-გამარჯობა. მყავს 2 კვირის და 3 დღის ბავშვი. ბუნებრივ კვებაზეა. ამობოყინება ძალიან უჭირს, ყველანაირი პოზა ვცადე მაგრამ ძაალიან იშვიათად აქარვებს. რაც ძალიან მაშინებს. ძილში რომ წამოაქაფოს ან რამე მაგის მეშინია. როგორ ამოვაქარვებინო? და კიდევ რომ მირჩიოთ თუ საკმარისია ზურგზე წოლა და თავი გვერდულად. რომ დაზღვეული ვიყო ამოღების შეემთხვევაში მასის უკან წაღების
-გამარჯობათ, ჩემი 3 წლის გოგონას ცვირიდან აქვს უსიამოვნო სუნი (მგონი ჩირქის) რისი ბრალი შეიძლება იყოს? გასულ ზამთარს ძალიან ხშირად იყო გაციებული, შეიძლება რომ ჰაიმორიტის ბრალი იყოს? არ აქვს თავის ტკივილი და არანაირი ჩივილი. უბრალოდ როცა ვეხუტები ძალიან უსიამოვნო სუნი აქვს (პირიდან არ აქვს) მადლობა პასუხისთვის
-5 წლის გოგოს აქვს მოყვითალო მომწვანო გამონადენი, ყოველდღე ვბან, მეორე პატარასას იგივენაირად ვბან მაგრამ ერთს აქვს ასეთი ფერის ცოტა გამონადენი, მეორეს არაფერი. რა იწვევს? ამასწინათ შარდში ქონდა ნალექი და ბაქტერია და ბისეპტოლით ვუმკურნალეთ, გასუფთავდა შარდიც. ახლა როცა საშოდან აქვს მოყვითალო მომწვანო ფერის გამონადენი- დამენიშნა ბისეპტოლი 120 იანი 2 დილას 2 საღამოს 5 დღის მანძილზე. სხვა არაფერი ჭირდება? ეს შველის ამ პრობლემას?
-სალამი. მსუბუქად მიმდინარე გასტრიტისა და 12 გოჯ. ნაწლ. წყლულის დროს,როცა არაა გართულება და ჩატარებულია მკურნალობა თუ შეიძლება ბაბუაწვერას კაფსულების მიღება? დიდი მადლობა
-ლიმონ-ჯანჯაფილის ჩაის დამზადება მასწავლეთ ვინც იცით და სასურველია თუ არა მისი მიღება ძილის წინ? მადლობა
-გამარჯობა.თუ შეიძლება მასწავლეთ როგორ დავამზადო ნატურალური საფერავიდან გემოგლობინის ასამაღლებელი საშუალება.დუღილით რომ კეთდება.მადლობა