თუ სუსტი ბრონქები და ხანგრძლივი ხველა გაწუხებთ - ლიმონის წვენის ხალხური რეცეპტი

ძალიან სუსტი ბრონქები მაქვს. ოდნავი გაციებაც კი მტანჯველი, ხანგრძლივი ხველებით მირთულდება. ჩემი გასაჭირი თითქმის ყველა ახლობელმა იცის. მეგობარმა მასწავლა შინაური წამალი, რომელმაც ძალიან მარგო:
- 1 ლიმონს დაასხით იმდენი წყალი, რომ დაიფაროს და 10 წუთის განმავლობაში ადუღეთ ნელ ცეცხლზე. გადმოდგით ქურიდან, გაცივება აცადეთ, გაჭერით შუაზე და წვენი ჩაის ჭიქაში გამოწურეთ. დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი სასმელი გლიცერინი და ჭიქა თაფლით შეავსეთ. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ. მიიღეთ 2 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ და ძილის წინ.