/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო მცენარეები

ალოეს ფოთლებს იყენებენ ჩირქის გამოსადევნად, ჭრილობის შეხორცების დასაჩქარებლად - ალოეს სასარგებლო თვისებები

ალოე განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა.

მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული, სადაც კი მისი ზრდა-განვითარებისა და გამრავლებისთვის ხელსაყრელი კლიმატური პირობებია. ალოეს ერთ-ერთი სახეობა სახლის პირობებშიც შესანიშნავად ხარობს, ისე, რომ მისი განსაკუთრებული თვისებები არ სუსტდება. ნამდვილი ალოე - ალოე ვერაა.

ალოეს ფოთლები შეიცავს A B ალოიზიდებს, ალოიზინებს, ალოენინს, ემოდინს, ალოინს (ბარბალოინს) სხვადასხვა თანაფარდობით. მეცნიერთა მიერ გამოკვლეული და შესწავლილია ალოეს შემადგენლობაში შემავალი 20-მდე მნიშვნელოვანი და მეტად ღირებული კომპონენტი. მათ შორის - განსაკუთრებული ნივთიერებები, ე.წ. სტიმულატორები, რომლებიც ჩვენი სხეულის უჯრედებს ფუნქციობას აიძულებს. იმ უჯრედებსაც კი, რომლებიც მწყობრიდანაა გამოსული და რომლებმაც ნორმალურ ფუნქციობაზე უარი განაცხადეს.

სამკურნალო თვისებები და ეფექტები

ალოეს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ მკვლევარი-გერონტოლოგები, რომლებიც დაბერების პროცესებისა და ახალგაზრდობის შენარჩუნება-გახანგრძლივების საკითხთა შესწავლით არიან დაკავებულნი. ალოეს ძალიან ძლიერი ეფექტი აქვს არა მხოლოდ ორგანიზმის ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების, არამედ შრომისუნარიანობის ამაღლებისა და რეპროდუქციული ფუნქციის გაუმჯობესება-შენარჩუნების თვალსაზრისითაც. ალოე ებრძვის ნევრასთენიას, უძილობას, ხსნის სტრესს. ასაკოვანი ადამიანები ალოეს წყალობით ძალთა მოზღვავებას და შრომისუნარიანობის გაუმჯობესებას გრძნობენ.

ზოგადად, ალოე ასტიმულირებს ორგანიზმის იმ ფუნქციებს, რომლებიც განლეულია. განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს ის ნერვულ სისტემაზე, აღადგენს ზურგისა და თავის ტვინის ყველაზე ძლიერ დასუსტებული ნაწილების ფუნქციას, კარგ ეფექტს იძლევა პარალიზური იშიასის დროს. ალოე ძლიერი ბიოგენური სტიმულატორია, ხელს უწყობს კანისა და, საზოგადოდ, ქსოვილების აღდგენა-განახლებას ძლიერი დამწვრობის, ეგზემის, წყლულოვანი პათოლოგიის დროს. ალოესგან მზადდება პრეპარატი კარიზინი, რომელიც მნიშვნელოვნად ასტიმულირებს იმუნურ სისტემას.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ</p>

ალოე საუკეთესო მკურნალია

ძლიერი მადეზინფიცირებელი და აღმდგენი ეფექტის გამო ალოეს ფოთლებს მოჭრისთანავე იყენებენ ხოლმე ჩირქის გამოსადევნად, ჭრილობის შეხორცების დასაჩქარებლად და სხვა მიზნით, თუმცა სამკურნალოდ გამოსაყენებელი მცენარეული ნედლეული უმჯობესია შემოდგომით შეგროვდეს. მოჭრილი ფოთლები ცივი წყლით უნდა გარეცხოთ და სიბნელეში შეინახოთ 6-8 გრადუს ტემპერატურაზე 15 დღით. ასეთ პირობებში მცენარის ბიოგენური სტიმულატორები აქტიურდება. ალოეს ფოთლები შეგიძლიათ გაახმოთ. სამკურნალო თვისებებს მცენარე დიდხანს, 1,5-2 წლის განმავლობაში ინარჩუნებს.

ასევე დაგაინტერესებთ
ალოე ვერას წვენი დიაბეტის, გულის დაავადებების და კიბოს საპროფილაქტიკოდ ეფექტური საშუალებაა - ალოე ვერას 8 გასაოცარი თვისება
ალოე კუჭის მოქმედებას მოგიწესირიგებთ

როგორ მოვამზადოთ ალოესგან სამკურნალო საშუალებები

დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით მდუღარე წყალი და 30 წუთით შეფუთეთ (ისე, როგორც ჩაის დაყენებისას). ამის შემდეგ გადაწურეთ და სიგრილეში შეინახეთ. ალოეს წამოდუღება არ შეიძლება - მასში არსებული სასარგებლო ნივთიერებები დაიშლება.

ნაყენი

ალოეს ფოთლები წვრილად დაჭერით, დაასხით სუფთა სპირტი ან არაყი 1:2 თანაფარდობით. გააჩერეთ სითბოში 10 დღე. პერიოდულად ანჯღრიეთ. შეინახეთ ბნელ ადგილას.

მალამო

ცივი ზეითუნის ზეთი შეურიეთ ალოეს ფოთლების გამონაწვლილში (ექსტრაქტში) თანაფარდობით 3:1.

წვენი

ჩვეულებრივი წვენის მისაღებად ალოეს ქვედა ფოთლები უნდა მოაჭრათ, გარეცხოთ ცივ წყალში და წვენსაწურში გაწუროთ, ბიოლოგიურად სტიმულირებული წვენის მისაღებად კი მოჭრილი ქვედა ფოთლები გაახვიეთ გაუმჭვირვალე ქაღალდში და 2 კვირით გააჩერეთ მაცივარში. შემდეგ გარეცხეთ, წვრილად დაჭერით, დაასხით მდუღარე წყალი და 3 საათი გააჩერეთ სითბოში. ამის შემდეგ გაფილტრეთ რამდენიმეკეც დოლბანდში.

კრემი

აურიეთ ერთმანეთში 40 მლ ნუშის ზეთი, 2 გ თაფლი, 1 გ სუფთა ლანოლინი, 20 მლ ალოეს წვენი. მიღებული ნარევი გრილ ბნელ ადგილას შეინახეთ. გამოიყენეთ არა მხოლოდ როგორც სახის კრემი ნებისმიერი ტიპის კანისათვის, არამედ როგორც სამკურნალო საცხი სახის კანის აქერცვლის, მუწუკების და სხვა პრობლემების საწინააღმდეგოდ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ალოეს ფოთლებს იყენებენ ჩირქის გამოსადევნად, ჭრილობის შეხორცების დასაჩქარებლად - ალოეს სასარგებლო თვისებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები