რამდენ ხანს რჩება ალკოჰოლი ორგანოთა სისტემებში
შარდში ალკოჰოლის გამოვლენა შესაძლებელია 12-დან 130 საათამდე, თუ ადამიანი ჭარბად სვამს. ფოსფატიდილათანოლი, PEth, ბიომარკერია, რომელიც ასახავს ალკოჰოლის მიღებას. ალკოჰოლის აღმოჩენა სასუნთქ სისტემაში შესაძლებელია 12-დან 24 საათამდე, ასევე ნერწყვში. ხოლო თმაზე ტესტირებისას, ალკოჰოლის აღმოჩენა შესაძლებელია 90 დღის შემდეგ, რაც ადამიანი შეწყვეტს სასმელს.
ღვიძლი ყველაზე დიდ ყურადღებას იქცევს, როდესაც საქმე ეხება ალკოჰოლის მეტაბოლიზმს, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მექანიზმი.
კუჭის როლი
როდესაც სასმელს ვიღებთ მისი პირველი გაჩერება კუჭია. კუჭის ფერმენტები შლიან ალკოჰოლს. ეს ფერმენტები ხელს უწყობს ალკოჰოლის გარკვეული ნაწილის გადატანას სისხლძარღვში. ეს ფერმენტები ცნობილია, როგორც ალკოჰოლის დეჰიდროგენაზა, ADH, და ალდეჰიდდეჰიდროგენაზა, ALDH. კვლევებმა აჩვენა, რომ ქალებს აქვთ ADH-ის უფრო დაბალი დონე, ვიდრე მამაკაცებს. ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად სვამენ, აქვთ ADH-ის დაბალი დონე, ვიდრე ადამიანებს, რომლებიც იშვიათად ან არასდროს სვამენ. თუ არ გაქვთ საკმარისი ADH ან ALDH, თქვენი კუჭი ალკოჰოლს პირდაპირ წვრილ ნაწლავში აგზავნის იქიდან ის ხვდება სისხლსა და ტვინში და თქვენ იწყებთ მისი ეფექტის შეგრძნებას.
შემდეგი გაჩერება - ღვიძლი
ღვიძლს მნიშვნელოვანი როლი აქვს ალკოჰოლის მეტაბოლიზმის პროცესშო. მას შემდეგ, რაც ალკოჰოლი გაივლის კუჭში, წვრილ ნაწლავსა და სისხლძარღვში, ღვიძლი იწყებს გაწმენდას. ის შლის სისხლში არსებული ალკოჰოლის დაახლოებით 90%-ს, დანარჩენი გამოდის თირკმელებით, ფილტვებიდან და კანიდან.
რამდენი ხანი სჭირდება ალკოჰოლის მეტაბოლიზმს?
ალკოჰოლის მეტაბოლიზმის დრო დამოკიდებულია სასმელის მოცულობასა და სიძლიერეზე. რაც უფრო მეტს სვამთ, მით მეტია ორგანიზმის მიერ მისი გადამუშავების დრო. კონცენტრაციაც გასათვალისწინებელია.
დალევის დაწყების შემდეგ, ალკოჰოლს დაახლოებით 60-დან 90 წუთამდე სჭირდება სისხლში პიკური დონის მისაღწევად. შემდეგ სხეული იწყებს მის დაშლას.
ალკოჰოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი ოთხიდან ხუთ საათამდეა. ნახევარგამოყოფის პერიოდი არის ის, თუ რამდენი ხანი სჭირდება თქვენს სხეულს მისი ნახევრის გასანეიტრალებლად. მაგრამ ალკოჰოლის სრულად გამოსადევნად საჭიროა დაახლოებით ხუთი ნახევარგამოყოფის პერიოდი. ამრიგად, თქვენს ორგანიზმს 25 საათი სჭირდება ალკოჰოლისგან გასასუფთავებლად. თუმცა, დრო დიდწილად არის დამოკიდებული მიღებული ალკოჰოლის რაოდენობაზე.
ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ალკოჰოლის მეტაბოლიზმზე
არ არსებობს განსაზღვრული ვადა, თუ რამდენ ხანს რჩება ალკოჰოლი ორგანოთა სისტემაში. აღმოფხვრის სიჩქარე დამოკიდებულია:
მედიკამენტებზე - ბევრ მედიკამენტს აქვს სახიფათო ურთიერთქმედება ალკოჰოლთან. ჰკითხეთ ექიმს, არის თუ არა სასმელი უსაფრთხო თქვენთვის, თუ რაიმე მედიკამენტს იღებთ.
სქესი - კვლევებმა აჩვენა, რომ ალკოჰოლის გადამუშავებისთვის ქალებს უფრო მეტი დრო სჭირდებათ, ვიდრე მამაკაცებს.
ასაკი - ასაკთან ერთად, ალკოჰოლის დამუშავების სიჩქარე ნელდება.
ჯანმრთელობის მდგომარეობა - თირკმელების, ღვიძლისა და კუჭის გარკვეული პრობლემები ართულებს ორგანიზმის მიერ ალკოჰოლის გადამუშავების პროცესს.
რამდენ ხანს შეიძლება ტესტებმა გამოავლინოს ალკოჰოლი ორგანიზმში?
რაც შეეხება ალკოჰოლის ტესტს, მგრძნობიარე ან მაღალი ხარისხის ტესტებს შეუძლიათ აღმოაჩინონ მცირე რაოდენობით ალკოჰოლი. გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელი თავისივე ტემპით მეტაბოლიზებს, ზოგიერთ ადამიანს მის გამოსაყოფად უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე სხვებს.
ზოგადად, მაქსიმალური დრო, როდესაც ტესტებმა შეიძლება გამოავლინოს ალკოჰოლი მისი მოხმარების შემდეგ არის:
- სისხლის ტესტი - 12 საათი;
- სუნთქვის ტესტი - 24 საათი;
- ნერწყვის ტესტი - 48 საათი;
- შარდის ტესტი - ხუთი დღე;
- თმის ტესტი - 90 დღე
შესაძლებელია თუ არა სწრაფად "გამოფხიზლდეთ“ საკვებით ან ყავით?
საკვების მიღება და ყავის დალევა ცვლის ორგანიზმის მიერალკოჰოლის გადამუშავების პროცესს, მაგრამ ეს არ არის ალკოჰოლის გამოდევნის გარანტია.
საკვები ცვლის იმას, თუ როგორ ამუშავებს სხეული ალკოჰოლს, მაგრამ არა რამდენად სწრაფად შეუძლია ამის გაკეთება. როდესაც ალკოჰოლი ცარიელ კუჭზე მოხვდება, ის პირდაპირ გადავა და სწრაფად მიემართება წვრილ ნაწლავსა და სისხლძარღვებში.
მეორეს მხრივ, საკვები აიძულებს ალკოჰოლს კუჭში გარკვეული ხნით გაჩერდეს. კუჭს დრო ეძლევა ალკოჰოლის გარკვეული ნაწილის დაშლისათვის, სანამ ის წვრილ ნაწლავში გადავა. ამით თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ალკოჰოლის ზოგიერთი ტოქსიკური ეფექტი, მაგრამ ეს არ შეცვლის ალკოჰოლის ორგანიზმიდან გამოყოფის სიჩქარეს.
ალკოჰოლი ძილიანობის შეგრძნებას იწვევს. კოფეინი არის სტიმულატორი, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს ალკოჰოლის ზოგიერთი ეფექტი.
ყავის ან ენერგეტიკული სასმელის ალკოჰოლთან შერევამ შესაძლოა ნაკლები ინტოქსიკაციის გრძნობა გაგიჩინოთ, თუმცა ეს არ დააჩქარებს ალკოჰოლის გადამუშავების პროცესს.