/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

ნანატრი ველოსიპედი

ნანატრი  ველოსიპედი
ბავშვი ბუნებით ძალიან მოძრავია. მას ყველაფერი ხიბლავს, რაც კი ფიზიკურ აქტივობასთან არის დაკავშირებული.

სწორედ ამიტომაა ველოსიპედით სეირნობა ბავშვისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გასართობი. ყველა ადამიანს სურს, მისი შვილი თუ შვილიშვილი ჭკვიანი, ძლიერი და ჯანმრთელი იყოს. მრავალი სპეციალისტი ამტკიცებს, რომ პატარას ფიზიკურ განვითარებას ყველაზე მეტად ერთი და იმავე მოძრაობის მრავალჯერადი გამეორება უწყობს ხელს. მოდი, წუთით სცადეთ, მარცხენა ხელით მარჯვენა ქუსლს შეეხოთ და ეს მოძრაობა რამდენჯერმე გაიმეორეთ. ნამდვილად მალე მოგწყინდებათ. ახლა წარმოიდგინეთ, შეძლებთ თუ ვერა, პატარა ბავშვს სტერეოტიპული მოძრაობები გაამეორებინოთ. მცდელობა უშედეგო იქნება. ცურვის, ბურთის თამაშისა და ველოსიპედით სეირნობისას კი პატარა ერთსა და იმავე მოძრაობას ისე იმეორებს, რომ ვერც კი გრძნობს, პირიქით, სიამოვნებს კიდეც. ველოსიპედის საჭეს პატარა პირველად დაახლოებით ორი წლის ასაკისთვის მიუჯდება.

მნიშვნელოვანი არჩევანი

როგორ ავარჩიოთ ველოსიპედი ბავშვისთვის? დღეს მაღაზიებში სხვადასხვა მოდელის ფართო არჩევანია. თითოეულის თავისებურებათა დაწვრილებით განხილვას აზრი არ აქვს. ჯობს, ზოგიერთ მნიშვნელოვან დეტალზე ვისაუბროთ. უმჯობესია, ბორბლები იბერებოდეს. ეს ამცირებს ჯაყჯაყს უსწორმასწორო ზედაპირზე. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდია დაცემის რისკი. ჯობს, პედალი წინა ბორბლებს კი არ ემაგრებოდეს, არამედ უშუალოდ სკამის ქვეშ იყოს მოთავსებული და ჯაჭვით უკავშირდებოდეს ბორბლებს. ასეთ შემთხვევაში პატარა პედალს მთელი ტანით აწვება და ბორბლებს უფრო ადვილად ატრიალებს. სასურველია, ბორბლები ცოტა ხანს მას შემდეგაც აგრძელებდეს ბრუნვას, რაც ბავშვი პედლების ტრიალს შეწყვეტს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაღმართზე სვლა სახიფათოა - პატარა დაკარგავს მოძრაობის კონტროლს, რაც შესაძლოა ტრავმის მიზეზად იქცეს. მნიშვნელოვანია საჭის ფორმა. ის მოხერხებული უნდა იყოს, მოხვევისას ბავშვს ხელი არ უნდა ეძაბებოდეს. აუცილებელია, სკამსაც მოხერხებული ფორმა ჰქონდეს. ყოველივე ზემოთქმულიდან შეიძლება ერთი დასკვნა გამოვიტანოთ - ველოსიპედის შეძენისას აუცილებლად უნდა წავიყოლოთ ბავშვი. სიურპრიზი სხვა დროს მოუწყვეთ. ყველაფერი, რაც ზემოთ მოგახსენეთ, სამბორბლიან ველოსიპედს ეხება. როგორც იცით, სწორედ ასეთი ველოსიპედით იწყება "ტრანსპორტის" ამ სახეობასთან ურთიერთობა. თუმცა არსებობს ისეთი ვარიანტებიც, სადაც ორ და სამბორბლიანი მოდელები ერთმანეთთან არის შერწყმული - იოლი მანიპულაციით სამბორბლიანი ველოსიპედი ორბორბლიანად გარდაიქმნება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

უსაფრთხოების წესები

შეძენის შემდეგ იწყება გაცნობა-შეგუების პროცესი. პირველ დღეებში ბავშვს ველოსიპედი სწორ ადგილზე დაჰყავს, დაღმართზე ისვენებს, ხოლო აღმართზე უფროსების დახმარებით ადის. ზოგჯერ უფროსებს მოთმინება არ ჰყოფნით და იოლ "დახმარებას" არჩევენ - თოკს გამოაბამენ ხოლმე საჭეს და ველოსიპედს ასე მიათრევენ. ეს დაუშვებელია, რადგან:

  • ასეთი "დახმარების" წყალობით ბავშვი ვერასოდეს ისწავლის ველოსიპედის ტარებას;
  • მოზრდილი ადამიანი ამ დროს პატარას უფარავს მხედველობის არეს, რის გამოც სეირნობა მოსაწყენი ხდება.
შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.</p>

ველოსიპედის ზოგიერთ თანამედროვე მოდელს სპეციალური სახელური აქვს, რომელიც უკან მაგრდება და "მწვრთნელს" დახმარების საშუალებას აძლევს, თუმცა მსგავსი მოწყობილობის შექმნა ძნელი არ არის - საამისოდ უბრალო ჯოხიც შეიძლება გამოვიყენოთ. სამბორბლიანი ველოსიპედის ტარებას ყველა პატარა იოლად სწავლობს, ორბორბლიანის ასათვისებლად უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო. სცადეთ და მოზრდილ ადამიანს ან პროფესიონალ ველოსიპედისტს ჰკითხეთ, როგორ ახერხებს ველოსიპედის მართვას ისე, რომ წონასწორობას არ კარგავს და არ ვარდება. ვერავინ გაგცემთ პასუხს, მიუხედავად წარმატებით გავლილი ფიზიკის კურსისა. გაითვალისწინეთ ეს და ნუ ეცდებით, ბავშვს ველოსიპედის ტარების თეორიული საფუძვლები აუხსნათ. არც ერთმა თევზმა არ იცის არქიმედეს კანონი, მაგრამ არ იძირება. თუ ბავშვი ველოსიპედს რეგულარულად ატარებს, ტარებას აუცილებლად ისწავლის. სხვათა შორის, ორბორბლიანი ველოსიპედიც ისეთივე პრინციპით უნდა ავარჩიოთ, როგორითაც სამბორბლიანი - კარგი ბორბლები, მუხრუჭი, საჭე და წავედიით!

ორბორბლიანი ველოსიპედი

ასევე დაგაინტერესებთ
როგორ ვისუნთქოთ სწორად სირბილისა და ველოსიპედით სიარულის დროს

ორბორბლიან ველოსიპედზე გადასვლა პატარასთვის ნამდვილი მოვლენაა. სამბორბლიან ველოსიპედზე ის მხოლოდ პედლებს ატრიალებდა და საჭეს ამოძრავებდა, აქ კი ერთი შეცდომა და ყველაფერი მთავრდება... არიან პატარები, რომლებიც ორბორბლიანი ველოსიპედის ტარებას იოლად სწავლობენ, მაგრამ უმრავლესობას მაინც ვარჯიში სჭირდება. არსებობს მოდელები, რომლებიც დამატებითი ბორბლების წყალობით ორბორბლიანი ველოსიპედის უსაფთხოდ ტარების საშუალებას გვაძლევენ, თუმცა სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ეს აჭიანურებს სწავლის პროცესს. იმასაც ხშირად აღნიშნავენ, რომ ორბორბლიანი ველოსიპედის ტარება მხოლოდ რამდენჯერმე დაცემის შემდეგ არის შესაძლებელი. სხვათა შორის, ველოსიპედის ტარების ათვისებისას ყველაზე მეტად ხელის შემშლელი ფაქტორი სწორედ დაცემის შიშია. პირველ ხანებში უმჯობესია, ტარება ვაკე მინდორზე ვცადოთ, რადგან ასფალტზე დაცემა მტკივნეული იქნება. მოზრდილი ადამიანის დახმარება მხოლოდ დაჯდომის დროს არის საჭირო, შემდეგ - ბიძგი და ბავშვმა პედლები თავად უნდა ატრიალოს. რაც უფრო ჩქარა მიდის ველოსიპედი, მით უფრო ადვილია წონასწორობის შენარჩუნება. პატარა ამას მალე თვითონვე მიხვდება. ცოტაოდენი გამბედაობა და "პირველი ტრანსპორტი" ათვისებული იქნება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ნანატრი ველოსიპედი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები