წიწმატურა თმის ცვენის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

სიგარეტს 16 წლიდან ვეწევი. ახლა 41 წლის ვარ. ამ ხნის განმავლობაში მქონია პერიოდები, როდესაც ამ მავნე ჩვევისთვის თავი 2-3 თვეც კი დამინებებია, მაგრამ შემდეგ რაღაც კვლავ მისკენ მიბიძგებდა. ბოლოს ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე და მივყევი დინებას. ერთ ზამთარს ძლიერ გავცივდი. გრიპი ფილტვების ანთებით გამირთულდა, თანაც ისეთი ხარისხის ანთებით, რომ ორივე ფილტვის მესამედიღა ფუნქციონირებდა. ექიმებმა თამბაქოს მოწევა კატეგორიულად ამიკრძალეს. თავადაც ვხვდებოდი ამის აუცილებლობას და ავადმყოფობის პერიოდში სიგარეტს არ გავკარებივარ, გამოჯანმრთელებიდან 2 თვის შემდეგ კი, უკეთესობა ვიგრძენი თუ არა, კვლავ დავიწყე მოწევა.

ამის გამო მეუღლესთან უთანხმოებაც კი მომივიდა. ბოლოს ერთმა მეგობარმა მრავალძარღვას წამალი მირჩია, რომელიც თავად გამოეცადა და კმაყოფილი იყო. რეცეპტი მეუღლეს მივუტანე და მკურნალობაც მალევე დავიწყე. თავდაპირველად ოდნავ გამიჭირდა, რამდენიმე დღეში კი მოწევის სურვილი თავისთავად გამიქრა. უკვე 5 წელია, თამბაქოს აღარ გავკარებივარ, თავსაც უკეთ ვგრძნობ და ბიუჯეტსაც აღარ ვაზარალებ.

  • მრავალძარღვას ნორჩი ფოთლები ჩაყარეთ მინის ჭიქაში, დაასხით იმდენი არაყი, რომ ფოთლები დაიფაროს, დააფარეთ შუშა და დადგით მზეზე. 2 კვირის შემდეგ სითხე ჭურჭელში გადაასხით. ეს ჭურჭელი მუდამ თან იქონიეთ ნატეხ შაქართან ერთად. მოწევის სურვილი გაგიჩნდებათ თუ არა, შაქარზე მრავალძარღვას ნაყენი დააწვეთეთ და მოწუწნეთ. რამდენიმე ხნის შემდეგ (ორგანიზმის ინდივიდუალური თვისებების გათვალისწინებით) მოწევის სურვილი გაქრება, ხოლო სიგარეტის კვამლი არასასიამოვნო გახდება და გულისრევასაც კი გამოიწვევს.

თმის ცვენას წიწმატურა შეგიჩერებთ

20 წლისას თმის ცვენა დამეწყო. თავდაპირველად ბევრს არც კი სჯეროდა, რომ ასეთ ასაკში შესაძლებელი იყო თმის ინტენსიური ცვენა, მაგრამ როდესაც შუბლს ზემოთ თმა ისე შემითხელდა, კანი გამოჩნდა, ახლობლების დასარწმუნებლად ხმის ამოღება აღარ დამჭირვებია. ათასი რამ ვცადე, მაგრამ როდესაც მნიშვნელოვანი უკეთესობა ვერ ვიგრძენი, ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე და ხალხურ მედიცინას მივმართე. შესანიშნავი წამალი აღმოჩნდა წიწმატურა, რომელსაც დღეს უკვე აქტიურად ვიყენებ და იმავეს ვურჩევ ყველას, ვისაც თმის ცვენა ჩემსავით უმწარებს სიცოცხლეს.

  • 25 გრამი ხმელი დაქუცმაცებული წიწმატურა ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭირჭელში, დაასხით 0,5 მდუღარე წყალი, ჩადგით წყლის აბაზანაში 20 წუთით, შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე, გაწურეთ, ჩაასხით საცობიან მინის ჭურჭელში. შეინახეთ არა უმეტეს ორი დღისა. შეიზილეთ თმის ძირებში კვირაში არანაკლებ ორჯერ. მკურნალობის კურსი 2 თვე გრძელდება.

შაქარს ასე ვიწესრიგებ

ის-ის იყო, 40 წელს გადავაბიჯე, რომ სამსახურში დიდი რეფორმების პერიოდი დაიწყო. ეს რეფორმები, მოგეხსენებათ, უწინარეს ყოვლისა თანამშრომელთა შემცირებას გულისხმობდა. რესტრუქტურიზაციის პირველ ტალღას გადავურჩი, მეორეში კი პირველი მოვყევი... ასე რომ, 40 წლისას საყვარელი საქმისთვის თავის დანებება და შინ დაჯდომა მომიწია. ამან ძლიერ იმოქმედა ჩემზე და რამდენიმე თვეში შაქრიანი დიაბეტის პირველი სიმპტომებიც გამომაჩნდა. სამედიცინო დაწესებულებას დროულად მივაკითხე. საბედნიეროდ, II ტიპის დიაბეტი აღმომაჩნდა, რომლის მკურნალობაც ძირითადად ცხოვრების წესის კონტროლსა და განსაზღვრულ რეკომენდაციათა დაცვას ითვალისწინებს. მთავარი სისხლში შაქრის დონის კონტროლი იყო, ამიტომაც ნაცნობ ფიტოთერაპევტს ვთხოვე, რაიმე მცენარეული რეცეპტი მოეცა, რომლითაც შაქარს ქიმიური პრეპარატების გარეშე მოვიწესრიგებდი. მან მართლაც მომცა რამდენიმე ასეთი რეცეპტი, რომელთა დახმარებითაც აგერ უკვე 4 წელია წარმატებით ვიწესრიგებ სისხლში შაქრის დონეს.

  • მაისის მეორე ნახევარში ფესვიანად ამოთხარეთ ქრისტესისხლას ბუჩქი, ასე 18-20 ცალი, მოაცილეთ ყვითელი, ხმელი ფოთლები, ფესვები გაფხიკეთ და ეს ყველაფერი კარგად გარეცხეთ. შემდეგ გასაშრობად ჩრდილში გაშალეთ. რომ გაშრება, დაჭერით 2 სმ სიგრძის ნაჭრებად, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გაწურეთ. წვენი 4-5 დღით სიბნელეში დადგით, შემდეგ გადაასხით სუფთა ქილაში (ნალექი არ გააყოლოთ) და შეურიეთ სპირტი ასეთი თანაფარდობით: 2 ჩაის ჭიქა წვენი 100 გრამ სპირტზე. წამალი მზადაა. მიიღეთ დღეში ორჯერ ჭამის შემდეგ. დაიწყეთ 5 წვეთით და ყოველდღე თითო წვეთი მოუმატეთ, სანამ 15 წვეთს არ გაუტოლდება. თუ ორგანიზმი კარგად აიტანს, შეგიძლიათ, 25 წვეთამდეც გაზარდოთ.

დოზის მაქსიმუმის მიღწევის შემდეგ ერთი თვე შეისვენეთ, შემდეგ კურსი ისევ გაიმეორეთ, შემდეგ ისევ შეისვენეთ და ისევ მკურნალობა. ამ ხნის განმავლობაში შაქრის დონე ისე დასტაბილურდება, რომ 3 თვე მკურნალობა აღარ დაგჭირდებათ, 3 თვის შემდეგ კი შაქრის დონის შესაბამისად გადაწყვეტთ, აუცილებელია თუ არა მკურნალობა.

  • აიღეთ 500 გრამი სიმინდის მარცვალი, კარგად გარეცხეთ, ჩაყარეთ ჭურჭელში და ხარშეთ ნელ ცეცხლზე. კარგად რომ მოიხარშება, გაყავით 4 ტოლ ულუფად და მიიღეთ დღეში 4-ჯერ.
  • 10 თავი ხახვი გაფცქვენით, გარეცხეთ, დამდუღრეთ, დაკეპეთ, დაამატეთ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი, გაყავით ორად და მიიღეთ დღის განმავლობაში ძირითად კერძთან ერთად.


მხედველობას ფიტოჩაი გაგიუმჯობესებთ

დღეს, კომპიუტერების ეპოქაში, როცა უამრავი პროფესიის ადამიანს დღეში 8-10 საათი მონიტორთან უწევს ჯდომა, გასაკვირი არც უნდა იყოს, რომ მხედველობის დაქვეითებას ახალგაზრდებიც კი უჩივიან. სწორედ მათ დასახმარებლად გწერთ ამ წერილს. ფიტოჩაის სასიკეთო თვისებები საკუთარ თავზე უკვე გამოვცადე, ასე რომ, ჯერი თქვენზეა.

  • აიღეთ ახალგაზრდა, ერთწლიანი ფიჭვის დაქუცმაცებული წიწვები - 4,5 სადილის კოვზი, ასკილის დაქუცმაცებული ნაყოფი - 2 სადილის კოვზი და ხახვის დაქუცმაცებული ნაფცქვენი - 4-5 სადილის კოვზი. ჩაყარეთ ლიტრიან ჭურჭელში, დაასხით იმდენი წყალი, რომ ჭურჭელი პირამდე აივსოს, წამოადუღეთ, თბილად შეფუთეთ და მთელი ღამით დააყენეთ. დილით გაწურეთ და სვით მთელი დღის განმავლობაში წყლის ნაცვლად (დღეში 0,5 ლ-მდე). მკურნალობის კურსი 4 თვეა.

თუ თირკმელში კენჭი გაქვთ

...მაგრამ მის მოსაცილებელ ძვირადღირებულ პროცედურებზე ხელი არ მიგიწვდებათ, შეგიძლიათ, ხალხური საშუალება სცადოთ:

  • აიღეთ 200 გრამი არაყი, 200 გრამი ზეითუნის ზეთი, 200 გრამი თაფლი, 200 გრამი ლიმონის წვენი. ერთმანეთში აურიეთ, დააყენეთ 10 დღის განმავლობაში, შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას, გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ. მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, 10-14 დღის განმავლობაში. ერთკვირიანი შესვენების შემდეგ კურსი, საჭიროებისამებრ, გაიმეორეთ.

გაითვალისწინეთ: კენჭი ისეთი დიდი ზომისა არ უნდა იყოს, რომ გამოდევნის დროს შარდსადინარში გაიჭედოს, ამ მხრივ მეტი ყურადღება მამაკაცებს მართებთ. ასე რომ, წამლის მიღებამდე უმჯობესია სათანადო გამოკვლევა ჩაიტაროთ და ნებართვა სპეციალისტისგან მიიღოთ.

როგორ მოვიშოროთ ფრჩხილის სოკო

67 წლის ვარ. ამ დაავადებამ, რომელიც თითქმის ყოველ მეორეს აქვს, თავის დროზე არც მე ამიარა გვერდი, მაგრამ აღმოვაჩინე ძალზე ქმედითი ხალხური საშუალებები. მინდა, რამდენიმე მათგანი თქვენც გასწავლოთ.

  • აიღეთ 20%-იანი პროპოლისის ნაყენი ან მისი ექსტრაქტი, დაასველეთ ბამბის ტამპონი და დაიდეთ დაზიანებულ ფრჩხილზე. პროცედურა უნდა ჩაიტაროთ ყოველდღე. მალე დაზიანებული ფრჩხილი მოძვრება და მის ადგილას ჯანსაღი წამოვა.
  • სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება აქვს ასევე ცირცელის ნედლ ფოთოლს. კარგად უნდა გაწმინდოთ, დაიდოთ დაზიანებულ უბანზე და დოლბანდით დაიმაგროთ. ნახვევი ყოველდღე უნდა შეცვალოთ.
  • კარგია ასეთი ნაყენიც: აიღეთ 1 სუფრის კოვზი ჭერმის ფისი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა არაყი და 3 დღით დააყენეთ. გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ. წაისვით ფეხის ფრჩხილზე ყოველდღე 1 თვის განმავლობაში. ფრჩხილი დარბილდება. ის ფაქიზად უნდა მოიჭრათ. მის ადგილას კიAახალი, ჯანსაღი ფრჩხილი ამოვა.

მკვრივი მკერდი დიდხანს რომ შეინარჩუნოთ

ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ლამაზი, მკვრივი მკერდი ქალის სიამაყეა. მკერდის სილამაზის შენარჩუნება განსაკუთრებით ბალზაკის ასაკს გადაცილებულებს აწუხებთ. ამ დროს მეტად მნიშვნელოვანია ვარჯიში, მაგრამ მე ამ ნიღაბსაც ვიყენებ და შედეგს არ ვუჩივი:

  • აიღეთ 2 კვერცხის ცილა, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და კარგად ათქვიფეთ. მიღებული მასა წაისვით მკერდზე და 15-20 წუთი გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ გრილი წყლით. ბოლოს წაისვით დამატენიანებელი კრემი. ასეთი ნიღაბი შეიძლება სახეზეც გაიკეთოთ - შესანიშნავი ბუნებრივი ლიფტინგია. ლიმონი კანს სიქათქათეს შემატებს, ხოლო ცილა გადაჭიმავს.

რეცეპტი მარტივია, მაგრამ შედეგის მისაღწევად საჭიროა ნიღბის რეგულარული გაკეთება.


უკანა ტანის ნახეთქს მოგირჩენთ

ალბათ, ყველა ქალი, ვისაც კი ბავშვი გაუჩენია ან მჯდომარე, ნაკლებად მოძრავ ცხოვრებას ეწევა, შეჯახებია ყაბზობის პრობლემას, რომლის შედეგადაც შესაძლოა უკანა ტანის არეში ნახეთქები გაჩნდეს, სისხლდენა, ტკივილი დაიწყოს. მინდა გასწავლოთ რეცეპტი, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

  • თავდაპირველად უნდა შეზღუდოთ ისეთი პროდუქტებით კვება, რომლებიც მდიდარია ნახშირწყლებით (თეთრი პური, ფუნთუშები, მაკარონი), რაციონში შეიტანოთ მეტი ხილი და ბოსტნეული, წვენები და ჩირი. დილა დაიწყეთ გადადუღებული წყლის სმით - ეს ნაწლავებს ერთგვარად გაასუფთავებს; დღის განმავლობაში ერიდეთ სახელდახელოდ წახემსებას, მით უმეტეს, ისეთი საკვებით, როგორიც არის ჩიპსები, გაზიანი წყალი და სხვა. ორგანიზმისთვის სრულფასოვანი სადილი აუცილებელია.
  • ტუალეტის შემდეგ უკანა ტანი ჩაიბანეთ ნელთბილი წყლით. აიღეთ პროპოლისი (მე მას მეფუტკრეებისგან ვყიდულობ), გააცივეთ და გახეხეთ, 1 ჩაის კოვზს დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ნაღების კარაქი, კარგად აურიეთ და ჩადგით წყლის აბაზანაში 20 წუთით. შემდეგ გადმოდგით, კარგად (ერთგვაროვანი მასის მიღებამდე) აურიეთ და მაცივარში (არა საყინულეში!) შედგით. რომ გაცივდება, პატარ-პატარა ნაჭრები ჩამოაჭერით და ძილის წინ სანთლებივით გაიკეთეთ უკანა ტანში. ნახეთქები ძალიან მალე შეგიხორცდებათ, სისხლდენაც შეჩერდება.

ართროზს ალოეს სპირტხსნარი უხდება

მრავალი წელია, ვიტანჯები სახსრების დაავადებით - ართროზით. უამრავი წამალი ვცადე. ზოგი მათგანი ტკივილს მიყუჩებს, ოდნავ მიმსუბუქებს მდგომარეობას, მაგრამ რამდენ ხანს შეიძლება მივიღო ტაბლეტები?! ვერც ერთი ღვიძლი და კუჭი ვერ გაუძლებს ამდენ ქიმიას. ამიტომ ხალხურ მედიცინას მივმართე.

  • ვიღებ 2 წილ თაფლს, 1 წილ ალოეს წვენს, 3 წილ არაყს, ერთმანეთში ვურევ და კომპრესებად ვიყენებ.

ცხიმგროვას ასე მოიშორებთ

ცხიმგროვა კეთილთვისებიანი სიმსივნეა. უმტკივნეულოა, მაგრამ არასასიამოვნო. თანამედროვე მედიცინა მას ქირურგიული ჩარევის გარეშე ვერ აშორებს, თანაც არც რეციდივია გამორიცხული. მე გთავაზობთ ცხიმგროვის მოსაშორებელ ეფექტურ საშუალებას, რომელიც ერთმა ნაცნობმა პაპამ მასწავლა:

  • დაგვჭირდება სარეცხის საპონი, ვიეტნამური მალამო, პოლიეთილენის პარკი და ლეიკოპლასტირი. შხაპის მიღების შემდეგ, ძილის წინ, ვიღებთ ვიეტნამურ მალამოს, სქლად ვისვამთ ცხიმგროვაზე და მის გარშემო, შემდეგ ვუსვამთ საპონს თხელ ფენად, ვაფარებთ პოლიეთილენის პარკის ნაჭერს და ლეიკოპლასტირით ვამაგრებთ. დილით ცხიმგროვა უნდა გასკდეს და მეტად იმ ადგილას აღარ გამოვა.

თმის გასამაგრებლად და ქერტლის საწინააღმდეგოდ

რეცეპტი, რომელსაც გთავაზობთ, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და შესანიშნავი შედეგი მივიღე. ამიტომაც გადავწყვიტე, ის თქვენთვისაც გამეზიარებინა.

  • თმის გასამაგრებლად და ქერტლის საწინააღმდეგოდ ვიყენებ ალოეს წვენს: ვიღებ ალოეს ღეროს, ვჭრი სიგრძეზე და დაბანამდე 10 წუთით ადრე ვიზელ თმის ძირებში. ეს დაბანის შემდეგაც შეიძლება გააკეთოთ, მაგრამ მაშინ უკვე ალოეს გამონაწური დაგჭირდებათ (დაახლოებით 1 სუფრის კოვზი).

ფრჩხილებს ლიმონის წვენი გაგიმაგრებთ

ამდენი სარეცხი საშუალების გადამკიდე, ხელებს ერთიორად მეტი ყურადღება სჭირდება - მოვლილი ხელები ხომ ქალის ერთგვარი სავიზიტო ბარათია. ქიმიისგან განსაკუთრებით ზარალდება ფრჩხილები, ამიტომ მინდა, ჩვენს ქალბატონებს მათ მოსავლელად და გასამაგრებლად არაჩვეულებრივი ბუნებრივი საშუალება შევთავაზო:

  • აურიეთ ერთმანეთში ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი თანაბარი პროპორციით და ფართო, სუფთა ფუნჯით წაისვით ფრჩხილებზე. ჩაიცვით ბამბის ხელთათმანები და მთელი ღამით დაიტოვეთ.

რძიანას სამკურნალო ბუნებრივი საშუალება

ალბათ ბევრი ქალისთვის არის ნაცნობი ჩემი მდგომარეობა: ძალიან შემაწუხა რძიანამ, ვიმკურნალებ, მგონია, მოვრჩი და 1 თვის შემდეგ ისევ ისეთი მდგომარეობაა. ქალთა კონსულტაციის ექიმიც ყოველ მისვლაზე ახალ-ახალ საშუალებებს მიწერს, მაგრამ საბოლოოდ ვერც ერთმა ვერ მომარჩინა. რჩევა მეგობრებსაც ვკითხე, რომელთაც რამდენიმე ხალხური საშუალების რეცეპტი მითხრეს. ვცადე, მაგრამ ეფექტური მხოლოდ ერთი აღმოჩნდა. აი ისიც:

  • ლიმონის ლებანი დავჭრათ წვრილად, გამოვადინოთ წვენი და დავასხათ ნახევარი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი. გავაცივოთ. ეს ხსნარი ძილის წინ შევიშხაპუნოთ საშოში 10 დღის განმავლობაში. დაავადების უსიამოვნო გამოვლინებები ქრება მესამე პროცედურის შემდეგ, მაგრამ მე მკურნალობის კურსი ბოლომდე მივიყვანე და უკვე ნახევარი წელია, რძიანას აღარ შევუწუხებივარ.