/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თვალი

რატომ უარესდება მხედველობა სიბერეში

რატომ უარესდება მხედველობა სიბერეში
ადამიანის ყველა ორგანო და სისტემა წლების განმავლობაში ასაკობრივ ცვლილებებს განიცდის, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორგანოები დროთა განმავლობაში „ცვდება“.

გამონაკლისი არც მხედველობის ორგანოა. თვალები მთელი ცხოვრების მანძილზე მძიმე სტრესს განიცდიან, მათზე არაერთი მავნე ფაქტორი მოქმედებს და გასაკვირი არ არის, რომ ეს აისახება მხედველობაზეც. არსებობს „ასაკთან დაკავშირებული“ თვალის რამდენიმე დაავადება, რომელიც, ჩვეულებრივ, 40-50 წლის შემდეგ ვითარდება და იწვევს მხედველობის გაუარესებას.

პრესბიოპია

მას ასევე უწოდებენ ასაკთან დაკავშირებულ შორსმხედველობას, მოკლე ხელების დაავადებას. პრესბიოპიას ახასიათებს ის, რომ ადამიანს უჭირს თვალის მახლობლად მდებარე პატარა საგნების გარჩევა: კითხვა, განსაკუთრებით თუ შრიფტი პატარაა, ნემსში ძაფის გაყრა და ა.შ. ამის გამო, ადამიანს უნებურად შორს გააქვს წიგნი, თავისგან უფრო დაშორებულ დისტანციაზე, გაშლილი ხელებით, ტექსტის უკეთ გასარკვევად.

  • პრესბიოპიის მიზეზი ბროლში მიმდინარე ცვლილებებია. ჩვეულებრივ, ნორმის დროს, ბროლი, ოპტიკური ძალისა და სიმრუდის ცვლილების გამო, ბადურაზე გამოსახულების სწორად ფოკუსირების საშუალებას იძლევა. ამ პროცესს „აკომოდაცია“ ჰქვია. სწორად შერჩეული ფოკუსური დისტანციის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია ობიექტების ნათლად და მკაფიოდ დანახვა (გარჩევა). მაგრამ წლების განმავლობაში, ელასტიკურობის დაქვეითებისა და გამკვრივების გამო, ბროლი კარგავს ამ უნარს, ანუ აკომოდაცია ირღვევა.

ამ სიტუაციიდან გამოსავალი სათვალის ან ლინზების გამოყენებაა კითხვისა და მცირე საგნებთან მუშაობისთვის.

ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაცია

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ასაკთან ერთად მხედველობის გაუარესების კიდევ ერთი მიზეზია ასაკობრივი მაკულარული დეგენერაცია. მისი მიზეზი დეგენერაციული პროცესებია, რომლებიც მოიცავს ბადურას, უფრო სწორედ მის ცენტრში არსებულ არეს – მაკულას, ანუ ყვითელ ხალს. სწორედ თვალის ეს არეა პასუხისმგებელი მხედველობის სიმახვილესა და ფერად მხედველობაზე, რადგან მასშია განთავსებული მხედველობის უამრავი რეცეპტორი.

  • ასაკთან ერთად ყვითელი ხალის ქსოვილი განილევა (თხელდება) და ფერთა აღმქმელი რეცეპტორები კვდება. გარდა ამისა, ზიანდება ბადურას სისხლით მომმარაგებელი სისხლძარღვები, რაც იწვევს კვების ნაკლებობას. შედეგად, გამოსახულების სიკაშკაშე და კონტრასტულობა უარესდება, საგნები დამახინჯებულად აღიქმება, თითქოს ნისლშიაო და თვალების წინ ლაქები ჩნდება. მხედველობის სიმახვილე ქვეითდება.

მაკულარულმა დეგენერაციამ საბოლოოდ შეიძლება სრული სიბრმავე გამოიწვიოს. მაკულარული დეგენერაციის მკურნალობა რთულია. ძირითადად გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც ამცირებს ბადურას დეგენერაციის პროცესს.

ხანდაზმულთა კატარაქტა

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, მყავს 4 წლის გოგო, რომელიც ხშირ დროს ატარებდა ტელეფონთან, დაუდგინდა მიოპია -2 და მეორე თვალზე -2.75. მეც ახლომხედველი ვიყავი, ლაზერული ოპერაციის გაკეთებამდე. რადგან ჯერ არავინ მინახავს სათვალის ტარებით განკურნებული ოფთალმოლოგს ვკითხე თუ შეიძლება თანდათან გაუმჯობესდეს ჩემი შვილის მდგომარეობათქო და არაო მითხრა, პირიქით შეიძლება გაიზარდოს მინუსიო. არაფერი ეშველებაო ოპერაციის გარდა. მაინტერესებს მართლა ასეა? გასაგებად რომ დამიწეროთ რა.. რამე ვარჯიში ან წვეთები არაფერი გამიგონია ჯერ კიდევ? პ.ს. ახლობელს დაყავს ბავშვი 3 წლიდან უკეთია სათვალე და ყოველ ნახევარ წელიწადში ექიმი უფრო დაბალი ნომრის სათვალეს უნიშნავს რადგან უკეთესობა აქვსო და დავიბენი</p>

ეს დაავადება დაკავშირებულია ბროლის ცვლილებასთან. ასაკთან ერთად იცვლება ბროლის ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები: მცირდება ცილებისა და ფერმენტების შემცველობა, რომლებიც უზრუნველყოფენ ბროლის ფუნქციობას. ბროლი გამჭვირვალობას კარგავს, იმღვრევა, რაც მხედველობის გაუარესებით გამოიხატება.

  • პროცესი ეტაპობრივია. თავდაპირველად, ადამიანი უჩივის თვალის წინ ლაქების გაჩენასა და საგნების გაორებას. შემდეგ მხედველობა იწყებს დაქვეითებას. საბოლოოდ, დაბინდვა-შემღვრევა მთელ ბროლს მოიცავს, გუგის ფერი იცვლება თეთრით და ადამიანი მთლიანად კარგავს მხედველობას.

საბედნიეროდ, დღეს მედიცინას შეუძლია გაუმკლავდეს ამ დაავადებას. კატარაქტის დროს პაციენტს უნერგავენ ხელოვნურ ბროლს და ადამიანს კვლავ შეუძლია სამყაროს დანახვა მთელი მისი მრავალფეროვნებით.

გლაუკომა

ეს დაავადება, უფრო სწორად, დაავადებათა ჯგუფი, შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ რისკჯგუფში არიან 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები. გლაუკომის განვითარება დაკავშირებულია თვალშიდა წნევის მატებასთან და, შედეგად, მხედველობის ნერვის დაზიანებასთან მის სრულ ატროფიამდე.

  • გლაუკომა ვლინდება მხედველობის დაქვეითებით, თვალის წინ ლაქების ციმციმით, სიბნელიდან სინათლეში გასვლისას თვალებში ნისლის გაჩენით, ცისარტყელას წრეების არსებობით ფარნებისა და ნათურების გარშემო. ადამიანს შეიძლება აღენიშნებოდეს ტკივილი თვალებში და თვალების ირგვლივ, ასევე თავის ტკივილი.

ეს დაავადება ძალიან საშიშია, შეიძლება გამოიწვიოს სრული სიბრმავე. შველა და დახმარება გლაუკომის დროს, სიბერეში ყველაზე ხშირად, ქირურგიულ მკურნალობას შეუძლია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

ასე გრძელდებოდა, ვიდრე მეგობარმა ხახვისა და ჭინჭრისგან დამზადებული წამლის შესახებ არ მიამბო. ამ წამალს ყოველ წელს ვიმზადებ. როგორც კი ხველა შემომიტევს, მეც ვუტევ. ჯერჯერობით ორთაბრძოლა ჩემს სასარგებლოდ სრულდება. ზამთრობით ბევრს აწუხებს ასეთი ხველა. მსურს დავეხმარო და ჩემი გამოცდილება გავუზიარო.

* 40 თავ გაფცქვნილ ხახვს დაასხით მდუღარე წყალი, რომ დარბილდეს, შემდეგ მოშუშეთ 0,5 ლ ზეითუნის ზეთში და კარგად დასრისეთ. მიიღეთ ეს პიურე დილით, უზმოზე, და საღამოს თითო სუფრის კოვზი.

* 25 გ დაქუცმაცებულ იელსა და 10 გ ჭინჭრის ფოთოლს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, 8 საათით დააყენეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ 1 ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამის შემდეგ. სასარგებლოა ყივანახველის დროსაც - დაალევინეთ ბავშვებს 1 ჩ. კ. დღეში 3-ჯერ.

ჯანმრთელობისთვის ყირაზეც უნდა დადგე

ვენების ვარიკოზული გაგანიერება დღეს ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. მეგონა, მისი მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზით შეიძლებოდა, ცოტა ხნის წინ კი გავარკვიე, რომ მისგან თავის დაღწევა ოპერაციის გარეშეც შესაძლებელია, მთავარია, მკურნალობა დროულად დაიწყო, მაშინ, როდესაც პათოლოგიური პროცესი არც ისე ღრმაა. სასურველია, ვენების სიგანე კანის ზედაპირზე არ აღემატებოდეს 5 მმ-ს, ვენური კვანძების დიამეტრი კი 6-7 მმ-ს. გირჩევთ, მკურნალობა უძველესი, ნაცადი საშუალებით დაიწყოთ, რომელიც პირდაპირ ააქტიურებს ვენათა ფუნქციებს. ეს საშუალება თაფლისა და ნივრისგან მზადდება.

. აიღეთ 250 გრამი გარჩეული, გახეხილი ნიორი და დაასხით 350 გრამი თაფლი, კარგად აურიეთ და 1 კვირით დააყენეთ. მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 40 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 2 თვეა.

. ვენურ ტონუსს ზრდის სვიის გირჩების ნახარშიც: 1 სადილის კოვზ დაფშვნილ გირჩს უნდა დაასხათ 1 ჭიქა ადუღებული წყალი, ათბოთ წყლის აბაზანაში 5 წუთი და ჭამის წინ დალიოთ. დღეში 2 ჭიქა უნდა მიიღოთ.

სვიას სუსტი ძილის მომგვრელი თვისება აქვს, ამიტომ სასურველია, მეორე ულუფა ძილის წინ მიიღოთ. ამავე ნაყენში დასველებული დოლბანდი შეგიძლიათ გაფართოებულ ვენებზეც დაიდოთ.


კისტა ქირურგის დანის გარეშე მოვიშორე

59 წლის ვარ, ეკონომისტად ვმუშაობ. შრომისას წლები თითქოს არ გამძიმებენ, ცხოვრებას სხვა ხალისი აქვს. ასე გადიოდა ჩემი ცხოვრებაც, ვიდრე მარჯვენა საკვერცხეზე კისტა არ აღმომაჩნდა. თავიდანვე გადავწყვიტე, რომ ოპერაციას არ გავიკეთებდი, ამიტომ გინეკოლოგის მეთვალყურეობით გულმოდგინედ დავიწყე ხალხური საშუალებებით მკურნალობა. მართალია, ცოტა გამიხანგრძლივდა, მაგრამ ეფექტი აშკარაა - ორი წლის შემდეგ ულტრაბგერითმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ კისტა აღარ მაქვს. აი, ასე ვმკურნალობდი:

* I კურსი - ავიღე მცენარე ოქროს ულვაშის 12 მუხლი, დავასხი 0,5 ლ არაყი და 21 დღით სიბნელეში დავდგი. ყოველდღე ვანჯღრევდი. 21 დღის შემდეგ პირველ დღეს მივიღე 1 ჩაის კოვზი დღეში ორჯერ, მეორე დღეს - 1 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ, მომდევნო დღეებში კი ვიღებდი 1 დესერტის კოვზს დილით, ჭამამდე 30 წუთით ადრე, და საღამოს, ძილის წინ.

ჭურჭელი 30 დღეში გამოვცალე, შემდეგ 10 დღე შევისვენე. მხოლოდ ამის შემდეგ გადავედი მეორე კურსზე.

* II კურსი - ავიღე ცოტაოდენი ოროვანდი, გავრეცხე, გავატარე ხორცსაკეპში, წვენი გამოვწურე და დავლიე, ასე ვატარებდი ყოველდღე, ვწურავდი და ვსვამდი. პირველ დღეს 1 ჩაის კოვზი მივიღე, მეორე დღიდან კი ვიღებდი თითო საჩაროზე კოვზს დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ამ კურსის ხანგრძლივობა 30 დღეა, შემდეგ 10 დღე ისევ უნდა შეისვენოთ და მესამე კურსი ჩაიტაროთ.

* III კურსი - 30 დღის განმავლობაში ისევ ოქროს ულვაშის ნაყენს ვსვამდი - დესერტის კოვზით დღეში ორჯერ.

3 კურსის შემდეგ ჩავიტარე ულტრაბგერითი გამოკვლევა და შევიტყვე, რომ კისტა დაპატარავებულიყო.

* IV კურსი - აფთიაქში შევიძინე იორდასალმის ნაყენი, რომელსაც ვსვამდი 30 დღის განმავლობაში, თითო ჩაის კოვზს დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

* V კურსი - პირველისა და მესამის მსგავსად, ვსვამდი ოქროს ულვაშის სპირტიან ნაყენს.

მთელ მკურნალობას დაახლოებით ნახევარი წელი მოვანდომე. 8 თვის შემდეგ კისტა აღარ მქონდა.

ახლა ყოველ წელს ვიტარებ ულტრაბგერით გამოკვლევას და ჯერჯერობით ყველაფერი რიგზე მაქვს.

კატარაქტა

კატარაქტა უმთავრესად მოხუცებულთა პრობლემაა, ოპერაცია კი საკმაოდ ძვირი ღირს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ხშირად მისი გაკეთება ორივე თვალზეა საჭირო, ნათელი გახდება, რომ ჩვეულებრივი პენსიონერი ამ ოპერაციას საკუთარი ხარჯით ვერასოდეს გაიკეთებს. როდესაც დედას კატარაქტის დიაგნოზი დაუსვეს, დავიწყე ამ სნეულების სამკურნალო მცენარეული რეცეპტების შეგროვება. საკმაოდ ბევრი დამიგროვდა. ზოგიერთი მათგანი ჩვენც გამოგვადგა და თქვენც სიამოვნებით გთავაზობთ, რათა ყველამ მისთვის მისაღები ამოირჩიოს.

* აიღეთ ვაშლი, ამოღრუტნეთ, ჩაასხით თაფლი, დააფარეთ თავისივე ნაჭერი, ორი საათის შემდეგ გადმოასხით თაფლისა და ვაშლის წვენის ნარევი და დილით ორი წვეთი დაავადებულ თვალში ჩაიწვეთეთ.

* კატარაქტის საწყის სტადიაზე შეგიძლიათ გამოიყენოთ ალოეს წვენი. მოაგროვეთ 2-4 წლის მცენარის ფოთლები, შეაწყვეთ მაცივარში, სიბნელეში, -4 - -80C ტემპერატურაზე, 12 დღე-ღამე გააჩერეთ, შემდეგ გამოიღეთ, გარეცხეთ ადუღებული წყლით და დაჭერით წვრილ, თხელ, 0,2-0,3 სმ სისქის ნაჭრებად, შეახვიეთ დოლბანდში და მაგრად გამოწურეთ. მიღებული წვენი გააზავეთ 1:10 პროპორციით და თვალში ჩაიწვეთეთ.

ორსულობისას, შარდის ბუშტის ანთებისა და სისხლდენისას ამ რეცეპტის გამოყენება არ შეიძლება.

* კატარაქტის საწინააღმდეგოდ ძალიან კარგია მწვანე ჩაი. სასურველია, დღეში რამდენიმე ფინჯანი დალიოთ.

* სამი თვის განმავლობაში დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, უნდა დალიოთ ნახევარი ჭიქა სტაფილოსა და ოხრახუშის წვენების ნარევი (3:1). ოხრახუშის წვენის ნაცვლად შეგიძლიათ დროდადრო ჭარხლისა გამოიყენოთ.

* აურიეთ ერთმანეთში ახალი თაფლი და სტაფილოს წვენი (1:1) და დილა-საღამოს 1-2 წვეთი თვალში ჩაიწვეთეთ.


პიტნა შაკიკის წამალია

რამდენიმე წელია, მაქვს შაკიკის შეტევები, რომლებიც პერიოდულად გაუსაძლის მდგომარეობაში მაყენებს. ამ დროს იძულებული ვხდები, ყველა გეგმაზე უარი ვთქვა და შინ ჩავიკეტო. ერთხელ მეგობარმა მირჩია, პიტნის ნაყენი მესინჯა. თავადაც გამეგონა, რომ პიტნას სამკურნალო თვისებები ჰქონდა, ამიტომ უფრო თამამად ვენდე მეგობრის რჩევას და მართლაც მომიხდა.

. პიტნის ნაყენი ასე მზადდება: აიღეთ 1/2-1/2 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული პიტნა, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე დაახურეთ და 15 წუთით წყლის აბაზანაში ჩადგით, თან განუწყვეტლივ ურიეთ. შემდეგ გადმოდგით, ოთახის ტემპერატურამდე გააცივეთ (ამას დაახლოებით 45 წუთი დასჭირდება), გადაწურეთ და გადადუღებული წყლით 1 ჩაის ჭიქამდე შეავსეთ. მიიღეთ თბილ-თბილი, ნახევარი ან მესამედი ჩაის ჭიქა დღეში ორ-სამჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

ნაყენი შეინახეთ გრილ ადგილას, არა უმეტეს 2 დღისა.

გრიპს ნივრითა და რძით ვამარცხებ

ყოველ ზამთარს ახალ-ახალი გრიპით გვაშინებენ, მაგრამ სულ არ მადარდებს, რისი გრიპი დაგვატყდება თავს - ღორისა თუ ქათმისა, რადგან მასთან ბრძოლის საკუთარი მეთოდი მაქვს:

. 8 წვეთ ნივრის წვენს შეურიეთ 1 სუფრის კოვზი რძე და წყლის აბაზანაში 45-50 გრადუსამდე შეათბეთ. მიიღეთ ძილის წინ 4-5 დღის განმავლობაში.

ბუასილის დროს ტკივილს შეგიმსუბუქებთ

ახალგაზრდობიდან მოყოლებული, მჯდომარე სამუშაო მაქვს. საკვებიც უფრო მშრალი მიყვარს, ცხარე და მარილიანი. ალბათ, ცოტ-ცოტა ყველაფერმა იმოქმედა და საბოლოოდ ბუასილი დამემართა. საშინელ ტკივილებს წონასწორობიდან გამოვყავდი, ვეღარაფერს ვაკეთებდი, სამსახურშიც კი ვეღარ დავდიოდი. ოპერაციისა გასროლილ ტყვიასავით მეშინია... ათასი საშუალება ვსინჯე და ბოლოს ამ ნახარშზე შევჩერდი:

* აიღეთ 1 სუფრის კოვზი ჭინჭრის ფოთოლი და ამდენივე ხეჭრელას ქერქი. დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და 10 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე. გადმოდგით, შეფუთეთ, ნახევარი საათით დააყენეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა დღეში 4-ჯერ ძლიერი ტკივილების დროს.

ჯიბლიბოს კამის თესლის ნახარში შველის

თვალს არასოდეს შევუწუხებივარ, ერთ დღეს კი ჯიბლიბო გამომივიდა და ძალიან მძიმე დღეში აღმოვჩნდი. გარდა გარეგნული დისკომფორტისა, რომელიც, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე (მსახიობი ვარ), საკმაოდ მიშლიდა ხელს, არც ტკივილი მაძლევდა მოსვენებას. ყველა ნაცნობმა რაღაც მირჩია, ყველას რეცეპტი მოვსინჯე, მაგრამ ყველაზე მეტად ეს მომიხდა:

. ვიღებთ 1 ჩაის კოვზ კამის თესლს, ვნაყავთ და ვასხამთ 2 ჩაის ჭიქა წყალს, მიგვყავს ადუღებამდე, 5 წუთს ვაჩერებთ, ვწურავთ და ვაგრილებთ.Aამ ნახარშში ვასველებთ სტერილური ბამბის ტამპონს და დღეში რამდენიმეჯერ ვიდებთ ჯიბლიბოზე.


ხველებას კვერცხის გული უხდება

სუსტი ბრონქები მაქვს, ერთი თუ გავცივდი, ხველა კარგა ხანს მიმყვება. მართალია, დღეს ხველების უამრავი წამალი არსებობს, მაგრამ მედიკამენტების შეძენა ყოველთვის არ შემიძლია, ვცდილობ, ჩემს პრობლემებს ბუნებრივი საშუალებებით მოვერიო. ხველების წამალსაც თავად ვიმზადებ:

* ვიღებ 2 კვერცხის გულს და 3 სუფრის კოვზ შაქარს, ვთქვეფ გათეთრებამდე და ვიღებ უზმოზე, დღეში 2-ჯერ.

გაითვალისწინეთ: ნარევი უშუალოდ მიღების წინ უნდა მომზადდეს.

ნივთიერებათა ცვლას ხურტკმელი მოგიწესრიგებთ

რამდენიმე წლის წინ გინეკოლოგიური ოპერაცია გავიკეთე. როგორც ჩანს, ამის შემდეგ დამერღვა ჰორმონული ბალანსი და მკვეთრად მოვიმატე წონა. სამწუხაროდ, პირვანდელი წონა ვეღარ დავიბრუნე, მაგრამ ძალიან მომიხდა ხურტკმელის ნაყენი, რომელიც თურმე ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას უწყობს ხელს:

. აიღეთ 1 სუფრის კოვზი ხურტკმელის გამხმარი ნაყოფი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 10 წუთის განმავლობაში ადუღეთ.Gგადმოდგით, გააგრილეთ (შეგიძლიათ დაატკბოთ კიდეც, მაგრამ უშაქროდ უფრო სასარგებლოა) და მიიღეთ მეოთხედი ჩაის ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე.

ჭრილობის უებარი წამალი

მშენებლობაზე ვმუშაობ და ხშირად ვშავდები, უმეტესად ხელს ვიჭრი. ხელები ჩემი ლუკმაპურია, ყოველი გაცდენილი დღე ჩემი ოჯახის ბიუჯეტს მძიმე დაღს ასვამს, ამიტომ ვცდილობ, სამუშაოს მალე დავუბრუნდე. ჭრილობებს კი შინაური საშუალებით ვირჩენ, რომელსაც სიამოვნებით გასწავლით:

* მომინანქრებულ ჭურჭელში გაადნეთ 100 გრამი ვაზელინი ან უმარილო ქონი (შეიძლება მცენარეული ცხიმის გამოყენებაც), მიიყვანეთ ადუღებამდე, 50-60 გრადუსამდე გააგრილეთ, დაუმატეთ 10 გრამი დაქუცმაცებული პროპოლისი, 8-10 წუთით შედგით ნელ ცეცხლზე და თან განუწყვეტლივ ურიეთ. ცხელივე გაწურეთ დოლბანდში და მალამოც მზადაა.

ნიორი იმუნიტეტს აგიმაღლებთ

იმუნიტეტის ასამაღლებელი ეს ბუნებრივი საშუალებაMმეგობარმა მასწავლა. რამდენიმე წელია ვიღებ და კმაყოფილი ვარ.

. 350 გრამი ნიორი დაჭყლიტეთ ხის ან ფაიფურის კოვზით, მიღებული ფაფა მოათავსეთ მინის ჭურჭელში, დაუმატეთ 200 გრამი 96%-იანი სპირტი, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და 10 დღით დადგით ბნელ, გრილ ადგილას. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჩაის ჭიქა რძესთან ერთად დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. დაიწყეთ 2 წვეთიდან და თანდათან 25 წვეთამდე ადით. მკურნალობის კურსი 11 დღეა. განმეორებითი კურსი შეგიძლიათ ჩაიტაროთ არა უადრეს 6 თვის შემდეგ.

ავიტამინოზსა და უმადობას უხდება

* აიღეთ 1/2 ჩაის ჭიქა ლიმონის წვენი, ამდენივე ვაშლის წვენი, 1 ჩაის ჭიქა სტაფილოს წვენი და 2 სუფრის კოვზი შაქარი. მიქსერით კარგად აურიეთ ერთმანეთში ყველა ინგრედიენტი და მიიღეთ 1/2 ჩაის ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.