/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო მცენარეები

ლურჯი ზამბახი და მისი გამოყენება მედიცინაში

ლურჯი ზამბახი და მისი გამოყენება მედიცინაში
ზამბახს საპატიო ადგილი უპყრია ყველაზე გამორჩეულ და, როგორც ბოტანიკოსები აღნიშნავენ, „ელეგანტურ“ ყვავილებს შორის.

თანამედროვე ფლორა ზამბახის 300-მდე სახეობას იცნობს. დეკორატიული მებაღეობა წვრილყვავილოვან ციმბირულ და იაპონურ ზამბახებს ამრავლებს. ეს ყვავილები ადრე გაზაფხულზე იშლება და შუა ზაფხულამდე იზრდება. ისინი ფართოდ გამოიყენება დეკორატიულ ლანდშაფტში. ზამბახის ყვავილები ნაირფერია, ცისარტყელას ყველა ფერში გადაწყვეტილი. თუმცა ყველაზე გამორჩეულ და ელეგანტურ ყვავილებად ითვლება ცისფერი და ლურჯი ზამბახები. რაც მთავარია, ეს ყვავილები ფართოდ გამოიყენება მედიცინასა და კულინარიაში კერძების, ჩაროზების, სასმელების არომატიზაციისა და მორთვისათვის.

საინტერესო ფაქტები

არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც პირველი ზამბახი რამდენიმე მილიონი წლის წინ აყვავდა. ის იმდენად თვალწარმტაცი იყო, რომ მისი სილამაზით დასატკბობად ყველა ცხოველი და ფრინველი მოვიდა, და არა მხოლოდ ისინი, არამედ ქარი და წყალიც კი. ქარმა შემდეგ ზამბახის თესლები მთელ დედამიწაზე მიმოფანტა და დღეს ამ მშვენიერებით მთელი მსოფლიო ნეტარებს. რომაელები ფლორენციას იმიტომ უწოდებენ საყვარელ ქალაქს, რომ მის გარშემო ოდესღაც მხოლოდ ზამბახები ყვაოდა. ლათინურიდან სიტყვასიტყვითი თარგმანით ფლორენცია „აყვავებულს“ ნიშნავს. მას შემდეგ ფლორენციული ზამბახი ქალაქ ფლორენციის გერბს ამშვენებს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ზამბახის გამოყენება პარფიუმერიასა და კულინარიაში

ზამბახის ყვავილებისაგან მიიღება ძვირფასი ეთერზეთი, რომელიც გამოიყენება მაღალი ხარისხის პარფიუმერული პროდუქციის წარმოებაში. ზამბახის ზეთი ძალიან ძვირად ფასობს. ამიტომაც მას ხშირად ხელოვნური სინთეზური ირონით და სხვა არომატიზატორებით ანაცვლებენ. ზამბახებს სპეციალურად აშენებენ პარფიუმერიაში გამოყენების მიზნითა და სანელებლების მისაღებად.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ</p>

კულინარიაში გამოიყენება ზამბახის წვრილად დაფქული ფესვები. მას საკონდიტრო ნაწარმს უმატებენ, იყენებენ როგორც არომატიზატორს. მცირე რაოდენობით შედის ის აგრეთვე სანელებლების შემადგენლობაში.

სომხეთში ზამბახის ფოთლებისგან მურაბას ხარშავენ. მცენარის ფესურებისგან კი კოსმეტიკური ნახევარფაბრიკატი მზადდება. ზამბახის გამომშრალ ფესურას საოცარი არომატი აქვს. მას სანელებლის სახით ამატებენ მზა საკვებსა და სხვადასხვა კერძს. ზამბახის თესლებისგან ამზადებენ ყავის სუროგატს. სასმელების, კერძოდ ლიქიორების, წარმოებაში ზამბახი ასევე საუცხოო არომატიზატორია.

ზამბახის გამოყენება მედიცინაში

მედიცინაში გამოიყენება მკრთალი, გერმანული და ფლორენციული ზამბახის ფესვი, სახელწოდებით „იის ფესვი“. ხალხური მედიცინა იყენებს ზამბახის გამომშრალი (გამხმარი) ფესვების ნა­ხარშს, როგორც ამოსახველებელ, შარდმდენ და სისხლის გამწმენდ საშუალებას. აღნიშნული ნახარში კარგ ეფექტს იძლევა პაპილომური შარდის ბუშტისა და ანაციდური გასტრიტის მკურნალობაში.

ზამბახის ფესურები მეტად პოპულარულია ჰომეოპათიაში. ფხვნილის სახით შედის სხვადასხვა მისაფრქვევის შემადგენლობაში. ფესურების წყლიანი ნახარში რეკომენდებულია შიშისა და კუჭის კატარის (ანთების) დროს.

ფესურები გამოიყენება მედიცინაში როგორც ოფლმდენი, ამოსახველებელი და საფაღარათო საშუალება.

ძველად მიაჩნდათ, რომ ზამბახი სიყვარულის სამეფოში გამცილებელი, მაცდუნებელი და ტკბილი დაპირებების ყვავილია. შესაბამისად, უძველესი დროიდან ამ ყვავილის დაფქული ფესვი ვნების გამამძაფრებელ საშუალებად იყო აღიარებული. არომათერაპიაში ზამბახის ეთერზეთები დღესაც გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი და მომადუნებელი საშუალება.

რამდენიმე რეცეპტი ხალხური მედიცინის საუნჯიდან

  • მწვავე ჰეპატიტის დროს – აიღეთ ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. მოათავსეთ მასში 7-9 გრამი წვრილფოთლოვანი ზამბახის თესლი, დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 5 წუთი. შემდეგ გააჩერეთ 2-3 საათი და გადაწურეთ. დალიეთ დღეში სამჯერ საკვების მიღებიდან ერთი საათის შემდეგ ჭიქის ერთი მესამედი მოცულობა.
  • ძვლების ტუბერკულოზის დროს – აიღეთ ნახევარი ჩაის კოვზი წვრილად დაქუცმაცებული წვრილფოთლოვანი ზამბახი. დაასხით ერთი ჩაის ჭიქა ცივი წყალი. შემოდგით ნელ ცეცხლზე და ნელ-ნელა მიიყვანეთ ადუღებამდე. ამის შემდეგ ადუღეთ 10 წუთი. მიღებული ნახარში გააჩერეთ ერთი საათი და გადაწურეთ. დალიეთ სამჯერ დღეში ჭიქის ერთი მესამედი მოცულობა ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ნიორი
ნიორი
ნიორი (Allium sativum) – შროშანისებრთა ოჯახის ერთწლოვანი ბოლქვიანი მცენარეა. ის ძალზე სასარგებლო ბოსტნეულია და მრავალი ქვეყნის სამზარეულოში დიდი ადგილიც უკავია.
სრულად
ოლეანდრი
ოლეანდრი
ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ უნახავს ეს მშვენიერი მცენარე ოლეანდრი.
სრულად
ჭარხალი: ჯანმრთელობის წყარო და ხალხური მედიცინის საგანძური
ჭარხალი: ჯანმრთელობის წყარო და ხალხური მედიცინის საგანძური
ჭარხალი, როგორც ძირხვენა მცენარე, საუკუნეების მანძილზე გამოიყენება როგორც საკვებად, ისე სამკურნალო მიზნებისთვის.
სრულად
მუშმალა
მუშმალა
სუბტროპიკული მუშმალა, რასაც იაპონურ ზღმარტლსაც ეძახიან, არის – მარადმწვანე სუბტროპიკული ხე ან ბუჩქი ვარდისებრთა ოჯახისა. მცენარე 6-8, იშვიათად 9 მ სიმაღლემდე იზრდება.
სრულად
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა მივირთვათ ანანასი და როგორ შევარჩიოთ ეს პროდუქტი
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა მივირთვათ ანანასი და როგორ შევარჩიოთ ეს პროდუქტი
არც ისე დიდი ხნის წინ, ეს პროდუქტი იშვიათობა იყო, მაგრამ ახლა ის ფაქტობრივად ყველა მაღაზიაში შეგიძლიათ ნახოთ მთელი წლის განმავლობაში.
სრულად
მწვანე ლობიო - დიაბეტის, დეპრესიის, პარკინსონის დაავადების დროს დაგეხმარებათ
მწვანე ლობიო - დიაბეტის, დეპრესიის, პარკინსონის დაავადების დროს დაგეხმარებათ
პარკოსნები უშუალოდ უკავშირდება ხანგრძლივ ცხოვრებას და ამას ბევრი მიზეზი აქვს:
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ლურჯი ზამბახი და მისი გამოყენება მედიცინაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები