სისხლძარღვთა გაწმენდა შესაძლებელია დიდგულას ნაყოფების დახმარებით:
- დიდგულას ნედლი კენკრა ფენებად ჩაალაგეთ 3-ლიტრიან ქილაში, ფენებს შორის მოაყარეთ შაქარი ისე, რომ კენკრისა და შაქრის ფენების სიმაღლე დაახლოებით 1,5 სმ იყოს. ქილა პირამდე შეავსეთ, დაახურეთ, დადგით ღია ადგილას ერთი დღე-ღამით, შემდეგ შედგით მაცივარში 6-8 დღე-ღამე.
თვალყური ადევნეთ, ქილის შიგთავსი არ დამჟავდეს და თავზე თეთრი ქაფი არ მოიგდოს. 6-8 დღე-ღამის შემდეგ გაწურეთ და მიღებული სიროფი ისევ შედგით მაცივარში.
მიიღეთ 1 დესერტის კოვზი 2-ჯერ დღეში - დილით და საღამოს - ჭამამდე 1
უჩა მახარაძე, ლანჩხუთი
აბაზანა მოსწავლეების, აბიტურიენტებისა და სტუდენტებისთვის
ყველა მოსწავლეს, აბიტურიენტსა და სტუდენტს ვურჩევ, მეცადინეობითა და შრომით გადაღლილი ტვინი დაასვენონ და ძალების აღსადგენად სპეციალურელექსირიანი აბაზანა დაიხმარონ:
- აიღეთ თანაბარი რაოდენობით ჭინჭარი, გვირილა, არყის ხის ფოთლები, ოროვანდის ფესვი და ორკბილა. 500 გრამ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 5 ლიტრი ადუღებული წყალი და ხარშეთ 5-7 წუთი ნელ ცეცხლზე, დააყენეთ ნახევარი საათით, გაწურეთ და გადაასხით წყლით ნახევრად სავსე აბაზანაში.
აბაზანა, რომელსაც ძალებისა და შრომის უნარის აღსადგენად იღებთ, უნდა იყოს 35-37 გრადუსის, პროცედურის ხანგრძლივობა 10-15 წუთია.
ეს სითხე აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ეხმარება ძალების აღდგენას გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, რაც აგრერიგად საჭირო და მნიშვნელოვანია გამოცდების პერიოდში.
ზურა შალვაძე, ახმეტა