რატომ უნდა მივირთვათ ბოლოკი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ უნდა მივირთვათ ბოლოკი

ლათინურიდან თარგმანში მცენარის დასახელება ფესვს ნიშნავს. ადამიანი საკვებად ბოლოკის ძირხვენას (ძირნაყოფას) იყენებს. ბოლოკი თხელი, უმეტესად წითელი ფერის ქერქითაა დაფარული. გვხვდება ვარდისფერი და თითქმის თეთრი ნაყოფიც. ბოლოკს მომწარო გემო აქვს, რადგან რბილობი შეიცავს მდოგვის ზეთებს. ევროპელთაგან ბოლოკს პირველად ფრანგმა მზარეულებმა გაუსინჯეს გემო და სათანადოდაც შეაფასეს ძირხვენების საგემოვნო თვისებები. ევროპელებმა ბოლოკი მე-16 საუკუნეში გაიცნეს. მე-20 საუკუნის ბოლოს ევროპაში გავრცელებულ ბოლოკს სტაფილოს (რამდენადმე წაგრძელებული) ფორმა და თეთრი ქერქი ჰქონდა. რუსეთმა ბოლოკი პეტრე პირველის წყალობით გაიცნო. თურმე მეფემ ძირხვენა პირველად ამსტერდამში ყოფნისას ერთ-ერთ ვაჭართან გასინჯა. ბოლოკის გემო ძალიან მოეწონა და სამშობლოში წამოიღო. როგორც ბოტანიკოსები ხუმრობენ, დღესდღეობით ბოლოკი დედამიწის ყველა კუთხე-კუნჭულში მოჰყავთ. ბოლოკის შეძენისას ყურადღება უნდა მიაქციოთ  მის კონსისტენციასა და ქერქს. საუკეთესოა გლუვი მკვრივი ძირნაყოფები. შავი წერტილები პროდუქტის სიძველეზე მიანიშნებს. ასეთი ნაყოფი მალე იწყებს ლპობასა და გაფუჭებას.  ძირხვენები მკვრივი უნდა იყოს და არა რბილი და ფუყე - ეს უკანასკნელი იმაზე მეტყველებს, რომ ბოლოკს ბოჭკოვანი სტრუქტურა აქვს, შესაბამისად, არც გამოხატული არომატი ექნება. ბოლოკი აუცილებლად მაცივარში უნდა შეინახოთ, ფოჩებიანად - სამი დღე-ღამის განმავლობაში, ფოჩების გარეშე კი შვიდი დღეც შეიძლება.

შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები

ბოლოკი მდიდარია კალციუმით, კალიუმით, ფოსფორით, ნატრიუმით, მაგნიუმით, რკინით, "ცე" ვიტამინით, PP და B ჯგუფის ვიტამინებით. უხვად შეიცავს აგრეთვე ნიკოტინის მჟავას, თიამინსა და ლაქტოფლავინს. დამახასიათებელი გემო, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მდოგვის ზეთების შემცველობითაა განპირობებული. ბოლოკი აღძრავს მადას, ხელს უწყობს ნაწლავებში საკვების გადაადგილებას, აადვილებს მონელებას, ნაწლავების დაცლას. ბოლოკის შემცველ სალათებს აქვს შეშუპების საწინააღმდეგო და ნაღველმდენი ეფექტი. ძირხვენების წვენს იყენებენ საჭმლის მონელების და მეტაბოლურ პროცესთა გასაუმჯობესებლად. ბოლოკი განსაკუთრებით სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით (აწესრიგებს სისხლში შაქრის დონეს), პოდაგრითა და გაცხიმოვნებით დაავადებულთათვის. მისი ძირნაყოფის რეგულარული გამოყენება მატებს მხნეობას, აუმჯობესებს სახის ფერს, გულის მუშაობას, განამტკიცებს სისხლძარღვთა კედლებს. ბოლოკის განსაკუთრებული სტრუქტურის უჯრედისი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. ეს მცენარე ბუნებრივი ანტიბიოტიკების - ფიტონციდების წყაროა, ამიტომ მისი ძირხვენები შეიძლება ანთებითი და გაციებით მიმდინარე დაავადებების პროფილაქტიკისთვის გამოვიყენოთ. სასარგებლო და საკვებად ვარგისია ბოლოკის ფოჩებიც. მიკროელემენტებისა და ვიტამინების შემცველობით ისინი ძირხვენებს არ ჩამოუვარდება, ასე რომ,  თამამად შეგიძლიათ, გამოიყენოთ სალათებში, წვნიანებში, მოშუშოთ ან უმად მიირთვათ. ოჰაიოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ იისფერი კენკრა, ხილი თუ ბოსტნეული ხელს უშლის მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას. ამ ფერის ნაყოფი  შეიცავს განსაკუთრებულ პიგმენტებს - ანტოციანინებს, რომლებსაც სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. ბოლოკისა და შავი სტაფილოს ანტოციანინები 80%-ით ანელებს სიმსივნური უჯრედების გამრავლებას, იისფერი სიმინდისა და ნიუკას პიგმენტები კი სულ მთლად აჩერებს ამ პროცესს და ამავე დროს ანადგურებს სიმსივნური უჯრედების 20-მდე პროცენტს ჯანმრთელი უჯრედების დაუზიანებლად. საცდელ ვირთაგვებს, რომლებსაც რეგულარულად კვებავდნენ ნატურალური იისფერი პროდუქტებით, ონკოლოგიური პათოლოგიის სიმპტომები 70%-ით შეუმცირდათ. იისფერ ბუნებრივ პროდუქტებს შორის ბოლოკს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

სასარგებლო რეცეპტები

  • ხალხური მედიცინა შეკრულობის წინააღმდეგ წარმატებით იყენებს ბოლოკის ფოჩების ნაყენს. ერთ სადილის კოვზ წვრილად დაქუცმაცებულ ფოჩებს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, ერთი საათი გააჩერეთ და გადაწურეთ. მიიღეთ დღეში სამჯერ, ჭამიდან 20 წუთის შემდეგ. სამკურნალო კურსი სამ დღეს გრძელდება.
  • ბოლოკი ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიური მიზნითაც. მისგან კანის მკვებავ ნიღბებს ამზადებენ. რამდენიმე ძირხვენა ჩახეხეთ წვრილ სახეხზე, დაამატეთ 6 წვეთი ზეითუნის ზეთი და ერთი ჩაის კოვზი სახამებელი. კარგად მოურიეთ. მიღებული ფაფა წაისვით სახეზე და 10-15 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

საყურადღებოა

  • 100 გრამი ბოლოკი დაახლოებით 20 კკალორიას შეიცავს.
  • ბოლოკი ფრთხილად უნდა მიირთვან კუჭისა და ნაწლავების ამა თუ იმ პათოლოგიით დაავადებულებმა - შესაძლოა, ძირხვენებმა დაავადების გამწვავება გამოიწვიოს.