არასოდეს ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

არასოდეს ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში

არასოდეს ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში
ქალი ბუნების მშვენიერი ქმნილებაა, ის ბედნიერებას იმსახურებს, თუმცა ყველა როდი იყენებს ბედნიერების შანსს. ბევრს აქვს უსიამოვნო მოლოდინის განცდა, რაც უსუსურობის შეგრძნებას და საბოლოოდ, სასოწარკვეთილებას იწვევს. ქალები ხშირად ამბობენ, რომ მათ ბედი არ სწყალობთ. განაგებს თუ არა ყველაფერს ბედი?

ბედი შემოთავაზებულ გარემოებებში ცხოვრებას ნიშნავს. თუ შევძელით გარემოებების შეცვლა, შეიცვლება ბედიც. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ვუფრთხით საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან გულის სიღრმეში გვჯერა, რომ ამას ვერ შევძლებთ.


ვინ დგას შენ ზურგს უკან?

მაინც სად იღებს სათავეს ეს ნეგატიური მოლოდინი? ფსიქოლოგების აზრით, შორეულ
ბავშვობაში. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ რვა წლის ასაკისთვის ადამიანი უკვე ფლობს ცხოვრებისეული სცენარების 95%-ს, რომლებიც ოჯახური ტრადიციებიდან არის აღებული, ამიტომ ყოველთვის, როცა კი წარმოვთქვამთ ჯადოსნურ ფრაზას: “არ შემიძლია”, - ყური მივუგდოთ ჩვენს შინაგან ხმას. იქნებ ეს დედის ხმაა, მშობლიური, თბილი ხმა, რომელსაც არასოდეს უცდია, გამოემუშავებინა ჩვენთვის
დამოუკიდებლობა... ის ყოველთვის თვითონ გვიკრავდა ღილებს და თასმებს, იმიტომ, რომ სამსახურში ეჩქარებოდა... მაგრამ ჩვენ ხომ ამის გაკეთება შეგვეძლო - უბრალოდ, ხელს გვიშლიდნენ. სწორედ ასე ხდება ჩვენს ცნობიერებას შეჩვეული უსუსურობის განმტკიცება. “არ შემიძლია” - ამ ფრაზის უკან ყოველთვის წარსულის კონკრეტული ეპიზოდია. ვცადოთ, აღვიდგინოთ მეხსიერებაში მისი ყოველი წვრილმანი: ბგერები, სუნი, ფერები, სახეები, გარშემო მყოფთა ცალკეული მოქმედებები... ვცადოთ, ხელახლა განვიცადოთ ყოველივე ეს და აზრობრივი აქცენტები სხვაგვარად დავსვათ. რისთვის? იმისთვის, რომ მოვიკრიბოთ ძალა, გამბედაობა და ყველაფერი ვიღონოთ “არ შემიძლიას” გადასალახავად.


მაქვს უფლება!

ბევრი ახალგაზრდა და სიმპათიური ქალისგან გაგვიგონია: “მე ვერ გავთხოვდები”. ყველაზე საინტერესო ამ ფრაზის გაგრძელებაა: “...იმიტომ, რომ შეუხედავი ვარ, მაინც მიმატოვებენ”, “იმიტომ, რომ ნორმალური მამაკაცები აღარ არსებობენ”, “იმიტომ, რომ ასეთი ბედი მაქვს...” გონება დაძაბეთ და წარმოიდგინეთ ახლობელი, რომელიც გონებაში ამ აზრს გიბეჭდავთ და შეეცადეთ, ამ ნეგატიური მოლოდინისგან “გადაეწყოთ”. უთხარით საკუთარ თავს: “მე სრული უფლება მაქვს, მქონდეს საკუთარი, სრულიად განსხვავებული ბედი!” პარადოქსია, მაგრამ სატანჯველისგან თავის დახსნა უფრო გვაშინებს, ვიდრე თვით სატანჯველი. რატომ? იმიტომ, რომ ტანჯვას უკვე შევეჩვიეთ, უკეთ ვახდენთ ორიენტირებას ცხოვრების ამ “ჩრდილოვან” ნაწილში, თავს ვირწმუნებთ, რომ სუფთა სინდისით ვცხოვრობთ; ცხოვრების ნათელ, “მზიან” ნაწილში გადასვლა, სადაც არის ბედნიერება, წარმატება, ძალაუფლება, გავლენა, ცხოვრების სიხარული, გვაშინებს მოსალოდნელი სირთულეებითა და შესაძლო მარცხით: “მე დავკარგავ საკუთარ სახეს, შევირცხვენ თავს, შევარცხვენ ახლობლებს და უარმყოფენ!” უთხარით საკუთარ თავს: “ცდა ბედის მონახევრეა! თამამად უნდა გადავდგა ნაბიჯი იდუმალი ბედისკენ!”


შეცვალე მომავალი!

თვითშთაგონებას ძალიან დიდი ძალა აქვს: თუ ნეგატიური განწყობით ვიცხოვრეთ, დავეხმარებით ჩვენი “წინასწარმეტყველების” ასრულებას. თუ თავი დაირწმუნეთ, რომ “სივრცითი კრეტინიზმი” გაქვთ, ვერასოდეს გაბედავთ მარტო მოგზაურობას; თუ თავს შთააგონეთ, რომ “მოუქნელი” ხართ, მთის თხილამურებზე ან სნოუბორდზე შედგომის ყოველი ცდა თავიდანვე განწირულია; თუ თავს მოსაწყენ ადამიანად მიიჩნევთ, ამით ართმევთ თავს შანსს, ოდესმე გაუბათ საუბარი რომელიმე საინტერესო ადამიანს; თუ ზომიერება თქვენი მთავარი საქმიანი თვისებაა, პროფესიულ ზრდასა და კარიერაზე ფიქრიც კი ზედმეტია. თუ არ გექნება საკუთარი ძალების რწმენა, მიღწევებს ყოველთვის რაღაც გარემოებებს მიაწერ. ასეთ პოზიციას მხოლოდ ერთი უპირატესობა აქვს: თავს იმედგაცრუებისგან იცავ, ხოლო შეცდომებსა და მარცხს კანონზომიერებად მიიჩნევ: “რა ჩემი ბრალია, ასეთია ცხოვრება”. მაგრამ ეს უპირატესობა საეჭვოა... რა თქმა უნდა, ძნელია ბავშვობის გამოცდილების დამსხვრევა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, გავლენა მოვახდინოთ მომავალზე, ამისთვის კი უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენს ქცევაზე, ჩვენს გადაწყვეტილებებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. საბედნიეროდ, მეხსიერებაში პოზიტიური გამოცდილების განმტკიცებაც ხდება, ხოლო ის, ვინც საკუთარ ძალებს ირწმუნებს, აღარ იქცევა იმედგაცრუებულ, წარუმატებელ ადამიანად. ამას ყველა ქალისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ყოველდღე უმეორეთ საკუთარ თავს: “ხვალ ახალი დღე გათენდება და შესაძლოა, ყველაფერი გაცილებით უკეთ აეწყოს...”
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული ექიმები
რეკომენდებული პროდუქტები
დატვირთული რეჟიმის მქონე პირებისთვის
ფასი: 29.9
დამამშვიდებელი საშუალება
ფასი: 28.9
5 HPT დეპრესიის საწინააღმდეგო -60 აბი
ფასი: 49.5
მსგავსი სიახლეები
ზეითუნის ზეთი ერთ-ერთი სასარგებლო ცხიმია, ის არის საკაზმიც,
05-02-2019
ღამის ცვლაში მომუშავე ქალებს შეიძლება მენოპაუზა ნაადრევად (45 წელზე ადრე) დაეწყოთ.
05-03-2019
სამწუხაროდ, ქალების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს კოსმეტოლოგიურ სალონებში ვიზიტის ჩვევა, დრო და საშუალება.
04-10-2018
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
კატეგორიის სხვა სტატიები
სტრესი სამსახურში XXI საუკუნის ნამდვილი ეპიდემიაა. საოფისე ტიპის სამსახურების თანამშრომელთა მესამედზე მეტი პერმანენტულ
პირველ ხანებში ერთად ცხოვრება ბედნიერებას გვანიჭებს.
როცა ახლობლის შესახებ რაღაც ვიცით, რაც მისთვის უცნობია, ამ ინფორმაციას ხშირად საიდუმლოდ ვინახავთ,
ზაფხულის დასაწყისი ბევრი ადამიანისათვის გამოცდების ციებ-ცხელებას უკავშირდება.
სო­ფელ აღა­ი­ან­ში 16 წლის ბავ­შვი, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად დედა იყო, სა­კუ­თა­რი 7 თვის შვი­ლის მკვლე­ლი გახ­და. პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან
სასიყვარულო სამკუთხედების უნივერსალური „თეორემა“, რომელიც ცხოვრების ყველა შემთხვევას მიესადაგება, არ არსებობს.
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად