/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო მცენარეები

ჭარხალი

ჭარხალი
ჭარხლის სასარგებლო თვისებებზე ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში წერდა ჰიპოკრატე – მაშინ ეს მცენარე მხოლოდ სამკურნალო მიზნით გამოიყენებოდა.

ჭარხალი უძველესი დროიდან არის ცნობილი – ბაბილონში ჭარხლის ფოთოლს საკვებში იყენებდნენ, ხოლო ძირხვენას – სამკურნალო მიზნით. ძველი ბერძენი მწერალი, თეოფრასტე, მცენარის აღწერისას ჭარხალს ახსენებს როგორც ღმერთ აპოლონისთვის ძღვნად მირთმეულ ბოსტნეულს. ძველმა ხალხმა იცოდა ამ მცენარის სამკურნალო თვისებების შესახებ და აფასებდა მას.

ჭარხლის კალორიულობა და შემადგენლობა

ჭარხლის კალორიულობა მის სახეობაზეა დამოკიდებული. ყველაზე გავრცელებული ჭარხლის კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე საშუალოდ 43 კკალორიაა.

ჭარხალი, თავისი შემადგენლობის წყალობით, ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და, ამავდროულად, ხელმისაწვდომი ბოსტნეულია. ჭარხალი შეიცავს: ვიტამინებს – A, B1, B2, B5, B6, B9, C, PP; ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს – კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, სპილენძი, მანგანუმი, რკინა, იოდი, ბორი, ვანადიუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, გოგირდი და სხვ. ლიმონის, მჟაუნისა და ვაშლის მჟავებს; ამინომჟავებს. გლუკოზას, ფრუქტოზას, საქაროზას, პექტინებს; უჯრედისს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ჭარხალი შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, ვაშლისა და ლიმონის მჟავას, რაც დადებითად მოქმედებს მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებაზე, ხოლო რკინის შემცველობით ის მხოლოდ ნიორს თუ ჩამოუვარდება.

გარდა ამისა, ჭარხალი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, რაც დაბერების პროცესს ანელებს. ჭარხლის ახალგამოწურული წვენი ხელს უშლის ავთვისებიანი უჯრედების განვითარებას. ეს პროდუქტი აუმჯობესებს გულისა და ტვინის მუშაობას, ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს წონის დაკლებას. სასურველია, ჭარხლის წვენი იმავე რაოდენობით სტაფილოს წვენით გააზავოთ და ისე მიიღოთ.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ</p>

ჭარხალი სასარგებლოა როგორც მოხარშული, ისე უმი. მოხარშულს აქვს გამხსნელისა და შარდმდენის თვისება, გამოდევნის ორგანიზმიდან მძიმე მეტალებს, მარილებს. 100-150 გრამი მოხარშული ჭარხალი რეკომენდებულია შეკრულობის დროს.

ახალგამოწურული ჭარხლის წვენი 2 საათით შედგით მაცივარში, შემდეგ მიიღეთ ოდნავ შემთბარი, ჭამამდე 15 წუთით ადრე. სასურველია, ჭარხლის წვენს შეურიოთ თანაბარი რაოდენობის სტაფილოს წვენი.

ყოველდღიურ მენიუში ჭარხლის ჩართვა განსაკუთრებით იმ ადამიანებს სჭირდებათ, რომელთაც მომატებული აქვთ ქოლესტერინი. ჭარხალი მდიდარია იოდით, რომელიც საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციობისთვის, მეხსიერებისთვის, ორგანიზმის ცხოველმყოფელობისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ორსულებისთვის, მეძუძური დედებისა და ბავშვებისთვის.

ჭარხალში ასევე ბევრია ფოლიუმის მჟავა, რომელიც სისხლის წარმოქმნის პროცესში მონაწილეობს. ამ სასარგებლო ნივთიერებებითა და ვიტამინებით მდიდარია როგორც ჭარხლის ფესვი (ძირხვენა), ასევე, ფოთლები, ხოლო ცილები (ამინომჟავები) და მინერალური ნივთიერებები ფოთლებში 2-3-ჯერ უფრო მეტია. ეს ბოსტნეული ერთნაირად სასარგებლოა როგორც ბავშვებისთვის, ასე მოზრდილთათვის.

ჭარხალი შეიცავს დაბერების პროცესის ხელის შემშლელ B ჯგუფის ვიტამინებს და უხვად – ანტიოქსიდანტებს (ბეტა-კაროტინს, C ვიტამინს), P ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს სისხლძარღვების ელასტიკურობის შენარჩუნებას, აქვს ალერგიის საწინააღმდეგო თვისება და აუმჯობესებს კუჭის მოქმედებას.

ჭარხალს წითელ ფერს სძენს ბეტაინი, რომელიც ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევი ტოქსიკური ამინომჟავების – ჰომოცისტეინის დონეს, ადნობს სისხლძარღვებში დაგროვებულ კალციუმს, რითაც აუმჯობესებს გულისა და ტვინის მუშაობას. ანტიოქსიდანტი ბეტაინი ამაღლებს ფიზიკურ აქტიურობას და ამტანიანობას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

მოხარშული ჭარხალი, პირველ რიგში, შესანიშნავი შარდმდენი და მოსადუნებელი საშუალებაა. ის ორგანიზმის ყველაზე კარგი გამწმენდია. ბოჭკოვანას, ორგანული ელემენტებისა და სხვა ნივთიერებების წყალობით, ჭარხალი შესანიშნავად არეგულირებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას, ანადგურებს ლპობის ბაქტერიებს.

ჭარხლის სასარგებლო თვისებები

ჭარხლის სასარგებლო თვისებები, მისი განსაკუთრებული კვებითი ღირებულება ორ მომენტს უკავშირდება – შემადგენელი ელემენტების უნიკალურ ნაკრებს, რომელიც სხვაგან არსად გვხვდება, და დიდი რაოდენობით ნივთიერებებს, რომლებიც ტემპერატურული დამუშავების დროს არ ირღვევა.

  • ჭარხალი სასარგებლოა, როგორც გულისა და სისხლძარღვების დაავადებების პროფილაქტიკური საშუალება, ის მონაწილეობს სისხლწარმოქმნის პროცესში, აბრკოლებს ლეიკემიისა და ანემიის გაჩენას.
  • პოლივიტამინური საშუალებების არარსებობის დროს ჭარხლითა და მისი წვენით მკურნალობდნენ სურავანდსა და ავიტამინოზს.
  • ჭარხალი გამოიყენება, როგორც ორგანიზმის გამწმენდი და კუჭში გამხსნელი საშუალება.
  • უჯრედისი და საკვები ბოჭკოები, რომლებიც საკმაოდ დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი როგორც უმ, ისე მოხარშულ ჭარხალში, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და აძლიერებს ორგანიზმს.
  • ჭარხალი წმენდს ღვიძლს, თირკმელებსა და სისხლძარღვებს.
  • წყალში გაზავებული ჭარხლის წვენით მკურნალობენ სურდოს (იწვეთებენ ნესტოებში დღეში რამდენჯერმე).
  • წვრილად გახეხილი ჭარხალი შველის კანის ანთებას, მცირე ზომის სიმსივნეებს – ჭარხალი ონკოდაავადებულებებისთვის კვების აუცილებელ პროდუქტად მიიჩნევა რეაბილიტაციის პერიოდში.
  • ჭარხალი აწესრიგებს არტერიულ წნევას, ამდენად, ის ძალზე მნიშვნელოვანი ბოსტნეულია ჰიპერტონიით დაავადებულებისთვის.
  • ჭარხალი ხორციანი ბორშჩის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ნაბახუსევზე.
  • ჭარხალი ებრძვის დეპრესიას.
  • ჭარხალი, ფოლიუმის მჟავის შემცველობის წყალობით, აუცილებელია ორსულებისთვის, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, რადგან ის ხელს უწყობს ჩანასახის ნერვული სისტემის განვითარებას.
  • ჭარხალი, იოდის შემცველობის გამო, განსაკუთრებით სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლის იოდის დეფიციტით დაავადებულებებისთვის და ასევე ათეროსკლეროზის დროს.
  • ამას გარდა, ჭარხალი დაბალკალორიული პროდუქტია, ის გასახდომი დიეტების დროს აქტიურად გამოიყენება.

ჭარხლის მიღება უნდა აიკრძალოს ან შეიზღუდოს:

  • ოსტეოპოროზის დროს – ჭარხალი ხელს უშლის კალციუმის ათვისებას.
  • შაქრიანი დიაბეტის დროს – ჭარხალი ტკბილი ბოსტნეულია, ის დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს.
  • შარდკენჭოვანი დაავადებების დროს – რადგან ჭარხალი შეიცავს მჟაუნმჟავას.
  • ქრონიკული აშლილობის დროს – ჭარხალს აშკარად გამოხატული გამხსნელი ეფექტი აქვს.
  • ჭარხალმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგია.

გაითვალისწინეთ:

  • ჭარხლის წვენი გამოწურვისთანავე არ მიიღოთ, ამან, შესაძლოა, სისხლძარღვების სპაზმი გამოიწვიოს. ის რამდენიმე საათი უნდა გააჩეროთ, ჯობს მაცივარში, ხოლო შემდეგ მიიღოთ ან სუფთა სახით, ან სტაფილოს, კიტრის ან ნიახურის წვენთან ერთად.

1. მოხარშული ჭარხალი, პირველ რიგში, შესანიშნავი შარდმდენი და მოსადუნებელი საშუალებაა.

იგი ორგანიზმის ყველაზე კარგი გამწმენდია. ბოჭკოვანას, ორგანული ელემენტებისა და სხვა ნივთიერებების წყალობით, ჭარხალი შესანიშნავად არეგულირებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას, ანადგურებს ლპობის ბაქტერიებს.

2. აღნიშნული პროდუქტი შეუცვლელია ღვიძლის დაავადებებისა და ჭარბწონიანობის დროს.

ლიპოტროპული ნივთიერება – ბეტაინი, რომელიც წარხლის შემადგენლობაში შედის, აწესრიგებს უჯრედებში ცხიმების ცვლას, ხელს უშლის ღვიძლის ინფილტრაციას და შეუძლია სისხლის წნევის ამაღლება. მნიშვნელოვანია, რომ ბეტაინი თავის მოქმედებას ინარჩუნებს როგორც უმ, ასევე მოხარშულ ჭარხალში და ჭარხლის ფრეშში.

კვლევებმა დაადასტურეს, რომ ბეტაინი აჩერებს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას.

3. კურნავს ანემიას.

ჭარხლის მოხმარება ძალიან სასარგებლოა ჯანსაღი სისხლწარმოქმნისთვის. მის შემადგენლობაში შედის მიკროელემენტები, რომლებიც ხელს უწყობს ათეროსკლეროზისა და დაბალი ჰემოგლობინის მკურნალობას.

4. ჭარხალი დაბალკალორიული პროდუქტია.

სწორედ ამასთან არის დაკავშირებული ჭარხლის დიეტების ეფექტურობა გასახდომად.

5. ჭარხალი ეხმარება ნაბახუსევზეც.

ჭარხალი ხელს უწყობს ორგანიზმის გაჯანსაღებას, აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ეხმარება ორგანიზმს დეპრესიისა და ნაბახუსევის სინდრომის გადალახვაში.

6. აღნიშნული ბოსტნეული სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლისთვისაც.

იოდის მაღალი შეცველობის გამო ჭარხალი სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლის იოდდეფიციტური დაავადებების დროს.

7. ჭარხალი აუცილებელი პროდუქტია ორსულთათვის!

ფოლის მჟავა, რომელიც მის შემადგენლობაში შედის, ძალიან სასარგებლოა როგორც ჩასახვის, ასევე ორსულობის ადრეულ ვადებში. იგი ხელს უწყობს ნაყოფის ნერვული სისტემის ფორმირებას.

მართალია ჭარხალი ძალიან სასარგებლოა, მაგრამ კიდევ უფრო სასარგებლოა მისი წვენი! ჭარხლის წვენი საუკეთესო ენერგეტიკული სასმელია. იგი აღადგენს ძალებს და ამაღლებს ორგანიზმის გამძლეობას. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჭარხლის წვენზე უკუჩვენება არ გაქვთ!

როგორ დავამზადოთ და მოვიხმაროთ სწორად ჭარხლის წვენი?

ჭარხლის ნატურალური წვენი საკმაოდ კონცენტრირებული სასმელია. ის სხვა წვენებით უნდა გაზავდეს. ამ მიზნით გამოდგება როგორც ვაშლის, ისე მოცვის წვენი, თუმცა იდეალურია მისი სტაფილოს წვენთან გაზავება.

მოსამზადებლად ერთმანეთს უნდა შევურიოთ ჭარხლისა და სტაფილოს წვენი პროპორციით 1:10 და თანდათან, ყოველდღე გავზარდოთ ჭარხლის წვენის წილი. გაითვალისწინეთ, რომ ჭარხლის წვენი თავღია უნდა გაჩერდეს მაცივარში 2-3 საათი. ამით, ზოგიერთი მავნე ფრაქცია ჟანგბადთან რეაქციაში შევა და ორგანიზმს ზიანს აღარ მოუტანს.

წვენის მიღება უნდა დავიწყოთ მცირე ულუფებით. დღეში ერთი სუფრის კოვზი საკმარისი იქნება. დოზას თანდათან გავზრდით დღეში 50 მლ-მდე.

წვენის მოსამზადებლად შეარჩიეთ საშუალო ზომის, მაგარი და ჯანსაღი ჭარხალი, რომელიც გარედან მუქი ნაცრისფერი უნდა იყოს, შიგნით კი ბორდოსფერი.

ჭარხალი შეუცვლელია კულინარიაში – ის უამრავი ცხელი კერძის, წვნიანისა და სალათის შემადგენლობაში შედის.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

მუშმალა
მუშმალა
სუბტროპიკული მუშმალა, რასაც იაპონურ ზღმარტლსაც ეძახიან, არის – მარადმწვანე სუბტროპიკული ხე ან ბუჩქი ვარდისებრთა ოჯახისა. მცენარე 6-8, იშვიათად 9 მ სიმაღლემდე იზრდება.
სრულად
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა მივირთვათ ანანასი და როგორ შევარჩიოთ ეს პროდუქტი

არც ისე დიდი ხნის წინ, ეს პროდუქტი იშვიათობა იყო, მაგრამ ახლა ის ფაქტობრივად ყველა მაღაზიაში შეგიძლიათ ნახოთ მთელი წლის განმავლობაში.
სრულად
მწვანე ლობიო - დიაბეტის, დეპრესიის, პარკინსონის დაავადების დროს დაგეხმარებათ

პარკოსნები უშუალოდ უკავშირდება ხანგრძლივ ცხოვრებას და ამას ბევრი მიზეზი აქვს:
სრულად
ყაყაჩოსა სიწითლითა...
ყაყაჩოსა სიწითლითა...
„ყაყაჩოსა სიწითლითა ყანა დაუმშვენებიაო“, – ბავშვობიდან გვახსოვს, ხოლო როგორ ამშვენებს ის მედიცინას, კულინარიას და ზოგიერთი ქვეყნის ისტორიას, ჩვენი სტატიდან შეიტყობთ.
სრულად
თუთა
თუთა
თუთა – თუთისებრთა ბოტანიკური ოჯახის წარმომადგენელი ორსახლიანი, იშვიათად, ერთსახლიანი მცენარეა.
სრულად
სელის ნაყენი ყაბზობას აგვარიდებს
სელის ნაყენი ყაბზობას აგვარიდებს
სელის თესლს შეუძლია ნაწლავების ზედაპირის ამოფენა, დამცავი აპკის შექმნა,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ჭარხალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები