/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო მცენარეები

ბალი

ბალი
ბალი (Prunus avium) კურკოვანთა გვარის ვარდისებრთა ოჯახის ხეხილოვანი მცენარეა. აქვს თეთრი ყვავილი და კურკიანი ნაყოფი.

ნაყოფი სხვადასხვა ფერისაა – მოთეთრო-მოყვითალოდან დაწყებული, მუქი წითელი ფერით დამთავრებული; არის მისი ათასზე მეტი სახეობა. მიიჩნევა, რომ ბალი ცნობილი იყო ჯერ კიდევ 10 ათასი წლის წინ ანატოლიაში და თანამედროვე სკანდინავიური ქვეყნების ტერიტორიაზე.

  • ბლის კალორიულობა და შემადგენლობა

100 გრამი ბლის კალორიულობაა 52 კკ კალორია. ამასთან, ის კლავს შიმშილის გრძნობას, ამიტომ შესანიშნავი დესერტია მათთვის, ვინც ზედმეტ წონას ებრძვის.

ბალი შემადგენლობაშია: 82% წყალი, 16% ნახშირწყლები, 1% ცილები. პრაქტიკულად, არ არის ცხიმები (0,2%). მასში არის ვიტამინები: A, B1, B2, CС, E; მიკრო და მაკროელემენტები – კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი, ნატრიუმი, იოდი, ასევე, ორგანული მჟავები, შაქრები (ფრუქტოზა, გლუკოზა), პექტინის ნივთიერებები, დიდი რაოდენობით ანტოციანები – ფლავონოიდების ჯგუფის ნივთიერებები. ეს შემადგენლობა ბალს სამკურნალო პროდუქტების რიგს მიაკუთვნებს.

  • ბლის სამკურნალო თვისებები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბალი აუმჯობესებს ძილს: კვლევების თანახმად, ბლისა და ალუბლის წვენი ჯანსაღი ძილისთვის აუცილებელი ნივთიერების, მელატონინის გამომუშავებას ასტიმულირებს.

ამცირებს მუცლის ცხიმს. ამას ადასტურებს ექსპერიმენტები ვირთხებზე.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, ნიკაპზე მაქვს ხალი ბავშვობიდან რომელზეც ამომდის თმა რამდენიმე ღერი,ვიჭრი მაკრატლით, ერთი კვირის მანძილზე სამჯერ მომიხდა კბილის რენდგენის გადაღება, არ ვიცი კავშირშია თუ არა მაგრამ დღეს მოვიჭრი თმას-თქო და ოდნავა ამოსული თმა თითქმის არც ჩანს , როცა სამ დღიანი შუალედით დიდზე იზრდებოდა გაცილებით, დავგუგლე და როცა კიბო ჩნდება მაშინ არ იზრდება თმაო და არის შანსი რო ამ რენდგენების მერე დამზიანებოდა ეს ხალი? წინა კბილზე მიღებდნენ</p>

აბრკოლებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკს: ალცჰაიმერის ასოციაცია ბალს მიაკუთვნებს იმ პროდუქტების რიგს, რომლებიც აუმჯობესებს მეხსიერებას, რადგან მდიდარია ანტიოქსიდანტებით.

ამცირებს ინსულტის რისკს: ანტოციანები – პიგმენტები, რომლებიც ბალს ფერს ანიჭებს – ცხიმისა და გლუკოზის მეტაბოლიზმის მექანიზმს ამუშავებს, ამგვარად ამცირებს ის ქოლესტერინის, არტერიული წნევის დონეს და დიაბეტის განვითარების რისკს.

ახალგაზრდული კანი: ანტიოქსიდანტები ორგანიზმს თავისუფალ რადიკალებთან (რომლებიც სიბერეს აჩქარებს) ბრძოლაში ეხმარება.

ამცირებს პოდაგრის შეტევების რისკს 35%-ით: ეს დადასტურდა ბოსტონის უნივერსიტეტში ჩატარებული ექსპერიმენტებით ადამიანებზე. ასევე ეხმარება ადამიანს რევმატიზმის, ართრიტის დროს.

არეგულირებს არტერიულ წნევას: კალიუმი გულის კუმშვის სიხშირის დარეგულირებას ეხმარება და ამცირებს ჰიპერტონიის რისკს, ხოლო ფიტოსტეროლები – ცუდი ქოლესტერინის დონეს.

აბრკოლებს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას: მიჩნეულია, რომ ხილში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები ამცირებს კანცეროგენული ნივთიერებების წარმოქმნას.

მუქი ფერის ბალი ხელს უწყობს კაპილარების კედლების გამტკიცებას, აბრკოლებს ათეროსკლეროზულ გამოვლინებებს. კარგია ანემიის დროს.

სასარგებლოა ღვიძლისა და თირკმელებისთვის.

ბლისა და ალუბლის წვენი ეფექტურია გაციებისა და მაღალი ტემპერატურისას.

ბალი გამოიყენება მომატებული გაღიზიანებისა და ნევროზების დროს.

ამცირებს კუნთების ტკივილს: მარათონელების ჯგუფმა დაადასტურა, რომ გარბენის შემდეგ ბლის წვენის მიღება მათ უმსუბუქებდა კუნთების ტკივილსა და ანთებას.

ბალს აქვს მსუბუქი გამხსნელი ეფექტი.

ჰიპერტონული დაავადების დროს იგი ახდენს წნევის ნორმალიზებას. აქვს მსუბუქი შარდმდენი ეფექტი. ჰიპერტონიკებისთვის რეკომენდებულია ერთი თეფში მუქი წითელი ბლის ყოველდღიურად მიღება.

ახდენს ღვიძლისა და თირკმლების მოქმედების ნორმალიზებას.

რევმატიზმის ართრიტის, პოდაგრას დროს ბალი ტკივილის გადატანას აადვილებს. განსაკუთრებით სასარგებლოა ბლის კონცენტრირებული წვენი (1 ს. კ. 3-ჯერ დღეში).

სისხლნაკლებობისას ბალი ორგანიზმს რკინითა და სხვა სასარგებლო მინერალებით ამარაგებს.

სპასტიური კოლიტის, ნაწლავის ატონიის, შეკრულობისა და კუჭ-ნაწლავის სხვა დაავადებების დროს სასარგებლოა ბლის კომპოტი და წვენი.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისა და გასტრიტის დროს დიდი რაოდენობით ორგანული მჟავის შემცველი ბევრი პროდუქტი ორგანიზმს ზიანს აყენებს, იწვევს გულძმარვას, რასაც ვერ ვიტყვით ბალზე.

ბალი სასარგებლოა ასევე ნერვული სისტემის პრობლემების – სტრესის, დეპრესიის, უძილობის დროს.

ბლის რბილობში შედის ვიტამინები B1 და B2, რომლებიც დადებითად მოქმედებს ფრჩხილებზე, თმასა და კანზე. პროვიტამინი A ამაგრებს ძვლებს (ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა) და კბილებს, ხოლო მხედველობისთვის ამ პროვიტამინს განსაკუთრებით დიდი სარგებელი მოაქვს.

ბალი რეკომენდებულია გაციების დროსაც, რადგან მასში შედის დიდი რაოდენობით ასკორბინი, რომელიც აძლიერებს სისხლძარღვებსა და გულს, და იცავს ვირუსებისგან.

თუ თქვენს ორგანიზმს ტონუსი აკლია, ამ შემთხვევაშიც ჩართეთ რაციონში ბალი, რადგან იგი მდიდარია კუმარინებით, რომელთა შემცველობით ჩამოუვარდება მხოლოდ ბროწეულს, ჟოლოსა და წითელ მოცხარს.

ბლის ნაყოფი გამოიყენება ასევე კოსმეტიკაშიც.

ბალი კარგი საშუალებაა წონის დაკლების მსურველთათვის. ცოტაოდენი, დაბალკალორიული ბლის ჭამა სადილამდე ან ვახშმამდე (მაგრამ არა შემდეგ!) გაგიუმჯობესებთ საჭმლის მონელებას, არ გადატვირთავს ორგანიზმს ზედმეტი კალორიებით, შეგიქმნით დანაყრების შეგრძნებას.

  • სასარგებლოა ბლის ფოთოლიც და კურკაც

დიდი სარგებელი მოაქვს ჯანმრთელობისთვის ბლის ხის ფოთოლსაც. გამოიყენება როგორც ახალი, ისე გამხმარი ფოთოლი და მისი ნახარში.

ფოთოლს იყენებენ ფურუნკულების, ჭრილობების დროს. მის ნახარშს სისხლდენის შეჩერება შეუძლია. ფოთლის ახალი წვენით ითეთრებენ ჭორფლს. მკურნალობენ ართრიტსა და სახსრების სხვა დაავადებებს (10 გრამ ფოთოლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. შემდეგ ისევ აადუღეთ და ნაყენი დღის განმავლობაში მიიღეთ).

რაც შეეხება ბლის კურკას, ის შეიცავს ჯანმრთელობისთვის ძალზე ფასეულ ეთერზეთებს, ამიგდალინს. კურკის ნახარშს შარდმდენი ეფექტი აქვს და ის თირკმელების დაავადებებისას დაგეხმარებათ. ასევე კარგია ნაყენი პოდაგრის დროს – მას ანთების საწინააღმდეგო და გაუტკივარების ეფექტი აქვს.

გასათვალისწინებელია:

სჯობს, ახალი ბალი მიიღოთ, რადგან პირველ რიგში, სასარგებლო ნივთიერებები თერმული დამუშავების შედეგად ნადგურდება, და მეორეც, იკარგება ფასეული ფერმენტი ენზიმი, რომელსაც ბლის მუქი ფერის სახეობები შეიცავს და რომელიც კარიესთან ბრძოლაში დიდ როლს ასრულებს.

ალუბლისგან განსხვავებით, ბალი ნაკლებად მჟავეა, ამიტომ მისი მიღება (მაინც შეზღუდული რაოდენობით) შეუძლიათ მათაც, ვისაც კუჭის მომატებული მჟავიანობა აქვს.

ბლის მიღება არარეკომენდებულია:

დიდი რაოდენობით ბლის მიღება არ შეიძლება შაქრიანი დიაბეტის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ბლის გლიკემიური ინდექსი გარგრის, ყურძნის, ატმისა და ქლიავის ინდექსზე დაბალია, მაინც ეს ხილი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა შეზღუდული რაოდენობით უნდა მიიღონ.

ასევე, ბლის მიღება უშუალოდ ჭამის შემდეგ იწვევს გაზების დაგროვებას და კუჭის მოუნელებლობას.

ბალი შეზღუდულად უნდა მიიღონ ორსულებმა, რადგან მეტეორიზმს იწვევს.

შენახვა

ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელმაც არ იცის, რომ ბლის, ისევე, როგორც ყველა ხილისა თუ ბოსტნეულის ჭამა გარეცხვის გარეშე დაუშვებელია! თუმცა, თუ შეიძინეთ იმდენი ბალი, რომ ერთჯერადად ვერ ახერხებთ ჭამას და მაცივარში შენახვა გინდათ, გაითვალისწინეთ შემდეგი რამ: გარეცხილი ბალი არ შეინახოთ 2-3 საათზე მეტ ხანს, რადგან მასში სასარგებლო ნივთიერებები თანდათან იკლებს. გაურეცხავი ბლის შენახვა კი, 1 კვირამდე შეიძლება.

ბლის შენახვა ზამთრისთვის შეიძლება გაყინვის ან გაშრობის საშუალებით.

გასაშრობად საჭიროა ცხელ წყალში 2-3 წუთით ბლანშირება, შემდეგ ცივი წყლით გააგრილეთ და დასაწურად მოათავსეთ თუშფალანგზე. ამის შემდეგ შედეთ ღუმელში 60 გრადუსზე. როგორც კი ოდნავ შერბილდება, მოუმატეთ ტემპერატურას 80-85 გრადუსამდე და დააყოვნეთ მანამ, ვიდრე ბოლომდე გამოშრება.

თუ ქილაში შენახვა გსურთ, შეგიძლიათ მოიქცეთ ამგვარად: მშრალ მინის ქილაში ძირზე დააფინეთ ბლის გასუფთავებული და გამშრალი ფოთლები, შემდეგ ასევე მშრალი ნაყოფი ერთ რიგად, შემდეგ ისევ ფოთლები და ასე ქილის შევსებამდე. ბოლოს კი დააფარეთ კაპრონის თავსახური და შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას. ამგვარად ბალი შეინახება ოქტომბერ-ნოემბრამდე.

გასაყინად გარეცხილ ბალს მოაშორეთ კურკა, დააწყვეთ ნაყოფი თხელ ლანგარზე ერთ ფენად, გაყინეთ და შემდეგ მოათავსეთ კონტეინერში. ამგვარად ბლის შენახვა შეიძლება 8 თვის მანძილზე.

ბალს ძალიან ცოტა უკუჩვენება აქვს

მისი დიდი ოდენობით მიღებას შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანებს, რომლებსაც ნაწლავის გაუვალობა აწუხებთ, ასევე არ არის რეკომენდებული შაქრიანი დიაბეტის დროს.

არ შეიძლება ბლის ჭამა ჭამის დამთავრებისთანავე: აუცილებელია საკვების მიღებიდან, სულ მცირე, 30 წუთი გავიდეს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ხალები - რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და როგორ ამოიცნოთ პოტენციური საფრთხე

ხალები კანის წარმონაქმნებია, რომლებიც ხშირად პატარა, ყავისფერი, ვარდისფერი ან კანის ფერის ლაქებს ჰგავს.
სრულად
რა გავლენას ახდენს სტრესი კანზე
რა გავლენას ახდენს სტრესი კანზე
თუ სტრესულ პერიოდს არ მოჰყვება საკმარისი რელაქსაციის ფაზა და ორგანიზმი მუდმივად სტრესის მდგომარეობაშია, შეიძლება გავლენა მოახდინოს კანზეც.
სრულად
სტრესი და ფსორიაზი
სტრესი და ფსორიაზი
ფსორიაზი და ადამიანის ნერვული სისტემა განუყოფლადაა დაკავშირებული.
სრულად
იმპეტიგო: კანის ინფექცია, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ

იმპეტიგო კანის გავრცელებული, უაღრესად გადამდები ინფექციაა, რომელიც ხშირად აზიანებს ბავშვებს, თუმცა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს.
სრულად
კოლაგენის დანამატები არ შეიწოვება
კოლაგენის დანამატები არ შეიწოვება
კოლაგენის დანამატები არ შეიწოვება ორგანიზმის მიერ.
სრულად
როგორ შევინარჩუნოთ ზაფხულში ჯანსაღი, ძლიერი და ლამაზი ფრჩხილები

ზაფხული რთული პერიოდია ფრჩხილებისთვის. ამ პერიოდში ისინი უამრავ არახელსაყრელ ფაქტორს ექვემდებარებიან, რის გამოც შეიძლება დაზიანდეს, გახდეს მტვრევადი, აშრევდეს. მნიშვნელოვანია, ზაფხულში ფრჩხილებზე სწორად ზრუნვა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ბალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები