დავეხმაროთ ერთმანეთს
ჩემი სამუშაოს წყალობით მთელი დღე ფეხზე დგომა მიხდებოდა. შედეგად მივიღე უამრავი პრობლემა, მათ შორის - ვენების ვარიკოზული გაგანიერება. მდგომარეობა იმდენად სერიოზული იყო, რომ ერთხანს ოპერაციაზეც კი ვფიქრობდი,
მაგრამ ამ ხალხურმა საშუალებამ შვება მომგვარა:
-
ხახვის ფურცელი დაფქვით. 2 სუფრის კოვზს დაასხით 100 მლ არაყი, გააჩერეთ 2 კვირა, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 20 წვეთი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ყაბზობის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება
დიდი ხანია მაწუხებს კუჭის შეკრულობა, რამაც, თავის მხრივ, სხვა პრობლემებიც გამოიწვია. ვასრულებდი ყველა რჩევას, რასაც კი ყურს მოვკრავდი, ვიცავდი დიეტას, მაგრამ ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა ეს მცენარეული საშუალება, რომლის მიღების შემდეგ კუჭის მოქმედება მომიწესრიგდა:
-
აიღეთ 300 გრამი მოხარშული ჭარხალი, გახეხეთ, დაამატეთ 3 სუფრის კოვზი თაფლი და მიიღეთ 3 ულუფად დღის განმავლობაში. ძილის წინ დალიეთ 1 ჩაის ჭიქა კეფირი, რომელშიც წინასწარ გახსნით 1 ჩაის კოვზ სიმინდის ზეთს.
-
ვარიკოზული დაავადება მკურნალობა და პროფილაქტიკა
ვენების ვარიკოზული გაგანიერების მიზეზებისა და სიმპტომების, მისი მკურნალობისა და პროფილაქტიკის შესახებ უფრო მეტის გასაგებად
“ოჯახის მკურნალი” მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სრულ პროფესორს, ნ. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრის დირექტორს კონსტანტინე ყიფიანს ეწვია.
საუბრის დაწყებამდე სახელოვანმა ექიმმა კლინიკა დამათვალიერებინა. სუფთა, გაკრიალებულმა პალატებმა, იდეალურმა წესრიგმა თვალი (და გულიც) ნამდვილად გაახარა. გზადაგზა ის პაციენტებიც მოვინახულეთ, რომელთაც სისხლძარღვებზე ურთულესი ოპერაციები გადაიტანეს და თავს უკეთ გრძნობენ. კლინიკის დათვალიერებისას ბატონ კოტეს ის კითხვები გავაცანი, რომლებზეც პასუხს ყველაზე ხშირად ითხოვენ ჩვენი მკითხველები.
- ამავე კითხვებს სვამენ ჩემთან მოსული პაციენტებიც. ბევრს მიაჩნია, რომ ვენების ვარიკოზული გაგანიერება და თრომბოზი ფატალური დაავადებებია. დიახ, ადამიანს შეიძლება ვარიკოზულად გაგანიერებული ვენები ჰქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დიდია თრომბის განვითარებისა და სიკვდილის საფრთხე. მოდი, თანმიმდევრულად მივყვეთ ყველაფერს. შევეცდები, ავუხსნა მკითხველებს, რა არის ვარიკოზი. ვფიქრობ, ეს მათ შიშს გააქარწყლებს და ამ დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკის სწორი გზაც გამოჩნდება.
რაც კაცობრიობა ოთხიდან ორ კიდურზე გადავიდა, მას შემდეგ გაჩნდა ვენური უკმარისობაც. არტერიული, ჟანგბადით გაჯერებული სისხლი გულიდან მთელ ორგანიზმში გადაისროლება, ვენური სისხლი კი ორგანოებიდან უკან, გულისკენ ბრუნდება. აი, აქ არის მთელი სირთულე. ვენურმა სისხლმა უნდა დაძლიოს გრავიტაციული მიზიდულობის ძალა და გულამდე მიაღწიოს. ამ ძალის ნაწილობრივ დასაძლევად ბუნებამ სარქვლები შექმნა, რომლებიც ვენების კედლებშია მოთავსებული და სისხლის უკუდენას ეწინააღმდეგება. დაავადების მიზეზი სწორედ სარქვლებშია.
-
რა არის ვენების ვარიკოზული გაგანიერება?
თემის გაგრძელებას გაეცანით ბმულზე
https://mkurnali.ge/daavadebebi-mkurnaloba/angiologia/4064-varikozuli-daavadeba-mkurnaloba-da-profilaqtika.htmlhttps://mkurnali.ge/daavadebebi-mkurnaloba/angiologia/4064-varikozuli-daavadeba-mkurnaloba-da-profilaqtika.html