/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

მკურნალი არაყი და სპირტი

მკურნალი არაყი და სპირტი
არაყი ძლიერი ალკოჰოლიანი სასმელია (არაბულად “არაკ” - ოფლს ნიშნავს), რომელიც სახამებლის, შაქრის ან სპირტის შემცველი ნედლეულისგან მიიღება.

კვების მრეწველობაში მას ამზადებენ უმთავრესად კარტოფილის ან მარცვლეულის რექტიფიცირებული ეთილის სპირტისგან, რომელსაც დარბილებული წყლით აზავებენ და გააქტიურებული ნახშირისა და სილის ფილტრებში ატარებენ. ამგვარად მიღებული არაყი შეიცავს 40, 50 ან 56% ეთილის სპირტს.

გემოს გასაუმჯობესებლად არაყს ამატებენ შაქარს, ძმარმჟავა ნატრიუმს და სხვა კომპონენტებს.

სხვაგვარი არაყი მზადდება შაქრისა და სახამებლის შემცველი ნედლეულის უშუალო გამოხდით. შაქრის შემცველ ნედლეულს ხდიან ალკოჰოლური დადუღების, სახამებლის შემცველს კი ფერმენტული დაშაქრებისა და ალკოჰოლური დადუღების შემდეგ. ასე მიიღება ხილის, ჭაჭის, სანთლის, პურისა და სხვა ნედლეულის არაყი. ამგვარად მიღებული არაყი ინარჩუნებს ნედლეულის გემოსა და არომატს.

საქართველოში არყის დამზადებას არყის გამოხდას უწოდებენ. არყის გამოხდის ხალხური ტექნოლოგია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაგვარია, რასაც ნაწილობრივ საარყე მასალის (ხორბლეული, ხილი, ჭაჭა, თაფლიანი ფიჭა, ანწლი) თავისებურება განაპირობებს.

* * *

სამედიცინო პრაქტიკაში იყენებენ 96- და 70-პროცენტიან გაწმენდილ ეთილის სპირტს, იმავე ეთანოლს, რომელსაც სამედიცინო სპირტსაც უწოდებენ. რაც შეეხება ტექნიკურ სპირტს, სამკურნალოდ მისი გამოყენება დაუშვებელია. გარეგანმა გამოყენებამ შესაძლოა დამწვრობა გამოიწვიოს, შეწოვისას კი მოწამვლა ვითარდება.

სამედიცინო სპირტის ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ არაყი, ოღონდ აუცილებლად ნამდვილი და არავითარ შემთხვევაში - სუროგატი.

  • რა უნდა ვიცოდეთ

ეთილის სპირტი აძლიერებს მცენარეთა სამკურნალო თვისებებს, ამიტომაც სპირტსა და არაყზე დამზადებული მცენარეთა ნაყენები გაცილებით ეფექტურად მოქმედებს ორგანიზმზე, ვიდრე ნახარშები ან წყალზე დამზადებული ნაყენები.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. იქნებ მირჩიოთ, რომელი პროფილის ექიმს მივმართო. პერიოდულად, ასეთი სიმპტომები მაქვს- ჯერ მეწყება თვალების წვა. შუილი ყურებში. მერე 37-მდე ტემპეტატურის მატება. სისუსტე. სახსრების და კუნთების ტკივილი. და მსუბუქი კუჭის აშლა. ადრე, მაქსიმუმ წელიწადში ერთხელ თუ მქონდა ხოლმე ეს პერიოდები. კოვიდის შემდეგ უფრო ხშირად, და უფრო მძაფრად. აი თითქოს გრიპი მეწყება, დაახლოებით ასეთი მდგომარეობა. იქნებ რამე მირჩიოთ. მადლობა წინასწარ.</p>

სამკურნალო ნაყენების დასამზადებლად სამედიცინო სპირტის ნაცვლად შეიძლება არყის გამოყენებაც (ამ უკანასკნელში ეთილის სპირტის შემცველობა შედარებით ნაკლებია). სასურველია, ის დაწმენდილი იყოს. რა ნედლეულისგან არის დამზადებული, დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

ზოგიერთი ნაყენის მიღება თაფლთან ერთადაა რეკომენდებული, ამ შემთხვევაში უკეთესი იქნება, თუ ნაყენის დასამზადებლად ფიჭის ან თაფლის არაყს გამოვიყენებთ. რაც უფრო მაღალპროცენტიანია არაყი, ანუ რაც უფრო მეტ ეთილის სპირტს შეიცავს, მით უფრო ეფექტური იქნება ორგანიზმზე სამკურნალო კომპონენტის ზემოქმედება.

ზოგიერთი სამკურნალო ნაყენის მომზადების წესი გულისხმობს მცენარეული კომპონენტის ხანგრძლივად (კვირაობით და თვეობით) გაჩერებას სპირტში და მერე გადაწურვას, ზოგიერთ რეცეპტში კი მითითებულია, რომ გადაწურვა არ არის საჭირო, ნედლეული მთელი სამკურნალო კურსის განმავლობაში უნდა დარჩეს სპირტში სასარგებლო თვისებების მაქსიმალური გამოვლენისა და მაღალეფექტური მოქმედებისთვის.

  • საყურადღებო გაფრთხილება

ეთილის სპირტს გემოთი და სუნით ძლიერ ჰგავს მეთილის სპირტი - მეთანოლი. ეს უკანასკნელი ორგანიზმისთვის ძალზე საშიშია. მისი მიღება საუკეთესო შემთხვევაში სიბრმავეს იწვევს, ხოლო უარეს შემთხვევაში - სიკვდილს.

ალკოჰოლის მოყვარულები, რომლებიც ამ ნივთიერებას სამუშაო ადგილებზე და ფალსიფიცირებული სასმელების საწარმოში მოიპოვებენ, ხშირად იწამლებიან. განწირულთა ხსნა მხოლოდ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას შეუძლია.

მეთანოლის ერთადერთი ანტიდოტი (შხამსაწინააღმდეგო ნივთიერება) ეთილის სპირტია. მოწამლულს სასწრაფოდ უნდა დავალევინოთ 100 მლ განზავებული (30%-იანი) ეთანოლი, კუჭი ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ან სხვა ტუტე ხსნარით ამოვურეცხოთ, მერე კი 1,5-2 საათში ერთხელ ვასვათ 50-50 მლ ეთილის სპირტი, მივცეთ მარილოვანი საფაღარათო საშუალება.

გახსოვდეთ, პირველ დახმარებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული!

სპირტი და არაყი, როგორც სამკურნალო საშუალება, ყველა ოჯახში უნდა ინახებოდეს და საჭიროებისამებრ გამოიყენებოდეს. სპირტის არადანიშნულებისამებრ ან დიდი ოდენობით გამოყენებამ, ისევე, როგორც შეცდომით მეთილის ან სხვა სახის (მაგალითად, ტექნიკური) სპირტის მოხმარებამ, შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგი გამოიწვიოს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

დამბლა და პარეზი
დამბლა და პარეზი
დამბლა (ბერძნულად paralyo - ვასუსტებ) მამოძრავებელი ფუნქციის სრული ამოვარდნაა, განპირობებული ცენტრალური ან პერიფერიული ნერვული სისტემის
სრულად
შევუნარჩუნოთ ახალგაზრდობა ხერხემალსა და სახსრებს
შევუნარჩუნოთ ახალგაზრდობა ხერხემალსა და სახსრებს
ხერხემალს ადამიანის ჯანმრთელობის სარკედ მიიჩნევენ, რადგან იგია ჩონჩხის საფუძველი და მის სიჯანსაღეზე ბევრად არის დამოკიდებული ორგანიზმის ნორმალური ცხოველმყოფელობა.
სრულად
რა არის აკუპუნქტურა
რა არის აკუპუნქტურა
სიტყვა "აკუპუნქტურა" წერტილოვან ზემოქმედებას ნიშნავს. აკუპუნქტურა როგორც მეთოდი სხეულის განსაზღვრულ წერტილებზე ზემოქმედებით მკურნალობაა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

მკურნალი არაყი და სპირტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები