჩენს თავს, როცა ადამიანი აგვიანებს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას, თითქოს ვიღაცის ნებართვას ელის. თქვენ გაქვთ მართვის გამოცდილება, მაგრამ ამავე დროს ჯერ კიდევ მამის მანქანით სარგებლობთ. იქნებ დადგა დრო, რომ გამოხვიდეთ პატარა გოგონას როლიდან, რომელიც მოზრდილი ადამიანების ნივთებით თამაშობს? მამას სერიოზულად გაესაუბრეთ, მოძებნეთ კომპრომისი.

არიან ქალები, რომელთაც ბედმა გაუღიმათ: ქმრები სიამოვნებით დადიან მათთან ერთად მაღაზიებში და აქტიურ მონაწილეობასაც იღებენ შოპინგში, მეუღლეებთან ერთად არჩევენ ტანსაცმელსა თუ საოჯახო ნივთებს. მშურს, რადგან ჩემი და ჩემი მეუღლის შოპინგი ყოველთვის ჩხუბითა და უსიამოვნებით მთავრდება... ნანა, 32 წლის

არსებობენ მამაკაცები, რომელთა მაღაზიაში შეტყუება პრაქტიკულად შეუძლებელია. სიტყვა "შოპინგის" გაგონებაზეც კი ცუდად ხდებიან. რას ვიზამთ, უნდა შევეგუოთ. ჩვენც ხომ არ გვესმის, როგორ შეიძლება საათობით ფეხბურთის ან კრივის ყურება და ლუდის სმა... ღირს კი, ამის გამო საყვარელ მამაკაცს გული ვატკინოთ? ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ მეორე მხრივ...

თუ წვეულებისთვის პროდუქტების შეძენაა საჭირო, მეუღლის დახმარების გარეშე გაგიჭირდებათ - სხვა თუ არაფერი, სახლამდე მისატანად ძალა არ გეყოფათ;

თუ მისი მშობლებისთვის ან და-ძმისთვის საჩუქრის შეძენას აპირებთ, ამაშიც უნდა დაიხმაროთ - თუ არ მოეწონათ, დაე მანაც აგოს პასუხი!

კიდევ ერთი: დაისახეთ კონკრეტული მიზანი. ქალებს შესანიშნავად შეუძლიათ ორიენტირება. მაგალითად, მაღაზიაში მეგობრისთვის კაშნეს საყიდლად მიდიან, მაგრამ თუ მოსაწონი ვერაფერი იპოვეს, მაშინვე იცვლიან მიმართულებას და საჩუქრად ჩანთას ყიდულობენ, სუნამოს ნაცვლად - ფეხსაცმელს, საყურის ნაცვლად - ჩაის სერვიზს... მამაკაცმა კი ზუსტად უნდა იცოდეს, რისთვის მიდის მაღაზიაში. ფრაზას "მოდი რაიმე ვიყიდოთ" ის სერიოზულად არ აღიქვამს. მას შეიძლება გავუგოთ: წარმოიდგინეთ, რომ უფროსი სამუშაო გეგმის შესახებ გეკითხებათ, თქვენ კი პასუხობთ, "რამეს" გავაკეთებო. ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორი რეაქცია ექნება მას!

მამაკაცისთვის შოპინგი გასართობი კი არა, სამუშაოა. ამიტომ წინასწარ მოიარეთ მაღაზიები, ყველაფერი შეათვალიერეთ, მოსინჯეთ, გაისინჯეთ, გაარკვიეთ, რა უნდა შეიძინოთ, შეადგინეთ სია, მერე კი შეგიძლიათ ქმარი გაიყოლოთ და საჭირო ადგილისკენ თავდაჯერებულად გაემართოთ. დაიხმარეთ ინტერნეტმაღაზიები, მოძებნეთ საიტზე ის, რის შეძენასაც აპირებთ, აჩვენეთ მეუღლეს, სთხოვეთ რჩევა.

თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენას გადაწყვეტთ, შერჩევა ქმარს მიანდეთ - დაე, დაათვალიეროს სხვადასხვა მოდელი, შეაფასოს მათი ღირსებები და ნაკლოვანებები, შეადაროს ფასები, ხარისხი და გარეგნული სახე. ასორტიმენტის წინასწარ გაცნობის შემდეგ მამაკაცი გაცილებით ადვილად თანხმდება შოპინგზე: ახლა ხომ მას კონკრეტული მიზანი აქვს, თანაც უკვე ყველა ნიუანსში გარკვეულია.

მამაკაცებს არ უყვართ ხალხმრავლობა. ხმაური, ხალხის მასაში გადაადგილება, მუჯლუგუნები, ჯგლეთა მათზე დამთრგუნველად მოქმედებს. ამიტომ ეცადეთ, მაღაზიაში მაშინ წახვიდეთ, როცა ხალხი ნაკლებია - დილით ან საღამოს. შეგიძლიათ შესთავაზოთ მეუღლეს, მანქანაში ან კაფეში დაგელოდოთ. მკაცრად განსაზღვრეთ შოპინგის ხანგრძლივობა.


თუ მეუღლე მხოლოდ ერთი საათით გწყალობთ, გამოიყენეთ ეს დრო ძირითადი ნივთების შესაძენად, წვრილმანების ყიდვა კი სხვა დროისთვის გადადეთ.

თუ მამაკაცი დაინახავს, რომ ეს პროცესი არც ისე საშინელი და დამღლელია, შემდგომ უფრო მეტხანს დაგელოდებათ. მამაკაცმა უნდა იგრძნოს, რომ ის საჭიროა. მას არ უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ მხოლოდ ნაყიდი ნივთების საზიდად წაიყოლეთ ან მხოლოდ მოსიარულე საფულის ფუნქციას ასრულებს, რომ არაფერი ესმის, ვერ ერკვევა მოდელებში, ზომებში... თუ მისდამი ასეთი დამოკიდებულება გაქვთ, ნუღარ გაგიკვირდებათ, რომ მას მთელი არსებით სძულს მაღაზიებში სიარული. დაარწმუნეთ მეუღლე, რომ მისი რჩევა ნამდვილად გჭირდებათ და ალერსიანად გადაუხადეთ მადლობა, თუ გსურთ, სხვა დროსაც დაითანხმოთ თქვენთან ერთად წამოსვლაზე.

საბედნიეროდ, პროდუქტების შესაძენად მამაკაცთა უმრავლესობა უფრო ხალისიანად და მშვიდად მიემართება. ზოგი უცოლოდაც კი მიდის. მთავარია, ჰქონდეს პროდუქტებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების ზუსტი და თანამიმდევრული სია (რაოდენობის მითითებით). "შპარგალკის" გარეშე შესაძლოა შინ საჭირო პროდუქტების გარეშე დაბრუნდეს...

როცა მეუღლე მძიმე ჩანთებით შინ დაბრუნდება, ყველაფერს მაშინვე მაცივარში ნუ უკრავთ თავს - მოუმზადეთ საყვარელი კერძი და ასე წაახალისეთ; მადლიერების ნიშნად უპრეტენზიოდ გაუშვით მეგობრებთან შესახვედრად.

თუ თქვენი მეუღლე ყოველი შოპინგისთვის "ჯილდოს" მიიღებს, გვერწმუნეთ, ყოველთვის ხალისით წავა საყიდლებზე და შეიყვარებს კიდეც ამ პროცესს! მაღაზიებში უამრავი საცდურია. იმისათვის, რომ ერთობლივმა შოპინგმა ორივეს სიამოვნება მოგგვაროთ, მეუღლეს არავითარ შემთხვევაში არ დაატანოთ ძალა, მხოლოდ აცდუნეთ. თუ მელომანია, აუცილებლად შეიარეთ დისკების განყოფილებაში და მიეცით საშუალება, თავისი კოლექცია ახალი ალბომებით შეავსოს. გახსოვდეთ: მამაკაცი დიდი ბავშვია, რომელიც შეიძლება თამაშით შეიქციოთ.

ხშირად სთხოვეთ რჩევა, მაშინაც კი, როცა თავადაც მშვენივრად ერკვევით მობილური ტელეფონების მოდელებში, უთოებსა და ტელევიზორებში. მამაკაცს ყოველთვის სიამოვნებას ანიჭებს ცოდნით თავის მოწონება, განსაკუთრებით - უცხოების წინაშე. ხშირად შეაქეთ - ის უფრო ლმობიერი, მორჩილი და დამყოლი გახდება და მზად იქნება, ყველა სურვილი შეგისრულოთ.

ჩემი საყვარელი ადამიანი ძალიან ეჭვიანია. ერთი წელია ერთმანეთს ვხვდებით და უკვე დამტანჯა ეჭვიანობით, თანაც სრულიად უსაფუძვლოდ. ამის გამო გამუდმებით ვჩხუბობთ. თავის მართლებით დავიღალე, თუმცა არც მასთან განშორება მინდა - ძალიან მიყვარს. იქნებ ყველაფერი იმის ბრალია, რომ ჩემზე ორი წლით უმცროსია? ელენე, 21 წლის

იქნებ თვითონაც ვერ ამჩნევთ, რომ სხვა მამაკაცებს ეკეკლუცებით და ამით თქვენი პარტნიორის პროვოცირებას ახდენთ? თუ ამას მეგობრებიც გეუბნებიან, დაფიქრდით, რატომ იქცევით ასე. იქნებ გსურთ, უფრო თავდაჯერებული გამოჩნდეთ, თქვენს ქალურ მომხიბვლელობაში უფრო მეტად დარწმუნდეთ? ან იქნებ იმის გაგება გსიამოვნებთ, რომ საყვარელი მამაკაცი თქვენდამი გულგრილი არ არის?

მეორე ვერსია კი ასეთია: იქნებ მას თავის საკუთრებად მიაჩნიხართ და სურს, სხვების ხელყოფისგან დაგიცვათ? იქნებ თვითონვე აძლევთ მას უფლებას, გმართოთ და ყველაფერი ორივეს ნაცვლად გადაწყვიტოს? აუხსენით, რომ გაქვთ უფლება, ჩვეულებრივი, მეგობრული ურთიერთობა სხვა მამაკაცებთანაც გქონდეთ.

დედაჩემი მაიძულებს, ძიძა დავითხოვო, სურს, თვითონ გაზარდოს შვილიშვილები - ყოველ დილით მოვალ და საღამომდე დავრჩებიო. მე კი ეს არ მინდა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბავშვებს ანებივრებს, მეორეც, საკუთარ წესებს გვახვევს თავს. როგორ ვუთხრა უარი ისე, რომ გული არ ვატკინო?თიკა, 31 წლის

პრობლემის მოგვარების გზას თქვენივე კითხვა შეიცავს. თავადაც კარგად გესმით, რატომ არ გსურთ, რომ დედათქვენმა ძიძის ფუნქცია იკისროს: ეს თქვენს პირად ცხოვრებაში მის შემოჭრას ნიშნავს. ამიტომ უპირველეს ყოვლისა დედასთან ურთიერთობა მოაგვარეთ. როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მას თქვენი ქორწინებისა და ბავშვების დაბადების მიმართ? ალბათ ეს პერიოდი ძნელად გადაიტანა, რაც სავსებით ნორმალურია: შვილთან განშორება ყველა დედისთვის მტკივნეულია; ახლა კი ალბათ ცდილობს, ისევ "დაგისაკუთროთ".

ნუ ეცდებით მის შეჩერებას, უმჯობესია, მისი ენერგია საჭირო საქმისკენ მიმართოთ. დაფიქრდით, რაში შეუძლია დაგეხმაროთ ისე, რომ თქვენი და თქვენი მეუღლის დამოუკიდებლობა არ შელახოს. არც ის დაივიწყოთ, რომ მას შვილიშვილებთან ურთიერთობის სრული უფლება აქვს. ბებიის მზრუნველობა ბავშვებს ნამდვილად არ აწყენთ - ეს სწორედ ის არის, რაც ბავშვობას ცხოვრების ყველაზე ბედნიერ პერიოდად აქცევს.