/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

როცა ღალატია!

როცა ღალატია!
როდესაც თქვენი საყვარელი მამაკაცი სხვასთან დაინახეთ! რატომ მოიქცა ასე? რას უნდა დააბრალოთ?

სასიყვარულო სამკუთხედების უნივერსალური „თეორემა“, რომელიც ცხოვრების ყველა შემთხვევას მიესადაგება, არ არსებობს. თუ ასეთ უსიამოვნო სიტუაციას შეეჯახეთ, უნდა მიაგნოთ მომხდარის მიზეზს. სხვაგვარად როგორ მოაგვარებთ ურთიერთობას და მომავალში თავიდან აიცილებთ ღალატს?

მაინც რატომ გვატყუებენ მამაკაცები?

აი, ხუთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი:

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

1. მამაკაცს სურს, აიმაღლოს თვითშეფასება

როგორ დავუმტკიცოთ მამაკაცთა ახალ კომპანიას „პროფვარგისობა“? ბევრს ამის საუკეთესო საშუალებად ღალატი მიაჩნია. რაც მეტ ქალს ჩაიწვენს ლოგინში, მით უფრო ემატება თავდაჯერება. ღალატის ეს ტიპი შეიძლება მავნე ჩვევებს მივაკუთვნოთ - ისინი ხომ ფსიქოლოგიურ სირთულეებთან გამკლავებაში ეხმარება მამაკაცს: მოწევა ამშვიდებს, ალკოჰოლი აბუნდოვანებს აღქმას. სხვა ქალთან სექსი კი მამაკაცს პირადი პრობლემების გადალახვას უადვილებს. მაგალითად, მაშინ, როცა ურთიერთსაპირისპირო გრძნობები ტანჯავს: ერთი მხრივ, სურს ყოვლისმომცველი სიახლოვე თქვენთან, მეორე მხრივ კი, უფრთხის თავისუფლების დაკარგვას. ამიტომაც დარბის აქეთ-იქით. ღალატში ეძებენ შვებას სუსტი ნებისყოფის, სხვის გავლენას დაქვემდებარებული მამაკაცები. ასეთი ქცევის მიღმა მტკიცე ფასეულობების უქონლობა, უსუსურობა იმალება.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

როგორ მოვიქცეთ?

თუ ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ, ხანგრძლივი ერთობლივი მუშაობა მოგიწევთ: მოიკრიბოთ მოთმინება და გამჭრიახობა, რათა გაარკვიოთ, რა აწუხებს მას, მერე კი ერთად იპოვოთ გამოსავალი.

2. სად ხარ, ჩემო საყვარელო?

გაგიგონიათ ოდესმე, როგორ ყვირის იმედგაცრუებული მამაკაცი, რომელმაც ვერ შეძლო სატრფოს გულის მონადირება? ალბათ, არა. იმიტომ, რომ მამაკაცები, ჩვეულებრივ, არ ყვირიან. ისინი ჩუმად აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ, რათა ქალების ყურადღება მიიპყრონ. ღალატობენ კიდეც. ლოგიკა მარტივია: მამაკაცს მიაჩნია, რომ როცა სხვა ქალთან დაინახავთ, ინანებთ, რომ მის სიყვარულს არ აფასებდით და ეგებ ჰგონია კიდეც, რომ იბრძოლებთ მის დასაბრუნებლად. ზოგჯერ ღალატი თავისებური სიგნალია, რომლითაც მამაკაცი შველას ითხოვს. ის ამგვარად ცდილობს მიგახვედროთ, რომ დროა, ურთიერთობაში რაღაც შეიცვალოს, რათა დაბრუნდეს ადრინდელი გრძნობა და ვნება. „განა არ შეიძლებოდა ამის შესახებ ადამიანურად საუბარი?“ - იკითხავთ თქვენ. რა თქმა უნდა, უმრავლესობა ასეც იქცევა, თუმცა, მამაკაცი ხშირად თვითონაც ვერ აცნობიერებს, რა არ მოსწონს ამ ურთიერთობაში.

როგორ მოვიქცეთ?

უთხარით თქვენს საყვარელ მამაკაცს, როგორ გატკინათ გული იმით, რომ ზემოქმედების სწორედ ასეთი გზა აირჩია და შეეცადეთ გაარკვიოთ, მაინც რას ეძებდა სხვა ქალის მკლავებში. ახალ შეგრძნებებს? მაინც როგორს? თუ მოინდომებთ, ალბათ შეძლებთ, თქვენს ურთიერთობას ფერები შემატოთ, ახალი განცდებით აავსოთ.

3. შურისძიება

ზოგიერთი მამაკაცი ადვილად ვერ ივიწყებს წყენას, ბოღმიანია, თავმოყვარე. ამასთან, მამაკაცთა საზოგადოებაში მიღებულია, სამაგიერო გადაუხადონ მას, ვინც აწყენინა, ქალსაც კი, ოღონდ ამ შემთხვევაში ურტყამენ არა სახეში, არამედ ნერვებზე. ასეთი რა შეიძლება დააშავოს ახალგაზრდა ქალმა, რომ პარტნიორს შურისძიების სურვილი აღუძრას? მაგალითად, მოატყუოს ან აფიქრებინოს, რომ თვითონვე უღალატა. ამ შემთხვევაში მამაკაცი სამაგიეროს გადახდას ეცდება, თანაც მოინდომებს, დაუმტკიცოს გარშემო მყოფებსაც და საკუთარ თავსაც, რომ ქალის საქციელს სრულიადაც არ აუღელვებია - ის საკუთარი თავის ბატონ-პატრონია და თვითონვე წყვეტს, ვისთან დაწვეს და ვისთან - არა. პრინციპი „თვალი თვალისა წილ“ განსაზღვრავს მის ქცევას.

როგორ მოვიქცეთ?

თუ მართლაც მიეცით საყვარელ მამაკაცს ეჭვიანობის საბაბი, ესაუბრეთ გულახდილად, აუხსენით თქვენი ქცევის მიზეზი. გახსოვდეთ, მისი ღალატი არ არის ახალი სიყვარულის პოვნის მცდელობა, ეს შეურაცხყოფილი ადამიანის სასოწარკვეთილი ნაბიჯია. თუ ბრალი არაფერში მიგიძღვით, კარგად დაფიქრდით - ეჭვიანი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ამავე დროს შურისმაძიებელიც არის, არც მომავალში მოგასვენებთ თავისი ეჭვიანობით.

4. დასანანი შემთხვევითობა

კაცი მივლინებაში წავიდა, გაიცნო სასიამოვნო ახალგაზრდა ქალი, გაჩაღდა ხანმოკლე რომანი... ან კორპორაციული წვეულების შემდეგ კოლეგასთან ერთად გაეღვიძა... ასეთი ღალატი „შემთხვევითია“, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნაკლებად გულსატკენია მისთვის, ვისაც უღალატეს.

როგორ მოვიქცეთ?

ზოგჯერ მამაკაცი ყველაფერში „იმ ქალს“ ადანაშაულებს. ეს ნიშნავს, რომ ის მზად არ არის, პასუხი აგოს თავის გადაწყვეტილებებზე და, სავარაუდოდ, ვერც მომავალში იკისრებს პასუხისმგებლობას. მას არ შესწევს უნარი, დაუფიქრდეს თავის საქციელს და მის შედეგებს. თუ მამაკაცი აღიარებს შეცდომას და სინანულს გამოხატავს, ისღა დაგრჩენიათ, აპატიოთ. აგრძნობინეთ, რა ძლიერ ხართ შეურაცხყოფილი, ოღონდ ზედმეტი ისტერიკის გარეშე. იპოვეთ საკუთარ თავში ძალა და მიიღეთ მისი საქციელი როგორც უკვე მომხდარი ფაქტი, რომელსაც თქვენს პიროვნებასთან კავშირი არ აქვს - ის ხომ გეფიცებათ, რომ მხოლოდ თქვენ უყვარხართ.

5. კულმინაცია და კვანძის გახსნა

დაშორება ყოველთვის ადვილი არ არის. სიბრალულის ან ჩვევის გამო მამაკაცი აგრძელებს ერთ ქალთან შეხვედრას, მაგრამ მეორეზე ფიქრობს.

როგორ მოვიქცეთ?

უნდა გაუშვათ, სასურველია, მშვიდობიანად, და აგრძნობინოთ, რომ გზა ხსნილი აქვს. რა თქმა უნდა, ეს ძნელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჯერ კიდევ გიყვართ. მზად ხართ, აპატიოთ კიდეც, მაგრამ... საქმე ის არის, რომ მას პატიება არ სჭირდება - ურთიერთობის დასრულება სურს, ამიტომ კიდევ და კიდევ შეეცდება განხეთქილების პროვოცირებას. ტკივილს ამძაფრებს იმის ცოდნა, რომ მან უბრალოდ კი არ მიგატოვათ, არამედ სხვასთან მიდის. ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ ის ქალი გჯობიათ? ეცადეთ, მოიშოროთ ამგვარი ფიქრი - ურთიერთობა ასეთ მარტივ სიდიდეებზე არ დაიყვანება. უბრალოდ, მამაკაცი თვითონვე შეიცვალა და იპოვა ადამიანი, რომელთანაც ამ ეტაპზე სურს სიახლოვე. ეს შესანიშნავი მოტივია, თვითონაც შეიცვალოთ, თვალი გადაავლოთ თქვენს ურთიერთობებს, დამოკიდებულებებს, ფასეულობებს, გაიზარდოთ. როდესაც თქვენი საყვარელი მამაკაცი სხვასთან დაინახეთ! რატომ მოიქცა ასე? რას უნდა დააბრალოთ?

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

როცა ღალატია! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები