/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო მცენარეები

ევკალიპტი - ტყეების ალმასი

ევკალიპტი - ტყეების ალმასი
ევკალიპტი სწრაფად მზარდი მარადმწვანე ხეა. მისი სიმაღლე საშუალოდ 50-70 მ-ია (უდიდესი ევკალიპტის სიმაღლე 155 მ-ს აღწევს). ამ ხის სამშობლო კუნძული ტასმანიაა,

თუმცა ის არაერთი ქვეყნის ნოტიო სუბტროპიკულ ზონაშია კულტივირებული. დიდი ფართობი უკავია მას კავკასიაშიც - შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე, აჭარასა და აფხაზეთში. ავსტრალიაში ევკალიპტს "ტყეთა ალმასს", "სიცოცხლისა და სასწაულთა ხეს" უწოდებენ.

მცენარე მძლავრი ფესვთა სისტემითა და მტკიცე მერქნით გამოირჩევა. მცენარის ღეროსა და ტოტების მერქანი გლუვია, მოთეთრო-მორუხო ფერის, გარეთა შრე ადვილად იქერცლება. ახალგაზრდა და ასაკოვანი მცენარის ფოთლები არა მხოლოდ ფერით, არამედ ფორმითა და სისქითაც განსხვავდება.

ევკალიპტი სიცოცხლის მესამე წლიდან შემოდგომობით ყვავილობს. ეთერზეთის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო მისი ფოთლები განსაკუთრებული სურნელით გამოირჩევა. სამედიცინო პრაქტიკაში სწორედ ფოთლები გამოიყენება, რომელთაგანაც ეთეროვან ზეთს იღებენ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფოთლებს წლის თბილი სეზონის ნებისმიერ პერიოდში კრეფენ, თუმცა საუკეთესო ხარისხისა შემოდგომაზე მოკრეფილია. ფოთლებს აშრობენ ჰაერზე, არა უმეტეს 13%-იანი ტენიანობის პირობებში.

ევკალიპტის ეთერზეთის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ცინეოლი (80%), რომელიც კარგად იხსნება ცივ წყალში. ზეთის შემადგენლობაში შედის აგრეთვე პინენი, მირტენოლი, გლობულოლი, პინოკარვონი, ეიდესმალი, ალდეჰიდები, ეთილის, იზობუთილისა და სხვა სპირტები. გარდა ამისა, მცენარის ფოთლებსა და მერქანში დიდი რაოდენობით არის მთრიმლავი ნივთიერებები.

  • ევკალიპტის ზეთი

  • ევკალიპტის ზეთი უხსოვარი დროიდან გამოიყენება ბრონქიტის, პნევმონიის, ცხელებით მიმდინარე ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ.
  • მას წარმატებით იყენებდნენ აგრეთვე ჭრილობებისა და წყლულების მოსაშუშებლად.
  • ევკალიპტის პრეპარატებს კარგი ეფექტი აქვს ქუნთრუშას, დიფტერიის, პარაზიტული დაავადებების მკურნალობისას.
  • დადგენილია, რომ ევკალიპტის ზეთი ნაკლებტოქსიკურია, არ გააჩნია გვერდითი ეფექტები, არ აღიზიანებს თირკმელების ეპითელიუმს.
  • ფარმაცევტული წარმოება უშვებს ევკალიპტის ზეთს, რომელიც ინჰალაციებისთვის გამოიყენება (მისი 10-20 წვეთი უნდა გახსნათ ერთ ჭიქა წყალში). მისი გამოყენების პირდაპირი ჩვენებაა ოსტეომიელიტი (ძვლის ტვინის ანთება), კარბუნკული (კანის შიგნითა ფენისა და კანქვეშა უჯრედისის ჩირქოვანი ანთება), საშვილოსნოს ყელის ეროზიები და წყლულები.
  • ევკალიპტის ზეთი შედის ჭრილობათა შეხორცებისთვის განკუთვნილი მრავალი მალამოს შემადგენლობაში, მისგან მზადდება საწუწნი აბები და ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები, ზოგიერთ ქვეყანაში კი - მწერების საწინააღმდეგო საშუალებებიც.
შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ</p>

თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება როგორც ფოთლების ნახარში, ასევე ნაყენი.

ევკალიპტის ფოთლების ნახარშს შემდეგი წესით ამზადებენ:

ასევე დაგაინტერესებთ
ევკალიპტი ყელის ტკივილის უებარი წამალია
შტოში, ასკილი, კუნელი, ევკალიპტი - ფიტოთერაპია მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ

ფოთლებს კუწავენ დაახლოებით 5 მმ ზომის ნაკუწებად, ასხამენ მდუღარე წყალს (10-15 გრამი 200 მლ წყალზე), 3-4 წუთის განმავლობაში ადუღებენ ფაიფურის ან მომინანქრებულ ჭურჭელში, მცირე ხანს აყოვნებენ და შემდეგ დოლბანდით გადაწურავენ. დიდხანს დაყენების შემთხვევაში წარმოქმნილი ნალექი უხარისხობის მაჩვენებელი არ არის.

გამოყენების წინ აუცილებელია სითხის შენჯღრევა. ნახარში უნდა მიიღოთ თბილი, დღეში 4-ჯერ, ჭამის შემდეგ, 1/4 ჭიქა.

ევკალიპტის ნახარშით რეკომენდებულია:

  • ინფიცირებული ჭრილობების მკურნალობა. კანი ჭრილობის გარშემო 15%-იან ნახარშში დასველებული ტამპონით უნდა დაამუშაოთ (1 სადილის კოვზი ნახარში 1 ჭიქა წყალზე).

ასეთი კონცენტრაციის ნახარში გამოიყენება აგრეთვე

  • ჩირქოვანი მასტიტის (სარძევე ჯირკვლის ანთების),
  • ტროფიკული წყლულის,
  • აბსცესის (შემოფარგლული ჩირქოვანი ანთების),
  • ქრონიკული და მწვავე ოსტეომიელიტის (ძვლის ტვინის ანთების) სამკურნალოდ,
  • გინეკოლოგიური პათოლოგიების დროს - შესასხურებლად,
  • ზემო სასუნთქი გზების დაავადებათა დროს - ინჰალაციების სახით.
  • ევკალიპტის კომპონენტთა გავლენით ფართოვდება ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის სისხლძარღვები. ამავე დროს ნახარშს აქვს ადგილობრივი მადეზინფიცირებელი მოქმედება, რის გამოც ანგინის - ხახის ლორწოვანი გარსის ანთების - დროს მის ინჰალაციას დღე-ღამეში რამდენიმეჯერ მიმართავენ.
  • ევკალიპტის ფოთლების ნაყენი რეკომენდებულია პირის ღრუსა და ხახის პათოლოგიების დროს (სავლების სახით),
  • კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადებების დროს, ა
  • გრეთვე - ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში,
  • კანის ჩირქოვანი დაზიანების დროს.

ნაყენის მაღალი ეფექტურობა განპირობებულია მასში ცინეოლის მაღალი შემცველობით.

მომზადების წესი:

2 ჩაის კოვზ ფოთოლს დაასხით 200 მლ წყალი, წამოადუღეთ, 1-2 წუთს გააჩერეთ, გადმოდგით, გააცივეთ და გადაწურეთ.

  • სპირტიანი ნაყენი გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედებით. იყენებენ როგორც საინჰალაციოდ (10-20 წვეთი 1 ჭიქა წყალზე), ისე შინაგანი მიღებისთვის (15-20 წვეთი დღეში 3-ჯერ ჭამის შემდეგ).

მომზადების წესი:

ერთ წილ ევკალიპტის ფოთოლს დაასხით 5 წილი 70%-იანი სპირტი. მინის ჭურჭელში ნაყენი 10-14 დღეს უნდა გააჩეროთ და შემდეგ გადაწუროთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წერილები

ალბათ, ყველაფერმა ერთად... ლამის გათენებამდე ვწრიალებდი საწოლში, მაგრამ ვერაფრით ვიძინებდი. დედაჩემმა რა არ მირჩია, შემომთავაზა ექიმთან წასვლაც, მაგრამ იმაზე ფიქრმა, რომ ავად ვიყავი, უარესი დამმართა. საბოლოოდ გადავწყვიტე, მეგობრის ნასწავლები რეცეპტი მესინჯა. ნელ-ნელა ძილიც მომიწესრიგდა და განწყობაც გამომიკეთდა. დარწმუნებული ვარ, უძილობას საქართველოში მხოლოდ მე არ ვუჩივი, ამიტომ სიამოვნებით გასწავლით ამ წამალს, იქნებ თქვენც გამოგადგეთ.

  • ვიღებთ 50 გრამ კამის თესლს, ვასხამთ ნახევარ ლიტრ პორტვეინს და ვადუღებთ ნელ ცეცხლზე 15-20 წუთის განმავლობაში. ვფუთავთ, ვაჩერებთ 1 საათს და ვწურავთ. უნდა მივიღოთ 50-60 გრამი ძილის წინ.

თუ გრიპმა ხელი დაგრიათ

  • აიღეთ საშუალო ზომის ხახვი, გახეხეთ, მიღებული ფაფა მოათავსეთ ორფა დოლბანდზე და 10 წუთით დაიდეთ ცხვირზე (კანი რომ არ დაგწვათ, ცხვირზე წინასწარ წაისვით მცენარეული ზეთი). ეს პროცედურა დღე-ღამეში 3-ჯერ ჩაიტარეთ.

ბროწეული ჭიების უსაფრთხო და ეფექტური წამალია

2 შვილი და 3 შვილიშვილი მყავს. სამივე ჩემი გაზრდილია, ამიტომ ბავშვთა არც ერთი დაავადება ჩემთვის უცხო არ გახლავთ. თავის დროზე ნაწლავთა პარაზიტული დაავადებაც გადავიტანეთ. ამჟამად ჭიების საწინააღმდეგო უამრავი საშუალება არსებობს, მაგრამ ათიოდე წლის წინ ასე განებივრებულები არ ვიყავით, ამიტომ შინაურ, ნაცად და უვნებელ წამლებს ვიყენებდი. ერთ-ერთს თქვენც გასწავლით, ვინიცობაა, ქიმიას ხალხური საშუალებები გერჩიოთ:

  • აიღეთ ბროწეულის ნაყოფი, გახლიჩეთ ორად. ნახევარს (ქერქითურთ) დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 5 წუთს ადუღეთ და 2 საათით დააყენეთ. მიეცით ბავშვს რამდენიმე ყლუპი დღეში 3-4-ჯერ. ჭიების მოსასპობად 3-4 ჩაის ჭიქა ნახარშის მიღება საკმარისია.

ცაცხვის ყვავილის ნახარში კბილებს ასუფთავებს

კბილის ქვა შესახედავადაც უსიამოვნოა და მინანქარსაც აზიანებს, მაგრამ კბილების გასაწმენდად სტომატოლოგთან სიარული ყველას არ შეუძლია - ზოგი ვერ იცლის, ზოგს ჯიბე არ აძლევს საშუალებას... სცადეთ ცაცხვის ყვავილის სავლები, რომელსაც მე დიდი ხანია წარმატებით ვიყენებ. აიღეთ 4 სუფრის კოვზი ცაცხვის ყვავილი და მზესუმზირას მშრალი, თესლამოცლილი კალათა, დაასხით 1 ლიტრი წყალი და ნახევარი საათი ადუღეთ. გაიხეხეთ კბილები და შემდეგ პირის ღრუში ეს ნახარში გამოივლეთ (სასურველია, ნახარში ცივი იყოს). ის ქვებს არბილებს და აშორებს.

სქესობრივი უძლურების დასამარცხებლად

საერთოდ, სიმორცხვით არ გამოვირჩევი, მაგრამ მამაკაცურ უძლურებაზე უცხოსთან, თუნდაც ექიმთან საუბარი მომერიდა, ამიტომ გადავწყვიტე, ამ პრობლემისთვის ძველი, ხალხური საშუალებებით მომევლო. სინჯეთ, იქნებ თქვენც მოგიხდეთ: აიღეთ თითო ჩაის ჭიქა დარჩეული ნიგოზი, ჭერმის ჩირი, შავქლიავის ჩირი, ქიშმიში და ორი ლიმონი. ეს ყველაფერი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ 1,5 ჩაის ჭიქა თაფლი, კარგად აურიეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე. ერთი კურსისთვის 2 ასეთი ულუფაა საჭირო.