/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება
ფსიქოლოგი უპასუხებს „ოჯახის მკურნალის“ რედაქციაში შემოსულ წერილებს და გვირჩევს, თუ როგორ გავუმკლავდეთ ემოციურ პრობლემებს.

.

  • "ჩემი მოზარდი ბიჭუნა თავისი გარემომცველი წრის გავლენის ქვეშ მოექცა. ახლახან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი დაბრუნდა შინ... მერე ამაყად გამოაცხადა, რომ მეგობრებთან ერთად ლუდი მიირთვა. როგორც ჩანს, სურს ყველას დაუმტკიცოს, რომ უკვე დიდია. მაგრამ ალკოჰოლი ხომ საშიშია? როგორ ვესაუბრო მას ამ თემაზე?"

ნინო, 37 წლის

- მოზარდს ლექციები მხოლოდ აღიზიანებს. უბიძგებს, რომ დაარღვიოს უფროსების მიერ მიღებული წესები. სწორედ იმიტომ, რომ დაამტკიცოს - ისიც მოზრდილია. საკითხი სხვაგვარად დასვით: რატომ დასჭირდა მას, რომ ეს ვინმეს დაუმტკიცოს? იქნებ ოჯახში მას ისევ პატარად მიიჩნევენ?! დააკვირდით თქვენს ქცევას და უთხარით თქვენს შვილს, რომ ძალიან ღელავთ მის გამო, რომ ის ძალიან გიყვართ და გსურთ დაეხმაროთ, ბედნიერი იყოს.

  • "ძალიან ვბრაზდები იმის გამო, რომ ბებიაჩემი ძალიან ძველმოდურად იცვამს. ის ტანსაცმელი, რომელიც აცვია, საერთოდ არ უხდება. როგორ ვასწავლო, რომ რაღაც სტილი დაიცვას?"

ეკა, 12 წლის

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- ვფიქრობ, გაღიზიანება, რომლის შესახებაც შენ წერ, მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც უსიამოვნებები უნდა გქონდეს შენ თვითონ შენს ცხოვრებაში. გაწუხებს ურთიერთობები მშობლებთან, მასწავლებლებთან ან მეგობრებთან, მაგრამ პრობლემის მოგვარებას ვერ ახერხებ და ღიზიანდები სხვა ადამიანზე... დაფიქრდი, რა მოგწონს ბებიის, რის გამოც შენ ის გიყვარს, რის გამოც შენ მას აფასებ და მიხვდები, რომ ყველა ადამიანში შეიძლება დაინახო რაღაც კარგი და რაღაც ცუდი. და ის ამის გამო არ შეიძლება გახდეს ნაკლებად ახლობელი და ნაკლებად საყვარელი.

  • "ჩემი შეყვარებული იშვიათად მანებივრებს საჩუქრებით. დაბადების დღეზეც კი არაფერი უჩუქებია. ძალიან მწყინს! მაგრამ თუ ამის შესახებ ვეტყვი, იფიქრებს, რომ ანგარებიანი ვარ."

ელენე, 15 წლის

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

- ორი გამოსავალი გაქვთ: ან უნდა მოითმინოთ ან შეეცადოთ, აუხსნათ თქვენი განცდები. თუ გაჩუმებას გადაწყვეტთ, გირჩევთ მოემზადოთ განშორებისთვის (ადრე თუ გვიან). ის, ვინც ჩუმად აგროვებს წყენას, ბოლოს და ბოლოს ”აფეთქდება”. გსურთ შეცვალოთ სიტუაცია? შეწყვიტეთ განცდა ”ანგარებიანობის” გამო. რა არის იმაში ცუდი, რომ სიურპრიზები გინდოდეთ? თუ თვითონ ვერ ხვდება, უთხარით: ”საყვარელო, იცი, როგორ მიყვარს საჩუქრების მიღება. აი, ასეთი ანგარებიანი ვარ! გთხოვ, ხანდახან მაჩუქე რაიმე”.

  • "ცხოვრება თითქოს ჩემ გვერდით მიედინება: არც საყვარელი ადამიანია გვერდით, არც მეგობრები, ხოლო სულში - სრული სიცარიელეა. განაწყენებული ვარ გარშემო მყოფებზე, თუმცა ვიცი, რომ ისინი დამნაშავენი არ არიან. მაინც როდის მოვძებნი საკუთარ ნიშას ცხოვრებაში?"

ლიკა, 32 წლის

ასევე დაგაინტერესებთ
ფსიქოლოგიური მეთოდები, რომელიც გაიძულებთ თქვათ – კი!
ფსიქოლოგები ჭორის გაზიარების დადებით მხარეებზე საუბრობენ

- ვიღაც თქვენთან მიმართებაში ისე არ მოიქცა, როგორც თქვენ ისურვებდით და თქვენ აქამდე განიცდით ამას. ტკივილი საშუალებას არ გაძლევთ, ურთიერთობა დაამყაროთ სხვა ადამიანებთან... როგორმე ყურადღება მოიკრიბეთ! მოუხმეთ ფანტაზიას, როგორი შეიძლება ყოფილიყო თქვენი ”ნიშა ცხოვრებაში”? როგორ მოაწყობდით თქვენ მას და ვის მოიწვევდით სიამოვნებით იქ. ყველაფერი მოიფიქრეთ დეტალურად და ცვლილებები აუცილებლად დაიწყება. ამას ძალიან მალე იგრძნობთ.

  • "დედა გამუდმებით მაკონტროლებს, მამოწმებს, სურს, უსასრულოდ იყოს დაკავებული ჩემი აღზრდით. ამან ძალიან დამღალა. ჯერ საშინლად ვბრაზობ და ვყვირი, შემდეგ კი საკუთარი საქციელის მრცხვენია. როგორ ავუხსნა, რომ უკვე დიდი ვარ?"

ნუკა, 22 წლის

- დედათქვენის ასაკში (ის ალბათ 40-50 წლის იქნება) ქალის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პერიოდი დგება: ჩნდება სიბერის პირველი ნიშნები, შეგრძნება, რომ ცხოვრება მთავრდება. მოწიფული ქალიშვილის ყურება ამ განცდას ამძაფრებს. ამიტომ არის, რომ დედა ურთიერთობის ჩვეული ტიპის შენარჩუნებას ცდილობს. თქვენ კი, მიუხედევად იმისა, რომ ირწმუნებით, დიდი ვარო, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ გაზრდილხართ. დედის შენიშვნებიც ასე ამიტომ გაღიზიანებთ. როცა ყველაფერს უფრო მშვიდად შეხედავთ, დედათქვენის მზრუნველობა ასე ძალიან აღარ შეგაწუხებთ.

  • "მე და ჩემი შეყვარებული რამდენჯერმე დავშორდით ერთმანეთს. ის ყოველთვის პირველი მოდის შესარიგებლად. ახლაც ნაჩხუბრები ვართ. მართალია, სიტუაცია თანდათან წყნარდება, მაგრამ ვშიშობ, რომ ეს დიდხანს არ გასტანს. როგორ მივხვდე, რას გრძნობს ჩემი შეყვარებული ჩემს მიმართ?"

მარი, 20 წლის

- დაიწყეთ გულახდილი საუბრით. აღწერეთ, რა ხდება თქვენს სულში, რას განიცდით - ის ვერ შეძლებს ყოველივე ამის იგნორირებას. მისი საპასუხო ქცევა მიგახვედრებთ, როგორ მოიქცეთ შემდგომში.

  • "ჩემს ბიჭუნას საბავშვო ბაღში ”საცოლე” ჰყავს. ამბობს, რომ მალე ”ცოლადაც შეირთავს”. მის ჯგუფში ნამდვილი მექსიკური სერიალი თამაშდება: წყვილებად დადიან, შეხვედრისა და დამშვიდობებისას ერთმანეთს კოცნიან, ზოგჯერ ეჭვიანობის სცენებიც იმართება... ნუთუ ეს ნორმალურია?"

ნინიკო, 23 წლის

- ასეთი რამ 4-6 წლის ბავშვებისთვის სავსებით კანონზომიერია. ამ ასაკში ყოველი ჩვენგანი შეიცნობს საკუთარ თავს, აღმოაჩენს, რომ დედა და მამა წყვილია, თანდათან ხვდება, რომ როცა მშობლები კამათობენ ან ჩურჩულებენ, ეს ყოველთვის მას არ ეხება, რომ მათ შეიძლება თავიანთი საქმეები ჰქონდეთ. ბავშვები სიამოვნებით ბაძავენ მოზრდილ ადამიანებს. როცა ესმით, როგორ საუბრობენ უფროსები სიყვარულზე, ეჭვიანობაზე, პაემანზე, მათაც უჩნდებათ სურვილი, ისაუბრონ ამ ენაზე და თანდათანობით ითვისებენ თანაბარუფლებიან პარტნიორულ ურთიერთობათა მოდელს.

  • "ძალიან მომწონს ერთი ბიჭი, ის კი არც მესალმება. ჩვენს შორის თითქოს დაიწყო კიდეც მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ ერთხელ დამინახა, რომ ჯგუფელებთან ფლირტით ვიყავი გართული და მას შემდეგ ზედაც არ მიყურებს. როგორ მოვიქცე?"

ელენე, 19 წლის

- როგორც ჩანს, ახალგაზრდა, რომელიც მოგწონთ, ძალიან მორიდებული, შებოჭილი და თავდაჯერებას მოკლებული ადამიანია. როდესაც სხვა ვაჟების გარემოცვაში დაგინახათ, დაასკვნა, რომ თქვენს სხვა თაყვანისმცემლებს მეტოქეობას ვერ გაუწევდა. გააქტიურდით, მოიკრიბეთ გამბედაობა და ინიციატივა საკუთარ ხელში აიღეთ, აჩვენეთ, რომ მოგწონთ. ეს მას საპასუხო ნაბიჯის გადადგმაში დაეხმარება.

  • "პირად ცხოვრებაში რატომღაც არ მიმართლებს. თითქოს ურიგო გარეგნობა არ მაქვს, მაგრამ შეყვარებული დღემდე არ მყავს. მხოლოდ ისეთ მამაკაცებს მოვწონვარ, ვისთან ურთიერთობაც არ მსიამოვნებს. რაშია საქმე? სად ვუშვებ შეცდომას?"

თაკო, 22 წლის

- როცა ქალს თავი აგრესიულად უჭირავს - მკვეთრ შენიშვნებს იძლევა, უხეშად ხუმრობს - მამაკაცები ფრთხებიან. ზოგიერთს კი ისეთი გოგონებიც აფრთხობთ, ზედმეტად რომ იპრანჭებიან. ყველაფერს სჯობს, ესაუბროთ მეგობარ ვაჟს, რომლისგანაც შეიტყობთ, როგორ გიყურებენ ახალგაზრდა კაცები.

  • "სამი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს, ზოგჯერ ვჩხუბობდით კიდეც. ის მებუტებოდა და გარბოდა, მე კი ყოველთვის პირველი ვდგამდი ნაბიჯს შერიგებისკენ. შემდეგ ჯარში გაიწვიეს. მე ველოდი, ჩვენთვის ბინაც შევარჩიე, მაგრამ იქ ცხოვრება ვერ მოვასწარით - ისევ მეჩხუბა და მიმატოვა, მიუხედავად იმისა, რომ მე ყველაფერი ვიღონე ურთიერთობის გადასარჩენად. მოგვიანებით კი მითხრა, რომ მე თავს ვახვევ საკუთარ თავს და ძალას ვატან, რომ ჩვენმა რომანმა თავისი თავი ამოწურა. რას ნიშნავს ეს?"

ტატა, 22 წლის

- ჩანს, რომ ეს ურთიერთობა მხოლოდ თქვენ გჭირდებათ, მამაკაცს კი თქვენს ნებას უმორჩილებთ. ხელსაც პირველი უწვდით და ბინასაც თქვენ შოულობთ. მაგრამ ნორმალურ ურთიერთობაში ორნი უნდა მონაწილეობდნენ. პრობლემების ნაწილს თქვენ უნდა წყვეტდეთ, ნაწილს კი - თქვენი პარტნიორი. ისწავლეთ მისი ნდობა: მიეცით საშუალება, ყველაფერი თვითონ გადაწყვიტოს და შედეგებზეც თვითონვე იყოს პასუხისმგებელი, თქვენ კი მხოლოდ თვალყური ადევნეთ, მოუსმინეთ და მადლიერება აგრძნობინეთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები