/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო მცენარეები

სატაცური

სატაცური
სატაცური ხახვისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი მცენარეა. ცნობილია მისი 100-მდე სახეობა, რომელთაც ნორჩი ყლორტების შეფერილობის მიხედვით განასხვავებენ. სატაცური

მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, ასპარაგინით, კუმარინით, ნახშირწყლებით, ცილებით, კაროტინოიდებით, შეიცავს C და B ჯგუფის ვიტამინებს, ეთეროვან ზეთს, გოგირდოვან მჟავას.

სამკურნალოდ იყენებენ სატაცურის ფესვს, ნორჩ ყლორტებსა და ნაყოფს.

სატაცურის ექსტრატი, ასპარაგინი, დაბლა სწევს არტერიულ წნევას, აფართოებს პერიფერიულ სისხლძარღვებს, აძლიერებს გულის კუნთის შეკუმშვას და ანელებს გულისცემას.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ხალხური მედიცინა სატაცურისგან მიღებულ პრეპარატებს იყენებს გულ-სისხლძარღვთა, თირკმლის, შარდის ბუშტის, კანის დაავადებების, რევმატიზმის, ეპილეფსიის სამკურნალოდ.

  • კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალება

კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებაა სატაცურის ფესვების ნახარში. მას ამგვარად ამზადებენ: 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ მცენარეს ასხამენ 1 ჭიქა ცხელ წყალს, 15 წუთს ადუღებენ, 45 წუთს აყენებენ და წურავენ, შემდეგ ანადუღარი წყლით საწყის ოდენობამდე ავსებენ. მიღების წესი კი ასეთია: 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ. ნახარშს იმავე დოზით იღებენ სასიცოცხლო ტონუსის მოსამატებლად.

  • არითმიისა და გულისმიერი შეშუპების საწინააღმდეგო საშუალება

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ</p>

სატაცურის ფესვისა და ყლორტების ნახარში კარგია არითმიისა და გულისმიერი შეშუპების მოსახსნელად. 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ მცენარეს ასხამენ 1 ჭიქა ცხელ წყალს, 30 წუთს ადუღებენ წყლის აბაზანაში, წურავენ და ანადუღარი წყლით საწყის ოდენობამდე ავსებენ. იღებენ 1/3-1/2 ჭიქას დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.

  • ღვიძლის ანთების და ციროზის საწინააღმდეგო საშუალება

ღვიძლის ანთების დროს, ასევე - ციროზის შემთხვევაში სვამენ ფესვების ნახარშს: 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ 1 ჭიქა ცხელ წყალს, 15 წუთს ადუღებენ და 45 წუთით დგამენ. წურავენ და ანადუღარი წყლით საწყის ოდენობამდე ავსებენ. იღებენ 1 სუფრის კოვზს 3-ჯერ დღეში.

  • ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალება

ასევე დაგაინტერესებთ
რა სამკურნალო თვისებები აქვს კამას
რატომ უნდა გახდეს პრასი თქვენი საყვარელი საკვები?

სატაცურის ფესვების ნახარშს ტუბერკულოზის დროსაც იყენებენ. 60 გ დაქუცმაცებულ ფესვს ასხამენ 1 ლ მდუღარე წყალს, კიდევ 15 წუთს ადუღებენ, 45 წუთის განმავლობაში დგამენ, წურავენ და ანადუღარი წყლით ავსებენ საწყის ოდენობამდე. იღებენ 1 სუფრის კოვზს დღეში 4-5-ჯერ.

ტუბერკულოზის დროს სასარგებლოა სატაცურის ყლორტების ნაყენიც: 3 სუფრის კოვზს ასხამენ 1 ჭიქა მდუღარე წყალს, 2 საათს აჩერებენ და წურავენ. სვამენ 1-2 სუფრის კოვზს დღეში 3-ჯერ.

  • შარდის ბუშტის ანთების საწინააღმდეგო საშუალება

შარდის ბუშტის ანთების ჩასაქრობად და თირკმლის ფუნქციის გასაძლიერებლად რეკომენდებულია ფესვებისა და ყლორტების ნახარში: 1 სუფრის კოვზ მცენარეს ვასხამთ 1 ჭიქა მდუღარე წყალს, ვადუღებთ წყლის აბაზანაში 30 წუთს, ვწურავთ და ვავსებთ საწყის ოდენობამდე. ვიღებთ 1/3-1/2 ჭიქას დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ. ასეთივე დოზით ნახარში კარგია ორგანიზმიდან ქლორიდების, ფოსფატების, შარდმჟავას გამოსადევნად.

  • წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის საწინააღმდეგო საშუალება

წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის დროს კარგია ფესვების ნახარში. იღებენ 1 სუფრის კოვზს დღეში 3-ჯერ. ასეთსავე ეფექტს იძლევა სატაცურის ნორჩი ყლორტების ნაყენიც: 3 ჩაის კოვზ მშრალ, დაქუცმაცებულ ნედლეულს ვასხამთ 1 ჭიქა მდუღარე წყალს, ვაჩერებთ 2 საათს, ვწურავთ და ვიღებთ 1 სუფრის კოვზს დღეში 3-ჯერ, 2-4 კვირის განმავლობაში.

  • სქესობრივი სისუსტის საწინააღმდეგო საშუალება

სქესობრივი სისუსტის სამკურნალო ყველაზე ქმედითი საშუალებაა სატაცურის ნაყოფის ნახარში: 20 გ ნედლეულს ასხამენ 1 ჭიქა ცხელ წყალს, ადუღებენ 15 წუთს, წურავენ, იღებენ 1 სუფრის კოვზს დღეში 3-4-ჯერ.

  • შაქრიანი დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალება

შაქრიანი დიაბეტის დროს სასარგებლოა სატაცურის ფესვის ნახარში - 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ. მომზადების წესი ასეთია: 60 გ მცენარეს ასხამენ 1 ლიტრ ცხელ წყალს, ადუღებენ 15 წუთს, აჩერებენ 45 წუთს, წურავენ და ანადუღარი წყლით საწყის ოდენობამდე ავსებენ.

  • პოდაგრის საწინააღმდეგო საშუალება

პოდაგრის მკურნალობა შესაძლებელია სატაცურის ცოცხალი წვენით. იღებენ 1 ჩაის კოვზს დღეში 3-ჯერ.

  • სახსრების რევმატული ანთების საწინააღმდეგო საშუალება

სახსრების რევმატული ანთების დროს სასარგებლოა სატაცურის ფესვებისა და ყლორტების ნახარში: 1 სუფრის კოვზ მცენარეს ვასხამთ 1 ჭიქა წყალს, 30 წუთს ვადუღებთ წყლის აბაზანაში, ვწურავთ და ვავსებთ ანადუღარი წყლით საწყის ოდენობამდე. ვიღებთ 1/2 ჭიქას დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.

  • სატაცურის წვენი

სატაცური დიდი ოდენობით შეიცავს ალკალოიდ ასპარაგინს. დუღილისა და კონსერვაციის შემთხვევაში ეს ალკალოიდი იშლება, ამიტომ სამკურნალოდ გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ცოცხალი წვენი. სატაცურის წვენი ეფექტურია როგორც შარდმდენი საშუალება, მაგრამ სუფთა სახით ის ვნებს თირკმელს, ამიტომ სტაფილოს წვენში არეულს სვამენ.

სტაფილოს წვენში არეული სატაცურის წვენი კარგია თირკმლის დაავადებების დროს.

სისხლნაკლებობისა და დიაბეტის დროს კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სატაცურის წვენი სხვა წვენებთან ერთად, რომლებსაც ამ დაავადებების დროს სვამენ.

სატაცურის წვენი ხელს უწყობს მჟაუნმჟავას კრისტალების დაშლას თირკმელსა და კუნთოვან სისტემაში, ამიტომ უებარი წამალია რევმატიზმის, ნევრიტების დროს.

წინამდებარე ჯირკვლის ანთებისას სატაცურის წვენს იღებენ სტაფილოს, ჭარხლისა და კიტრის წვენებთან ერთად.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სატაცური - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები