ანდეთ ჯანმრთელობა ჟუნჟრუკოს

საჭმელად და წამლის დასამზადებლად ვარგისია მხოლოდ ის ჟუნჟრუკო, რომელსაც მომრგვალო ფოთლები აქვს. მისი მეორე სახეობა, რომელსაც ლანცეტისებრი, მოგრძო ფოთლები და გაცილებით დიდი ყვავილები აქვს, შხამიანია და გამოსაყენებლად უვარგისი.
ჟუნჟრუკო არა მხოლოდ აუმჯობესებს გულის მუშაობას, არამედ აწესრიგებს ნერვული სისტემის ფუნქციებს, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და დაწყებული კატარაქტისას პროცესის შეჩერებას:
- აიღეთ ჟუნჟრუკო, გამოწურეთ წვენი და ჩაიწვეთეთ 2-3 წვეთი 2-3-ჯერ თითოეულ თვალში, მისი გამოყენება დასაშვებია დიაბეტური რეტინოპათიისა და კატარაქტის დროსაც. ის შესანიშნავი საშუალებაა სისხლის შემადგენლობის გასაუმჯობესებლადაც, რადგან სისხლში ჰემოგლობინის დონეს საგრძნობლად ზრდის. ამისთვის ბალახების ნახარში უნდა მიიღოთ, რომელიც ასე მზადდება:
- 2 სადილის კოვზ გამომშრალ ბალახს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, შემოდგით კვლავ დაბალ ცეცხლზე 10 წუთით და გადაწურეთ. მიიღეთ 2-3-ჯერ, ჭამამდე 1/4 ჭიქის ოდენობით.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
დოდო ლეკიშვილი, თბილისი