/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება
მყავს 5 წლის გოგონა. არავითარ სურვილს არ ამჟღავნებს, სახლში რამე გააკეთოს. ერთი წლის წინ თავს მაბეზრებდა თხოვნით, რომ სახლის დალაგების ან კერძის მომზადების ნება მიმეცა, ახლა კი თავისი ოთახის დალაგებაც ეზარება.

როგორ მივაჩვიო, რომ სათამაშოებს მაინც მიუჩინოს თავ-თავისი ადგილი? თეა, 31 წლის

მიუხედავად იმისა, რომ 5 წლის ასაკში ბავშვს უკვე შეუძლია შეასრულოს ესა თუ ის დავალება, მის მთავარ მოტივაციად რჩება თამაში. როგორც ჩანს, მან "სახლობანა" უკვე ითამაშა. ბავშვებს ყველაფრის უფროსებთან ერთად კეთება უყვართ. თუ სთხოვთ, დაგავოს იატაკი, თქვენ კი ამ დროს ჭურჭელს რეცხავთ, მან შესაძლოა ჩათვალოს, რომ ყველაზე მოსაწყენი სამუშაოს შესრულება ხვდა წილად, ამიტომ დააკავეთ გოგონა იმ საქმით, რომლითაც თავად ხართ დაკავებული.

სცადეთ, შეიტანოთ საქმიანობაში თამაშის ან შეჯიბრების ელემენტი. მაგალითად, დამალეთ კანფეტი კარადის ყველაზე შორეულ კუთხეში, გოგონას კი უთხარით, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაგნებს მას, თუ კარადას დაალაგებს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

წელიწად-ნახევარია, გათხოვილი ვარ. დედამთილთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ახლახან შევიტყვე, რომ ის ურთიერთობას აგრძელებს ჩემი ქმრის ყოფილ შეყვარებულთან, რომელიც მას ხშირად ურეკავს. ჩემი ქმარი თავის შეყვარებულს ორი წელია დაშორდა. ვერ გამიგია, რატომ აგრძელებს მასთან ურთიერთობას ჩემი დედამთილი, ნუთუ ჩვენი ოჯახის დანგრევა სურს? მე მასთან ამ საკითხზე არ მისაუბრია. არ ვიცი, როგორ მოვიქცე, როგორ გავარკვიო ყველაფერი ისე, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა არ გაფუჭდეს. მარი, 26 წლის.

არც ერთი დედა არ დაუშვებს თავისი შვილის ცხოვრების დანგრევას. ესეც არ იყოს, მტკიცე და მოსიყვარულე ოჯახი ყოველგვარ სირთულეს გაუმკლავდება, თუმცა შინაგან უთანხმოებებს მისი შერყევა მართლაც ძალუძთ. დედამთილთან ამ თემაზე საუბარი არ ღირს - შესაძლოა, გაანაწყენოთ. თქვენი ეჭვი ქმარს გაანდეთ. პირდაპირ ჰკითხეთ, რა უნდა მის ყოფილ შეყვარებულს მათი ოჯახისგან. რაც შეეხება თქვენი დედამთილის მიერ შვილის ყოფილ შეყვარებულთან ურთიერთობის შენარჩუნებას, შესაძლოა ეს იყოს მოთხოვნილება, იზრუნოს ვინმეზე, რჩევა-დარიგება მისცეს, სწორ გზაზე დააყენოს. იქნებ თქვენი დედამთილი გოგონასთვის დედისა და მეგობრის როლს ასრულებს - უბრალოდ ჭორაობენ, ერთმანეთს ახალ ამბებს უყვებიან საერთო ნაცნობების შესახებ... გასაგებია, რომ თქვენ ეს არ გსიამოვნებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს გოგონა თქვენი ოჯახისთვის საშიშროებას არ უნდა წარმოადგენდეს.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

ქმარს გავეყარე. მყავს 12 წლის ბიჭი, რომელიც ჩემთან ერთად ცხოვრობს. ვხვდები მამაკაცს, რომელიც ჩემი თანატოლია. ის მშობლებთან ერთად ცხოვრობს და ოჯახის შექმნას არ ჩქარობს. ღირს თუ არა, ამ საკითხზე სიტყვა გადავუკრა? თამუნა, 36 წლის.

მამაკაცთა უმრავლესობა "შინაურია". სახლი მათთვის სტაბილურობასთან ასოცირდება. ისინი არ ფიქრობენ ოჯახურ ცხოვრებაში ცვლილებების შეტანაზე. მეორე მხრივ, თქვენს შვილს სრულფასოვანი ოჯახი სჭირდება. 36 წლის ასაკში მამაკაცი უკვე სავსებით მომწიფებული უნდა იყოს სერიოზული ურთიერთობისთვის, მაგრამ მას, როგორც ჩანს, აშინებს პასუხისმგებლობა ან არ იცის, რითი დაიწყოს. დაეხმარეთ მას, მაგრამ იყავით ძალიან ფრთხილად და მოიკრიბეთ სიმტკიცე, რადგან შესაძლოა, მისი ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობას შეეჯახოთ.

mkurnali.geმყავს შეყვარებული, რომელიც სხვა ქალაქში ცხოვრობს. შემომთავაზა, ცოლად გავყვე და მასთან გადავიდე საცხოვრებლად. მე ძალიან საინტერესო და მაღალანაზღაურებადი სამსახური მაქვს, არ მინდა მისი დაკარგვა, მით უმეტეს, მეეჭვება, რომ იმ ქალაქში ჩემს შესაფერის სამუშაოს ვიშოვი. არ ვიცი, როგორ მოვიქცე... ქეთი, 28 წლის

მოდი, საკითხს მეორე მხრიდანაც შევხედოთ: დაფიქრდით იმაზე, რა მოსაწყენი ცხოვრება აქვს მარტოხელა ბიზნეს-ლედის. მას ბედნიერება ნამდვილად აკლია, იმიტომ, რომ მნიშვნელოვან მომენტში არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება ბედნიერ და ჭკვიან ქალს - ის ყოველთვის პერსპექტიულია! თუ საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადახვალთ, ოჯახურ ბედნიერებას იპოვით, თანაც ისე, რომ არც ცოდნას დაკარგავთ და არც შრომით გამოცდილებას. თუ თქვენს ქალაქში საჭირო ხართ, თქვენზე მოთხოვნა სხვაგანაც იქნება. მეტიც: გარემოს შეცვლის შემდეგ შესაძლოა ბიზნესში ახალი ჰორიზონტები გადაგეშალოთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

როგორ მივაჩვიო, რომ სათამაშოებს მაინც მიუჩინოს თავ-თავისი ადგილი? თეა, 31 წლის

მიუხედავად იმისა, რომ 5 წლის ასაკში ბავშვს უკვე შეუძლია შეასრულოს ესა თუ ის დავალება, მის მთავარ მოტივაციად რჩება თამაში. როგორც ჩანს, მან "სახლობანა" უკვე ითამაშა. ბავშვებს ყველაფრის უფროსებთან ერთად კეთება უყვართ. თუ სთხოვთ, დაგავოს იატაკი, თქვენ კი ამ დროს ჭურჭელს რეცხავთ, მან შესაძლოა ჩათვალოს, რომ ყველაზე მოსაწყენი სამუშაოს შესრულება ხვდა წილად, ამიტომ დააკავეთ გოგონა იმ საქმით, რომლითაც თავად ხართ დაკავებული.

სცადეთ, შეიტანოთ საქმიანობაში თამაშის ან შეჯიბრების ელემენტი. მაგალითად, დამალეთ კანფეტი კარადის ყველაზე შორეულ კუთხეში, გოგონას კი უთხარით, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაგნებს მას, თუ კარადას დაალაგებს.

წელიწად-ნახევარია, გათხოვილი ვარ. დედამთილთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ახლახან შევიტყვე, რომ ის ურთიერთობას აგრძელებს ჩემი ქმრის ყოფილ შეყვარებულთან, რომელიც მას ხშირად ურეკავს. ჩემი ქმარი თავის შეყვარებულს ორი წელია დაშორდა. ვერ გამიგია, რატომ აგრძელებს მასთან ურთიერთობას ჩემი დედამთილი, ნუთუ ჩვენი ოჯახის დანგრევა სურს? მე მასთან ამ საკითხზე არ მისაუბრია. არ ვიცი, როგორ მოვიქცე, როგორ გავარკვიო ყველაფერი ისე, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა არ გაფუჭდეს. მარი, 26 წლის.

არც ერთი დედა არ დაუშვებს თავისი შვილის ცხოვრების დანგრევას. ესეც არ იყოს, მტკიცე და მოსიყვარულე ოჯახი ყოველგვარ სირთულეს გაუმკლავდება, თუმცა შინაგან უთანხმოებებს მისი შერყევა მართლაც ძალუძთ. დედამთილთან ამ თემაზე საუბარი არ ღირს - შესაძლოა, გაანაწყენოთ. თქვენი ეჭვი ქმარს გაანდეთ. პირდაპირ ჰკითხეთ, რა უნდა მის ყოფილ შეყვარებულს მათი ოჯახისგან. რაც შეეხება თქვენი დედამთილის მიერ შვილის ყოფილ შეყვარებულთან ურთიერთობის შენარჩუნებას, შესაძლოა ეს იყოს მოთხოვნილება, იზრუნოს ვინმეზე, რჩევა-დარიგება მისცეს, სწორ გზაზე დააყენოს. იქნებ თქვენი დედამთილი გოგონასთვის დედისა და მეგობრის როლს ასრულებს - უბრალოდ ჭორაობენ, ერთმანეთს ახალ ამბებს უყვებიან საერთო ნაცნობების შესახებ... გასაგებია, რომ თქვენ ეს არ გსიამოვნებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს გოგონა თქვენი ოჯახისთვის საშიშროებას არ უნდა წარმოადგენდეს.

ქმარს გავეყარე. მყავს 12 წლის ბიჭი, რომელიც ჩემთან ერთად ცხოვრობს. ვხვდები მამაკაცს, რომელიც ჩემი თანატოლია. ის მშობლებთან ერთად ცხოვრობს და ოჯახის შექმნას არ ჩქარობს. ღირს თუ არა, ამ საკითხზე სიტყვა გადავუკრა? თამუნა, 36 წლის.

მამაკაცთა უმრავლესობა "შინაურია". სახლი მათთვის სტაბილურობასთან ასოცირდება. ისინი არ ფიქრობენ ოჯახურ ცხოვრებაში ცვლილებების შეტანაზე. მეორე მხრივ, თქვენს შვილს სრულფასოვანი ოჯახი სჭირდება. 36 წლის ასაკში მამაკაცი უკვე სავსებით მომწიფებული უნდა იყოს სერიოზული ურთიერთობისთვის, მაგრამ მას, როგორც ჩანს, აშინებს პასუხისმგებლობა ან არ იცის, რითი დაიწყოს. დაეხმარეთ მას, მაგრამ იყავით ძალიან ფრთხილად და მოიკრიბეთ სიმტკიცე, რადგან შესაძლოა, მისი ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობას შეეჯახოთ.

mkurnali.geმყავს შეყვარებული, რომელიც სხვა ქალაქში ცხოვრობს. შემომთავაზა, ცოლად გავყვე და მასთან გადავიდე საცხოვრებლად. მე ძალიან საინტერესო და მაღალანაზღაურებადი სამსახური მაქვს, არ მინდა მისი დაკარგვა, მით უმეტეს, მეეჭვება, რომ იმ ქალაქში ჩემს შესაფერის სამუშაოს ვიშოვი. არ ვიცი, როგორ მოვიქცე... ქეთი, 28 წლის

მოდი, საკითხს მეორე მხრიდანაც შევხედოთ: დაფიქრდით იმაზე, რა მოსაწყენი ცხოვრება აქვს მარტოხელა ბიზნეს-ლედის. მას ბედნიერება ნამდვილად აკლია, იმიტომ, რომ მნიშვნელოვან მომენტში არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება ბედნიერ და ჭკვიან ქალს - ის ყოველთვის პერსპექტიულია! თუ საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადახვალთ, ოჯახურ ბედნიერებას იპოვით, თანაც ისე, რომ არც ცოდნას დაკარგავთ და არც შრომით გამოცდილებას. თუ თქვენს ქალაქში საჭირო ხართ, თქვენზე მოთხოვნა სხვაგანაც იქნება. მეტიც: გარემოს შეცვლის შემდეგ შესაძლოა ბიზნესში ახალი ჰორიზონტები გადაგეშალოთ.


ნათესავები არ მყავს. სამაგიეროდ, მყავს ბავშვობის მეგობარი, რომელიც ჩემთვის ერთადერთი უახლოესი ადამიანია. მასთან თავი მარტოსულად არასდროს მიგრძნია. ბოლო დროს კი ვატყობ, ის უფრო და უფრო მშორდება. ჩვენ სხვადასხვა უნივერსიტეტში ჩავაბარეთ, ჩემმა დაქალმა იქ ახალი მეგობრები შეიძინა, მე კი მისი დაკარგვა არ მინდა. როგორ მოვიქცე? ნატო, 20 წლის

თქვენთვის რთულია იმ გრძნობებთან გამკლავება, რომლებსაც თქვენში ცხოვრების ეს ეტაპი იწვევს. ვერავინ შეძლებს სხვისი საქციელის მართვას. იმედი ნუ გექნებათ, რომ აიძულებთ მეგობარს, სხვაგვარად მოიქცეს. სამაგიეროდ, თქვენ მოგეცათ შესაძლებლობა გაიაზროთ, რა როლი შეასრულა ამ მეგობრობამ თქვენს ცხოვრებაში და რა დაგრჩებათ ამ ურთიერთობისგან სამუდამოდ. როგორც ჩანს, მეგობარი ყოველთვის იყო თქვენი ფსიქოლოგიური ორეული, სარკე, ყველაფერს ერთდროულად აკეთებდით და ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყავით. ახლა თქვენ გაიზარდეთ და მოგეცათ შესაძლებლობა, იცხოვროთ დამოუკიდებლად და დაინახოთ მარტოობაში პოზიტიური მხარე - თავისუფლება.

ერთი წლის წინ გავიცანი ბიჭი და მეგონა, რომ ვიპოვე ადამიანი, რომელსაც ვუყვარვარ და ზრუნავს ჩემზე, მაგრამ უეცრად გავაცნობიერე, რომ ის ხელს მიშლის ვიცხოვრო ისე, როგორც ადრე ვცხოვრობდი. მისი მუდმივი კონტროლი ჩვენს ურთიერთობას ძალიან ართულებს, მისი მზრუნველობა ძალიან მომაბეზრებელი გახდა... შევთავაზე, დავშორებოდით ერთმანეთს, მაგრამ რამდენჯერაც ვცადეთ, იმდენჯერ შევრიგდით. მეორე მხრივ, მესმის, რომ ადვილად არაფერი მოდის... ღირს თუ არა ურთიერთობის გაგრძელება? სიყვარულს შეველიო თუ პირად თავისუფლებას? მარიამი, 19 წლის

თქვენ გააცნობიერეთ, რომ სასიამოვნო ურთიერთობას ნაკლებად სასიამოვნო მხარეებიც აქვს, მაგრამ არ ცდილობთ, ამის მიზეზი გაარკვიოთ. გრძნობთ, რომ მიჯაჭვული ხართ შეყვარებულს, მაგრამ მთელ დანაშაულს მას მიაწერთ. მშვენიერი უფლისწული ურჩხულად იქცა... გაცნობისას თქვენ გიხაროდათ, რომ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც თქვენზე ზრუნავს. ახლა კი აღმოაჩინეთ, რომ მზრუნველობას მეორე მხარეც ჰქონია - კონტროლი. გასაგებია, რომ თავდაპირველად ნათელმა მხარემ მიგიზიდათ - ალბათ, ეს ძალიან გაკლდათ ცხოვრებაში. იქნებ საქმე ის არის, რომ მამაკაცებზე ბავშვის შთაბეჭდილებას ტოვებთ, რომელსაც მზრუნველობა სჭირდება? დაფიქრდით, რა გიშლით ხელს იმაში, რომ სხვაგვარად მოიქცეთ და მიიქციოთ სხვა ტიპის მამაკაცების ყურადღება - მათი, ვინც მზად არის, პატივი სცეს საყვარელი ქალის თავისუფლებას.

ძალიან კრიტიკული ვარ ყველას მიმართ, ახლობელი იქნება ეს, მეგობარი თუ უცნობი. ყველას ნაკლს ვამჩნევ და ეს მაღიზიანებს. არ ვიცი, რა მოვუხერხო თავს, როგორ შევხედო ყველაფერს სხვა თვალით. ნანუკა, 35 წლის

ფსიქოლოგების აზრით, სხვების ნაკლოვანებათა აღმოჩენისკენ სწრაფვა საკუთარი თავის ავადმყოფური პატივისცემისა და შინაგანი არასრულფასოვნების მანიშნებელია, რომელსაც ადამიანი საკუთარ თავსაც კი არ უმხელს. როცა გარშემო მყოფთა არასრულყოფილებას ვამჩნევთ, გვეჩვენება, რომ მათ ფონზე ჩვენ უკეთ გამოვიყურებით გარდა ამისა, ის, რასაც სხვას ვსაყვედურობთ, ხშირად ჩვენივე ნაკლოვანებაა, რომელსაც ჯიუტად არ ვაღიარებთ. მიგაჩნიათ, რომ თქვენი დაქალი მეტისმეტად გასუქდა? - თქვენ რა, ყოველდღე ვარჯიშობთ? მეგობრის ცოლს სახლი მუდამ არეული აქვს? - თქვენ რა, ყოველთვის იდეალური წესრიგი გაქვთ? გარშემო მყოფთა მიმართ უკმაყოფილება - ეს არის სარკე, რომელშიც ფართოდ გახელილი და წრფელი თვალებით უნდა ჩაიხედოთ. კრიტიკულობის კიდევ ერთი მიზეზია ადამიანებთან დაახლოების გაუცნობიერებელი შიში. ის თავდაცვის ერთგვარი ხერხია - თითქოს ხელოვნურად ვქმნით ციხესიმაგრის კედელს. როცა სხვის ნაკლოვანებებზე ვლაპარაკობთ, ამით თითქოს თავს ვიმართლებთ იმის გამო, რომ არ გვინდა ვინმესთან ურთიერთობა. ხშირად ნაკლი ჰიპერტროფირებული, უკიდურეს ზომამდე მიყვანილი დადებითი თვისებაა. ნაცნობი ქალი უნიათო და გაუბედავი გეჩვენებათ? - იქნებ ეს მისი თავმდაბლობისა და რბილი ხასიათის ნიშანია? მეზობელი ქალი ძუნწია? - იქნებ ის, უბრალოდ, თავშენახული და პრაქტიკული დიასახლისია? ისწავლეთ ნაკლში ღირსების დანახვა. მიიღეთ ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან.