/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

მანგო დადებითად მოქმედებს თვალის რქოვანის მდგომარეობაზე, მისი წვენი კი სისხლძარღვების კედლებს ამაგრებს

მანგო დადებითად მოქმედებს თვალის რქოვანის მდგომარეობაზე, მისი წვენი კი სისხლძარღვების კედლებს ამაგრებს
რისთვისაა სასარგებლო მანგო და როგორ მოვამზადოთ მისგან ანტისტრესული კოქტეილი.

მანგოს ნაყოფი შეიცავს C ვიტამინს და ფერმენტებს, რომლებიც აფერხებს ნაოჭების გაჩენას, ხელს უწყობს და ასტიმულირებს კოლაგენური ბოჭკოების წარმოქმნას, რომელთა მდგომარეობაზეც ბევრად არის დამოკიდებული კანის ელასტიკურობა და სიმკვრივე.

მანგო სასარგებლოა გულისა და სისხლძარღვებისთვის - ერთ მოზრდილ ნაყოფს შეუძლია დააკმაყოფილოს ორგანიზმის სადღეღამისო მოთხოვნილება კალიუმზე, რომელიც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური მოქმედებისთვის. ახალგამოწურული მანგოს წვენი ხელს უწყობს სისხლძარღვის კედლების განმტკიცებას. ის შეიძლება გამოვიყენოთ ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვისაც.

მანგო სასარგებლოა მხედველობისთვის. ის შესანიშნავი წყაროა კაროტინისა (პროვიტამინი A), რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება რეტინოლად და აქტიურად მონაწილეობს მხედველობით პროცესებში, დადებითად მოქმედებს თვალის რქოვანას მდგომარეობაზე.

მანგო სასარგებლოა თირკმელებისთვის. წყლისა და მინერალური ნივთიერებების მაღალი შემცველობის წყალობით ის შესანიშნავად წმენდს ორგანიზმის ამ ბუნებრივ ფილტრს და ხელს უწყობს მის ნორმალურ ფუნქციობას. შეეცადეთ, ჩართოთ მანგო განტვირთვის დღეების რაციონში - ამით გაიუმჯობესებთ ნივთიერებათა ცვლას და თავიდან აიცილებთ შეშუპებას.

მანგო სასარგებლოა ნერვული სისტემისთვის. ის დიდი რაოდენობით შეიცავს გლუკოზას, რომელიც ხელს უწყობს ენერგიის მომატებას და კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ერთი ჭიქა მანგოს წვენი, თუ მას დილით მიირთმევთ, მთელი დღის სამყოფი ენერგიით მოგამარაგებთ. თუმცა მანგოს ენერგეტიკული ღირებულება 100 გრამზე მხოლოდ 70 კკალორიაა.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, ვარ 59 კილო და მინდა წონის დაკლება. უკვე საკმაოდ დიდი ხანია არ ვიღებ შაქრის არანაირ სახეობას ხილის გარდა, არ ვჭამ ხორცს (გარკვეული მიზეზების გამო) ზეთში არაფერს არ ვწვავ,მარტო ვაცხობ და ვიკვებები დღეში 3 ჯერ, ვცდილობ დავიკლო წონაში, მაგრამ პირიქით ვიმატებს. იქნებ მირჩიოთ რამე ან დამანახოთ სად ვუშვებ შეცდომას? სიმაღლე 163. დიდი მადლობა წინასწარ.</p>

მანგო სასარგებლოა კიბოს პროფილაქტიკისთვის. მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით - ნივთიერებებით, რომლებიც ბოჭავს სიმსივნის განვითარების მაპროვოცირებელ თავისუფალ რადიკალებს.

ანტისტრესული კოქტეილი

ასევე დაგაინტერესებთ
მანგო სიმსუქნისა და ტიპი 2 დიაბეტის წინააღმდეგ

3 სუფრის კოვზ მანგოს რბილობს შეურიეთ ერთი სუფრის კოვზი წიწიბურას თაფლი და 0,5 ჭიქა თბილი რძე. მიიღეთ მცირე ულუფებად.

თირკმლის კენჭოვანი დაავადების დროს

აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის სტაფილოსა და მანგოს ახალგამოწურული წვენები. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, ერთი თვის განმავლობაში.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ჯანმრთელი ბინა
ჯანმრთელი ბინა
ყველა ოჯახს ცხოვრების საკუთარი რიტმი, სტილი, თავისი საყვარელი საქმიანობა და ჩვევები აქვს, რაც ბინის შესაბამისად მოწყობას მოითხოვს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

"დილით - მწვანილი, საღამოს - მწვანილი..." - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"დილით - მწვანილი, საღამოს - მწვანილი..."

სხვა თუ არაფერი, წარმოიდგინეთ, რა გემო ექნებოდა ჩვენს საყვარელ კერძებს ამ სურნელოვანი მცენარეების გარეშე! მაგრამ არომატი მწვანილის ერთადერთი ღირსება როდია - ის ორგანიზმისათვის ფრიად სასარგებლო პროდუქტი გახლავთ.

  • ქინძი

ქინძის სპეციფიკური გემო და სურნელი ყველას როდი უყვარს. სწორედ ამ თვისების გამო იყო, ძველმა ბერძნებმა ხუმრობით “კორიანდრი” რომ უწოდეს. “კორის” ბერძნულად ბაღლინჯოს ნიშნავს, “ანონ” კი ანისი ანუ ანისურაა. საქმე ის გახლავთ, რომ ძველ ელინებს ქინძის სურნელი ბაღლინჯოს სუნს აგონებდათ. თუმცაღა ამპარტავანი ელინების აბზეკილ ცხვირს ქინძისთვის ბევრი არაფერი დაუკლია - კაცობრიობა მას დიდად აფასებს. ქვეყანას ვერ იპოვით, სამზარეულოში მისთვის საპატიო ადგილი რომ არ ჰქონდეთ მიჩენილი. აღმოსავლეთში ეს მცენარე ცნობილი საკაზმის, კარის, უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ნორჩი ქინძი განსაკუთრებით მდიდარია B1, B2, C და P ვიტამინებითა და კაროტინით.

ხალხური მედიცინა ამ მწვანილს საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად იყენებდა. ქინძი აძლიერებს მადას, აწესრიგებს ძილს, აქვეითებს სისხლის წნევას, აქვს შარდმდენი და ორგანიზმის მომაძლიერებელი ეფექტი.

  • ოხრახუში

ოხრახუში თამამად შეგიძლიათ მოაყაროთ ნებისმიერ კერძს და რაც შეიძლება უხვად მიირთვათ. ეს მწვანილი მადას აღძრავს და საჭმლის მონელებას უწყობს ხელს. კალციუმი, რკინა, ფოსფორი მის ფოთლებში გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა ბოსტნეულში. გარდა ამისა, ოხრახუში C ვიტამინის უხვი შემცველობით გამოირჩევა. ასკორბინის მჟავა მასში სამჯერ მეტია, ვიდრე ლიმონში. ოხრახუში კალიუმსა და ნატრიუმსაც შეიცავს, ამიტომ განსაკუთრებით მათთვისაა სასარგებლო, ვისაც გულის, თირკმელების, შარდის ბუშტის პათოლოგიები აწუხებს.

მამაკაცების საყურადღებოდ: სატრფოსთან შეხვედრის წინ ეს მწვანილი უხვად უნდა მიირთვათ - მეცნიერებმა მასში ერექციის გამახანგრძლივებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს.

  • კამა

კამის სახელიც ბერძნულიდან წარმოდგება და “სურნელოვანს” ნიშნავს. კამა უხვად უნდა ჩააჭრათ სალათებსა და წვნიანებს. ის C ვიტამინს, კალიუმსა და საკმაოდ ბევრ რკინას შეიცავს, ამიტომ ძალიან კარგია ანემიის დროს. კამა სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის სხვადასხვა დარღვევისას. ამიტომ არის, რომ ჩვილებს მუცლის შებერვის თავიდან ასაცილებლად კამის წყალს უნიშნავენ. ამავე მიზნით კამის წყალი შეიძლება ბავშვებმა და მოზრდილებმაც მიირთვან.

კამას იყენებენ გულის რიტმის დარღვევის, ჰიპერტონიული დაავადების სამკურნალოდ და ათეროსკლეროზული პროცესების შესაფერხებლად.

  • მჟაუნა

მჟაუნას ნორჩი ფოთლები ვიტამინებით საოცრად მდიდარია. C ვიტამინი მასში იმდენია, რამდენიც ლიმონში და ორჯერ მეტი, ვიდრე ანანასში. მინერალური ნივთიერებებიდან, უპირველეს ყოვლისა, რკინა და კალიუმი უნდა ვახსენოთ.

მჟაუნას გაუხეშებულ ფოთლებში დიდი უხვად გროვდება მჟაუნმჟავა, რომელიც არცთუ ისე სასარგებლოა. ასე რომ, თუ მჟაუნას წვნიანის მომზადებას განიზრახავთ, მხოლოდ ნორჩი, ქორფა ფოთლები გამოყენეთ.

ხალხური მედიცინა მჟაუნას უძველესი დროიდან იყენებს. ძველად მის ფოთლებს სისხლდენის შესაჩერებლად ჭრილობებზე აფენდნენ. მჟაუნას წვენი ნაღველმდენი და ანტისეპტიკური მოქმედებით გამოირჩევა. თუ თირკმლის რომელიმე პათოლოგია გაწუხებთ, მჟაუნა შედარებით ნაკლები მიირთვით.

  • რეჰანი

რეჰანი ნაზი, სითბოს მოყვარული მწვანილია. შუა საუკუნეების “სააქიმო წიგნებში” მას სასწაულმოქმედ მცენარედ მოიხსენიებენ. ძველი წყაროების თანახმად, თურმე რეჰანი ძლიერ აღვივებდა ვნებას, მის ფხვნილს კი შაკიკიანი ავადმყოფები ყნოსავდნენ.

რეჰანის საუცხოო სურნელი და გემო მასში შემავალი ეთერზეთების დამსახურებაა, მის სასარგებლო თვისებებს კი P ვიტამინისა და A პროვიტამინის მარაგი განაპირობებს. რეჰანს ანტიმიკრობული მოქმედება აქვს, ხსნის თავის ტკივილს, ასტიმულირებს საჭმლის მონელებას, შველის უძილობას.

დაბოლოს, ერთი რჩევა: მწვანილი ძალზე სასარგებლოა და ბლომად უნდა მიირთვათ, მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ მანამდე საგულდაგულოდ უნდა გარეცხოთ გამდინარე წყალში!