/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო მცენარეები

ბალი და ალუბალი

ბალი და ალუბალი
ალუბალი ვარდისებრთა ოჯახის მცენარეა. მის გვარს მიეკუთვნება ბალიც. ალუბლის ნაყოფი წვნიანი და გემრიელია. ალუბლისა და ბლის ქიმიური შემადგენლობა ასეთია: წყალი - 80%, შაქარი - 10-17,3%, მჟავები - 0,8-2,4%, ნახშირწყლები - 20%, აზოტოვანი ნივთიერებები - 0,7%, უჯრედისი - 6%, მთრიმლავი ნივთიერება - 0,15-0,88%. იყენებენ ნედლსაც და გადამუშავებულსაც (მურაბა, ჯემი, კომპოტი, ნაყენი, საკონდიტრო ნაწარმი).

ალუბლის ახალმოკრეფილი ნაყოფი ძვირფასი საკვები პროდუქტია. მას სამკურნალო თვისებები აქვს. კერძოდ, შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, გლუკოზასა და ფრუქტოზას, ასევე B1, B6, C, E, K და PP ვიტამინებს, მაგნიუმსა და იოდს.

ბალი შემადგენლობით ალუბლის მსგავსია, მაგრამ ვიტამინებითა და ორგანული მჟავებით შედარებით ღარიბია, თუმცა გაცილებით მდიდარია გლუკოზისა და პექტინების შემცველობით.

ვიტამინებით მდიდარი ალუბალი საუკეთესო საშუალებაა ჰიპოვიტამინოზისა და ასთენიის სამკურნალოდ რკინის, მაგნიუმის, C ვიტამინისა და ფოლიუმის მჟავას შემცველობის გამო. ის აჩქარებს სისხლის წარმოქმნას და შეუცვლელია ბავშვებისა და ორსულებისთვის. ალუბალს ახასიათებს ამოსახველებელი და ბრონქოლიზური მოქმედება, ამიტომ ეფექტურია სასუნთქი სისტემის ინფექციური და ანთებითი დაავადებების დროს. ალუბლისა და ბლის შემადგენლობაში შემავალი A ვიტამინი საჭიროა მხედველობისთვის, ძვლებისა და კბილების სიმაგრისთვის. B ვიტამინი უცვლელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციობისთვის, უნარჩუნებს კანს სიჯანსაღეს, ამაგრებს თმასა და ფრჩხილებს. ფოლიუმის მჟავა და რკინა აწესრიგებს სისხლის შემადგენლობას. C ვიტამინი იცავს ორგანიზმს ინფექციებისა და ვირუსული დაავადებებისგან, ამაგრებს გულის კუნთს და სისხლძარღვების კედლებს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ალუბლისა და ბლის მთავარი სიმდიდრეა კუმარინები. ეს ნივთიერებები ორგანიზმს ტონუსის შესანარჩუნებლად სჭირდება. კუმარინებით მდიდარ ხილსა და კენკრას ურჩევენ ხანგრძლივი ავადმყოფობით დასუსტებულ ადამიანებს. ამ ნივთიერებათა შემცველობით ეს ხილი მხოლოდ მოცხარს, ჟოლოსა და ბროწეულს თუ ჩამოუვარდება. ალუბლისა და ბლის წვენი არაჩვეულებრივი მატონიზებელი საშუალებაა.

ალუბალი დიეტური პროდუქტიცაა. სიმსუქნისა და ათეროსკლეროზის დროს მისი ხანგრძლივი მიღება ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს თერმოგენეზს და ხელს უწყობს წონის კლებას. მიირთვით ალუბალი კოლიტის, ყაბზობისა და ბუასილის დროს. მისი ნაყოფი და წვენი კარგია პოდაგრის დროსაც. უმადობის დროს კი შეგიძლიათ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიოთ ნახევარი ჭიქა უშაქრო ალუბლის წვენი. ის ასევე გამოიყენება პირში გამოსავლებად პირის ღრუს ანთებითი დაავადებების, კერძოდ, სტომატიტისა და გინგივიტის დროს, გარდა ამისა, აყუჩებს ტკივილს, ამცირებს შეშუპებას და ანთებას. ალუბლის ნაყოფი და ფოთლები ნატურალური ანტიბიოტიკებია. მათში უხვად არის ფიტონციდები, რომლებიც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ</p>

ბალი და ალუბალი ნივთიერებათა ცვლისა და საჭმლის მონელების გამაუმჯობესებელ ნივთიერებებსაც შეიცავს. ალუბლის წვენში არსებული ბირთვაკი სასარგებლოა კენჭოვანი დაავადებების დროს. ყვავილებისგან გამოხდილი წყლით კარგია გაღიზიანებული თვალების ამობანა. ალუბლის წვენს აქვს მსუბუქი შარდმდენი თვისება, აქვეითებს სისხლში მჟავიანობას. რეკომენდებულია ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს. წვენი განსაკუთრებით სასარგებლოა ჰიპერტონიკებისთვის. ეხმარება წონის კლებასაც. ალუბლის ყუნწების ნახარში სასარგებლოა კრიტიკულ დღეებში, სისხლდენისა და სახსრების ტკივილის დროს. ალუბალში შემავალი კუმარინი ხელს უშლის სისხლის შესქელებას, ათეროსკლეროზის განვითარებას. სასარგებლოა ანემიის დროს. ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ალუბალს კიდევ ერთი სასარგებლო თვისება აქვს: მას ართრიტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობის პროფილაქტიკა შეუძლია. ალუბლის რეგულარული გამოყენება ხელს უშლის ოსტეოართრიტის განვითარებას. ართრიტის ეს სახეობა ხელებს, ფეხებს, განსაკუთრებით - მუხლებსა და ხერხემალს აზიანებს. მეცნიერებმა ალუბლის ექსტრაქტზე დამზადებული სპეციალური სამკურნალო პრეპარატები შექმნეს, თუმცა გახსოვდეთ, რომ ყველაზე სასარგებლო მაინც ცოცხალი ხილია.

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ალუბლის ყოველდღიური მიღება ამცირებს არა მარტო ქოლესტერინის დონეს, არამედ დიაბეტისა და ართრიტის წარმოქმნის რისკსაც. ამასთან, ცოცხალი ალუბლის მიღება აუცილებელი არ არის - გამოდგება მისი მურაბა, კომპოტი და ჯემიც კი. რაც უფრო მუქი ფერისაა ალუბალი, მით უფრო სასარგებლოა. სამკურნალო ეფექტი განპირობებულია პიგმენტით, რომელიც ხილს წითელ ფერს აძლევს. ინგლისელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ალუბლის მჟავე ჯიშების წყალობით მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ უფრო სწრაფად აღდგება კუნთები.

ცნობილი დიეტოლოგები აღნიშნავენ, რომ ალუბალი - შესანიშნავი დამატებაა სპორტული ვარჯიშის დროს. ამასთან, ეს ხილი ხელმისაწვდომია წელიწადის ნებისმიერ დროს - ცოცხალი, გაყინული, ჩირი, წვენი... ჩირი შეგიძლიათ დაუმატოთ შვრიის ფაფას ან იოგურტს. ალუბალი შეიცავს მელატონინს, რომელიც ძილიანობას იწვევს. ასე რომ, ვისაც უძილობა ტანჯავს, შეუძლია ალუბალი სცადოს. ალუბლისგან მზადდება შესანიშნავი სასმელები (ლიქიორი), მას იყენებენ კულინარიაში.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ბალი და ალუბალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები