უძილობის მკურნალობა - სასარგებლო რჩევები და ფიტოთერაპიული ნაკრებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უძილობის მკურნალობა - სასარგებლო რჩევები და ფიტოთერაპიული ნაკრებები

უძილობა ყველაზე ხშირად იმით გამოიხატება, რომ ადამიანი დიდხანს ვერ ახერხებს ჩაძინებას ან ჩვეულებრივზე ადრე ეღვიძება, ხოლო ღამით რამდენჯერმე ფხიზლდება, ან საკმაოდ დიდხანს სძინავს, მაგრამ არასაკმარისად ღრმად.

როგორ ვუმკურნალოთ უძილობას

ძილი ძალ-ღონის აღდგენას და დამღლელი დღის შემდეგ დასვენებას ემსახურება. მაგრამ ყველა როდი დაიკვეხნის ჯანმრთელი ძილით. სადღეისოდ უძილობა ერთ-ერთ ყველაზე მწვავე სამედიცინო პრობლემად მიიჩნევა, რომელზეც მთელი მსოფლიოს ექიმები მუშაობენ. საქმეს ის ართულებს, რომ არ არსებობს უნივერსალური წამალი, რომელიც ყველას გამოადგება და, ამასთანავე, არ არსებობს უძილობის ერთი მიზეზი. ცხოვრების დაძაბული რიტმი, მუდმივი ნერვული სტრესი, არასრულფასოვანი დასვენება - ამ ყველაფერს ადამიანის ფსიქოფიზიკური მდგომარეობის დარღვევამდე და ქრონიკულ დაღლილობამდე მივყავართ.

ჯანმრთელი, მაგრამ ადვილად აღგზნებადი ადამიანებისთვის უძილობის მკურნალობის საშუალებაა, უპირველეს ყოვლისა, ძილის მართებული რეჟიმის დაცვა და მარტივი დამამშვიდებელი პროცედურები ძილის წინ. ხანგრძლივი უძილობისას ექიმის მიერ დანიშნულ პრეპარატებთან ერთად გარკვეული ხნის განმავლობაში საჭიროა უბრალო, ხალხური, ნატურალური საშუალებების რეგულარული მიღებაც.

უძილობის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ერთსა და იმავე დროს ადგომა და დაწოლა, ორგანიზმისთვის ბუნებრივი ბიოლოგიური რიტმის დაცვა. ყველაზე უკეთესია ადრე დაწოლა და ადრე ადგომა.

თუ ხანმოკლე უძილობა გაწუხებთ, მაგალითად, სტრესის დროს, ნორმალური ძილის აღდგენაში რაციონის ცვლილება და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მიღება დაგეხმარებათ.

სწორად შედგენილი რაციონი თანდათანობით დაარეგულირებს თქვენს წონას და ორგანიზმში ცხიმის რაოდენობას და შედეგად ძილიც მოგიწესრიგდებათ.

  • ნუ დაწვებით და ნუ ეცდებით დაძინებას, თუ არ გეძინებათ. ეცადეთ, არ დაიძინოთ დღისით. არ დაწვეთ დასაძინებლად მეტისმეტად ადრე. დაიცავით კვების რეჟიმი. ნუ შეჭამთ ძილის წინ, 18:00 საათის შემდეგ ნუ მიიღებთ მატონიზებელ სასმელებს (ცხელ შოკოლადს, ყავას, ჩაის). კვირაში 2-3-ჯერ გამონახეთ დრო სპორტისთვის ან ყოველდღე ივარჯიშეთ. თავი არიდეთ ძილის წინ ინტენსიურ დატვირთვას. ძილის წინ ფეხით ან ველოსიპედით გასეირნება ორგანიზმზე მომადუნებელ ეფექტს ახდენს.
  • დასაძინებლად ნუ დაწვებით გაღიზიანებული. ეცადეთ, ღამით მოეშვათ. ამისთვის კარგია წყლის პროცედურები, მსუბუქი მასაჟი, საინტერესო (არააღმგზნები) წიგნი.
  • გამოიმუშავეთ ძილისთვის მოსამზადებელი რიტუალი და მისდიეთ მას. მიეჩვიეთ ყოველთვის ერთსა და იმავე დროს დაწოლას. თუ ვერ იძინებთ, მოუსმინეთ წყნარ მუსიკას, წაიკითხეთ წიგნი. ძილის წინ გაანიავეთ ოთახი, გამორთეთ ყველა ელექტროხელსაწყო (სხვათა შორის, საძინებელში რეკომენდებული არ არის ტელევიზორის დადგმა), თუ ოთახში ჰაერი მშრალია - დაამონტაჟეთ დამატენიანებელი მოწყობილობა.
  • ნუ გამოიყენებთ ალკოჰოლს ძილის მომგვრელ საშუალებად, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გირჩევთ. დიახ, ზოგჯერ ალკოჰოლის მცირე დოზა მართლაც ჰგვრის ძილს, მაგრამ ეს მოჩვენებითი ეფექტია: ძილი ზედაპირული ხდება, ფრაგმენტული, ხშირად ხანმოკლე. ამასთან, ალკოჰოლი დილის თავის ტკივილს და მოთენთილობის შეგრძნებას იწვევს, დღის განმავლობაში აქვეითებს შრომისუნარიანობას, რაც, თავის მხრივ, უფრო მეტად აღრმავებს უძილობას.

უძილობის მკურნალობის არამედიკამენტური მეთოდები

ენცეფალოფონია (“ტვინის მუსიკა”)

ეს გახლავთ სპეციალური კომპიუტერული პროგრამებით დამუშავებული და მუსიკად გარდაქმნილი ადამიანის თავის ტვინის ელექტროენცეფალოგრამით მკურნალობა. ჯანმრთელი და ავადმყოფი ადამიანების ორგანიზმში ის მკვეთრ ფუნქციურ ცვლილებებს იწვევს. ინსომნიით (უძილობით) დაავადებულებში ენცეფალოფონიის ეფექტურობა 80%-ს აღწევს.

ფოტოთერაპია

მკურნალობის ეს მეთოდი ემყარება თანამედროვე თვალთახედვას თავის ტვინზე კაშკაშა შუქის ზემოქმედების შესახებ. შუქი თვალის, ჰიპოთალამუსის და ეპიფიზის გავლით დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე.

ფსიქოთერაპია

ეს მრავალი დაავადების მკურნალობის გავრცელებული მეთოდია. ინსომნიის მკურნალობაში ფსიქოთერაპია არსებული ფსიქოპათოლოგიური სიმპტომებისა და სინდრომების კორექციას ახდენს. ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს განგაშის, შფოთვის დონის შემცირებას (ის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია უძილობისას).

დიეტა უძილობის დროს

ამ დროს უნდა დაინიშნოს ნაკლებმარილიანი დიეტა, რადგან მარილი ხელს უშლის ჩაძინებას. ბალანსირებული რაციონალური კვება უძილობის მკურნალობის დროს დადებით ეფექტს იძლევა. ასეთი დიეტა უნდა გამორიცხავდეს: შაქარს, თეთრი ფქვილის ნაწარმს, ჩაის, ყავას, შოკოლადს, ალკოჰოლს, ცხიმიან და შემწვარ საკვებს, სანელებლებს. კარგია ჭამისას ზომიერებისა და სიმშვიდის გრძნობის გამომუშავება.

უძილობის მკურნალობა ხალხური საშუალებებით

უძილობისას თაფლზე უკეთესი საშუალება არ არსებობს, ამასთან, ის სრულიად უსაფრთხოა.

  • 1 სუფრის კოვზი ბორჯომი, 1 სუფრის კოვზი თაფლი და 1/2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ლიმონი აურიეთ და მიიღეთ დილაობით ერთი თვის განმავლობაში.
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი გახსენით 1 ჭიქა თბილ წყალში და დალიეთ ძილის წინ. საფეთქლები დაიზილეთ ლავანდის ზეთით ან ერთ ნატეხ შაქარზე დააწვეთეთ 3-5 წვეთი და ძილის წინ ჩაწუწნეთ.
  • ლამბაქზე დასხმულ თაფლში შეურიეთ 3 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი. მიიღეთ ძილის წინ 2 ჩაის კოვზი ნარევი და დაწოლიდან ნახევარ საათში კარგად დაგეძინებათ. ამ ძილისმომგვრელი საშუალების მიღება განმეორებით შეიძლება ძლიერი დაღლილობისას, ღამის განმავლობაში.

მცენარეული ნარევები

  • 30 გრამი ბაღის პიტნა, 30 გრამი შავბალახა, 20 გრამი სამკურნალო კატაბალახას ფესურა, 20 გრამი ჩვეულებრივი სვიის გირჩა კარგად აურიეთ. აიღეთ 10 გრამი ნარევი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და 15 წუთით მდუღარე წყლის აბაზანაში ჩადგით. გააცივეთ, გაფილტრეთ და ადუღებული წყლით შეავსეთ თავდაპირველ მოცულობამდე. უძილობის გამოვლენისთანავე მიიღეთ დღეში სამჯერ ნახევარი ჩაის ჭიქა.
  • აურიეთ ერთმანეთში 10 გრამი თავშავა და 5 გრამი კატაბალახას ფესურა. 10 გრამი ნარევი 10-12 წუთის განმავლობაში ადუღეთ 100 მლ წყალში. დააყენეთ 1 საათით და მიიღეთ 100 მლ ძილის წინ.
  • აურიეთ ერთმანეთში 2-2 წილი ბაღის პიტნა და ლავანდის ყვავილი, 3-3 წილი სააფთიაქო გვირილის და კატაბალახას ძირები და ფესურები. აიღეთ 2 სუფრის კოვზი ნარევი, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და 15 წუთით დააყენეთ. სვით ყლუპებად მთელი დღის განმავლობაში.
  • ძილის წინ თუ ხახვს შეჭამთ, კარგად, ღრმად დაგეძინებათ.

აბაზანები

უძილობისას კარგია თბილი აბაზანა. წყლის ტემპერატურა არ უნდა იყოს 37-38 გრადუსზე მაღალი. აბაზანა მიიღეთ ან ჭამის წინ, ან ჭამიდან 1,5-2 საათის შემდეგ. აბაზანაში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20-25 წუთს.

  • სხვადასხვა ბალახის 100-200 გრამ თივას 1 საათით აყენებენ სამლიტრიან ქილაში, მერე ამ ნაყენს ასხამენ თბილ აბაზანაში და 15 წუთით წვებიან.

აჯობებს, თუ წყალი გულის მიდამოს არ დაფარავს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ აბაზანა ყოველდღე არ უნდა მიიღოთ.